კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გეგმავს ბრენდონ სტოუნი თბილისში ჯვრისწერას და სად აღმოაჩინა მან პირველად „იურმალის“ გამარჯვებული სანდი სანდორო

გერმანიაში მოღვაწე ქართველი მომღერლის, ბესიკ შპეტიშვილის, ანუ, როგორც მას უცხოეთში იცნობენ ბრენდონ სტოუნის ცხოვრებაში ამ ბოლო დროს უამრავი სასიამოვნო სიახლე მოხდა; ის დაოჯახდა უკრაინელ გოგონაზე; მისმა არჩეულმა ინდონეზიელმა კონკურსანტმა იურმალაში ჩატარებულ კონკურსში „ახალი ტალღა 2009“ პირველი ადგილი აიღო; მისი შემოქმედების თაყვანისმცემელთა გასახარად ახალი დისკის პრეზენტაციაც უახლოეს მომავალში შედგება და, უამრავი შემოთავაზებისა და კონტრაქტების ფონზე, ბესოს ნამდვილად წარმატება ელის კარიერაში. იმის შესახებ კი, რა გეგმები აქვს მას სამომავლოდ, აპირებს თუ არა თავის საყვარელ თბილისში კონცერტის ჩატარებას და სად დაიწერს ის ჯვარს თავის რჩეულთან, ინტერვიუდან შეიტყობთ.

ბესო შპეტიშვილი: ერთი წლის წინ, გერმანიაში, ჩავრთე ტელევიზორი და შემთხვევით თვალი მოვკარი ერთ-ერთ შოუს. კონკურსზე გამომსვლელმა ახალგაზრდა ბიჭმა მიიპყრო ჩემი ყურადღება. ძალიან კარგი ხმა ჰქონდა და მაგარი შესრულების მანერა. იმ კონკურსზე მეოთხე ადგილი აიღო. მაშინვე გავიფიქრე, მე ამ ბიჭს იურმალაში ჩავიყვან, იქ ნამდვილად მიიპყრობს ჟიურის ყურადღებას და მათ მოწონებასაც დაიმსახურებს-მეთქი. მაგრამ, ვერანაირად ვერ გავიგე მისი ტელეფონის ნომერი და ძებნას დავანებე თავი. ამ ამბიდან ერთი წლის შემდეგ ჩემმა მეგობარმა მითხრა, ბერლინში კონცერტს ვმართავ და სანდიც იქ გამოდისო. არადა, იურმალის კონკურსამდე სულ რაღაც ორი დღეღა იყო დარჩენილი. იმ ჩემს მეგობარს ტელეფონის ნომერი გამოვართვი, დავურეკე. ვუთხარი, რასაც ვაპირებდი, შევთანხმდით და გადავწყვიტეთ ბედის ცდა. არც ფონოგრამები გვქონდა, არც წინა მოსამზადებელი პერიოდი გაგვივლია, ასე, გიჟებივით, მხარზე გიტარაგადაკიდებულები ჩავფრინდით შესარჩევ ტურზე რიგაში. მოუსმინეს თუ არა სანდი სანდოროს, ეგრევე კონკურსზე წარმატება უწინასწარმეტყველეს.

– კონკურსის მსვლელობის დროს ძალიან ნერვიულობდი. თავად თუ იყავი მის წარმატებაში დარწმუნებული?

– გეთანხმებით, ძალიან ვნერვიულობდი. წელს ძალიან ძლიერი კონკურსანტები იყვნენ და ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ სანდი, რომელიმე საპრიზო ადგილს აიღებდა იურმალაში. მეგონა, პირველ ადგილს რუს ან უკრაინელ კონკურსანტს მისცემდნენ. ისე, კი ვფიქრობდი, სანდი ძლიერია და იქნებ მეოთხე ადგილზე მაინც გავიდეთ-მეთქი. მაგრამ, მისი გამოსვლის შემდეგ ჟიური რომ შოკში ჩავარდა, გადაირია, მომცვივდნენ, მკოცნიდნენ და კითხვები დამაყარეს: სად აღმოაჩინე, საიდან ჩამოიყვანე, რა მაგარი ვინმეაო, აი, მაშინ გავიფიქრე, მგონი, მე და ჩემმა კონკურსანტმა ესენი „შევაბით“-მეთქი (იცინის). არ მოველოდი, საპრიზო ადგილზე ჩვენ თუ გაგვიყვანდნენ, მაგრამ, მადლობა ღმერთს, ტყუილად არ ვინერვიულეთ. სხვათა შორის, ბოლოს ჟიურიმ პირველი ადგილი გაყო და სანდისთან ერთად ის უკრაინელ კონკურსანტსაც მიაკუთვნა. უამრავი შემოთავაზება და კონტრაქტი გვაქვს. ახლაც მოსკოვში ვარ ამ საქმეების მოსაგვარებლად და ვფიქრობ, ვისთან ჯობია მუშაობის დაწყება და გაგრძელება (ინტერვიუ ჩაწერილია 31 აგვისტოს, – ნ.დ.). უახლოეს მომავალში მეცოდინება ჩვენი სამომავლო გეგმების შესახებ კონკრეტული ინფორმაცია.

