კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

როგორ გავანეიტრალოთ საცხოვრებელ ბინაში დაგროვილი ცუდი ენერგია და რაზე მეტყველებს უეცრად შეცვლილი განწყობა


ჩვენს ირგვლივ, თუ კარგად დავაკვირდებით, უამრავი უცნაური, ამოუცნობი და ანომალიური ფაქტი ხდება. რასაკვირველია, როცა ადამიანს ცხოვრებაში ასეთი რამ შეემთხვევა, ჩნდება უამრავი კითხვა, რომელზეც პასუხის გაცემა, უმეტეს შემთხვევაში, რთულია. ძნელია, ახსნა მოუძებნო იმას, რაზეც სათანადო ცოდნა არც თავად გაქვს და არც – სხვას შენს წრეში. როგორც, პარაფსიქოლოგი, ბატონი ვალერი ამბობს, ამოუცნობ ფენომენალურ საკითხებზე, წლებია მუშაობს, უამრავი ადამიანიც ჰყავს დაკითხული და შესაბამისი ცოდნაც გააჩნია ამ სფეროში.


ვალერი: ისეთ დროში ვცხოვრობთ, რომ სასწაულები, ამოუხსნელი და უცნაური ფაქტები ჩვენს ირგვლივ, თითქმის ყოველდღიურად ხდება. ზოგი ადამიანი სანამ საკუთარ თავზე არ გამოცდის მსგავს რამეებს, მანამდე არ სჯერა – ფანტასტიკის სფეროა, რომ ამბობენ ამოუცნობი რამ მოხდა ჩემს თავსო. ეს ბევრს გამონაგონი და ადამიანის ფანტაზიის ნაყოფი ჰგონია და სხვათა შორის, წლების წინ, თუ ვინმე იტყოდა ამოუცნობი რამ გადამხდა თავსო, ფსიქიატრის კაბინეტშიც ამოჰყოფდა თავს. ამიტომ, ამ თემებზე არავინ საუბრობდა და თავს არიდებდნენ პრობლემებს. დღეს კი, პირიქით, იმდენი რამ ხდება ჩვენს ცხოვრებაში, რომ მათი დამალვა არ შეიძლება. მე ამოუცნობ ფენომენზე დიდი ხანია დავფიქრდი და თავად დავიწყე მსგავსი ფაქტებისა და ადამიანების კვლევა. იმდენი რამ გავიგე და იმხელა ცოდნა შევიძინე, თავად რომ ვერ წარმომედგინა.

– ბატონო ვალერი, ხშირად ადამიანს უეცრად უჩნდება სურვილი შეცვალოს თავისი ცხოვრება, დასახულ მიზნებზე უარი თქვას და ცხოვრების რადიკალურად სხვა კურსს დაადგეს. იმასაც ამბობენ, ამ დროს ადამიანს ქვეცნობიერი კარნახობს როგორ იმოქმედოსო. თქვენ რას იტყვით ამაზე?

