კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისზე აპირებს გათხოვებას გვანცა დარასელია და როდის გაგიჟდება მამამისი

1 სექტემბერს „რუსთავი 2-ის“ წამყვანს, გვანცა დარასელიას, 20 წელი შეუსრულდა. კარიერაში წარმატებულ მშვენიერ გოგონას იუბილეც მივულოცეთ და იმ საკითხებშიც გავერკვიეთ, რაც მის დაოჯახებას ეხება. რა პროფესიის არ უნდა იყოს, გვანცას აზრით, მისი მომავალი მეუღლე, დაუძახებს თუ არა იგი დედამთილს „დედას“ და რა ასაკში მიაჩნია მას დაოჯახება დროულად – ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

გვანცა დარასელია: მე მგონია, რომ ქალის დასაოჯახებლად 23 წელი ნორმალური ასაკია. 18-20 წლის ასაკში გათხოვილებიც მინახავს და – 23-24 წლის ასაკშიც. რატომღაც, მეჩვენება, რომ 23-24 წლის ასაკში დაოჯახებულნი ბევრად უფრო ბედნიერები არიან ხოლმე გათხოვებიდან რამდენიმე წლის შემდეგ.

– შენი აზრით, ამ ასაკში უფრო შეგნებულად დგამენ ამ ნაბიჯს?

– რა თქმა უნდა, გარდა ამისა, მათ უფრო შეუძლიათ კომპრომისზე წასვლა, აღარ უჩნდებათ ბავშვური სიგიჟეების ჩადენის სურვილი... უკვე ჩამოყალიბებულნი არიან, ადვილად ძლევენ წინააღმდეგობებს, თანაც ისე, რომ მათ შორის უფრო ნაკლებად იქმნება კონფლიქტური სიტუაციები.

– შენი აზრით, დროის რა ხანგრძლივობაა საჭირო საუკეთესო ოჯახის შექმნამდე ურთიერთობებისთვის, რომ წყვილმა კარგად გაიცნოს ერთმანეთის მინუსები და პლუსები?

– ამას ზუსტად ვერ განსაზღვრავ, ალბათ, ადამიანებსაც გააჩნია, რამდენად გულწრფელები არიან ისინი. ეს ყველაფერი იმაზეცაა დამოკიდებული, როგორ ეწყობიან ერთმანეთს. შეიძლება, ადამიანმა არც გითხრას, რომ ვთქვათ: „მე ვარ ეჭვიანი“ და ამას თვითონ იგრძნობ. მთავარი აზრი, წყვილის ურთიერთობებისა არის ის, რომ გზადაგზა რაღაცეებს აღმოაჩენენ ერთმანეთში, იპოვიან და საკუთარ თავზე „მოირგებენ“...

– უმრავლეს შემთხვევაში გოგონებს გარკვეული პროტოტიპი ჰყავთ ხოლმე წარმოდგენილი, თუ როგორი უნდა იყოს მისი მეორე ნახევარი. შენც ასე ხარ?

– ეს ძალიან რთული შეკითხვაა. იდეალური მამაკაცი, მე მგონი, არ არსებობს. ალბათ, გამაღიზიანებელიც იქნებოდა ასე ყველაფერში კარგი და სრულყოფილი რომ იყოს ძლიერი სქესის წარმომადგენელი.

– ლამაზი უნდა იყოს?

– ლამაზი ნუ იქნება, სიმპათიური იყოს. ეჭვიანობაც დასაშვებია ზომიერების ფარგლებში. ქალისთვის რაღაც მომენტში სასიამოვნოცაა ხშირი ყურადღება და რეკვები მეორე ნახევრის მხრიდან: „სად ხარ? რას აკეთებ“?..

– შენ თუ იქნები ეჭვიანი მეუღლე?

– სიმართლე გითხრათ – არ ვიცი. მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში აბსოლუტურად არ ვარ ეჭვიანი. რაც შეეხება მეორე ნახევარს, ალბათ ვიეჭვიანებ. ღმერთმა არ ქნას და, ტყუილში თუ გამოვიჭირე, ყველაზე საშინელება ეგ იქნება, გავგიჟდები.

ჩემთვის ძალიან გამაღიზიანებელია, როდესაც წყვილს შორის თანაბარი ურთიერთობა არაა, როდესაც შენ ბოლომდე იხარჯები და ის არაფერს აკეთებს ამ ურთიერთობის გასამყარებლად. მე ყოველთვის გულწრფელი ვარ და, მინდა, რომ ჩვენ შორის რაც შეიძლება ნაკლები სიყალბე იყოს, თუმცა ცოტა „თამაში“ შეიძლება.

– გაგაღიზიანებს, შენს საზოგადოებაში ყოფნისას სხვა გოგოს რომ გააყოლოს თვალი და აღნიშნოს – რა მაგარი ქალიაო?

