კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კრიმინალური საუბრები


გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹9-15(485)


– ნეტავ, ასეთ ხალხს ღამით როგორ სძინავს, კოშმარები არ აწუხებთ? – სუფთა ქალური დაარტყა ფისომ.

– კაცს რომ შუბლის ძარღვი გაწყვეტილი აქვს, იმას რომელი კოშმარი დაუფრთხობს ძილს...

– შენ იცი, ბიძაჩემი, პლატო ძია, ბაქოში სამი თვე რომ იჯდა, თან თავისი ფეხით რომ მივიდა მილიციაში?

– თინიკოს მამაზე ამბობ? – გავოცდი მე.

პლატო ძიას ნახვა და გაცნობა ერთ რამედ ღირდა. ეს იყო ვაჟკაცი ბავშვი. აღნაგობით დევს ჰგავდა, დიდი ტორებით და განიერი მხარ-ბეჭით, მაგრამ გულით ბავშვივით უმწიკვლო და წრფელი, თვითნაბადი იუმორით სავსე, დიდიან-პატარიანად ყველას იზიდავდა. ერთი საზომი ჰქონდა – კაცობა და კაცური საქციელი, იმის იქით სამყაროში არაფერი იყო. ობლობაში გაიზარდა. კამფეტებით სავსე პარკს დაატარებდა. ბავშვობაში ვნატრობდი, ნეტავ კამფეტი მაჭამაო და ასე მგონია, ყველა ბავშვს კამფეტი ენატრებაო.

ერთ დღეს გოგირდის აბანოებში წავიდა. ზის ორთქლში და ფიქრებში წასულს ხორხოცმა დაუფრთხო გეგმები. ხედავს, მოხუც მექისეს რამდენიმე ბიჭი უწესოდ ექცევა. ჰაიტ, თქვენი პატრონი დედაო!.. წამოუხტა და დასცხო. ბიჭებს ჩაცმის დრო აღარ ჰქონდათ, ტიტვლები გარბოდნენ გარეთ და თან ექადნებოდნენ, „გნახავთო“, პლატო ძიამ მიაძახა, სადაც ყველაზე ბნელი იყოს, იქ დამხვდით ყველანი, თქვენი პატრონი დედაო... პლატო ძია თბილისში რომ ჩამოდიოდა, გოგირდის აბანოში ყოველთვის დადიოდა და ისედაც იცნობდნენ, მაგრამ ამ შემთხვევის შემდეგ ფულს აღარ ართმევდნენ. თურმე, იმ ბიჭებს აკლებული ჰყავდათ მომსახურე პერსონალი და ამ ამბის შემდეგ აბანოს აღარ გაჰკარებიან.

– ფისო, რა უნდოდა პლატო ძიას ციხეში, რა საციხო ის იყო...

– კაცო, სტუმრად იყო აზერბაიჯანში თავის ძმაკაცთან. წამოსვლისას კაი ნაქეიფარი დაჯდა საჭესთან და პიპინ-პიპინითა და ხელის ქნევით დაემშვიდობა. თურმე, „ვილისით“ მასპინძლისთვის ფეხზე გადაუვლია. იმ კაცს ფეხის თითები ძალიან დაეჟეჟა და საავადმყოფოში დასაწვენი გახდა. მიზეზის გამოძიებამ დანაშაული აღმოაჩინა და უწყება უწყებაზე მისდიოდა თელავში. პლატო ძიას სად ეცალა აქეთ-იქით სასიარულოდ, მით უმეტეს, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა, რატომ იბარებდნენ აზერბაიჯანის რომელიღაც დაბის მილიციაში. სამი თვის მერე რაღაც საქმე გამოუჩნდა იქით და იფიქრა, ბარემ შევივლი, გავარკვევ, რა უნდათო. შეიარა და დააკავეს. ძმაკაცი ამბობს, პრეტენზია არ მაქვსო, მაგრამ, როგორც წესი, არავინ მოუსმინა. შეაგდეს ეს კეთილი დევკაცი კამერაში. შევიდა და დაჯდა თავისთვის უხმოდ. კამერაში რამდენიმე ახალგაზრდა ბიჭი დახვდა, შვილის თანატოლები, იმათთან რა უნდა ელაპარაკა? ამათ შეხედეს, ნახეს არიფი ბიძაა და იფიქრეს, გავაღადაოთო...

თურმე, ეს ბიჭები უებნებიან: ბიძა, ეგრე ხომ არ იჯდები, მოდი, ჩვენთან ერთად გაერთე! რანაირად გავერთო? – გაუკვირდა თურმე პლატო ძიას და მიიხედ-მოიხედა. რა შეგიძლია? – ეკითხებიან ბიჭები.

პლატო ძიას ბევრი რამე შეუძლია, მაგრამ კამერაში რა უნდა შეძლოს? და თვითონვე მოიფიქრა. კამერაში გრძელი რკინის მაგიდა იყო. აი, ამ რკინის მაგიდას ავწევ, ოღონდ, ხელებს ვერ შემოვაწვდენ, თქვენ ზედ დასხედით და მე ზურგით ავწევო.

მაგიდა ჩაბეტონებულია. ბიჭებმა იციან, მაგრამ პლატო ძიამ ხომ არ იცის? ბიჭები ჩაეკითხნენ, ბიძა, რომ ვერ აგვწიო, რას კისრულობო? რასაც მეტყვითო, ჩაიცინა პლატო ძიამ.

შემოსხდომა რად უნდათ ბიჭებს, იციან, რომ ისედაც ვერ ასწევს. პლატო ძია გადაეკიდა, ხომ გითხარით, თქვენც შემოსხედითო. შეძვრა პლატო ძია და... ჩაბეტონებული მაგიდა ბეტონიანად ამოგლიჯა ზედ შემომსხდარი სამი ბიჭიანად. მერე ამბობდა, ძალიან კი გამიჭირდა, მაგრამ თავს ხომ არ შევირცხვენდიო.

აი, ასეთი დევკაცი თბილისშია ჩამოსული თინიკოსთან და ვაკეში, „ავრორაში“ მიდის ლიმონათის საყიდლად. შუადღეა. კართან ვიღაც ქალი დახვდა და უთხრა, არ შეხვიდეთ, იქ იარაღიანი ბიჭიაო. პლატო ძიამ ვერ გაიგო, რატომ არ უნდა შესულიყო და შეაბოტა. ახალგაზრდა ტიპს იარაღი აქვს დამიზნებული და, სავარაუდოდ, ფულს ითხოვდა. ამხელა, მთასავით კაცი რომ დაინახა, ახლა მისკენ მიმართა, არ მომეკარო, თორემ გესვრიო. პლატო ძია პირდაპირ მისკენ წავიდა, რისი მსროლელი ხარ შე ლაწირაკოო, სწვდა იარაღში და ერთი ტორიც დაჰკრა. ტიპი ფილაქანზე დაენარცხა. ამ დროს მილიციაც მივიდა. მოწმის სახით პლატო ძიაც სჭირდებოდათ. რა მოწმე კაცო, თავი დამანებეთ, სახლში გოგოები მელოდებიან, ლიმონათი უნდა მივუტანოო. გამყიდველები ყოველ მის გამოჩენაზე, ჩვენი მხსნელი მოვიდაო გაიძახოდნენ, და გარს ეხვეოდნენ..

