კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ლიკა კვარაცხელია: „არც ქალია თავის ნებაზე მისაშვები და არც კაცი“


18 წლის ლიკა კვარაცხელია სამოდელო სააგენტო „ლიკა ყაზბეგის“ მოდელია და სტუდენტობისთვის ემზადება.

ლიკა კვარაცხელია: ძალიან მომწონს მოდელობა, სიამოვნებას ვიღებ და, თან, ძალიან კარგად ვერთობი. ჯერჯერობით მიმაჩნია, რომ მოდელობა ჩემი ჰობია – არ ვაპირებ, სერიოზულად გავყვე ამ საქმეს, თუმცა, ფოტოების გადაღებაც მიყვარს და პოდიუმზე გამოსვლაც.

– საკუთარ თავს როგორ დაახასიათებ?

– მხიარული ვარ და ძალიან მეგობრული. შემიძლია, ადამიანს ზედ გადავყვე. ვბრაზდები, თუმცა, იოლად არა. დიდხანს შემიძლია მოთმენა, მაგრამ, თუ გავბრაზდი, მერე ყველა მერიდება ხოლმე, რადგან ცუდი რეაქციები მაქვს. პატიება შემიძლია, თუმცა წყენას ვერ ვივიწყებ. ძნელია ჩემი წყენინება, მაგრამ, თუ მაწყენინებენ, მერე ვეღარ დავივიწყებ.

– თბილი ადამიანი ხარ?

– ძალიან თბილი ვარ. სითბოს გამოხატვა არ მიჭირს.

– როგორი მამაკაცები მოგწონს?

– პირველ ეტაპზე გარეგნობას ვაქცევ ყურადღებას, თუ ვიზუალურად არ დამაინტერესებს, ისე ვერ ვიქნები მასთან. მართალია, მამაკაცის ხასიათიც მნიშვნელოვანია, მაგრამ მახინჯის გვერდით ვერასდროს ვიქნები. სიმპათიური უნდა იყოს, მაგრამ ჩემთვის მაინც მთავარია, მამაკაცს კარგი ხასიათი ჰქონდეს. ვერ ვიტან მატყუარა კაცებს. კიდევ არ უნდა იყოს ნარკომანი, ნასამართლები, „ძველი ბიჭი“, „ბლატნოი“ ტიპი.

– როდესაც მამაკაცი მოგწონს, პირველად რისკენ გაგირბის თვალი?

– მაშინვე იმას ვუყურებ, რა აცვია, როგორ გამოიყურება. რაც მთავარია, მოწესრიგებული უნდა იყოს, სუფთა. განსაკუთრებული პრეტენზიები და მოთხოვნები არ მაქვს.

– როგორი ხასიათი უნდა ჰქონდეს?

– ძალიან ჯიუტი ვარ. რომ ვიტყვი, აქ უნდა წავიდე, მამაკაცი კი მეტყვის, არ უნდა წახვიდეო, ბოლოს, მაინც დავითანხმებ, მაგრამ ამაზე, შეიძლება, ძალიან გავბრაზდე. როცა კაცი რაღაცას იტყვის, ამიკრძალავს, თავისი სიტყვა უნდა შეასრულოს. მამაკაცი მომთხოვნი უნდა იყოს, კაცური. კაცმა ქალს ყველა სურვილი არ უნდა შეუსრულოს, ანუ ქალივით არ უნდა მოიქცეს. ასეთი არასოდეს მომეწონება. ასევე, უნდა იყოს ძალიან თბილი და ყურადღებიანი. უყურადღებობას ვერ ავიტან.

– რა უნდა გააკეთოს მამაკაცმა, რომ შენი გული დაიპყროს?

– ყველა ქალს სიამოვნებს საჩუქრები, სიურპრიზები, მაგრამ, ეს ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი. მთავარია, პატივი მცეს და ჩემთან გულახდილი იყოს.

