კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო მოაჭრეს მეძავს თავი


სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ საქართველოში ასობით ქალია, რომლებიც თავს მეძავობით ირჩენენ. რეალობა ცხადყოფს, რომ მათი ცხოვრება მეტად სარისკოა, რადგან, ამ უძველესი პროფესიის მიმდევრებს მეძავობა ხშირად საკუთარი სიცოცხლის ფასადაც კი უჯდებათ. ამის ერთ-ერთი მაგალითი ლია ტყაბლაძის სისხლის სამართლის საქმეა – ეჭვიანმა კლიენტმა ის ჯერ მოახრჩო, შემდეგ კი თავი მოაჭრა. მკვლელობისთვის გაიოზ დ-ს 26 წლით პატიმრობა მიესაჯა, მაგრამ, რომ არა ტაქსის მძღოლი, შესაძლოა, ეს საქმე დღესაც გაუხსნელი ყოფილიყო.

მოკლედ, ლია ტყაბლაძეს კლიენტთან „გასეირნება“ სიცოცხლის ფასად დაუჯდა. ქალი, რომელიც ვაგზლის ტერიტორიაზე საკუთარი სხეულით ვაჭრობდა, პერიოდულად არა მხოლოდ გაიოზ დ-სთან, მის ნაცნობებთან ურთიერთობაზეც არ ამბობდა უარს. როგორც ირკვევა, მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე ამ წყვილის ურთიერთობა გახშირდა: თუ მანამდე გაიოზ დ-ს ქალი სასტუმროში ნახევარი საათით აჰყავდა ხოლმე, ბოლო პერიოდში მისი იაფფასიან რესტორნებში ტარებაც დაიწყო. ასე მოხდა მკვლელობის დღესაც: გაიოზმა ქალს დაურეკა და სთხოვა, რომელიმე დაქალთან ერთად შეხვედროდა, რადგან თვითონ უცხოელ მეგობართან ერთად იქნებოდა. ეს უცხოელი კი აზერბაიჯანიდან საქართველოში ჩამოსული ვინმე ფიზული იყო.

ტყაბლაძემ დაპირება შეასრულა – მეგობარი მარინა დაითანხმა და დათქმულ დროს გაიოზიც გამოჩნდა სტუმართან ერთად. როგორც მოსალოდნელი იყო, კაცებმა სასტუმროში მისვლამდე ქალები ჯერ რესტორანში წაიყვანეს და მათთან ერთად არყის სმა დაიწყეს. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა, მაგრამ, ცოტა ხანში ტყაბლაძე საპირფარეშოში გავიდა. ვინაიდან ქალს დააგვიანდა, გაიოზ დ-მ ძებნა დაუწყო და დაინახა, რომ ლია ვიღაც წვერიან კაცს ელაპარაკებოდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის წვერიანი ლიას ყოფილი კლიენტი იყო და, როგორც ჩანს, ლიას წაყვანა უნდოდა. გაიოზ დ. მათ საუბარში არ ჩარეულა, მოსაუბრეებს თვალყურს შორიდან ადევნებდა. იგი მიხვდა, რომ წვერიანი ლიას გაყოლას სთხოვდა, რადგან ხელი ჩაავლო და ძალით მიჰყავდა, რაზეც ქალი მსუბუქ წინააღმდეგობას უწევდა და გამომწვევად იცინოდა. გაიოზ დ. უკან დაბრუნდა, სუფრასთან მყოფებს უთხრა, ბოზი ბოზობას არ მოიშლისო და თავისი სიტყვები ახსნა კიდეც – ლიამ კლიენტი გამოიჭირაო. მთვრალი კაცები გაღიზიანდნენ, ეგონათ, რომ ლია წავიდა, მაგრამ ქალი მალე დაბრუნდა მათთან. გაიოზმა კი ჩხუბი დაუწყო – იცოდი, ჩემთან უნდა ყოფილიყავი და სხვა რატომ დაიბარეო. ლიამ უთხრა, რომ ნაცნობი შემთხვევით შემხვდაო, მაგრამ გაიოზმა არ დაიჯერა და ამის გამო ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. სიტუაციია ლიას დაქალმა, მარინამ განმუხტა და ყველაფერი მიწყნარდა – მათ ქეიფი განაგრძეს და დაახლოებით ერთ საათში რესტორანი დატოვეს.