– რამდენი თავგადასავალი ჰქონდა ასეთი, იცი? ზურამ ვაფშე რა ქნა! მატარებლით მოდიოდა ბაქოდან, პლაცკარტით...

– ბაქოში რას დადიოდნენ მამა-შვილი, მოდაში იყო? – მიკვირს მე.

– მოდაში კი არა, მატყლთან დაკავშირებით საქმე ჰქონდათ. მოკლედ, ბაქო-მოსკოვს მოჰყვება. თბილისს რომ მოუახლოვდა, დაიხედა და ფეხსაცმელები აღარაა. მოუპარავთ. ფეხშიშველი ხომ ვერ ჩამოვიდოდა მატარებლიდან. მიიხედ-მოიხედა და ვიღაცის ფეხსაცმელში ჩაყო ფეხი. მოსინჯა, მაგრამ იმდენად დიდი მოუვიდა, რომ აზრი არ ჰქონდა ჩაცმას. გაიხედა და დაინახა, მშვიდად მფშვინავ მილიციელს კოხტად დაუწყვია ახალთახალი ფეხსაცმელი. გაისინჯა და ზედ მის ფეხზეა შეკერილი. გაისინჯა და აღარც გაიხადა. რომ ვკითხე, ბიჭო, მილიციელს ფეხსაცმელი როგორ მოპარე-მეთქი, მიპასუხა, ეგ მოპარვა არ არის, იმის ჯინი კი არ მჭირდა, რომელიც მომერგო ის ჩავიცვი, აბა, ფეხშიშველი ხომ არ ვივლიდი ქუჩაშიო. მაგარია, არა?

– მაგარს მე გეტყვი. სიდაში ვართ. 70-იანი წლებია. ბრიგადა მუშაობს – ჩვენ დრო გაგვყავს. საღამოს, ბრიგადა რომ დაბრუნდა, აღმოჩნდა, რომ ტიპს რაღაც ჰქონდა სათქმელი ქურდებთან. ის დაწვრილებით ჰყვება თავის ამბავს, თან გზადაგზა დამოწმებას ითხოვს, რომ მართალია. ქურდები ეთანხმებიან... როგორც იქნა ტიპმა ბოლოში ამოღერღა, ხომ ყველაფერში მართალი ვიყავიო? კიო, მიუგეს ქურდებმა, ასპროცენტიანი ხარო. ტიპმა საწყალობლად ამოიკვნესა, იმათ კიდევ გადაწყვიტეს, მტყუანი ხარო და გამჟიმესო. ჰო... გამოხდა ხანი. ისევ მოდის ის ტიპი. რაღაც ნიუანსი გამორჩენია და ისიც ჩაამატა, ბოლომდე არკვევს უკვე კაი ხნის ჩავლილ საქმეს. მართალი ხარო, ისევ დაუდასტურეს ქურდებმა. ტიპმა ისევ დაიჩივლა, აბა, იმათ რომ გამჟიმესო? ჰო... მესამედაც მოვიდა ის ტიპი. შევწუხდით უკვე. ზეპირად ვიცით მთელი მისი თავგადასავალი, ასპროცენტიანი მართალი იყო, როგორც თვითონ ყვებოდა, მაგრამ რაღა დროსია. ხომ ვიყავი მართალი, თანაც ასპროცენტიანიო? იყავიო, უდასტურებენ ქურდები. აბა, რომ გამჟიმესო? ეს არ ასვენებს ტიპს.

ქურდებმა ერთმანეთს გადახედეს. შეწუხებული კაცი დგას, იმედის თვალით გიყურებს, მაგრამ შეჭამა რა, ტვინი, რატომ გამჟიმეს, რატომ გამჟიმესო.

– ტო, მერამდენედ გეუბნებით, როგორც შენ მოყევი ამბავი, თუ ყველაფერი ეგრე იყო, შენ ასპროცენტიანი მართალი იყავი. მეტი რა გითხრათო.

ყველაფერს ხომ თავისი საზღვარი აქვს, მათ შორის, მოთმინებასაც. მთელი სროკი ამ ტიპის გაჟიმვის ამბავი ხომ არ უნდა ვისმინოთ. კაი, ჰო, ერთხელ თქვი, გავიგეთ რომ გაგჟიმეს. რომ გამჟიმესო? – არ ჩერდება ტიპი.

– გაჟიმეს, გაჟიმეს! უკან ხომ ვერ გამოგჟიმავთ, რა გაახურე საქმე! – ამოუვიდა ყელში ერთ-ერთს.

„უკან ხომ ვერ გამოგჟიმავთო?“ რომ აგვიტყდა სიცილი, თან დაბოლილები ვიყავით, დავიხოცეთ კინაღამ...

ფისუნია ჩურჩუტელას ისეთი სიცილი აუტყდა, რომ ხველაში გადაეზარდა, ძლივს ამოვასუნთქე, კინაღამ დაიხრჩო.

– რა იყო, გოგო, რა ვთქვი ისეთი, ლამის რომ შეეწირე!

– კაცო, შენ პირი არ აიმყრალე და მაგ ამბავს „გაჟიმვა“ დაარქვი, მე ხომ ვიცი, იქ პირდაპირ ის სიტყვა ითქმებოდა, რაც ჰქვია. მე ის სიტყვა ჩავსვი და მაგარი გამოვიდა, – აკისკისდა ფისო?

რა მიხვედრილია ეს ვირისთავი! მართლა ეგრე იყო. იმ დროს სიტყვა „გაჟიმვა“ ფაქტობრივად არ არსებობდა, ამის ნაცვლად იყო „დავწერე“, რაც კაცს არაფრით მიესადაგებოდა, რადგან სხვა აზრობრივი დატვირთვა ჰქონდა. ამის დაჭერა არ გინდა?! მაგარი ყური აქვს ფისოს...

– ვაიმე, რა გამახსენდა! ჩემი ქმარი მაგარი ქეში იყო. გატკეპნილი ჰქონდა ორჯონიკიძისკენ მიმავალი გზა. ერთხელ, უკან რომ ბრუნდებოდა, მცხეთის მისადგომთან მოსაქმება მოუნდა. გააჩერა მანქანა გზის პირას და გადავიდა. ვა, ხედავს – კანაპლია! თავისი საქმე გადაავიწყდა. წაიწია ცოტა წინ და ვა, უფრო გამრავლდა ძირები. ვიღას ახსოვდა, რისთვის მივიდა იქ. წაიწია წინ და... სულო და გულო, ალალი და დაუყვედრებელი! როგორც თვითონ ამბობდა, მუქთა სამოთხეში მოხვდა. არსად ეჩქარებოდა. თვალხარბობს. გაახსენა თავი ფიზიოლოგიურმა მოთხოვნილებამ, მაგრამ ამ სამოთხეს ხომ არ წაბილწავს, იყურება აქეთ-იქით... სადღაც შორს მაყვლის ბუჩქებს მოჰკრა თვალი და სირბილით გაიქცა იქით.