– ბესო, ქართველ კონკურსანტზე რას იტყვი?

– ლიკა არაჩვეულებრივი გოგოა, ძალიან მომეწონა, მაგარი მომღერალია. მეორე სიმღერა – „იავნანა“ რომ იმღერა, ჩემი ყურით მოვისმინე, ყველა მასზე როგორ ალაპარაკდა. ამბობდნენ, შეუდარებელი შესრულება იყო, მაგარი გოგოაო. ვიცი, რომ ის მოსკოვში ცხოვრობს და მოღვაწეობს, მაგრამ ქართული გენი მასში აშკარად შეიგრძნობა. ვალერი მელაძემ მითხრა, მაგრად მომეწონა ლიკა, ძალიან კარგად შეასრულა „იავნანა“, ბავშვობაში დამაბრუნაო.

– როგორც ვიცი, ვალერი მელაძესთან მეგობრობ. გერმანიაში ჩამოდის ხოლმე შენთან სტუმრად?

– დიახ, მე და ვალერი ვმეგობრობთ. ბოლოს და ბოლოს, ორივე ქართველები ვართ (იცინის). მართალია, უცხოეთში ვმოღვაწეობთ, მაგრამ საქართველო და ქართველი ხალხი ძალიან გვიყვარს. რამდენიმე ხნის წინ იყო გერმანიში ჩამოსული. კონცერტი გვქონდა. კონცერტის შემდეგ სუფრასთან მოვილხინეთ და ქართული ღვინოც დავლიეთ. ვალერი ხშირად მეკითხება ხოლმე, ესა თუ ის სიტყვა რას ნიშნავს ქართულადო. მეც ვპასუხობ. კარგად არ იცის ქართული ვალერიმ, ამაში მე ვჯობნი.

– რამდენი ხანია, თბილისში არ ყოფილხარ და თუ აპირებ სამომავლოდ საყვარელ დედაქალაქში კონცერტის გამართვას?

– უკვე ორი წელია, რაც ჩემს საყვარელ მიწაზე ფეხი არ დამიდგამს. ძალიან მინდა თბილისში კონცერტის გამართვა, მაგრამ ვერა და ვერ მოვახერხე თავის მობმა. არც არავის დავუპატიჟებივარ ჩამოდი და კონცერტი გამართეო. არ დაგიმალავთ, ვგიჟდები საქართველოზე და, რამხელა ნოსტალგია მაქვს, ამას სიტყვებით ვერ გამოვხატავ. ალბათ, გერმანიაში რომ ასეთი დატვირთული სამუშაო გრაფიკი არ მქონდეს, ყოველთვე აეროპორტში ვიქნებოდი და თბილისის რეისზე მნახავდით. სადაც გავიზარდე, იქაურობა მიყვარს, ყველაფერი ჩემი მგონია და თავს ბედნიერად და ლაღად ვგრძნობ. დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი საქართველოში, მაგრამ გერმანიაში უფრო მაქვს კარიერის მხრივ წინსვლისა და რაღაცის კეთების საშუალება და ეს მაკავებს. ახლაც ახალ ალბომზე ვმუშაობ, რომლის პრეზენტაციაც, ერთ თვეში, მოსკოვში იგეგმება. მასში ორი ქართული სიმღერაც არის შესული. კერძოდ, ახალი ინტერპრეტაციით „თბილისო“ და „ჩიტო-გვრიტო“. არადა, გული მწყდება: უკრაინა, ყაზახეთი, ლატვია, რუსეთი, გერმანია და, რა ვიცი კიდევ რომელი ქვეყანა აღარ იცნობს ჩემს შემოქმედებას, ჩემს ქვეყანაში კი ერთი კონცერტიც არ მაქვს ჩატარებული.

– მახსოვს, „ევროვიზიის“ კონკურსზე გეგმავდი საქართველოს სახელით გამოსვლას. ახლაც ფიქრობ?