ნაქეიფრებმა გარეთ ტაქსი გააჩერეს და მძღოლს სოღანლუღში წაყვანა სთხოვეს. თუმცა, როგორც ჩანს, მთვრალ გაიოზს გულში ჩარჩა ლიას საქციელი და მანქანაში კვლავ ჩხუბი დაუწყო. უკან არც ქალმა დაიხია და კაცს შეეპასუხა. ამის გამო შეურაცხყოფილი კაცი ლიას ყელში სწვდა და ისე ძლიერად მოუჭირა, რომ ქალმა გონება დაკარგა, ის აღარ სუნთქავდა. ვინაიდან ეგონათ, რომ ქალი მოკვდა, შეშინებულმა კაცმა მძღოლს სიჩქარის მომატება უბრძანა. მძღოლიც იძულებული გახდა, მოთხოვნას დამორჩილებოდა. მარინა მეგობრის მოსულიერებას ამაოდ ცდილობდა, მაგრამ, ვინაიდან ყველაფერი უშედეგო აღმოჩნდა, გაიოზის ბრძანებით, მარინა მანქანიდან გადმოაგდეს, თავად კი გზა განაგრძეს და მძღოლს მანქანის გაჩერება უკაცრიელ ადგილას მოსთხოვეს.

გამოძიების მასალებით, გაიოზმა გონებადაკარგული ქალი მანქანიდან გადმოათრია და მოშორებით წაათრია, რის შემდეგაც ჯერ კისრის არეში მიაყენა ჭრილობა, შემდეგ კი დანით თავი მოაჭრა...

ვინაიდან მკვლელს დააგვიანდა, მანქანაში დარჩენილმა აზერბაიჯანელმა გაიოზს ჯერ დაუძახა, შემდეგ მძღოლს მანქანის ფარები აანთებინა, ბოლოს კი ისიც მანქანიდან გადავიდა და ძებნა დაუწყო. სისხლის დანახვაზე ფიზული მიხვდა, რაც მოხდა და ურჩია, ქალი გაეძარცვათ, რადგან გამოძიებას ეგონებოდა, რომ მკვლელობა ძარცვის მიზნით მოხდა. ამიტომ, მოკლულს, რომელსაც თითზე ორი ოქროს ბეჭედი ეკეთა, თითები მოაჭრეს, სამკაული კი წაიღეს. რაც შეეხება გარდაცვლილის მობილურ ტელეფონსა და ხელჩანთას, წყალში გადაყარეს. თუმცა, მანამდე საფულიდან 78 ლარი ამოიღეს და თანხა ერთმანეთში გაინაწილეს...

მომხდარის შესახებ პოლიციისთვის მეორე დღესვე გახდა ცნობილი – დასახიჩრებული ქალის ცხედარი შემთხვევითმა გამვლელმა იპოვა და პოლიციას აცნობა. ქალს დაზიანებები, სავარაუდოდ, დანით ჰქონდა მიყენებული. სისხლის სამართლის საქმე განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის (სსკ 109-ე მუხლი) ფაქტზე აღიძრა და დანაშაული იმავე დღეს გაიხსნა. როგორც აღმოჩნდა, თბილისის სხვადასხავა რაიონის პოლიციის განყოფილებებში გამოცხადდნენ როგორც გარდაცვლილის მეგობარი მარინა, ასევე ტაქსის მძღოლი. ორივე მათგანმა პოლიციას დეტალურად უამბო მომხდარის შესახებ, მაგრამ, ვერ დააკონკრეტეს ლია ტყაბლაძე რეალურად გარდაიცვალა თუ არა. არანაკლებ გასაოცარი იყო ის გარემოებაც, რომ მძღოლი ვერ ასახელებდა კონკრეტულ ადგილს, სადაც გაგუდული ქალი მანქანიდან გადაათრიეს. თუმცა, მას შემდეგ, რაც მკვლელობა გაიხსნა, მძღოლმა განაცხადა, რომ მან ეს შიშის გამო ვერ თქვა.

რაც შეეხება მოკლულის მეგობარს, პოლიციამ მისგან გაიგო, რომ მოკლული ქალი ლია ტყაბლაძე იყო, რომელიც თბილისში ქირით ცხოვრობდა. 34 წლის ტყაბლაძეს არც მშობლები ჰყავდა და არც მომკითხავი.

ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული მოქმედებების შედეგად პოლიციამ გაოზ დ-ს ვინაობა ერთ დღეში დაადგინა და ის წერეთლის გამზირზე, ელიავას ბაზრობასთან დააკავეს. ბრალად მას დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობა, მოგვიანებით კი – ძარცვის მუხლიც წაუყენეს, რადგან მისი ბინიდან პოლიციამ ტყაბლაძის ბეჭედი ამოიღო. რაც შეეხება მის თანამზრახველს, დაკავებულმა განაცხადა, რომ მხოლოდ ის იცოდა, რომ აზერბაიჯანელს ფიზული ერქვა, სხვა ინფორმაცია მის შესახებ არ ჰქონდა.