– ნაზრანიდან მოდიოდა და მცხეთაში რამ დაახამა...

– კაცო, ის სხვა რაღაც იყო, პლანი კი არა. მოკლედ, თავის ოცნებებშია ბიჭი, გეგმებს აწყობს და ყურადღებას არ აქცევს არაფერს. გეგმა დააწყო: ახლა ავალ ზევით, ჩამოვიტან დიდ ჩანთას, მცხეთის უნივერმაღში ნამდვილად ექნებათ, ამას დავგლეჯ და მომავალ შემოდგომამდე აღარსად აღარ ვიქნები წასასვლელიო... მთელი პენუარები გამიუბედურა – ხან ერთში ცრიდა, ხან მეორეში. მე იმაზე ვჩხუბობდი, ყველას რომ მიფუჭებდა, თორემ, მისი ქეშაობა არაფერს მიშლიდა. მარტო დაჯდებოდა და ან დოსტოევსკის კითხულობდა, ან ბოლო ხმაზე უსმენდა Pink Floyd-ს, Led Zeppelin-ს, Kiss-ის და ასეთ რაღაცებს. რას ამბობ, ათასნაირ „კერძებს“ აკეთებდა...

– რა კერძებს?!

– კაცო, შენ რაღა მოგივიდა, ნამდვილ საჭმელს კი არ ვამბობ, პლანისგან. თუ „ტრუხა“ გამოდგებოდა, ხან ტაფაში აკეთებდა რაღაც ტექნოლოგიით და კოვზით ჭამდა, ხან რძეში ხარშავდა და სვამდა. რა ვიცი მე... რა გაცინებს?

– ბედნიერება ნანახი ჰქონია – ანგელოზი სახლში ჰყავს, კაიფი ზედა აქვს... მეტი რა უნდა კაცს! რამდენი წლის იყავი...

– თექვსმეტის.

– რა ბავშვი ხარ გაფუჭებული?..

– გაფუჭებული თავი გაბია... მე არავის გავუფუჭებივარ! თქვენი გადამკიდე, მე რომ გაფუჭებული ვიყო, ახლა ნარკომანიც ვიქნებოდი, ქურდბაცაცაც და „პრასტიტუტკაც“. რომელი ერთი ვარ?

– გოგო, მე მაგ აზრით კი არ გითხარი... რა უცბად იცი ავარდნა...

– აბა, გაფუჭებული ხარო, რა თქმაა?!

– თექვსმეტი წლის ბავშვი ასეთ რამეებს არ უნდა ხედავდეს.

– მიდი, რა! მე რომ თექვსმეტი წლის ვიყავი, შენ „ვეტლაგში“ იყავი უკვე და როცა შენ თექვსმეტი წლის იყავი, საერთოდ, თბილისის ციხეში ყურყუტებდი. შენ თუ „ხუთოსანი“ იყავი, ის კომაროვში სწავლობდა. იმდროინდელი კომაროვის სკოლა შენ რა გგონია? უნიჭიერესი ბიჭი იყო...

– კარგი, ფისო, რა დაგემართა, რა „ბაზარი“ ამიწიე...

– მე გულით რაღაცას გიყვები, ეს კიდევ, გაფუჭებულიო, – აკვისინდა ფისო.

კარზე ზარია თუ მომეჩვენა, გამომთიშა ამ ქალმა.

– ვა, „რომეო“? „ჯულიეტა“?

„რომეო“ და „ჯულიეტა“ მე დავარქვი ფისოს ამხანაგებს. გზააბნეული „რომეო“ და „ჯულიეტა“ არიან. ერთი ადამიანი არ არის მათ გარშემო, რომ სიყვარულს პატივი სცენ. თავისი აბსტრაქტული სიყვარულის კუნძული აქვთ და იქ არიან შეფანტაზიორებულები. სხვას ვერაფერს ვარქმევ მათ ურთიერთობას, რადგან მომავალი არ გააჩნიათ... რა დროულად გამოჩნდნენ, ახლა მაინც გამხიარულდება ფისო...

– კიდევ ოქროს თევზს ეძებ, ელიოზ? – გადაეხვია ფისო „რომეოს“.

– ვეძებ, მაშ! – აჰყვა ისიც.

– ან მცურავისა არ გეშინია, ან გველუკასი... – გამოიდარა ფისომ.

– მარტო ამისი მეშინია, – ხელი გაიშვირა „რომეომ“ თავის „ჯულიეტასკენ“.

კარგი ქალია „ჯულიეტა“. ფისოსავით ისიც ახალგაზრდა ბებიაა. საოცარ მსგავსებას ვპოულობ ფისოსა და „ჯულიეტას“ შორის, ერთი ეგ არის, მე და „რომეო“ არაფრით ვგავართ ერთმანეთს.

– ფისო, არ უნდა აღნიშნოთ შეხვედრა? – მინდა, ისევ გამხიარულდეს ფისო.

– აბა, არა, საიმონ?!

აჰა, ფისო გაიხარებს, მე გავლაღდები. ფისო რომ ჩაანართაულებს, გამგონმა, ანუ მე, უნდა გაიგოს. ხანდახან ვფიქრობ, ვისაც ყველაზე საშიში ვგონივარ, ერთი ის მიყურებდეს, რა თვინიერი ვარ ამ დაფსრიტული ქალის წინაშე. კაცის სიძლიერე ქალშია – რამდენად ძვირფასი ქალიც ჰყავს გულში, იმდენად ძლიერია კაცი.

ერთი ნახე, რას დასუნსულებენ ეს ქალუკები. ნეტავ, რას იცინიან?

– გოგოებო, რომელ ღვინოს დალევთ, შავს? – ისე ვეკითხები, თორემ, ხომ ვიცი, შავ ღვინოში ქინქლებივით ცვივდებიან.

უცბად „რომეოს“ მზერა დავიჭირე. ისეთი სითბოთი შესცქეროდა „ჯულიეტას“, რომ შემრცხვა. ასე მეგონა, რაღაც მოვპარე ისეთი, რაც პირადად მისი იყო. შეყვარებული კაცი რაღაც სხვანაირ, ენით აუწერელ მზერას აყოლებს საყვარელ ქალს.

ერთ დღეს ახლობელი მოვიდა რუს გოგონასთან ერთად. ფისოც სახლში იყო. მოულოდნელად ახლობელს რაღაც საქმე გამოუჩნდა და ცოტა ხნით ჩვენთან დატოვა გოგონა. შექეიფიანებულმა რუსმა, არაფრის გამო, უცბად მომახალა: „რû åჯî ëþხèøü!“ ფისოს, რა, არ ვუყვარვარ? „წ ïðî òåხå ჯîâîðþ“. გულში დავიბღვირე. უცხო ტომელმა და სრულიად უცხო გოგომ, განა, რა დაინახა ჩემში ისეთი, მე ხომ ზედაც არ შემიხედავს ფისოსთვის, რომ ამის თქმის სურვილი გაუჩნდა – ალბათ, ის მზერა, რაც აგერ ახლა მე „რომეოს“ „მოვპარე”. ფისო ხომ ხანდახან მაწაკიცაა, არ მოეწონა რუსის ჩემდამი გამოჩენილი სითამამე, სახე აელეწა, მიუბრუნდა და მიახალა, შენ რა, არ უყვარხარო?

