კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ამერიკელებმა გაკოტრების რეკორდი დაამყარეს


2010 წლის მარტში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძო პირების მხრიდან, გაკოტრების შესახებ 158 ათასი განაცხადი შევიდა შესაბამის სტრუქტურაში. ეს 2005 წლის ოქტომბრის შემდეგ სარეკორდო მაჩვენებელია და 35 პროცენტით აჭარბებს 2010 წლის თებერვლის ანალოგიურ მონაცემებს. ეს ინფორმაცია ამერიკის სასამართლოს არქივების ავტომატიზებულმა სამსახურმა გამოაქვეყნა. წინა მაქსიმუმი 2009 წელს დაფიქსირდა, თუმცა, მარტში ეს მაჩვენებელი 19 პროცენტით გაიზარდა. 2010 წლის პირველ კვარტალში კერძო პირების გაკოტრების მაჩვენებელი ამერიკის 10 შტატში 10 პროცენტით მეტია 2009 წლის საშუალო მონაცემთან შედარებით. ისევ იზრდება გადახდისუუნარო მოვალეების რაოდენობა ისეთ შტატებში, როგორებიცაა: არიზონა, კალიფორნია და ფლორიდა. გარკვეული სტაბილურობა შეინიშნება იმ შტატებში, რომლებიც უძრავი ქონების ბაზარზე შექმნილი მდგომარეობით ყველაზე მეტად დაზარალდნენ. ყველაზე დიდია გაკოტრებულთა რაოდენობა ამერიკის ცენტრალურ და დასავლეთ შტატებში, განსაკუთრებით კი – მიჩიგანსა და ილინოისში. ექსპერტები აცხადებენ, რომ გაკოტრებულთა რაოდენობის ზრდა მოსალოდნელი იყო და მათ მიერ პროგნოზირებულიც, რადგან შეერთებულ შტატებში ამჟამად კერძო მოვალეების რაოდენობა 10-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე 1960 წელს იყო. მძიმე საკრედიტო მდგომარეობის გამო ვალების რეფინანსირება შეზღუდულია.


скачать dle 11.3