ტაქსის მძღოლის ჩვენებიდან: „რესტორანთან გამაჩერეს. მანქანაში ორი ქალი და ორი მამაკაცი ჩამიჯდა. წინ ერთი კაცი ჩაჯდა, რომელიც დამტვრეული ქართულით ლაპარაკობდა. ქალი და მამაკაცი კამათობდნენ. კაცი ეუბნებოდა, როგორ გაბედე, რომ ჩვენთან ერთად იყავი და იმ კაცთან საუბრობდი, თან, ამდენ ხანსო. ქალიც უკმეხად შეეპასუხა და ერთმანეთს ფიზიკურადაც შეეხნენ. ცუდი სიტყვები ქალმაც იხმარა. ამ დროს კაცმა უთხრა, დაგახრჩობო და ყელში ძლიერად წაუჭირა. მეორე ქალი ეხვეწებოდა, რომ თავიანთ გზაზე გაეშვათ. მანქანა გავაჩერე და მოვთხოვე, ჩასულიყვნენ, მაგრამ ამ დროს იმ მეორე ქალმა იყვირა, მოკვდაო. ის ქალი, რომელიც ჩხუბობდა, მართლაც მკვდარივით იყო, რადგან აღარაფერს ამბობდა. ამ დროს უკან მჯდომმა მომთხოვა, მიმართულება შემეცვალა და, რაც შეიძლება, სწრაფად გავცლოდი ქალაქს. ამაზე უარი ვთქვი, მაგრამ, დანა დამადეს და კატეგორიულად მომთხოვეს დავმორჩილებოდი, პარალელურად კი მეორე ქალი მანქანიდან გადასვეს. სხვა გზა არ მქონდა, რამდენიმე კილომეტრი ვიარე და მანქანა უკაცრიელ ადგილას გამაჩერებინეს. გონდაკარგული ქალი მანქანიდან ქართველმა გადმოათრია, მე კი მითხრა, მოშორებით გაჩერდი, წასვლა არ გაბედო, თორემ, მოგძებნი და ცოცხალს არ დაგტოვებო. შემეშინდა და დავემორჩილე, რადგან, ის კაცი, რომელიც დამტვრეული ქართულით ლაპარაკობდა, მემუქრებოდა, თან, ის მანქანაში დარჩა. დაახლოებით 15 წუთი ვიყავი გაჩერებული. აზერბაიჯანელი მანქანიდან გადასულს ჯერ უძახდა, ცოტა ხანში კი თვითონაც გადავიდა და მითხრა, რომ არ წავსულიყავი, თორემ მომკლავდნენ. ვიდრე თვალს მიეფარებოდა, იქ ვიდექი. თვალს რომ მიეფარა, ვიფიქრე, მანქანა დამეძრა და იქაურობას გავცლოდი, მაგრამ, ვინაიდან ძალიან ცუდი გზა იყო, არ ვიყავი დარწმუნებული, რომ მანქანის მობრუნებასა და წასვლას მოვასწრებდი. ამის მიუხედავად, წასვლა მაინც გადავწყვიტე და მანქანა დავქოქე, მაგრამ, ამ დროს ორივე კარები ერთდროულად გაიღო და უცნობები მანქანაში ჩასხდნენ. ვინაიდან არაფერი მითხრეს, მივხვდი, რომ განზრახვას ვერ მიმიხვდნენ – ეგონათ, რომ უკან მომავლები დავინახე და მათ გამო დავქოქე მანქანა. გზაში კაცები ქალის ხელჩანთას ათვალიერებდნენ და ფულს ითვლიდნენ. შემდეგ კი ჩანთა და ტელეფონი წყალში გადაყარეს.”

დაკავებისთანავე გაოზ დ-მ დეტალურად აღწერა მომხდარი. მან განაცხადა, რომ ქალს თავი მან მოაჭრა, მაგრამ, მოგვიანებით ჩვენება შეცვალა და თქვა, რომ აღიარებითი ჩვენება ზეწოლის შედეგად მისცა. იგი მკვლელობაში უშუალო მონაწილეობას უარყოფდა, ამბობდა, რომ მართალია, შემთხვევის ადგილზე იყო, მაგრამ ქალს ყელში ხელი ფიზულმა წაუჭირა და თავიც მან მოაჭრაო. თუმცა, ეს ჩვენება სასამართლოს მას შემდეგ მისცა, რაც დარწმუნდა, რომ პოლიციამ მეორე დამნაშავის ვინაობა ვერ დაადგინა. „იმ დროს იქ ვიყავი, არ უარვყოფ, მაგრამ, ყელში ხელი მე არ წამიჭერია. ფიზულსაც მხოლოდ მისი შეშინება უნდოდა, მისი მოკვლის განზრახვა არ მქონია და არც მომიკლავს“, – აცხადებდა განსასჯელი.