– „ეჭ òû ÷òî, îí ïðîñòî ჯóëÿåò ñî ìíîé,“ – ისეთი დანანებით თქვა, გულქვა ფისოს მორიელობის ყოველგვარი სურვილი გაუქრა.

ზის ახლა ეს ორი „ქათამი“ – ფისო და „ჯულიეტა“, საუბრობენ თავის ქალურ სისულეელებზე და სიყვარულით აღსავსე თვალებით შევცქერით ორი კაცი. თუ მადლი მოისხეს და სიტყვა ჩაგვაკვეხებინეს სადმე, უნდა გაგვიხარდეს. საკმარისია, ჩვენ ჩვენთვის წამოვიწყოთ ლაპარაკი, რომ იმ წუთშივე გაჩერდებიან და ისე გამოიყვანენ, თითქოს ჩვენ ვლაპარაკობთ გაუთავებლად.

– ფისო, თქვენ ლაპარაკს არ მორჩებით და ჩვენ როდემდე გისმინოთ? – შევახსენე ჩვენი არსებობა ორივეს.

– ჩანჩქერის ამბავზე ვართ, – გადახედა „ჯულიეტამ“ „რომეოს“.

– უხ, შენი! – ახლა „რომეომ“ გადახედა თავის ქალუნას და მე მომიბრუნდა, – რა გადავიტანე, რომ მახსენდება, ცუდად ვხდები... არ მინდა, რა!

ორივე ჩურჩუტმა სიცილი ატეხა.

– მაგრამ, რა გამიკვირდა, იცი, ფეხქვეშ რომ არ გამიგდეს, – ისევ მე მომმართა „რომეომ“.

ვერაფერი გავიგე.

– მანამდე არ არის საინტერესო, სადაც შევჩერდი, იქიდან დავიწყებ, კარგი? – კატის თვალები შემომანათა „ჯულიეტამ“.

ღმერთო, როგორ ჰგავს ეს ქალი ჩემს ფისოს!

– დავსხედით ტბის პირას მე და ეს ყმაწვილი და გავაგრძელეთ ლხინი. მანამდე ნაქეიფრები ვიყავით და ვაგრძელებდით ჩვენი ჭკუით ბუნების წიაღში. ეს ხომ აფრენს...

– ვინ აფრენს, გოგო! გაფრენას მოგცემ, თუ აგიტეხე ტაპა-ტუპა! – გარეშე ხალხთან იუკადრისა „რომეომ“.

– დამაცადე, რა! – ზუსტად ფისოსავით გაეწიკვინა „ჯულიეტა“, – ჰოდა, ამოიღო ჯიბიდან „ბაბოჩკა“ დანა, და გადამეკიდა დამარტყიო. ვაჰ! ჩემთვის ვზივარ ხის ფესვზე, ვხარობ მრავალმხრივ, ეს კიდევ გადამკიდებია დამარტყიო. შეჭამა ტვინი. თან ხელში მაჩეჩებს იმ ოხერ დანას. გამოვართვი. ამ დროს უკვე შებინდებულია. ავდექი და მე თვითონ დავირტყი გულში, დავკეცე და ხელში მიჭირავს. ამას არ დაუნახავს, ორატორობს რაღაცას, მეც ხმას არ ვიღებ. შუა ორატორობაში ჩამომიცუცქდა წინ და უცბად იღრიალა. ცისფერი რაღაც მეცვა. თურმე, სისხლს გამოუჟონია და ჩამომდის გულისპირზე, მთლად სისხლიანი მაქვს წინა მხარე. შარვალს არ ეტყობოდა, მუქი ფერისაა, დილას რომ ვნახე, ისიც სისხლიანი იყო. ატეხა ალიაქოთი, მიშველეთო. ორი ბიჭი გამოძვრა საიდანღაც. ამას არ ვაძლევდი დანას, მაგრამ იმ ერთ-ერთმა ბიჭმა დამიყვავა და მივეცი. ტიპმა დანა ტბაში მოისროლა. ეს გიჟსა ჰგავს, რა ჰქენიო, მე კიდევ, არაფერი-მეთქი ვპასუხობ. უცებ მოცვივდნენ ვიღაც როჟები. ერთი ფანარს მანათებს და ჭრილობას ეძებს, ზოგი ამას ეცა. მაგარი რია-რია ატყდა. მოვიდა პოლიცია, პატრული, სასწრაფო... მე დამიმუშავეს ჭრილობა და „არამიანცში“ მიპირებდნენ წაყვანას, ამას რას უშვრებიან, რა ვიცი, მაგრამ ის სად არის, მე თვითონ დავირტყი, ეს არაფერ შუაშია-მეთქი, ვამბობდი მოშლილი პატეფონივით. სასწრაფოს ექიმიც და ექთანიც, ახალგაზრდა ბიჭები იყვნენ. ახლა, ჩვენში დარჩეს და, დიდი ფსიქოლოგობა არ სჭირდება დაჭრილი და შეურაცხყოფილი ქალის ცნობას. აბა, მართლა ამას დაერტყა, ისეთ ამბავს ავტეხდი, თავზე დავიმხობდი ქვეყნიერებას... პოლიციამ, ისე, მოვალეობის მოხდის მიზნით შემახსენა, ხვალ არ გადათქვაო. სასწრაფოს ექიმმაც არ გააბუქა და სახლში პოლიციამ მიმიყვანა. ისეთი თავაზიანები იყვნენ, რომ დღემდე გაოცებული ვარ. ყველაზე გასაკვირი ისაა, რომ ეს არც წიხლქვეშ გაიგდეს, „õîòÿ“ პროფილაქტიკისთვის, არც გამოძალვა... არ ვიცი, რა საკვირველებაში მოვხვდით, ვერ გამიგია, – ისეთი გაღიმებული ყვებოდა „ჯულიეტა“, თითქოს არაფერი მომხდარიყოს.

არა, რა! აი, კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ რას მოიმოქმედებს ქალი კონკრეტულ შემთხვევაში, ვერ განსაზღვრავ. რომელი კაცი განჭვრეტს წინასწარ, რომ ქალი, რომელსაც ეხვეწები დამარტყი და გამათავეო, გამოგართმევს დანას და თვითონ ჩაირტყამს. ლოგიკური არაა, გამოერთმია დანა და ტბაში მოესროლა? მაგრამ არა, თვითონ ჩაირტყა გულში...

ერთ დღეს ფისო გავაბრაზე და აბობოქრებული დავტოვე საძინებელში. აივანზე ფანჯრის შუშის ნამტვრევი იდო. ამდგარა, ნაპირი ჩამოუტეხია და ბარძაყები დაუსერია. კიდევ კარგი, ღრმად არ მოუვიდა. მერე გადაუარა სიბრაზემ და გამოპლაკუნდა. მე როცა ვნახე, გავშტერდი, გოგო, ეს რა არის? თურმე, როდინდელია... რატომ გააკეთე-მეთქი. შენ ჯინაზე, შენ ხომ გიყვარს ჩემი ფეხებიო? ვითომ დამიმახინჯა ის, რაც მე მიყვარდა. თავისი თავი დაიკიდა, ოღონდ მე გავემწარებინე. რა უნდა ელაპარაკო ამის შემდეგ ამის მთქმელსა და გამკეთებელს ან როგორ უნდა განსაზღვრო წინასწარ, რაზე რა რეაქცია ექნება? ჰა, აგერ „ჯულიეტა“ იგივე არაადეკვატური საქციელით.