– მე გეტყვით, რომ ხშირია შემთხვევები, როცა ადამიანი დილით იღვიძებს და ხვდება, დროა რაღაც შეცვალოს. ან დგება დილით, გადის სახლიდან, წინასწარ დასახული გეგმით იწყებს მოქმედებას, მაგრამ უეცრად, სრულიად უმიზეზოდ და ყოველგვარი ახსნის გარეშე, უჩნდება ყველაფრის შეცვლის სურვილი. ამ დროს ზოგი ემორჩილება სურვილს, ზოგიც ჯიუტად, რქებით აწვება დასახულ მიზანს და განაგრძობს საქმიანობას. ალბათ, გაუგებრად არ ვსაუბრობ და ასეთი შემთხვევა ნებისმიერის ცხოვრებაში მომხდარა. შემიძლია, გითხრათ, რომ ეს ჩვენი ქვეცნობიერის აშკარა გამოვლინებაა და სასურველია, მის კარნახს ყოველთვის დავემორჩილოთ. ქვეცნობიერი, ადამიანისგან დამოუკიდებლად, აგროვებს და აანალიზებს მიღებულ ინფორმაციას და თავადვე აკეთებს დასკვნას. ამ დასკვნების მიწოდება ადამიანამდე მას უჭირს, მაგრამ იმასაც გეტყვით, რომ მან, ანუ ჩვენმა ქვეცნობიერმა, წინასწარ იცის, ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგი და ამის შესახებ ამა თუ იმ სახით გვაწვდის კიდეც მინიშნებებს. ეს მინიშნებები შეიძლება, გამოიხატოს აკვიატებული აზრებით, ფიქრებით, ქცევებით... თუ ადამიანი ვერ ხვდება ამას, უფრო სწორად, ვერც კი აცნობიერებს ამ ფორმით მინიშნებებს ქვეცნობიერისგან, მაშინ შესაძლოა, მინიშნება სიზმრის სახითაც გამოგვიგზავნოს. ამიტომ ვამბობ ხოლმე ხშირად, რომ სიზმარს უნდა მიაქციოთ სათანადო ყურადღება და მისი ახსნაც უნდა შეგეძლოთ. საერთოდ, ქვეცნობიერი მინიშნებებს სიზმრით უკიდურეს შემთხვევაში აწვდის ადამიანს.

– თუ ადამიანს უეცრად გუნება-განწყობა შეეცვალა, ესეც ქვეცნობიერის მინიშნებაა რაიმე მოსალოდნელ ფაქტზე?

– რასაკვირველია. შესაძლოა, ადამიანი კარგ განწყობაზე იყოს და უეცრად, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, ცუდ განწყობაზე დადგეს. ამ დროს თუ არ დაემორჩილებით ქვეცნობიერის კარნახს, გადაწყვეტილებას არ შეიცვლით და არ გააანალიზებთ თითოეულ გადადგმულ ნაბიჯს, რომლის გადადგმასაც უახლოეს მომავალში გეგმავთ, შესაძლოა, ის დამღუპველიც კი გამოდგეს თქვენთვის. ამ შემთხვევაში პატარა დეტალს და წვრილმანსაც კი, რასაც ყურადღებით არ მოეკიდებით, შესაძლოა, სავალალო შედეგი მოჰყვეს. ბევრი ამბობს, მე თილისმას ვატარებ, ვუფრთხილდები და ის მიცავს მცდარი ნაბიჯების გადადგმისგანო. სხვათა შორის, გეტყვით აქვე, რომ ნივთს ან რაიმე ნაკეთობასაც კი შეუძლია, ადამიანისთვის როგორც ბედნიერების, ისე უბედურების მოტანა ცხოვრებაში. ამ დროს დიდი გავლენა იმას ენიჭება, თუ რა განწყობით ქმნიდნენ მას და როგორი იყო მათი შემქმნელების სულიერი მდგომარეობა იმ მომენტში.

– თუ ადამიანმა თილისმა დაკარგა, ამ შემთხვევაში უბედურება მართლა გარდაუვალია?

– თილისმის დაკარგვას დიდ მნიშვნელობას არ უნდა ანიჭებდეთ. მთავარია, ახალი თილისმა შეარჩიოთ სწორად და ის იყოს ის ნივთი, რომლის ტარების დროსაც მან, თქვენივე დაკვირვებით, იმ დღეებში ბედნიერება და წარმატება მოგიტანათ. ან უბრალოდ, მისი ტარების დღეებში თავს მშვიდად, კომფორტულად და სასიამოვნოდ გრძნობდით.

– ეზოთერიკოსები ხშირად ამბობენ, რომ არსებობს ადამიანის ენერგიაზე მოქმედების ელემენტი. ეს რას ნიშნავს, იქნებ უფრო გასაგებად განგვიმარტოთ?