– ბუნებრივია, როცა ძმაკაცებთან ერთად იქნება, იქ ქალებზე ილაპარაკებენ, იმის მიუხედავად, ცოლიანები იქნებიან შეკრებილნი თუ უცოლოები. გამორიცხულია, ეს ცოლებმა აკონტროლონ. კაცებს ხომ თემა არ გამოელევათ – ისინი უფრო ბევრს ჭორაობენ, ვიდრე ქალები. რაც შეეხება ჩემი თანდასწრებით ამის გამოხატვას, შეიძლება, ერთი გადახედვით ვაგრძნობინო, რომ ჩემთან ერთად არ არის საჭირო ამის ხმამაღლა აღნიშვნა. ჩამოყალიბებული და გაწონასწორებული ადამიანი ვარ, საერთოდ არ მახასიათებს სკანდალების მოწყობა. ახლა ასეთი ვარ და სიგიჟემდე რომ შემიყვარდება, რას გავაკეთებ, წინასწარ არ ვიცი.

– რით წარმოაჩენ გასათხოვარ გვანცა დარასელიას, ჭრა-კერვა და სამზარეულოში ფუსფუსი გეხერხება?

– თეორიულად ყველაფერი ვიცი. შემიძლია ხუთ კაცს სადილი მოვუმზადო და სუფრა გავუშალო, მაგრამ, სიმართლე გითხრა, ცოტა მეზარება. როცა ხალისით ვაკეთებ, ყველაფერს კარგად ვართმევ თავს: სადილის მომზადებასაც, სახლის დალაგებასაც, რეცხვასაც, გაუთოებასაც... ეს ბევრს უკვირს ხოლმე და, რატომ – არ ვიცი. კარგ სუფრასაც გავუძღვები (იცინის). სამ-ოთხჯერ მითამადია. ჩემს მომავალ მეუღლეს კონკურენციას არ გავუწევ, მაგრამ კარგ სადღეგრძელოებში ნამდვილად არ ჩამოვრჩები. საერთოდ, სადმე წვეულებაზე რომ ვზივარ, როგორი ვარ, იცით? ძველად რომ იყვნენ ხოლმე ძალიან მორიდებული ქალბატონები, მეგობრების წრეში კი უფრო თამამი ვარ.

– ცეკვა თუ გეხერხება?

– კი, როგორ არა, ცეკვა მეხერხება – ცეცხლოვანი ლათინურიც, „შალახოზეც“ ხელს გავშლი, ინდური ხელოვნება და კულტურაც მიყვარს... აი, „ბრეიქ დანსის“ ცეკვა არ შემიძლია. იმედია ჩემი ქმარი არ მომთხოვს, „ბრეიქ დანსი“ იცეკვეო (იცინის).

– ამ ეტაპზე რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში, ვისზეც ვსაუბრობთ, იმის რეალური პროტოტიპი არსებობს შენს ცხოვრებაში?

– აბსოლუტურად აბსტრაქტულია, სახელითაც კი არ მყავს წარმოდგენილი. ჯერჯერობით სერიოზული არავინ არის ჩემს ცხოვრებაში, თუმცა ყურადღებას ბევრისგან ვგრძნობ და არც მე ვაკლებ, ყველას დიდ პატივს ვცემ, იშვიათი გამონაკლისების გარდა (იცინის)

– ეს იშვიათი გამონაკლისები ვინ არიან და როგორ იქცევი მათთან?

– არ არიან ისინი ღირსნი იმისა, რომ მათზე ვისაუბრო, ბევრი ფაქტორის გამო.

– რა სიგიჟეები ჩაუდენიათ თაყვანისმცემლებს შენ გამო?

– რომ გითხრათ, რომ ვინმე პარაშუტით დაეშვა ჩემს აივანზე და თაიგული მომართვა-მეთქი, მოგატყუებთ, არადა, სიგიჟე ეგ არის.

– თეთრ რაშზე ამხედრებულმა პრინცმა რომ მოგართვას ყვავილები?

– თეთრი რაში არასდროს მომწონდა, გოიმობაა მაგარი. ბავშვობაში ვოცნებობდი, ჩემი რჩეული ვერტმფრენით დამჯდარიყო სახურავზე და იქიდან ბაგირით ჩამოსულიყო ჩემს სარკმლამდე. თუმცა, ახლა, თანამედროვე ეპოქაში, ამაზე მეტად სხვა რაღაცეები გამაკვირვებს. ფული ვისაც აქვს და ვისაც მართლა უქრის თავში, ის ნებისმიერ დროს მოახერხებს ასეთი სანახაობების მოწყობას. დრო რომ გავა, მიხვდები, რომ ეს არაფერს შეცვლის შენს ცხოვრებაში, უბრალოდ, იყო ლამაზი შოუ, რომელიც სასიამოვნო გასახსენებელია.

