კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იეტი თუ კატა


ჩინეთში დაიჭირეს საოცარი ცხოველი, რომელსაც მაშინვე აზიური იეტი – თოვლის კაცი უწოდეს. ეს არის უთმო ძუძუმწოვარა ცხოველი, გრძელი კუდით.

ცხოველი ჩინეთის ცენტრალურ ნაწილში, სიჩუანის პროვინციის ერთ მიყრუებულ სოფელში აღმოაჩინეს. თავიდან ადგილობრივმა მცხოვრებლებმა იგი დათვად ჩათვალეს. ზოგიერთმა მათგანმა ძველებური თქმულებაც კი გაიხსენა ადამიანზე, რომელიც ოდესღაც დათვად იქცა. მონადირე ლუ ჩინმა განმარტა: „იგი ცოტათი კი მოგვაგონებს დათვს, მაგრამ მას არავითარი ბეწვი არ აქვს, ხოლო კუდი კენგურუს უგავს. გარდა ამისა, უცნაური ქმნილება დათვივით კი არ ღრიალებს, არამედ, უფრო კატასავით კნავის, თითქოს სულ ვიღაცას ეძახის – შესაძლოა, თავის თანამოძმეებს. თუმცა, შეიძლება, იგი თავისი ჯიშის უკანასკნელი წარმომადგენელიც კი იყოს“.

მკვლევარი ლორენ კოულმანი, რომელიც 30-ზე მეტი წიგნის ავტორია, ამოუცნობი ცხოველის საკითხს სკეპტიკურად უყურებს და ამბობს, რომ ეს აღმოჩენა სულაც არ მიეკუთვნება უნიკალურ აღმოჩენათა რიცხვს: „თუკი იგი კატის ხმას გამოსცემს, მაშინ, იგი, ალბათ, კატაა.“ მისი აზრით, ეს არსება ან ცივეტის აზიური შტოა, ანდა, ჰიმალაების პალმის ცივეტა. უბრალოდ, ცხოველი მუნის მძიმე ფორმით დაავადდა და ბეწვი დაკარგა. „თუ აზიის პრესა სიტყვა „იეტის“ ყოველი ამოუცნობი ცხოველის მიმართ გამოიყენებს, ეს კრიპტოზოოლოგიაში ძალზე აამღვრევს წყალს“, – განაცხადა მეცნიერმა. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ თვით იეტები (თოვლის კაცები) სულ სხვანაირად გამოიყურებიან: ესენი არიან ორფეხა არსებები, სიმაღლით – 1,2-დან 2,1 მეტრამდე.

ადგილობრივმა ზოოლოგებმა გადაწყვიტეს, ცხოველი გალიით გაგზავნონ პეკინში, რათა დედაქალაქის სწავლულებმა ცხოველის დნმ შეისწავლონ.


скачать dle 11.3