კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2019 (103)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)

რატომ დასდევდა სოფო ბედია ბათუმის ბულვარში მოსაკლავად ნინი შერმადინს და სად ეგონა მას თავი “ზღვის ლომი„


სოფო ბედია ბავშვობიდან მღერის, თუმცა ის მსმენელმა განსაკუთრებულად „ჯეოსტარის“ კონკურსზე შეიყვარა, სადაც მან შეძლო საკუთარი თავის და ნიჭის მაქსიმალურად წარმოჩენა. როგორც თავად ამბობს, სოფო ბავშვობიდან ცელქი და მოუსვენარი იყო და ამის გამო, ხშირად ხვდებოდა სასაცილო სიტუაციებში. ძირითადად კი კონფლიქტი ძმასთან, ახალ უკვე ცნობილ მომღერალ ბორის ბედიასთან მოსდიოდა.

– სოფო, ხშირად ხვდები თუ არა გამოუვალ, სასაცილო, კურიოზულ სიტუაციაში და როგორ ახერხებ იქიდან თავის დაძვრენას? რაიმე შენეული კვიმატური, მეგრული თავის დაძვრენის ხერხი ხომ არ გაქვს?

– ასეთ სიტუაციებში ხშირად ვხვდები და მეგრული ხასიათი, იუმორი და მოხერხებულობა მშველის თავის დაძვრენაში. სასაცილო და უხერხული სიტუაციიდან ისე გამომყავს თავი, ვერავინ იტყვის ეს რა დაემართაო. რომ იტყვიან, წყლიდან ისე გამოვდივარ, ძალიან არ ვსველდები (იცინის).

– მართალია, თითქოს „ჯეოსტარის“ კონკურსზე, შენი გამოსვლის დროს, ფეხსაცმელებიდან „ამოხტი“? ალბათ, ეს ნერვიულობის გამო მოხდა, არა?

– ვერ გეტყვით, რომ ნერვიულობის გამო მოხდა. პირიქით, მშვიდად ველოდი, როდის გამომაცხადებდა დუტა და გავიდოდი სცენაზე. მაგრამ, იმ პერიოდში ძალიან დავიკელი წონაში, შესაბამისად, ფეხიც გამიხდა და დუტამ რომ გამომაცხადა, უნდა გავიდე სცენაზე და ფეხსაცმელებიდან არ „ამოვხტი“? ამიტყდა ისტერიკული სიცილი და ასე სიცილ-სიცილით გავედი სცენაზე. ჟიურიმ აღნიშნა – დედა, რა ბუნებრივად იცინის; დედა, როგორ შეუძლია, არ გვაჩვენოს ნერვიულობა და სულ იცინოს; დედა, როგორი ხალისიანი ადამიანიაო. იმათმა რა იცოდნენ რაზე ვიცინოდი. (იცინის). ამ დროს ჩემს თავს დავცინოდი, ეს რა დამემართა, როგორ „ამოვხტი“ ამხელა ქალი ფეხსაცმელებიდან-მეთქი. ერთხელ, არ დამავიწყდება, ახალი ასული ვარ სცენაზე, „რკინიგზელთა სახლში“ გაიმართა კონცერტი და მეც უნდა მემღერა. გამომაცხადეს, მოვემზადე კულისებში, თავი მომაქვს, ჭკუაზე არ ვარ, ვფიქრობ, გავალ ახლა და მაგრად ვიმღერებ-მეთქი. მოკლედ, გავედი. მივხვდი უნდა მემღერა ფონოგრამაზე. არადა, ცოცხლად სიმღერას ვარ შეჩვეული. ვიფიქრე, ჯანდაბას, რაღაცას ვიზამ, ბოლოს და ბოლოს პირს გავაღებ ან დაბალ ხმაზე ავყვები-მეთქი, მივედი, ავიღე მიკროფონი და „შნური“ არ მოძვრა? დამცხა. მეგრელი რისი მეგრელია? მეგრული სისხარტე „ჩავრთე“, ვეცი „შნურს“, გავურჭე მიკროფონს და გავვარდი სცენაზე. თან ვმღეროდი, თან მეცინებოდა, არადა, ისეთი სიმღერა იყო, წესით არ უნდა მეცინა. მაყურებელი გიჟივით მიყურებდა, რა აცინებს ამ გოგოსო. ცალი ხელით მიკროფონი მეჭირა, მეორეთი „შნური“. მაგრამ, მაინც შევძელი ბოლომდე „გაქაჩვა“. რომ დასრულდა სიმღერა და კულისებში გავვარდი, იმდენი ვიცინე, ძლივს დამაწყნარეს. ერთი სული მქონდა სცენაზე, როდის დასრულდებოდა სიმღერა, რომ გულიანად გამეცინა.

