კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

როგორ განდევნეს ვიეტნამელმა პარტიზანებმა ამერიკული ჯარი თავის სამშობლოდან ქართველი ინჟინრის დახმარებით


მაიორი პავლე კოლცოვი „გრუს“ თანამშრომელი იყო და 1981 წელს ამერიკაში გაიქცა, სადაც დაწერა წიგნი „ჯუნგლების ომი“. ამ სქელტანიან ნაშრომში გაქცეული კოლცოვი ვიეტნამის ომზე წერდა და იმ საიდუმლოებებს ამხელდა, რამაც ამ ქვეყნიდან ამერიკული ჯარების გაყვანა გამოიწვია. გთავაზობთ ფრაგმენტს წიგნიდან...

არარსებული ქალაქი

ვიეტნამელი პარტიზანები, რომლებიც ვიტკონგელების სახელით იყვნენ ცნობილი, ბრწყინვალე მეომრები აღმოჩნდნენ. ისინი სანიმუშოდ ითვისებდნენ როგორც საბჭოთა საბრძოლო იარაღს და სამხედრო ტექნიკას, ასევე საბჭოთა ინსტრუქტორების ყველა რჩევა-დარიგებას და ამერიკელ რეინჯერებს სისხლს უშრობდნენ... მას მერე, რაც 1965 წელს ვიტკონგელებმა რამდენიმე წარმატებული ოპერაცია ჩაატარეს ამერიკელი „მწვანე ბერეტების“ წინააღმდეგ და ათასობით რჩეული მეომარი ჯუნგლებში ჩახოცეს და დაატყვევეს, ამერიკელებმა მძიმე ავიაციის გამოყენება დაიწყეს. ისინი მასიურად ბომბავდნენ ჯუნგლებს და ვიტკონგელების სავარაუდო დისლოკაციის ადგილებს ანადგურებდნენ. ამიტომ, ერთ-ერთმა საბჭოთა ოფიცერმა, მაიორმა თემურ კახიძემ, ერთი შეხედვით უტოპიური იდეა წამოაყენა. კახიძე, პროფესიით სამხედრო ინჟინერი იყო და ვიეტნამელებს სამხედრო-პარტიზანული ფორტიფიკაციების აგებას ასწავლიდა. ამერიკელების მიერ ჯუნგლების დაბომბვის მერე, მან მიწისქვეშა ლაბირინთების მშენებლობის იდეა მიაწოდა გენერალ-ლეიტენანტ სავინს. ის, ისევე როგორც ყველა საბჭოელი, ვიეტნამში არალეგალურად იმყოფებოდა და ვიტკონგელების მთავარი კონსულტანტი და ინსტრუქტორი იყო. მან საეჭვოდ გააქნია თავი და კახიძეს უთხრა:

– თქვენი იდეის არსს ვერ ვხვდები, თემურ გიორგევიჩ.

კახიძემ სავინს გაუღიმა და მიუგო:

– ანტონ ივანიჩ, ჯერ ერთი, ჯუნგლების ქვეშ გათხრილი გვირაბები პარტიზანებს ამერიკული დაბომბვებისგან დაიცავს, ყველაზე მთავარი, და ჩემი აზრით, გადამწყვეტი კი ის იქნება, რომ ასეთი გვირაბებიდან შესაძლებელია, მოულოდნელი თავდასხმების განხორციელება მტერზე. ეს კი, ერთი მხრივ, მოწინააღმდეგის მნიშვნელოვან ძალებს გაანადგურებს, მეორე მხრივ კი პანიკას და დემორალიზებას გამოიწვევს მათში.

– თემურ გიორგევიჩ, – მხრები აიჩეჩა სავინმა, – მაინც, როგორ წარმოგიდგენიათ, თქვენი იდეის განხორციელება?

– ჯუნგლების ნიადაგი თიხიანი და კლდოვანია. ამიტომ, მისი თხრა არცთუ ისე იოლია. თუმცა, ვიეტნამელები ყოჩაღები არიან და დარწმუნებული ვარ, წარმატებით გაართმევენ თავს ამ საქმეს. თანაც, საინტერესო ისაა, რომ ამერიკელი რეინჯერები და „მწვანე ბერეტები“ გვირაბში შესვლას ვერ შეძლებენ.

– რატომ?

– იმიტომ, რომ გვირაბის სიმაღლე 120, ხოლო სიგანე კი – 80 სანტიმეტრი იქნება. როგორც ცნობილია, ვიეტნამელები 149-155 სანტიმეტრის სიმაღლის არიან და ასეთი ზომის გვირაბში მოხრილი სირბილი არ გაუჭირდებათ. 180-185 სანტიმეტრის სიმაღლის ამერიკელები კი ხოხვითაც ვერ შეძლებენ გვირაბში გადაადგილებას.

– ვფიქრობ, რომ უტოპიაა, მაგრამ, მაინც სცადეთ, რა გვენაღვლება. ვიეტნამელები ჭიანჭველებივით არიან გამრავლებულები. თან, ისინი თვლით არავის ჩაუბარებია ჩვენთვის, რომ დავზოგოთ. გაამართლებს, ხომ კარგი, არა და, არც ამაზე ვიდარდებ, – მიუგო კახიძეს სავინმა და იდეის განხორციელების უფლება მისცა...

თემურ კახიძე მისთვის ჩვეული პროფესიონალიზმით და ენერგიულობით შეუდგა საქმიანობას, რამაც ფენომენალური შედეგი გამოიღო და ერთი წლის განმავლობაში 250 კილომეტრი სიგრძის მიწისქვეშა ლაბირინთების ქსელი შექმნა. მთელი ეს სისტემა ჯუნგლების ქვეშ გადიოდა და ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ამერიკულ საზღვაო ქვეითთა ბაზის ქვეშ იყო განთავსებული. ვიეტნამელები მოულოდნელად გამოჩნდებოდნენ ხოლმე და აუნაზღაურებელ ზარალს აყენებდნენ ამერიკელებს, მერე კი, ისევე მოულოდნელად უჩინარდებოდნენ. სანამ ამერიკული მხარე მიხვდა, თუ რაში იყო საქმე, ვიტკონგელებმა მათ უდიდესი ზიანი მიაყენეს. ამერიკელებმა ვიტკონგელების წინააღმდეგ სპეციალური ქვედანაყოფი „გვირაბის ვირთხები“ შექმნეს და მკვლელ ნაგაზებსაც უშვებდნენ ლაბირინთში. თუმცა, ვიეტნამელები იმდენად იყვნენ გაწაფული, რომ ამერიკელები აშკარად დაჯაბნეს... ეგრეთ წოდებულ მიწისქვეშა არმიაში 16 ათასი ვიტკონგელი იყო გაერთიანებული და ათწლიანი ბრძოლის შედეგად, მათგან მხოლოდ 6 ათასი გადარჩა ცოცხალი. თუმცა, ამერიკელთაგან ოცჯერ უფრო მეტი ადამიანი დაიღუპა და დიდძალი სამხედრო ტექნიკა განადგურდა... არარსებული მიწისქვეშა ქალაქის შექმნისთვის, თემურ კახიძეს, საიდუმლო ბრძანებით, საბჭოთა კავშირის გმირობა მიენიჭა.


скачать dle 11.3