მორდვეთის ცნობილ ციხეში, „სტროგი“ რეჟიმის კოლონიაში, ზის ბისექსუალი, ნეკროფილი, გერონტოფილი და პედოფილი მანიაკი რიახოვსკი. ცხრამეტი გვამი ჰყავს და ექვსი დაჭრა. რა გაუმართლა იმ ექვსს? ტიპს დახვრეტას მიუსჯიდნენ, მაგრამ კანონმა მოუსწრო, სიკვდილით დასჯა გაუქმდა. სასამართლო დარბაზში გამოაცხადა, მე დავბრუნდებიო. რა ფილოსოფიურად ხსნიდა თავის მკვლელობებს! თურმე, მის მიერ მოკლული კაცები ჰომოსექსუალები იყვნენ და საიქიოში იმიტომ უშვებდა, რომ რეინკარნაციის შემდეგ ნორმალურები დაბრუნდებოდნენ ამქვეყნად. ქალებს კიდევ იმიტომ კლავდა, რომ სამყარო გაეწმინდა ბოზებისგან...

ეს ნაბიჭვარი, მართლა მანიაკი, „სტროგი“ რეჟიმში უნდა იყოს მორდვეთში და „ჩემი მხიარული ლიტველი სექსუალური მანიაკი“ – „ასობში“, არხანგელსკში?

– ფისო, „მîðჰîâèÿñ“ ქართულად რა მხარეა, ხომ არ იცი?

– აუჰ! საიდან მოიტანე? – გაოცებულმა შემომაჭყიტა თავისი მწვანე თვალები.

– რაღაცაზე გამახსენდა.

– მორდვეთი უნდა იყოს, – მთლად დაბეჯითებით ვერ მითხრა, მაგრამ ვერსია არ დაკარგა, – რა გაგახსენდა, თქვი, რა!

– არაფერი ისეთი. მანიაკზე გამახსენდა...

– არ ვარ, ძმაო, მანიაკი! – ხელები გაშალა „რომეომ“ და გაიცინა.

– ნამდვილი, ცოცხალი მანიაკი? ხალხს ხოცავდა მოტყუებით? – დაინტერესდა ჯულიეტა.

– აბა, ორთაბრძოლაში ხომ არ გამოიწვევდა? – აკისკისდა ფისო.

– თქვი, რა! – დამეღრიჯა „ჯულიეტა“.

– რა ვთქვა, გოგო! თვითონ ყვებოდა ყველაფერს სასამართლო პროცესზე, თურმე. მე რა უნდა ვთქვა, გადმომცეს... 62 წლის ქალი მოკლა მარტო იმის გამო, რომ კავკასიელს ჰგავდა. ჩეჩნეთში ომი რომ დაიწყო, მაშინ დაბრიდა და ზედ დანით დააწერა „ოðèâåò èç ფå÷íè“. 55 წლის ქალი ორჯერ გააუპატიურა, მერე ასაფეთქებელი ნივთიერება შეუმსერა და ააფეთქა. ეს მკვლელობა ბოზების საერთაშორისო დღეს მიუძღვნა...

– ეგეთი დღეც არსებობს? – გაოცდნენ გოგოები.

– 60 წლის ქალი დაახრჩო, გააუპატიურა და ტიტველი დააგდო ტყეში. ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში მიდიოდა გვამთან და აფიქსირებდა გახრწნის პროცესს. როცა ჰკითხეს, რატომ მოიქეცი ასეო, გამოირკვა, რომ ეს „ცოცხალი“ მასალა, როგორც მწერალს, ისე სჭირდებოდა თხზულებისთვის „სტარფალი”. მუზა რომ ეკარგებოდა, მაშინ მიდიოდა ადამიანებზე სანადიროდ. კაცებსაც ეგრე ექცეოდა, თურმე, ასაკს მნიშვნელობა არ ჰქონდა, აი, ქალები ასაკოვნები მოსწონდა.

– კიდევ კაი, დაიჭირეს... – სხვათა შორის თქვა ფისომ.

– ნეტა, როგორ გახსნეს ეგ საქმე... თუმცა რუსები მაინც რუსები არიან. აბა, ქართველებს სძინავთ და რისი გამხსნელები არიან. ვიღაცას რაღაცას შეტენიან და ატეხავენ ერთ ამბავს, – გაამათრახა პოლიცია-მილიცია „ჯულიეტამ“.

– იმ დედააფეთქებულს დღიური ჰქონია და იქ წერდა ყველაფერს.

– დებილი! – თქვა ფისომ.

– რა დებილი, გოგო, კიდევ კარგი, წერდა, თორემ, კიდევ რამდენ ადამიანს მოკლავდა, წარმოგიდგენია? – „ჯულიეტაც“ კი მიხვდა, რომ ფისომ რაღაც ისე ვერ თქვა.

– იცი, რა? როცა ადამიანი რაღაც დიდს და საიდუმლოს შეეჭიდები, შეცდომის დაშვების უფლება უკვე საკუთარი თავის წინაშე აღარ გაქვს. რა დღიურების წერა უნდა ხალხის დახოცვას? – ისე ცივად და ისე უგულოდ თქვა ფისომ, თითქოს დილა-საღამოს ხალხის ხოცვით ერთობოდა.

– იმ მსხვერპლი ქალების ამბები როგორ კარგად დაგიმახსოვრებია? – კითხვით სავსე მზერა მომაპყრო „ჯულიეტამ“.

– მე ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს ქალთა სქესისადმი და, ალბათ, ამიტომ, მათთან დაკავშირებული, განსაკუთრებით, აღსანიშნავი ამბები ჩემდა უნებურად მამახსოვრდება.

– ქალები გიყვარს? – ჩამიღიმილა „ჯულიეტამ“.

ქალი რომ დალევს, აღარ უნდა მოსთხოვო არაფერი, ერთის გარდა, მაგრამ ზოგი ისეთი გიჟია, ისიც არ უნდა გარისკო. აი, ერთი ასეთი გიჟქალა აქ მიზის და ჭკუას მირევს.

– მიყვარს.

– აბა, კაცები ხომ არ ეყვარება... – აკისკისდა ფისო.

– ამასაც უყვარს, – ცერა თითით „რომეოზე“ ანიშნა „ჯულიეტამ“.

ამის თქმა და ორივემ ისეთი სიცილი ატეხა, ერთმანეთს ეხეთქებოდნენ.

– ნელა, ბეჭები არ ამოიგდოთ. რა აცინებთ? – გაუკვირდა „რომეოს“.

– რა უნდა აცინებდეთ, ქალები არიან, რა!

– არაპროგნოზირებადი არსებები!

