კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2018 (66)
ოქტომბერი 2018 (252)
სექტემბერი 2018 (209)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)

რასთან არის დაკავშირებული წონის პრობლემები და მთვარის რომელ ფაზაში უნდა შეზღუდოთ ზედმეტი საკვების მიღება


ბევრ ადამიანს აწუხებს წონის პრობლემა, არადა, დღევანდელ პირობებში წონის რეგულირება მართლაც რთულია. ზოგს ზედმეტი კილოგრამების დაკლება სურს, ზოგიც პირიქით, წონის მომატებას ვერ ახერხებს. ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ადამიანის ეს პრობლემები ყველაზე ხშირად ასტროლოგიური კუთხით არის გამოწვეული, კერძოდ კი, ამ დროს პირდაპირ კავშირშია პლანეტების განლაგება, ამ დაბადების მომენტთან.

ნორმალური წონის შენარჩუნება ძირითადად მშვილდოსნის, ტყუპების, კირჩხიბისა და კუროს ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს უჭირთ.

ასევე, არსებობს პერიოდები, როდესაც გახდომა განსაკუთრებით საშიშია წონაში დაკლების მსურველი ადამიანებისთვის. ბევრი მათგანი შუადღის შემდეგ აღარ ჭამს და ცდილობს, ასე მოიკლოს ზედმეტი კილოგრამები. ეს არასწორია, რადგან, მთავარია, ამ დროს ცოტა ჭამოთ და ბევრი ივარჯიშოთ, მეტი ენერგია დახარჯოთ და სუფთა ჰაერი ჩაისუნთქოთ. აუცილებელია, სწორედ საღამოს საათებში მიირთვათ მსუბუქად, ამის შემდეგ კი სუფთა ჰაერზე სეირნობაც საკმარისია იმისთვის, რომ ორგანიზმმა მიღებული საკვები ადვილად გადაამუშაოს და ის ცხიმად არ ჩალაგდეს. ენერგეტიკული თვალსაზრისით, საკვების მიღების დროს ზომიერების დაცვა ერთ-ერთი მთავარი პრინციპია.

ასევე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ გახდომის მსურველებმა ყურადღება მიაქციონ მთვარის კონკრეტულ ფაზებს და დიეტა დაიცვან ახალი მთვარის მეექვსე, მეცამეტე, მეოცე და ოცდამეშვიდე დღეს. ხოლო მათ ვისაც სიგამხდრე აწუხებთ და წონის მომატებაზე ფიქრობენ, მთავარი ყურადღება უნდა მიაქციონ სწორ კვებას და ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდიონ.

აუცილებელია, ნებისმიერმა ჩვენგანმა მრავალფეროვანი საკვები მიიღოს, მით უმეტეს, ადრეულ გაზაფხულზე, როცა ადამიანის ორგანიზმში ენერგობალანსი დაბალია. საჭმლის მიღება მკაცრად განსაზღვრულ საათებში უნდა ხდებოდეს. გეტყვით იმასაც, რომ დიეტის დაცვა კარგია ხუთშაბათ დღეს. წონაში მომატების მსურველებმა კი განსაკუთრებით ბევრი საკვები უნდა მიირთვან ახალი მთვარის მეორე, მეცხრე, მეთექვსმეტე, ოცდამესამე და ოცდამეათე დღეს.

გარდა ზემოთ თქმულისა, ადამიანი კარგად უნდა ერკვეოდეს იმაშიც, თუ რომელი სტიქია ჭარბობს მის ენერგეტიკულ რუკაში.

თუ თქვენში ჭარბობს მიწის და ცეცხლის სტიქია, მაშინ მაქსიმალურად უნდა შეზღუდით ტკბილეულის და ცომეული ნაწარმის მიღება.

თუ თქვენს ენერგეტიკულ რუკაში წყლის და ჰაერის სტიქია ჭარბობს, მაშინ ზღვის პროდუქტებისა და სითხის მიღება უნდა შეზღუდოთ.

ზედმეტი სიგამხდრე, შეიძლება, იმ გარემოსთანაც იყოს დაკავშირებული, სადაც თქვენ ტრიალებთ და დროის უმეტეს ნაწილს ატარებთ. შეამოწმეთ, ხომ არ ცხოვრობთ, მუშაობთ ან დღის უმეტეს ნაწილს ხომ არ ატარებთ გეოპათოგენურ ზონაში. შესაძლოა, ეს პრობლემა უბრალოდ ინტერიერის გადაადგილებითაც მოაგვაროთ.

სავსე მთვარიდან ახალ მთვარემდე ადამიანი ადვილად იკლებს წონაში.

მთვარეს აქვს ოთხი ფაზა და თითოეული ფაზა თავის მხრივ შვიდ დღეს მოიცავს.

ტრადიციულად, ახალი მთვარიდან სავსე მთვარემდე, პირველ ორ კვირას, ხდება ასიმილაციის პროცესი, ანუ დიდი რაოდენობით საკვების შეწოვა ორგანიზმის მიერ; მეორე ნახევარი, ანუ სავსე მთვარიდან ახალ მთვარემდე ორი კვირის განმავლობაში კი ხდება ამ მიღებული საკვების შეთვისება და გადამუშავება. ამიტომ, სანამ ორგანიზმი დაიწყებს საკვების შეთვისება-გადამუშავებას, მიღებულ საკვებს დალექავს თითოეულ უჯრედში, სწორედ ამ პერიოდშია კარგი დიეტის დაწყება ან შიმშილობა.

ასე რომ, სავსე მთვარიდან ახალ მთვარემდე პერიოდი ადამიანის წონის კლების ყველაზე კარგი პერიოდია, მათ კი, ვისაც ზედმეტი სიგამხდრე აწუხებთ, სწორედ ამ დროს უნდა მიიღონ მეტი საკვები, რათა წონაში მოიმატონ.


скачать dle 11.3