მაგრამ, მოკლულის მეგობარი, ისევე, როგორც მძღოლი, კატეგორიულად ადასტურებდა, რომ ტყაბლაძის მოგუდვა სწორედ გაიოზმა სცადა, რადგან აზერბაიჯანელი წინა სალონში იჯდა: „ლია ყველას მკვდარი გვეგონა. ვცდილობდი მის მოსულიერებას, მაგრამ, ვერ შევძელი. ამ დროს გაიოზმა თქვა, მე ვიცი, რასაც ვიზამო, მერე დანა ამოიღო და მუქარით მაიძულა, მანქანიდან ჩავსულიყავი. თან, გამაფრთხილა, ხმა არ ამოიღოო და თვითონ იქაურობას გაეცალნენ. მე ამ კაცს ლიასგან ვიცნობდი, მეორე კაცი კი იმ დღეს პირველად ვნახე. რესტორანში, სანამ ლია სუფრასთან დაბრუნდებოდა, აშკარა იყო, რომ კაცებს არ ესიამოვნათ მისი საქციელი და რამდენჯერმე თქვეს, ეს როგორ გაბედა, ჩვენთან არის და იმ კაცთან რატომ საუბრობსო. ლია რომ დაბრუნდა, იჩხუბეს. სიტუაცია ცოტათი განვმუხტე, მაგრამ, როცა გამოვედით, ტაქსიში ისევ დაიწყეს ჩხუბი. ლია ეუბნებოდა, რომ მისი საქმე არ იყო, ვის დაელაპარაკებოდა, რადგან მისი საკუთრება არ იყო და თავის რჩენა მასაც სჭირდებოდა. სწორედ ამ დროს წაუჭირა ყელში ხელი. ლიამ გონება დაკარგა, მაგრამ, არ ვიცი, მაშინ მოკვდა თუ არა“, – განმარტა მოწმემ.

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, სადავო არაფერი იყო – გარდაცვლილს თავი მოკვეთილი და, შესაბამისად, საძილე არტერია, ხორხი და მაგისტრალური სისხლძარღვებიც გადაჭრილი ჰქონდა. ექსპერტის მტკიცებით, ყველა ჭრილობა მკვლელობის მომენტში იყო ჩადენილი და მჭრელი საგნის მოქმედებით იყო მიყენებული. ამის მიუხედავად, სასამართლოზე ექსპერტი მაინც დაიკითხა, რადგან სადავო გახდა ერთი მნიშვნელოვანი საკითხი: განსასჯელი ამტკიცებდა, რომ ქალი მანქანიდან გადმოყვანამდე უკვე გარდაცვლილი იყო, – ამით მას უნდოდა, დაემტკიცებინა, რომ თავი გარდაცვლილს მოაჭრეს. თუმცა, ექსპერტმა განმარტა, რომ მანქანიდან გადაყვანამდე ქალი გარდაცვლილი ვერ იქნებოდა.

ამის მიუხედავად, განსასჯელის ადვოკატი აცხადებდა, რომ საქმე არ იყო ობიექტურად გამოძიებული და ხელახალ გამოძიებას ითხოვდა, მაგრამ სასამართლომ წაყენებული ბრალდება დადასტურებულად მიიჩნია და განსასჯელს 26 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

ზემდგომ ინსტანციაში პატიმრის ადვოკატები უკვე ფსიქიატრიულ ექსპერტიზას ითხოვდნენ. ირწმუნებოდნენ, რომ ადამიანი, რომელმაც უკვე გარდაცვლილს მოაჭრა თავი, აუცილებლად ფსიქიკურად გაუწონასწორებელი იქნებოდა. თუმცა, საკასაციო პალატამ ადვოკატების პოზიცია არ გაიზიარა და ამ საკითხის გარკვევა საჭიროდ საერთოდ არ ჩათვალა. სასამართლომ განმარტა, რომ ეს საკითხი სადავო არც გამოძიების და არც სასამართლო პროცესის ეტაპზე არ გამხდარა. ამიტომ, ჩათვალა, რომ პირველმა ინსტანციამ სწორი შეფასება მისცა დანაშაულს და განსასჯელს განაჩენი უცვლელად დაუტოვა.


скачать dle 11.3