– როგორ ფიქრობ, მამაკაცმა ქალის გულის დასაპყრობად ბოლომდე უნდა იბრძოლოს?

– როდესაც მამაკაცს ქალი მოსწონს, მისი გულის დასაპყრობად ბოლომდე უნდა იბრძოლოს, თორემ, ქალი პირველივე სიტყვაზე არ დათანხმდება. მე მამაკაცს პირველ სიტყვაზე არ დავთანხმდები, რაღაც უნდა გააკეთოს, რომ დავინტერესდე და მერე, ალბათ, ყურადღებას მივაქცევ. როგორც არ უნდა მომეწონოს, თავიდან მაინც არაფერზე დავთანხმდები, თუმცა, არ მიყვარს, როდესაც მეხვეწებიან. თან, ისეთი ხასიათი მაქვს, როცა ვიღაც მომწონს და მერე ის ყურადღებას გამოიჩენს ჩემ მიმართ, ინტერესი მეკარგება. როდესაც მამაკაცი მეხვეწება, სითბოს გამოხატავს, მისკენ გახედვა აღარ მინდა. როგორც ქალმა, ისე კაცმაც უნდა დაიფასოს თავი. როცა მამაკაცი ყოველდღე გეუბნება, რომ უყვარხარ, გიჟდება შენზე, ეს ჩემთვის მოსაბეზრებელი ხდება და მის მიმართ ინტერესი მიქრება. თუ მამაკაცს ერთ დღეს უყვარხარ, მეორე დღეს კი შენზე ეჭვიანობს და გეჩხუბება, ამით უფრო ინტერესდები.

– გიყვარს ბიჭების წვალება?

– ძალიან. თუმცა, თვითონ იწვალებენ თავს. ის ბიჭიც გამიწვალებია, ვინც მომწონს და ისიც, ვინც არ მომწონს.

– მოგეწონება, შენ რომ გაწვალოს ბიჭმა?

– ჯერ არც ერთ ბიჭს არ ვუწვალებივარ, მაინტერესებს, როგორ გამაწვალებენ და მერე მეც აუცილებლად მექნება რეაქცია.

– რა უნდა გააკეთოს ქალმა, რომ მისი საყვარელი მამაკაცი სხვა ქალთან არ წავიდეს?

– მამაკაცებს ერთფეროვნება ხშირად ბეზრდებათ. ამიტომ, ქალი საინტერესო, მრავალფეროვანი უნდა იყოს, რომ მამაკაცი მასთან დიდხანს დარჩეს. რაც მთავარია, ქალი მამაკაცისთვის მიუწვდომელი უნდა იყოს და მასთან ბოლომდე არ უნდა გაიხსნას. არ უნდა მისცეს კაცს იმის საშუალება, რომ ბოლომდე დაუახლოვდეს, მისთვის მიუწვდომელი უნდა დარჩეს. შეყვარებული ქალი მამაკაცს არაფერს მოაკლებს და ეს არ შეიძლება, გახდეს სხვა ქალთან წასვლის მიზეზი, როგორც ამას ამბობენ ხოლმე. ისე, მთავარია, მამაკაცს ვუყვარდე, ზედმეტი არ მაკადროს და, სხვა ქალთან როგორ გაერთობა, ეს არ მაინტერესებს. მამაკაცს მარტო მე უნდა ვუყვარდე, შეზღუდვებს კი არ დავუწესებ – გაერთოს, ვისთანაც უნდა, არ დავუშლი. აზრი არ აქვს – კაცს რასაც აუკრძალავ, უფრო მეტად გააკეთებს იმას.

– საყვარელი მამაკაცისგან კონტროლი მოგეწონება?

– კაცი უნდა მენდობოდეს, ეჭვის თვალით არ უნდა მიყურებდეს. თუმცა, არც ქალია თავის ნებაზე მისაშვები და არც – კაცი.


скачать dle 11.3