კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დაიჩეჩქვა გიორგი კანდელაკმა თითები და როდის ეძინა მას სახლის სახურავზე

გიორგი კანდელაკი: კარგია, როცა მამაკაცს რაღაცის შეკეთება ეხერხება, მაგრამ, ჩემი აზრით, უკეთესია, თუ ორგანიზატორული ნიჭი ექნება. მე რაღაცის კეთების, ჩხირკედელობის სურვილი ყოველთვის მქონდა, მაგრამ, გამომდიოდა-მეთქი საქმე, ამას ვერ ვიტყვი. პატარა ვიყავი, მე და ჩემმა მეგობარმა ჯიხურის აშენება რომ გადავწყვიტეთ – ვითომ, მაღაზია უნდა გაგვეხსნა. ფიცრებს რომ ვაჭედებდით თითები სულ დავიჩეჩქვე – ვერ ვუმიზნებდი ლურსმანს და ჩაქუჩს თითებში ვირტყამდი. მეორედ – მიწაში ოთახი ამოვთხარე, „შტაბი“ უნდა გამეკეთებინა. ჩვენი ბაღის ბოლოში ვმუშაობდი. დედაჩემი და მამაჩემი მოსკოვში იყვნენ, ბებიაჩემი კი საღამომდე სამსახურში იყო, ამიტომ, ხელი არავის შეუშლია. მეგობრები დავიხმარე და საკმაოდ მოზრდილი ოთახი გამოვთხარე. შიგნით ჩავზიდე სკამები, სხვადასხვა ნივთი და კარგად მოვაწყვე. ზემოდან ისევ ფიცრები დავაფარე და ცოტა მიწაც დავაყარე, რომ არავის შეემჩნია. ბიჭები იქ ვიკრიბებოდით, სანამ ერთხელ, მოხვნისას, ტრაქტორი არ ჩავარდა შიგ (იცინის). მამაჩემს დაურეკეს, სასწრაფოდ მოდი სახლში, შენს ბაღში საგანძური ვიპოვეთო.

– არ მოგხვდა ამისთვის?

– არა. მამაჩემი ძალიან მკაცრი კი იყო, მაგრამ ცემა არ იცოდა. მე თვითონ მქონდა მისი ისეთი რიდი, რომ ერთხელ ვარჯიში გავაცდინე და ის ღამე სახურავზე მეძინა – სახლში ვერ შევდიოდი, არ ვიცოდი, მამაჩემისთვის ეს ამბავი როგორ მეთქვა. მშენებლობა კი ყოველთვის მიზიდავდა, მიყვარდა. სულ მინდოდა, რაღაც ამეშენებინა. მშენებელი არ გამოვიდა ჩემგან, მაგრამ, რაც კი ამიშენებია, ყველაფრის პროექტი ჩემი დახაზულია. წინასწარ ვხედავ, რა უნდა აშენდეს. უცხოეთში როცა ვარ, სულ მშენებლობებს ვათვალიერებ – რა როგორ არის აშენებული, რა სიახლეა ამ სფეროში, როგორი შენობები კეთდება... რამდენი აგური და ბლოკი დასჭირდება, ამის დათვლაც შემიძლია, მაგრამ, მირჩევნია, ეს საქმე პროფესიონალმა გააკეთოს.

– მე ვიცი, შენ მიერ აშენებული დარბაზი ვარიანში და „სპორტკაფე“ გორში.

– სასტუმროც ავაშენე ვარიანში, თბილისში სარდაფი ამოვიღე, უფრო სწორად, ძველი ნაგებობა აღვადგინე.

– ეგ როგორ?

– ბავშვობა ვერის ბაღში მაქვს გატარებული – შეკრებები იქ გვქონდა ხოლმე. მახსოვდა, რომ იქ ძველი შენობა იყო, რომლის ძირშიც აგურით ნაშენი თაღები ჩანდა. ეს შენობა შევიძინე და დავიწყე თხრა. ნელ-ნელა მეორე თაღიც გამოჩნდა და საბოლოოდ ძალიან ლამაზი, ძველი ქართული სარდაფი გავასუფთავე მიწისგან. შვიდას სამოცი „კამაზი“ მიწა გამოვიტანეთ – ხუთი თვის განმავლობაში გამოგვქონდა. ჩემს მშენებლობებზე „პრარაბი“ ყოველთვის თვითონ ვარ. შეიძლება, შეცდომები მომდის ხოლმე, მაგრამ, საბოლოოდ, ყველაფერი ისე გამოდის, როგორც მე მინდა.

– ელიავას ბაზრობაზეც დადიხარ?

– რა თქმა უნდა. საშენ მასალას არა, მაგრამ აქსესუარებსა და წვრილმანებს ყოველთვის მე ვარჩევ. ასე რომ, ელიავას მიდამოებს კარგად ვიცნობ.

– იქ თუ გცნობენ?

