კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„პოლაროიდის“ ექს-მფლობელს თაღლითობისთვის 50 წელი მიუსაჯეს


კომპანია „პეტერს კომპანის“ დამფუძნებელსა და ფოტოკომპანია „პოლაროიდის“ ყოფილ მფლობელს ტომას პეტერსს, ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლომ ფინანსური პირამიდის შექმნისთვის 50 წელიწადი მიუსაჯა. მან კერძო პირებისა და ჰეჯ-ფონდებისგან მოტყუებით მიიღო 3,7 მილიარდი დოლარი, ვითომდა ელექტროტექნიკის შესაძენად. ამერიკის პროკურატურისა და გამოძიების ფედერალური ბიუროს მონაცემებით, ბერნარდ მედოფის შემდეგ ქვეყნის ყველაზე სერიოზული თაღლითისთვის გამოტანილი განაჩენი გაფრთხილებად უნდა იქცეს ფინანსური პირამიდის შექმნის მოსურნე ყველა პირისთვის. როგორც ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები აღნიშნავენ, პეტერსმა 1994 წელს შექმნა „პეტერს კომპანი“, რომლის საშუალებითაც არაერთი წლის განმავლობაში ათასობით ინვესტორს, კერძო პირსა და ჰეჯ-ფონდებს ატყუებდა. ის კლიენტებს მოუწოდებდა, დიდი თანხები ჩაედოთ ელექტროტექნიკის შეძენაში. მოგება მათ ამ ტექნიკის რიტეილერებისთვის მიყიდვით უნდა მიეღოთ. პეტერსი ელექტროტექნიკას მხოლოდ ქაღალდზე ყიდულობდა. თაღლითი „ბიზნესმენი“ ფინანსური პირამიდის პრინციპით ინვესტორების მიერ ჩადებულ თანხას იმას უხდიდა, ვინც ფული უფრო ადრე ჩადო საქმეში, დანარჩენი თანხით კი სახლებს, თვითმფრინავებსა და ფუფუნების საგნებს ყიდულობდა. საინტერესო ის არის, რომ თაღლითი „ბიზნესმენი“ თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და განაჩენის გასაჩივრებას აპირებს.


скачать dle 11.3