– დღეს უკვე დასამალი არ არის, რომ თუ რაიმე ნივთი უარყოფითი ენერგიით არის დამუხტული, ის ხანგრძლივი დროით ასხივებს ამ ენერგიას და უარყოფითად მოქმედებს ადამიანზე. ეს პარაფსიქოლოგებმა და ეზოთერიკოსებმა კარგად იციან. ეს იგივე ჯადოა, მაგრამ მას პროფესიონალები და მეცნიერები ადამიანის ენერგიაზე ზემოქმედების ელემენტს უწოდებენ. როგორც ყველასთვის ცნობილია, უარყოფითი ენერგია ადამიანის აურას მკვეთრად ასუსტებს, აზიანებს და უარყოფით შედეგებამდე მიჰყავს. სწორედ ამიტომ არის, რომ ზოგჯერ უეცრად იწყება წარუმატებლობა და სერიოზული პრობლემები, უიღბლობა ცხოვრებაში. არ არის გამორიცხული, ზოგი კეთილმოსურნე ადამიანიც კი ამ დროს მტრად მიიჩნიოთ. მაგალითად, სახლში თუ უცხო ნივთი აღმოაჩინეთ და დროზე არ გაანეიტრალეთ, შესაძლოა, დიდი ზიანი მოგაყენოთ.

– როგორ მოვიქცეთ, რომ მისი განეიტრალება დროულად მოვახერხოთ?

– ამისთვის, მარტივი და ძველთაგანვე ნაცადი ხერხი არსებობს, რომელსაც ახლავე მოგახსენებთ. კერძოდ, ეს უცხო ნივთი ისე უნდა გაიტანოთ საცხოვრებელი ბინიდან, რომ არ შეეხოთ. ამოთხარეთ ორმო და შიგ ჩადეთ, შემდეგ მოასხით ნავთი, მიაყარეთ მიწა და დაწვით. რომ დაიწვება და ცეცხლი ჩაქრება, ზემოდან ფიჭვის ტოტები მოალაგეთ. სასურველია, ცეცხლს უყუროთ ბოლომდე და თან გულში იმეოროთ: „განდევნე ჩემგან ბოროტი, მომეც სიმშვიდე და წარმატება, ისევე დაწვი ჩემი უიღბლობა, როგორც ეს ნივთი იწვის”. სასურველია, ის ბოლი, რაც დაწვის პროცესში აუვიდა ნივთს, არ შეისუნთქოთ. ამიტომ უმჯობესია, შორიახლოს დადგეთ. ამის შემდეგ, აუცილებლად უნდა იზრუნოთ თქვენი საცხოვრებელი ბინის ენერგეტიკისა და საკუთარი აურის აღდგენაზე. ამისთვის დაგეხმარებათ იასამნისფერი და თეთრი ფერის სანთლის ალი. მისი დახმარებით ადამიანს შეუძლია გარკვეული კორექტივების შეტანა საკუთარ ცხოვრებასა და ბინაში. სახლის კუთხეებში აანთეთ სანთლები, დაჯექით კომფორტულად, თვალები დახუჭეთ და წარმოიდგინეთ, რომ ბუნებაში ხართ, მწვანე ბალახზე ფეხშიშველი დგახართ, ხელში მინდვრის ყვავილების თაიგული გიჭირავთ და მას ყნოსავთ. დამიჯერეთ, ამ რიტუალის შემდეგ თავს შედარებით მშვიდად იგრძნობთ. შეგიძლიათ, ეს თვეში ერთხელ გააკეთოთ და თავად მიხვდებით, რომ ამ რიტუალს თილისმაზე დიდი ძალა აქვს და უკეთესი შედეგების მოტანაც შეუძლია. ეს რიტუალი ადამიანის ნერვულ სისტემაზეც დადებითად მოქმედებს და ენერგეტიკაზეც დადებით ეფექტს იძლევა. არ არის აუცილებელი, დაჯდეთ და ელოდოთ, როდის მოვა თქვენთან წარმატება ან დაიჟინოთ, ნეგატიური ენერგია ან უბრალო ნივთის უარყოფითი ენერგეტიკა, რას მიზამსო. ამას აჯობებს, ნაცადი მეთოდები გამოიყენოთ და ამით დაიზღვიოთ საკუთარი თავიცა და ახლობლების ჯანმრთელობა და ნერვები.


скачать dle 11.3