– ახლა, ეს ორი გაფუყული კაცი რომ გვიზის აქ, იცი, რას ფიქრობენ? – წამოიწყო ფისომ, – სათითაოდ, ცალ-ცალკე, ორივე ერთსა და იმავეს ფიქრობს – როდის დაგვიმარტოხელებენ, რომ ლექცია წაგვიკითხონ თემაზე „ზრდილობა და ქცევის წესები უცხო პირთა თანდასწრებით“, მაგრამ არ იციან, რა პასუხს მიიღებენ თემის განხილვისას და მის შემდეგ. კაცებს არ შეუძლიათ, თუ პირველები არ არიან. სულ მაინტერესებს, ეს მარტო ქართველი კაცების „წიკია“ თუ ყველა ერის კაცის შარია... განსაკუთრებით მაშინ მოუნდებათ თავიანთი კაცობის აღნიშვნა თუ მესამეც არის ვინმე, არ აქვს მნიშვნელობა, ის მესამე რა სქესისაა, რაც მთავარია, თავიანთ კაცობაზე ხაზგასმას ისევ ქალის მეშვეობით ახდენენ. ესე იგი, თუ გვერდზე მორჩილი და თვალებში მაცქერალი ქალი ჰყავს, „ალე, ჰოპზე“ ორჯერ მაინც რომ ამოტრიალდება ჰაერში, მაგარი კაცია. ისე ამათ დავათხლიშე მეხი თავზე! თან, ისე ვაჟნობენ, თითქოს სამყაროს ცენტრი ხელში უჭირავთ და, ჰა, ემანდ არ გააჯავრო, თორემ – მტრისას... ეს ცოლიანი კაცები კიდე, ფეხზე ადგომით მეორე ნახევრების სადღეგრძელოს დალევენ, თან, ერთმანეთს კვერს დაუკრავენ ისეთ რამეზე, რისიც არც ერთს არ სჯერა და ამ დროს თვალები აცა-ბაცა გაურბით, ვინ მოჩანგლონ, იმას ფიქრობენ. ეს ბატი ცოლები კიდევ სახლებში სხედან, საუკეთესო ვარიანტს ვამბობ, და გულს იმშვიდებენ, მარტო კაცები შეიკრიბნენ და ქეიფობენო. ე, ქალო, მარტო კაცები რომ ქეიფობენ, ისაა ცუდი, ერთმანეთის ბანჯგვლიანი ყბების ყურებისა და ძალიან კაცობის მერე მოდუნება უნდა იმ შენს პატიოსნების სიმბოლოს და ოჯახის მამას... მოვა სახლში, ესეც საუკეთესო ვარიანტია, და აუჯაჯღანდება ზოგი თავწაკრული და ზოგი გრძელსახელოიან ღამის პერანგში გამოწყობილი დაბლეტილი ცოლი, კიდევ გასკდიო? ან ამდენი არ უნდა დაგელია, ხომ იცი გწყენსო. კაცი თუ უკვე ნაგულავებია შეიფერებს მზრუნველ ცოლს და – რა ვიცი, ამის დედაცო, იტყვის, მაგრამ, თუ იჩალიჩა და არაფერი გამოუვიდა – წადი, შენი დედაცო, შეუბღვერს და დაბოღმილი ზურგს შეაქცევს, ვინ იცის, რამდენი ხნის „მწყურვალ“ ცოლს. აი, ამათი სქესის თავი და ბოლო! – თითით დაგვნომრა ფისომ. – გაუმარჯოს თავისუფლებას! – ისროლა ლოზუნგი.

– გაუმარჯოს! – დაუდასტურა „ჯულიეტამ“.

* * *

– ფისო, რა ადრე ამდგარხარ?

– თავი მტკივა! – უჟმური სახით მიყურებს ფისო.

ვიცი, რა საშინელებაცაა „პახმელია“.

– „პახმელიაზე“ ხარ, – დავუსვი დიაგნოზი.

– მე „პახმელია“ არ ვიცი და რა ჯანდაბა მჭირს... – ხვნეშის ფისო.

– ეგაა „ზაპოის“ რომ მკიდებს, სხვა კი არაფერი, – ვუზიარებ გამოცდილებას.

ფისომ უცნაურად ჩაკეცა ტუჩის კუთხეები და ამრეზით შემომხედა.

– ლოთზე და ყვავზე იცი?

– გოგო, რა დროს ლოთი და ყვავია, იბრიდები, მიდი, ცოტა ჩაარტყი!

გაოცებასა ვარ. მე რომ ვიყო ფისოს ადგილზე, უკვე ჩარტყმული მექნებოდა, ყვავი გამახსენდებოდა? მაგრამ ფისო ხომ ფისოა, სანამ თავისას არ იტყვის, არ მოისვენებს.

– ლოთმა ტიპმა დაიჭირა ყვავი, ძალით გაუღო პირი და ჩაასხა არაყი. ყვავმა შეიფართხალა, ერთი დაიძახა „ყვა“ და მოკვდა. ლოთმა ნიშნის მოგებით ჩასძახა, ეგაა, რომ მკლავს, თორემ, სამას წელს მეც ვიცოცხლებდიო.

გამაოგნებს ეს ქალი!

გამახსენდა, რა საშინელებაა ყველაფერი, რაც სასმელთანაა დაკავშირებული და გამაჟრჟოლა. სროკზე ისე წავედი, სასმელისადმი არანაირი ინტერესი არ მქონდა. დალევა რაში მაინტერესებდა – „კალიკები“ და პლანი მუდმივად გვქონდა. მერე იყო და, სიდაშიც, ვის აინტერესებდა დალევა, თორემ, თუ გინდოდა, დილა-საღამოს შამპანურში იბანავებდი. ამას რუსეთი მოჰყვა და გამარჯობა! რა კაიფი, რის დალევა! ვარიანტი არ იყო, ისეთ ჩათლახ ზონებში მიშვებდნენ, ქვეცნობიერსაც კი აღარ უნდოდა არაფერი. ისე გაიწვრთნა ფსიქიკა, რომელიმე საჭმლის ნდომაც კი ამოაგდო. ელემენტარულია – იცი, რომ არ იქნება, ამიტომ არც ფიქრობ, სირი ხომ არ ხარ, ჭამაზე იოცნებო. ერთადერთი, რისი ნდომაც არ ითრგუნება, ესაა სექსი, ესეც, ალბათ, იმიტომ, რომ ახალგაზრდა ორგანიზმი უფრო ძლიერია, ვიდრე – ტვინი. ტვინში არ გინდა, რა გესექსავება, ოდნავი სხვაობაღაა დარჩენილი შენსა და ცხოველს შორის, მაგრამ ვინ გეკითხება, ჰიმნს ასწრებს, უკვე გაჭიმული დგას და „ჩესტს“ გაძლევს... ურტყი მერე წკიპურტები... აბა, ორი ვაჟკაცი ერთად ხომ არ დადგებით საქვეყნოდ, ტეხავს.