– ამბობენ, სოფო, ისეთი ცელქი ბავშვი იყო, სულ ჩხუბობდა და თანატოლებთან სერიოზული პრობლემები ჰქონდაო. ასე იყო?

– მართლა ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი, მაგრამ ძირითადად ჩემი ძმა მყავდა დაჩაგრული, სხვებს არ ვემტერებოდი. მართალია, წლით და ორი თვით პატარა ვიყავი მასზე, მაგრამ ყოველთვის ვჯობნიდი. ამ გადასახედიდან ხმამაღლა ვამბობ, რომ მართლა სადისტი ბავშვი ვიყავი. კარგად ვსწავლობდი და არასდროს ვეხმარებოდი ბორიკოს. მე და ჩემი ძმა ერთ კლასში ვსწავლობდით და მერხზე სულ გვერდიგვერდ ვისხედით. ერთხელ, საკონტროლოს ვწერთ. მე სწრაფად დავწერე, ბორიკო აზრზე არ არის რა დაწეროს. მეხვეწება, სოფო, დამაწერინეო. მე გავმწარდი, რა არის, შენ და მე ერთი ნიშანი უნდა მივიღოთ-მეთქი, და, ავტეხეთ ბრძოლა შუა გაკვეთილზე (იცინის). ბორიკო ყვიროდა ძმა ვარ თუ მტერიო, მეც არ დავუთმე. ბოლოს, მომკიდა თმებში ხელი, თან მქაჩავდა და თან მლანძღავდა – შე სადისტო, შე ასეთო, შე ისეთოო. მე წიგნებს ვურტყამდი, ის თმაში მექაჩებოდა და ერთი სიტყვით, ძლივს დაგვაშოშმინეს მასწავლებელმა და კლასელებმა. ახლა კი ვიცინით ამ ამბავზე, მაგრამ მაშინ უნდა გენახათ, როგორი გამწარებული, დასიებული, დაგლეჯილი და თმაგაჩეჩილი მივედი სახლში (იცინის). თუ გამაბრაზებდნენ თანატოლები, მეც პასუხს ვცემდი, აბა, რა... ხან წიგნებს ვურტყამდი და ხან ჩანთას, ერთი სიტყვით, დიდი ახტაჯანა და თამამი ბავშვი ვიყავი.

– ერთი ისიც მომიყევი, ბათუმის ბულვარში რომ დასდევდი ნინი შერმადინს მოსაკლავად. კი მაგრამ ასეთი რა დაგიშავა?

– ეს ძალიან სასაცილო ამბავია. მე და ნინი შერმადინი ბათუმში ვიყავით ჩასული დასასვენებლად. წყლის ბანანზე არასდროს ვმჯდარვარ. კი ვხედავდი როგორ დასეირნობდნენ ამით წყალში, მაგრამ რა ფინალით სრულდებოდა ეს სეირნობა, არ ვიცოდი. ბოლოში თურმე, ნაპირს რომ მოუახლოვდება, მოგიქნევს და წყალში გაგდებს. თან ისე, აზრზე რომ ვერ მოხვალ. თუ არ იცი წინასწარ, ძალიან სტრესულია. მოკლედ, ატყდა ნინი, გინდა თუ არა, ჩვენც გავისეირნოთ, ძალიან მაგარია, აი, ნახავ, როგორ „გაგისწორდებაო“. დავუჯერე, ვიფიქრე, რა მომივა, გავისეირნებ მეც-მეთქი. ჩაგვაცვეს „სპასატელნი“ ჟილეტები, შემოვსხედით ბანანზე და გავედით ზღვაში. ვისეირნეთ, მართლა ძალიან მომეწონა, „ზღვის ლომი“ მეგონა თავი და რომ მოვუახლოვდით ნაპირს, ისე „რეზკათ“ მოგვიქნია, აი, იქ „გავჭედე“. მოულოდნელად რომ ჩავარდი წყალში, ხომ მივიღე შოკი, ხომ ვაგინე ნინის ხმამაღლა (იცინის). ნამდვილი ისტერიკა დამემართა, ვიფაფხურე წყალში, როგორც იქნა, ამოვედი და რომ დავინახე ნინის სიცილისგან ცრემლები მოსდიოდა, აი, მაშინ გადამეკეტა. გამოვეკიდე და მთელი ბულვარი შემოვირბინეთ. ყველა ჩვენ გვიყურებდა. გადაირია ხალხი, რა უნდა ამ გოგოს, რამ გაამწარა ასე, მოსაკლავად რომ იმეტებს მეგობარსო. თან შეშინებულ-გამწარებული სახე მქონდა, ვკიოდი, მოგკლავ, არ გაცოცხლებ-მეთქი. ძლივს გადამირჩა, მაგრამ მე კი ჩემი დამემართა. ახლა რომ დავსხდებით და ამ ისტორიას ვიხსენებთ, ნინის სიცილისგან ისევ ცრემლები მოსდის.

