კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შემაშფოთებელი „ხუთეული“


საშინელია იმის განცდა, რომ გატყუებენ. თანაც გატყუებს არა ვიღაც, შემთხვევითი ნაცნობი, არამედ შენთვის ყველაზე საყვარელი და ახლობელი ადამიანი – ის, ვისი იმედიც გქონდა, ვისაც ენდობოდი. ღალატი ყოველთვის მძიმე და სერიოზული სტრესია, მაგრამ, ზოგჯერ ქარიშხალს ჭიქაში ვეძებთ. ჩვენ თვითონ ვქმნით პრობლემის იმიტაციას და მას ისეთ მნიშვნელობას ვანიჭებთ, რასაც ისევ ჩვენთვის მოაქვს ზიანი. თუმცა, არსებობს კონკრეტული ნიშნები, ანუ სიმპტომები იმისა, რომ ჩვენ გვღალატობენ:

* მოულოდნელი დაგვიანებები, „გადაუდებელი საქმეები“ სამსახურში და სახლში ჩვეულებრივზე გვიან დაბრუნება, რეგულარული ვიზიტები მეგობრებთან, რომელთაც თქვენ არ იცნობთ.

* საეჭვო და გასაიდუმლოებული ხარჯები და სატელეფონო საუბრები, მით უმეტეს, თუ გზავნილებს გულმოდგინედ შლის. იგივე ეხება კომპიუტერსაც. მიაქციეთ ყურადღება, ხომ არ იმალება მობილურით აბაზანაში, ან, როგორი რეაქცია აქვს, როცა კომპიუტერთან ზის, თქვენ კი ეკრანს უახლოვდებით.

* თუ ინტერნეტში საპირისპირო სქესის მეგობრების მთელი კოლექცია აქვს და მთელ თავისუფალ დროს მათთან საუბარში ატარებს, დროა, მიიღოთ ზომები, რადგან ეს კარგად არ დამთავრდება – მისი სულ „ჩატში“ ჯდომა აუცილებლად დაგაშორებთ და გაგაუცხოებთ თქვენს მეორე ნახევართან.

* მეტისმეტი სექსუალური აქტივობა, ან, პირიქით, ინტერესის არქონა და გულგრილობა.

* განსაკუთრებული ზრუნვა საკუთარ გარეგნობაზე. ახალი თეთრეულის ყიდვის სურვილი და გადამეტებული კეკლუცობა სარკის წინ.

P. S. თუ ამ შემაშფოთებელი ხუთეულიდან სამი მაინც სახეზეა, სასწრაფოდ გამოფხიზლდით, სანამ გვიან არ არის.


скачать dle 11.3