ერთი ლენინგრადელი ბიჭი იყო, რუსი ებრაელი, სახელად კაც, თეთრი და ლოყაზე ხალით. ორმოცგრადუსიან ყინვაში იმის დანახვა და ეს ჩემისა ჭკუიდან გადადიოდა. კაც „ქათმების“ ბარაკში ცხოვრობდა, მაგრამ მკვლელი იყო, სამი თავისი თანატოლი ჰყავდა მოკლული. მარტო იმას დარდობდა, ასე აშკარად არ უნდა დამეხოცა, ჭკუა უნდა მეხმარა და ჩუმად გამეგორებინა სამივე, ეჭვმიტანილი ვიქნებოდი, მაგრამ რას დამიმტკიცებდნენ ყველაფერი წინასწარ და სწორედ რომ დამეგეგმაო.

– კჭö, ჰჭâჭé ðჭññêჭçûâჭé, ëåჯ÷å ñòჭíåò, ხëÿჰü.

– მíå è òჭê ïî õóé!

– ნó!..

– ჩემი კურსელი გოგო იყო, – დაიწყო კაცმა მოყოლა, – ერთი წელი ლანდივით უკან დავდევდი, მაგრამ თავი ვერაფრით მოვაწონე, არადა, ჭკუაზე არ ვარ, ისე მევასება. მეორე წელი დაიწყო. მისი ეშხით ლექცია არ გამიცდენია, ის კი ისევ არაფრად მაგდებდა. დეკემბრის შუა რიცხვები იყო. ჩემთვის მოულოდნელად, ვითომც აქ არაფერი, ხელკავს მიკეთებს და სახლში მიცილებას მთხოვს. კინაღამ გული ამომივარდა სიხარულისგან. ამ დღის მერე ყოველდღე ვაცილებდი სახლამდე. რამდენჯერმე სახლშიც ამიყვანა. ვისხედით, მუსიკას ვუსმედით, ხანდახან კონიაკსაც ვწრუპავდით და ვთომარობდით კიდეც, როცა მას ამის სურვილი გაუჩნდებოდა. ერთ დღეს გამომიცხადა, რომ 31 დეკემბერს ახალი წლის შესახვედრად თავის სახლში მეპატიჟებოდა. თითებზე ვითვლიდი დარჩენილ საათებსა და დღეებს. დადგა ნანატრი დღეც. მივედი და იქ კიდევ სამი ჩვენი კურსელი გოგო დამხვდა. მოკლედ, ახალი წლის დადგომისთვის უკვე კაი მაგარი მთვრალები ვიყავით. ჩვენმა კურსელმა გოგოებმა თავიანთი შეყვარებულები ჯერ გამოიტირეს რამდენჯერმე, მერე სევდა მოეძალათ, ბოლოს – რეკვა ატეხეს. ტომაჩკამ შეყვარებულებიც დაუპატიჟა. ბოლოს, ერთი დიდი კამპანია შევიკრიბეთ და შესანიშნავი დროც გავატარეთ. 1 იანვარს გათიშულები შევხვდით, მაგრამ ახალგაზრდა ორგანიზმი ალკოჰოლს კარგად იტანს და ცეკვა-ცეკვით მოვდიოდით აზრზე. დადგა სტუმრების წასვლის დრო. მეც წამოვიწიე, მაგრამ ტომაჩკამ თავი გაიგიჟა. იქიდან ფეხს გამოვადგამდი?! გავაცილეთ სტუმრები და ჩვენ ისევ გავაგრძელეთ გულაობა. ტომაჩკას მშობლები ერთი კვირით აგარაკზე იყვნენ წასულები თავის სამეგობროსთან ერთად და რა გვენაღვლებოდა! უკვე მოსაღამოვებული იყო, კარზე ზარის ხმა რომ გაისმა. გავიხედე და, ის სამი ტიპი მოგვადგა, ჩვენი კურსელების შეყვარებულები, თურმე, თავიანთ გოგოებს ეძებდნენ. ისინი ერთად წასულან სადღაც, ამათ კი ჰგონებიათ, რომ ისევ ჩვენთან იქნებოდნენ. მოკლედ, ჩავუსხედით. რაღაც მომენტში ტომას მიეძინა. ცოდო იყო, ხელში აყვანილმა საძინებელში გავიყვანე და მივაწვინე ლოგინზე. მე ისევ გამოვედი და გავაგრძელეთ სმა. რამდენჯერმე გავედი და დავხედე. რა ვიცი, ქალია, იქნებ ან გული აერია, ან ცუდადაა და ხმას ვერ გვაწვდენს... ერთიც გავედი და ვხედავ გაღვიძებია, გაუხდია და ლოგინში შემძვრალა, მაგრამ ფეხი აქვს გარეთ დარჩენილი. კინაღამ ტვინში სისხლი ჩამექცა, ისე მომინდა ფეხზე მეკოცნა. წვივს ზემოთ ბარძაყამდე მოუჩანდა მოკეცილი ფეხი, გვერდზე გადაგდებული, მაგრამ ეს ისეთი სექსუალური დასანახი იყო, ცდუნებას ვერ გავუძელი და კოცნა დავუწყე. ტომა ვერაფერს გრძნობდა, გათიშულს ეძინა, მაგრამ მე ხომ ვგრძნობდი. ისე გავერთე, სულ აღარ გამხსენებია ის ტიპები. ვკოცნიდი და ვეფერებოდი, მთელ სიყვარულს ზედ ვაფრქვევდი. როგორც ჩანს, ტიპებს მოსწყინდათ ჩემი ლოდინი და ერთმა დაძახება დააპირა. შემოაღო კარი და ხედავს, გაქანებულ ალერსში ვარ მძინარ ქალთან. კუნულინგს ვაკეთებდი. მერე რა, რა დიდი ამბავია? საყვარელ ქალს, როგორც მინდა, ისე მოვეფერები და სადაც მინდა, იქ ვაკოცებ, თავიდან ფეხებამდე ჩემია. ამ ტიპს იმ ორისთვისაც დაუძახია და მიყურებენ თურმე. როგორც იქნა, აზრზე მოვედი და გავედი. ვხედავ ისევ ისე სხედან. მე რა ვიცი, ესენი თუ მიყურებდნენ. კიდევ დავლიეთ და... მომერია სამი კაცი, ძალით გამჟიმა სამივემ, თან – რამდენჯერმე. ყველა ნეკნი ხომ მტკიოდა, თავ-ყბა ცალკე და საერთოდ ყველაფერი, მაგრამ შიგნით, სადღაც, ენით უთქმელ შეგრძნებაში რაღაც მეკუმშებოდა. ტირილი კი არა, ღრიალი უნდოდა იმ რაღაცის ტკივილს. ისეთი ნაცემი ვიყავი, განძრევის თავი არ მქონდა. ისინი რომ წავიდნენ, ძლივს ავითრიე სხეული და ისე წავედი სახლში, ტომასთვის აღარ დამიხედავს. სახლში ცხადია, ზღაპარი მოვყევი. მეორე დღეს ტომამ დამირეკა და საყვედურებით ამავსო, რატომ გაიპარეო, მერე შემომირიგდა და მითხრა, მოდიო. ხომ წარმოგიდგენია, რა დღეში, ვიყავი... სამივე, როგორც ესენი ამბობენ, განსაკუთრებული სისასტიკით და ცინიზმით დავხოცე. სამივეს ჩავუდე პირში თავიანთი ასო. ჩემი საქციელი – სისასტიკე და ცინიზმი იყო და რაც იმათ გააკეთეს – არაფერი? კუნულინგი როდის აქეთ გახდა დასჯადი, თვითონ არ აკეთებდნენ თუ რა... კაი, ვეცემე, მაგრამ ან რატომ უნდა ვეცემე? შენ ნუ გეწყინება, მაგრამ მე ჩემი აზრი მაქვს ყველაფერზე. სხვა თუ არაფერი, ბევრი რამ მაქვს წაკითხული. ყველა, მთელი მსოფლიოს ყველა კაცის ოცნებაა, ისე მოეფეროს საყვარელ ქალს, როგორც საკუთარ ფანტაზიებში აქვს წარმოდგენილი. ეს ფანტაზია ზოგისთვის რა არის და ზოგისთვის – რა. კუნულინგი ხომ სახსენებლადაც არ ღირს. მე მეცოდება ყველა, ვისაც ამისი სურვილი აქვს და ვერ ისრულებს რაღაც კომპლექსების გამო. სხვათა შორის, გაგებული მაქვს, რომ კაცები, როგორც წესი, ცოლთან მაქსიმალურად იკავებენ თავს, მაგრამ „პუტანკებთან“ ან საყვარელთან უკან არაფერზე იხევენ. კაცებს ცოლებთან გახსნილი სექსის ეშინიათ და, პირიქით, ცოლებს – ქმრების, ამიტომაც ხდება ოჯახში გაუცხოება. აბა, რეალურად შევხედოთ ცხოვრებას – ცოლ-ქმარი, რომლებიც კარგა ხანს საყვარლები იყვნენ და მერე დაოჯახდნენ, ერთმანეთს არც ღალატობენ და არც განქორწინებამდე მიდიან...