– მართალია, ადრეც მინდოდა საქართველოს სახელით „ევროვიზიის“ კონკურსზე გამოსვლა და ახლაც ვგეგმავ. კარგად მოვიფიქრებ, ჩამოვყალიბდები და, თუ გადავწყვიტე, აუცილებლად საქართველოს სახელით ვიმღერებ. ბრენდონ სტოუნი კი ვარ, მაგრამ ქართველი არ ვარ?! ეს კი არ დამვიწყებია (იცინის)! უცხოეთში იმიჯისთვის დამჭირდა ეს სახელი, თორემ, ქართველი რომ ვარ, ამას ყველას ვეუბნები. ჯერ „ევროვიზიისთვის“ მოსამზადებლად ვერ ვიცლი. საქმეებს რომ მოვრჩები, მერე ვიფიქრებ ამაზე სერიოზულად. ფაქტობრივად, სულ გადაფრენა-გადმოფრენაში ვარ. ვხუმრობ ხოლმე, ერთი კონცერტი ცაში უნდა გავმართო-მეთქი.

– სულ ახლახანს დაოჯახდი, გილოცავ, ვინ არის შენი რჩეული და თუ გეგმავ თბილისში ქორწილის გადახდას?

– დიდი მადლობა მოლოცვისთვის. მამაჩემი კი მეუბნებოდა სულ, ნახე, რამდენი ლამაზი გოგო დადის თბილისში, ქართველი რძალი მინდაო, მაგრამ, მართლა კარგი გოგოა ჩემი რჩეული, უკრაინელია და ყველა კმაყოფილია ჩემი გადაწყვეტილებით. (იცინის). სულ ორი თვეა, რაც დავოჯახდი და გერმანიაში ვცხოვრობთ. ბერლინში პატარა ქორწილი გადავიხადეთ, ვიწრო წრეში. ძირითადად ახლობლები და მეგობრები ესწრებოდნენ ცერემონიალს. 14 წელია, იქ ვცხოვრობ და სულ ვამბობდი, ცოლს რომ მოვიყვან, თბილისში უნდა დავიწერო ჯვარი-მეთქი. სიტყვას ხომ არ გავტეხ? ჰოდა, ვგეგმავ, მალე მოვაბა თავი, ჩამოვიდე თბილისში და სამების საკათედრო ტაძარში დავიწერო ჯვარი ჩემს საყვარელ ადამიანთან. ახლა მოსკოვში მეუღლის გარეშე, მარტოს მომიწია ჩამოსვლა. რომ ჩავალ გერმანიაში, მერე დავილაპარაკებთ თბილისში ჩამოსვლაზე.

– ბესო, მახსოვს, ალა პუგაჩოვასთვის დაწერე სიმღერა და პირადად გადაეცი, თუმცა ეს სიმღერა მას ჯერ არ შეუსრულებია. რაშია საქმე? თუ არ ვცდები, მასთანაც მეგობრობ, არა?

– დიახ, მისთვის დავწერე სიმღერა და გადავეცი კიდეც. სხვათა შორის, თავს არ ვიქებ, მაგრამ ალას ძალიან ვუყვარვარ. უთქვამს კიდეც ჩემთვის, შენს შესრულებას რომ ვუსმენ, ძალიან მსიამოვნებსო. რაც შეეხება სიმღერას, ალამ მითხრა, ძალიან მომეწონა, მაგრამ მე ჩემი კომპოზიტორები მყავს, თან, ჩემს სასიმღერო კარიერას ვამთავრებ და ამიტომ აღარ მინდა ახალი სიმღერის შესრულებაო. მაქსიმ გალკინმაც იგივე მითხრა საუბარში – ჯერ არ უნდა ახალი სიმღერის შესრულებაო. მისგანვე შევიტყვე, ალა დიდი თაყვანისმცემელია შენი და ძალიან „გბალეშჩიკობსო“.

– ისე, უცხოეთში ყოფნისას როცა ბრაზდები, მამაპაპურად, ქართულად არ იგინები ხოლმე?

– (იცინის) წარმოშობით კახელი ვარ და გაბრაზებული თუ მამაპაპურად, კახურად შევიგინები, გასაკვირია?! თუმცა, ეს იშვიათად ხდება. მამაჩემი მეუბნება ხოლმე, უცხოეთში კი იგინები მაგრამ, ხომ შეიძლება, ვინმემ იქაც იცოდეს ქართული, გაგიგოს და მერე რას შვრებიო. არადა, რომ გაბრაზდები კაცი, გინება „მოსულა“, აბა რა!.. ისე, კახური ხასიათი ახალ ნათესავებთან ჯერ არ გამომიჩენია და, ღმერთმა დამიფაროს, დამჭირდეს. (იცინის). ამ ბოლო დროს, „ადნაკლასნიკების“ საიტზე რომ შევდივარ, უამრავი თბილი და სასიყვარულო წერილი მხვდება ქართველებისგან. ეს ძალიან მიხარია და სტიმულს მაძლევს, უცხოეთში, სამშობლოდან შორს წასულმა, უფრო მეტი გავაკეთო, ვწერო, ვიმღერო და მთელი ჩემი შემოქმედება ჩემს თანამემამულეებს მივუძღვნა.



ნონა დათეშიძე


скачать dle 11.3