ამას წინათ წავიკითხე, ადრიანა ლიმა წერდა: 10 რჩევა მამაკაცებს, ვისაც სურთ ჩემი გულის მოგებაო. ერთი პუნქტი განსაკუთრებით მომეწონა იმ ათიდან: თუ გინდა, მამაკაცზე შეხედულება შეგექმნას, უნდა დააკვირდე, როგორ ექცევა იგი მომსახურე პერსონალს: მიმტანს, შვეიცარსო... ძალიან ბევრი ქართველი ბიჭი აგდებით ესაუბრება მათ, არ სცემს პატივს. საინტერესო ნიუანსია ისიც, თუ როგორ ელაპარაკება ის ოჯახის წევრებს, მშობლებს...

– დედამთილს „დედას“ დაუძახებ?

– არასოდეს. მე ერთი დედა მყავს. ჩემო მომავალო ქმარო, დედაშენს მე „დედას“ ვერ დავუძახებ, ის ხომ შენი დედაა. ყველა ადამიანს ერთი დედა ჰყავს. მე დედამთილს სახელით მივმართავ. დარწმუნებული ვარ, რომ არაჩვეულიბრივი ურთიერთობა მექნება მასთან. იმედია, გამიმართლებს. ისიც ვიცი, რომ ერთად არ ვიცხოვრებთ.

– როგორ გგონია, რა პროფესიის შეიძლება, იყოს შენი მეუღლე, ვისთან უფრო გამონახავ საერთოს?

– ჩემი მომავალი მეუღლე მეშახტე რომ არ იქნება, ვიცი (იცინის), არც მექისე, არც მეპურე – სამსახურში რომ მიაკითხავ, ფქვილიან ხელებს უკან გასწევს და კისერს წინ გამოგიწევს საკოცნელად... ჩემი მეუღლე შეიძლება იყოს ექიმი, ეკონომისტი, სპორტსმენი...

– ქორწინება როგორი წარმოგიდგენია – ტრადიციული, თავისი ნიშნობით, ქორწილით, თუ, უცებ დაგარტყამს თავში და ...?

– რომ გაიპარო, ალბათ, მართლა უცებ უნდა დაგარტყას, თორემ, დაგეგმილი გაპარვა არარომანტიკულია და მხოლოდ მშობლების გულის გახეთქვაა. ალბათ, მამაჩემი მართლა გაგიჟდება, რომ გაიგოს, გავიპარე. ჩემი მომავალი მეუღლის აზრსა და გამბედაობასაც გააჩნია, თუკი ის იქნება ასეთი გამბედავი და, რა თქმა უნდა, იქნება ასეთი, ჩემი ხელის სათხოვნელად მამაჩემთან მივა... საერთოდ, მამაჩემი ძალიან ლოიალური ადამიანია, ერთადერთი, ჩემი გათხოვების საკითხია, ნამდვილი ბეტონი. (იცინის), ტანკი ვერ გაიტანს.

– შეყვარებული ყოფილხარ?

– არა, ცრემლები რომ მედინოს და ღამეები მეთენებინოს საყვარელ ადამიანზე ფიქრში, ასეთი რამ არ მახსენდება, თუმცა, გატაცებები ყოფილა, მაგრამ, მალე ჩაუვლია, ერთ-ორ კვირაში.

– ეს შენს ხასიათზე ხომ არ მეტყველებს?

– ალბათ...

– მოტაცება წარმოგიდგენია?

– ერთხელ გავიგე, რომ აპირებდნენ ჩემს მოტაცებას და ძალიან შემეშინდა. ეს იყო ბევრი წლის წინ... ახლა ნამდვილად არა მგონია, რომ მე ვინმემ მომიტაცოს. წარმოიდგინეთ, რა ამბავი ატყდება. გამორიცხულია, მანქანაში ჩემი ძალით ჩასმა. თუ მცემეს, გამამათრახეს და ისე ჩამტენეს, არ ვიცი. ისე კი, აბსოლუტურად მიუღებელია.

– მითხრეს, თურმე სასიყვარულო თემებზე საუბრის გარდა სიმღერაც არაჩვეულებრივად გამოგდის...

– სულ რამდენიმე დღეა, რაც გონიოდან ჩამოვედი, სადაც ერთ მშვენიერ დღეს მე და ჩემი დაქალი, თიკი, სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდით კარაოკეში. იქ დამსვენებელმა გოგოებმა გამოგვიწვიეს – შევეჯიბროთო. თემა იყო სიყვარული. სიყვარულზე ვიცი იმდენი სიმღერა, რომ, ჯობია, არავინ გაბედოს ჩემთან გაჯიბრება. იმათ რაღაც მარტივი სიმღერები შეასრულეს, მე და თიკიმ კი ორ ხმაშიც მშვენივრად ვიმღერეთ, მერე კი რუსული „ჩასტუშკები“ დავცხეთ და საბოლოოდ აპლოდისმენტების მიხედვით გადაწყდა, რომ გავიმარჯვეთ. გამარჯვებულათათვის განკუთვნილი თასი, რომელიც არ არსებობდა იქ დაგვრჩა. (იცინის).



ეკა სალაღაია


скачать dle 11.3