საიდან გამახსენდი, კაცო, შე „დაბრედილო“!

სროკიდან რომ გამოვედი, ყველაფერთან ერთად, ისიც მაოცებდა, რომ ბირჟა, ფაქტობრივად, აღარ არსებობდა. ბირჟის ადგილი კორპუსების წინ ჩადგმულ მაგიდას დაეკავებინა და მიდიოდა დილიდან საღამომდე სმა. სადღა იყო სადარბაზოებთან და ქუჩის კუთხეებთან დგომა და დვიჟენიები. ჩემს აღშფოთებაზე ხელის ჩაქნევით მპასუხობდნენ. დღემდე ძველებურად ვხედავ და მესმის, ერთი რამე ვერ გამიგია მხოლოდ, რამ გააბანძა თბილისი ასე... დალიე, ჰო, მაგრამ გაინძერი, რა! ეს მე ვარ, დალევის შნო რომ არ მაქვს, თორემ, ამათ ხომ შეუძლიათ. აი, ჩემს ფისოს მიჰბაძონ. ქინქლასავით ჩავარდება სასმელში, მაგრამ მერე კარგად გამოძღიტინდება, ორ-სამ ჭიქასაც გადაჰკრავს და დაიძინებს, ადგება და ვითომც აქ არაფერი. აი, ახლაც დამჯდარა უშნოდ გამოჩორკნილი ხის თოჯინასავით და გონებაში ალაგებს, თავს რით უშველოს.

– ფისო, ცოდო, ხარ გოგო! შენ თუ გეზარება განძრევა, მე მოგხედავ! ჩემი პატარა ლოთი, – მივუალერსე ფისოს.

– მომხედე, – უხალისოდ დამნებდა ფისო.

დიახაც, მივხედავ! სულ ფისომ ხომ არ უნდა მომხედოს? მერე ფისუნია გამოცოცხლდება და მეც აღარ ვინაღვლებ. არ შემიძლია, უღიმღამო ფისოს ყურება.

– მიდი, ფისო, წაუყვანე! – ვაქეზებ ფისოს.

აუ, რა ბედნიერებაა, როცა არ ვსვამ...

– როგორ ამბობდა ბადრია სამი ჭიქის მერე? – ჭიქა ხელში უჭირავს ფისოს და უკვე იღიმება.

– მიდი, ჰე, ხიე!

– „გერაინია“, ტო! – გასცინა ფისომ ჩემს ცხონებულ ძმაკაცს და გადაჰკრა.

აუ, რა შვიდნაირად დაიჯღანა.

აჰა! რას ვამბობდი? ვითომ ერთი საათის წინ მე ვხვნეშოდი, თავი მტკივაო. ზის ახლა ეს ფისუნია სრულიად მშვიდად, სახე დაწყნარებული, აქვს და მე მიკითხავს ლექციებს. მე რომ მის ადგილზე ვყოფილიყავი, საშინელება დამემართებოდა. ჯერ ხომ გადმობრუნებული კალოშივით ვიქნებოდი, თუ არადა, ენა სამჯერ მაინც მექნებოდა გადაყლაპული. ეს ენის ყლაპვა რაღაა! მე „ზაპოი“, პრინციპში, იმიტომ მეწყება, რომ მეშინია, ასე მგონია, თუ ისევ არ დავლიე, აუცილებლად ენას გადავყლაპავ. ფისო ჩემს ენის ყლაპვას დაკრეჭვას ეძახის. რომ დამეწყება პირის სიმშრალე, ოფლიანობა, წყურვილის გრძნობა, კანკალი, რაღაცის შიში – არ ვიცი რისი, დარდები, სინანული, დანაშაულის შეგრძნება – მოდი და, ნუ დალევ. დავლევ, აბა, რას ვიზამ, როცა ვიცი, რომ ეს ყველაფერი გამიქრება. იმდენს კი ვეღარ ვტვინავ, რომ იგივე განმეორდება, მაგრამ იმ ჭიქას ვერ მივაგენი, ვერ გავიგე მერამდენე ჭიქაა, უკანვე რომ მაბრუნებს. ფინალში რა გამოდის? „ზაპოი“. მე რომ იმ დედააფეთქებულ ჭიქას ვცნობდე, უბედნიერესი კაცი ვიქნებოდი. დავჯდებოდი სუფრასთან და მეც ნორმალური კაცივით ვიქეიფებდი... არა, ვაღიარებ, რომ სასმელთან ჩემი ურთიერთობა არანორმალურია, ამიტომაც ვარ ერთწლიან სიფხიზლეებში, მაგრამ ვადა რომ გასდის წამალს, უკვე ზეიმივით ველი იმ სასიამოვნო წუთს, როცა ცივი „ბალტიკა“ ჩამესხმევა ყანყრატოში. ჩემ თავს კი შთავაგონებ, ორი-სამი დღე გაისწორე, სვი „ბალტიკა“ და არ გაიხედო კონიაკისკენ-მეთქი, მაგრამ ეგრე სადაა... ნეტავ, როგორც კაიფში ვარ ზომიერი, ისე ვიყო სმაშიც.

გარშემო რომ მიმოვიხედე, ერთი-ორი კინკილა ბავშვობის ძმაკაციღა შემომრჩენია, ამათაც ზოგს გული ურხევს და ზოგს – კუჭმაჭი.

გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3