კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვირტუალური სიყვარული


თითქმის ყველა, ვისაც კი შეუძლია, უთო კომპიუტერისგან გაარჩიოს, პირდაპირ, შეიშალა ინტერნეტზე. ერთი შეხედვით, პროგრესის საწინააღმდეგო ვის რა უნდა ჰქონდეს, მაგრამ, თითქოსდა უწყინარი ვირტუალური ფლირტი სერიოზულ საფრთხეს შეიცავს. პრობლემას ართულებს ისიც, რომ ამ ფლირტში ხალისით ებმებიან დაოჯახებული ადამიანებიც – როგორც მამაკაცები, ასევე, ქალბატონებიც. ახალი შეგრძნებების სურვილი თუ პრობლემები რეალურ პარტნიორთან ურთიერთობაში მათ ამისკენ უბიძგებს – არანაირი ვალდებულება და დიდი შესაძლებლობები კი – საკმაოზე მეტი. მაგრამ, ფსიქოლოგები სხვანაირად ფიქრობენ.

ჯერ ერთი, ვირტუალური პარტნიორი (ინტერნეტ-პარტნიორი), შეიძლება, მართლა შეგიყვარდეთ. ფაქტია, რომ, რაც უფრო ხშირად ესაუბრებიან და ეკონტაქტებიან ადამიანები ერთმანეთს, მით მეტია მათ შორის სიახლოვე, ჩნდება ემოციური დამოკიდებულება, რომელიც ისე მუშაობს, როგორც ნარკოტიკი. ის იმაზე მეტად დამანგრეველი შეიძლება, აღმოჩნდეს, ვიდრე შემთხვევითი სექსი. მიწერ-მოწერის დროს ჩნდება განცდა, რომ „იმ ვიღაცას“ დისპლეის მიღმა, გაცილებით უკეთ ესმის შენი, ვიდრე საკუთარ მეუღლეს, რაც სინამდვილეში მხოლოდ ილუზიაა. თუ ადამიანს მდიდარი წარმოსახვის უნარი აქვს, საფრთხე იმატებს.

მეორე: ვირტუალური ფლირტი არაფრით განსხვავდება რეალური ღალატისგან. ინგლისელი ფსიქოლოგები მივიდნენ დასკვნამდე, რომ, პარტნიორი, რომელიც იგებს ვირტუალური ღალატის შესახებ, ისეთივე ტკივილს განიცდის, როგორც რეალური ფიზიკური ღალატის შემთხვევაში. აქედან განქორწინებამდე კი ნახევარი ნაბიჯია.

ვირტუალური სექსი და ინტიმი დოპინგია, რომელზეც, დიდი შანსია, რომ „დაჯდე“, როგორც ნარკოტიკზე ან ალკოჰოლზე. ნებისმიერ დამოკიდებულებას კი სერიოზული მკურნალობა სჭირდება.

P. S. ოცი წლის წინ წარმოუდგენელი იქნებოდა, გეფიქრათ, რომ ქმარს შეეძლო, სავარძლიდან წამოდგომის გარეშე ეღალატა თქვენთვის. დღეს კი ეს რეალობაა, ამიტომ, იყავით ყურადღებით!


скачать dle 11.3