კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მრავალუჯრედიან ორგანიზმებს ჟანგბადის გარეშე ცხოვრება შეუძლიათ


მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მრავალუჯრედიან ცხოველებს შეუძლიათ იცხოვრონ პირობებში, სადაც ჟანგბადი საერთოდ არ არის. აქამდე მიაჩნდათ, რომ ასეთ პირობებში არსებობა მხოლოდ ერთუჯრედიან ბაქტერიებსა და ვირუსებს შეუძლიათ. ეს აღმოჩენა ადასტურებს სიცოცხლის რთული ფორმების უნარს, იარსებონ ექსტრემალურ პირობებშიც.

კვლევების ავტორთა ჯგუფი, რომელსაც იტალიის ქალაქ მარკეს პოლიტექნიკური ინსტიტუტის თანამშრომელი რობერტო დანოვარი ხელმძღვანელობს, ხმელთაშუა ზღვაში 3 ათასი მეტრი სიღრმიდან ამოღებულ დანალექ ქანებს შეისწავლიდა.

მათ მიერ აღმოჩენილი მრავალუჯრედიანი ცხოველების ზომა ერთ მილიმეტრზე ნაკლებია. მათ არ გააჩნიათ საკუთარი დასახელება და უხერხემლო ცხოველების ჯგუფს მიეკუთვნებიან.

მიუხედავად იმისა, რომ სწავლულები მრავალუჯრედიან ცხოველებს ადრეც პოულობდნენ უჟანგბადო პირობებში, მეცნიერები არ იყვნენ დარწმუნებულნი იმაში, რომ ცხოველებს ასეთ პირობებში ხანგრძლივი არსებობა შეეძლოთ. ახლად აღმოჩენილ სახეობას კი, წინამორბედებისგან განსხვავებით, გააჩნიათ ამ პირობებთან სპეციალური ადაპტაციის უნარი. მიტოქონდრიის შიდაუჯრედული ორგანოების ნაცვლად, რომლებიც ენერგიას ჟანგბადის დახმარებით ორგანიზმის ყველა უჯრედისთვის გამოიმუშავებენ, ამ ცხოველებს ეგრეთ წოდებული „ჰიდროგენოსომები“ აქვთ. ეს ორგანელები აქამდე მხოლოდ იმ ერთუჯრედიან ბაქტერიებში გვხვდებოდნენ, რომლებიც სწორედ ასეთ ექსტრემალურ პირობებში ცხოვრობენ. სახელდობრ, ისინი აძლევენ საშუალებას მსგავს მიკროორგანიზმებს, გამოიმუშაონ ენერგეტიკული ბიოლოგიური მოლეკულები ჟანგბადის გამოყენების გარეშე.

„ჩვენი მონაცემები საშუალებას იძლევიან, დავასკვნათ, რომ მრავალუჯრედიანი ცხოველების ეს სახეობა იყენებს მეტაბოლიზმის ანაერობულ (უჟანგბადო) პრინციპებს, რომლებიც, ჩვენი აზრით, მხოლოდ ერთუჯრედიანი ორგანიზმებისთვის იყო დამახასიათებელი. აღმოჩენა ხაზს უსვამს ანაერობული ცოცხალი ორგანიზმების შესწავლის მნიშვნელობას ევოლუციის პროცესის გასაგებად“, – განაცხადეს სამეცნიერო ჯგუფის წევრებმა მარეკ მენტელმა და უილიამ მარტინმა.


скачать dle 11.3