– (იცინის) როგორ არა, მცნობენ და ისეთი სიყვარულით მხვდებიან, გულს უხარია. დიდ პატივს მცემენ. ყველა ცდილობს, რაღაცით მასიამოვნოს. ნახევარ ფასში მაძლევენ ყველაფერს. საუკეთესოს მირჩევენ. ჩემთვის ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

– ანუ, ისევ ხალხის საყვარელი ჩემპიონი ხარ?

– (იცინის) ხალხი ყველაზე კარგი შემფასებელია იმისა, თუ რა გაგიკეთებია. „სპორტკაფეს“ რომ ვაშენებდი, იმ ადამიანმა, ვისაც ძირითადი სამუშაოები ებარა, ოცი ათასი ლარი უკან დამიბრუნა – რაღაც-რაღაცეები იაფად ვიშოვე და ეს ფული დამრჩაო. გავგიჟდი. სხვას რომ ეთქვა, არ დავიჯერებდი. მეგონა, იქით მქონდა ფული დასამატებელი. როცა ასეთ სიყვარულს გრძნობ, ხვდები, რომ ფუჭად არ გიცხოვრია.

– მშენებლობა შენი სტიქია ყოფილა. პროფესიის შეცვლას ხომ არ აპირებ?

– არა, მაგრამ გულხელდაკრეფილი ვერ ვიჯდები. არ შემიძლია უსაქმოდ ყოფნა. ვარიანში თევზის მოშენება დავიწყე. ყველანაირი ჯიშის თევზი უნდა გავზარდო: ზუთხი, ლოქო, ლიახვის ციმორი... პატარა ხელოვნური ჩანჩქერიც კი გავაკეთე.

– მე ვიცი, რომ ძალიან კარგი მამა ხარ. შეგიძლია, შვილებს დამოუკიდებლად მოუარო?

– ჩემი შვილები ყველაფერია ჩემთვის. ყველა სურვილს ვუსრულებ ორივეს და ისინიც ყველაფერს მიჯერებენ. ნატალიაზე რომ ამბობენ, ჯიუტია და, თუ თვითონ არ უნდა, ვერაფერს გააკეთებინებო, მიკვირს. ჩემთვის წინააღმდეგობა არასდროს გაუწევია. ვარიანში მყავდა ამ ზაფხულს ორივე, თვე-ნახევარი, მარტოს. ძალიან კარგად ვუვლიდი. დაბანა, მოწესრიგება, რეჟიმით კვება, გართობა – არ მეშლება ასეთი რაღაცეები. ერთი, რეიტუზს ვერ გავუგე ვერაფერი (იცინის).

– რეიტუზს?

– ვხუმრობ. შარშან ბაკურიანში წავიყვანე თარაში, ნატალია და ჩემი დისშვილი – ისიც ბიჭია. ძალიან კარგად ვიყავით, მაგრამ ჩემი მეგობრის ცოლი, ნატალიას დაინახავდა, თუ არა, სიცილი უტყდებოდა – თურმე რეიტუზს ვაცმევდი უკუღმა: ორი ნაკერი წინ ჰქონდა, ერთი – უკან. არადა, პირიქით უნდა. ახლა ესეც ვისწავლე.

– საყიდლებზე გაიშვები?

– პროდუქტს ძალიან კარგად ვყიდულობ. როცა უცხოეთში ვარ, ჩემი ოჯახის წევრებისთვის ტანსაცმელი ჩამომაქვს, მაგრამ, ზოგჯერ ზომებში „ვიჭედები“ – მეშლება. ყოფილა შემთხვევა, ჩემს მეუღლესა და ბავშვებს პატარა მოსვლიათ ტანსაცმელი, თუმცა, ისე მაინც არ რჩება. დიდი სამეგობრო მყავს და ვარიგებ (იცინის).

– „პახმელიას“ როგორ ებრძვი?

– მე არ მაქვს „პახმელია,“ არ ვიცი, ეგ რა არის. რაც კრივს თავი დავანებე, საკმაოდ ხშირად მიწევს სმა. ახლაც ქობულეთში ვიყავი ჩასული ოჯახთან. იქ ისვენებენ. ზღვა არ მინახავს, სულ სადღაც მეპატიჟებოდნენ. ამინდებმაც ხელი შეგვიწყო. ნაქეიფარი, მეორე დილით ყოველთვის ვვარჯიშობ – ძალიან კარგი საშუალებაა დალევის შემდეგ.

– გიორგი, არ შემიძლია, არ გკითხო, რა აზრის ხარ წიგნზე, რომელსაც შენზე წერენ?

– (იცინის) კონკრეტულად რომელ წიგნს გულისხმობ? მე უკვე შევეჩვიე იმას, რომ ვიღაც-ვიღაცეები ჩემი სახელის თავის სასარგებლოდ გამოყენებას ცდილობენ. ისე კი, ყველა უწესო ქალმა რომ თავის საყვარლებზე წიგნების დაწერა მოინდომოს, საქართველოში ქაღალდის სერიოზული დეფიციტი დაიწყება...


скачать dle 11.3