– ვიცი, ცხოველები ძალიან გიყვარს. მათთან დაკავშირებით რაიმე საინტერესო ისტორია არ გაქვს მოსაყოლი?

– ძალიან მიყვარს ცხოველები, მაგრამ სახლში ვერ ავიტან. განსაკუთრებით ძაღლები მიყვარს და უნდა ნახოთ, ქუჩაში რომ დავინახავ ლამაზ ძაღლს, რა დღეში ვარ. ეტყობა, ქუჩის ძაღლებიც გრძნობენ ჩემს კეთილგანწყობას მათდამი და რომ მივდივარ, უკან მაწანწალა ძაღლების მთელი არმია მომყვება (იცინის). ერთხელ, ნაგვის ბუნკერთან „ბირჟაობდნენ“ ძაღლები, გავიარე, თან შემეშინდა, ახლა მე არ მეცნენ მშივრები და არ გამომაგლიჯონ ხორცი- მეთქი. ჩავუარე შიშით, მოვიხედე და დამწკრივებულები არ მომყვებიან? ავუჩქარე ფეხს, აუჩქარეს და სადაც მივდიოდი, თუ მინდოდა ნახევარი საათი ადგილამდე მისვლისთვის, ორ წამში იქ გავჩნდი. მაგარი სანახავი იყო, წინ მე გავრბოდი და უკან მაწანწალა ძაღლები მოძუნძულებდნენ. ისე მარბენინეს, მთელი ორი დღე სუნთქვა მიჭირდა. (იცინის). ახლა რომ ვხედავ ძაღლს, შემოვლითი გზებით დავდივარ. აბა, სირბილის თავი მაქვს?

– ცნობილი სახე გახდი. ალბათ, ქუჩაში ყველა გცნობს. ამის გამო უხერხულ სიტუაციაში არ აღმოჩენილხარ?

– მიხარია, რომ ყველა მცნობს და დიდ სიყვარულს გამოხატავენ ჩემს მიმართ. ერთხელ, ტაქსი გავაჩერეთ მე და ჩემმა ბიძაშვილმა. დავსხედით და დავიწყეთ „ჭორაობა“. მძღოლი, უცნაური, სასაცილო ადამიანი ჩანდა. რამდენჯერმე გაგვეხუმრა, მაგრამ არ მივაქციეთ ყურადღება. რომ არ გაჩერდა, ვუთხარი, თქვენ ეტყობა მეგრელი ხართ-მეთქი. სახე გაებადრა და მიპასუხა, კი მეგრელი ვარო. ჰოდა, მეც მეგრელი ვარ მარტვილიდან-მეთქი. სულ გადაირია, აჭიკჭიკდა, საიდან ხარ გოგო, რომელი სოფლიდან, დადიხარ იქო? ვუთხარი, კი დავდივარ და ძალიან მიყვარს სამეგრელო-მეთქი. მხრებში გაიშალა, ეგრევე მივხვდი, რომ მეგრელი იყავი, ამიტომ გიყურებდი სარკიდან, ალბათ, იქიდან მეცნობიო. ჩემმა ბიძაშვილმა უთხრა, ეტყობა, არ უყურებთ თქვენ ჯეოსტარსო და აი, აქ კინაღამ ავარიაში მოვყევით (იცინის). სულ გადაირია, აღარ იცოდა, რა ეთქვა და უცებ არ წამოროშა: დედა, მე შენ „ზდაროვი“ მეგონე და რა გამხდარი ყოფილხარო (იცინის). თავი მომწონს და „ზდაროვი“ არ ვეგონე ამ პატიოსან კაცს? მოკლედ, დაარღვია მოძრაობის წესები, გიჟივით მიჰყავდა მანქანა, აქეთ-იქიდან მძღოლები აგინებდნენ, კი გავიფიქრე, ვაიმე, მგონი მეგრელი მძღოლისგან მიწია სიკვდილმა-მეთქი (იცინის), მაგრამ, მადლობა ღმერთს, გადავრჩი. ასე რომ, კინაღამ არ დამღუპა პოპულარობამ? (იცინის).


скачать dle 11.3