კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
თებერვალი 2020 (106)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს


კითხვა: გთხოვთ, აღგვიწეროთ „ჰონდა-სიარვის“ მართვის ავტომატური და მექანიკური გადართვის მოდელები. რომელია უკეთესი და რა უპირატესობა აქვს?

პასუხი: ვიტყოდი, რომ „ჰონდა-სიარვის“ ავტომატური კოლოფი ყველაზე სუსტი ნაწილია „ჰონდას“ ისტორიაში, მიუხედავად იმისა, რომ ის ბევრი სხვა მწარმოებლის მიერ გამოყენებულ ავტომატურ კოლოფებს ჯობია. მაგრამ, სანამ ის მწყობრიდან გამოვა, იდეალურად ანაწილებს ბრუნვას. თუმცა, მწყობრიდან მალე გამოდის. ძალიან ფაქიზ მოპყრობას ითხოვს და შესაკეთებლადაც რთულია. რაც შეეხება მექანიკურ კოლოფს, მისი მწყობრიდან გამოყვანა პრაქტიკულად, შეუძლებელია.

კითხვა: მყავს „ოპელ ვექტრა“, 1.4-იანი ძრავით, 1993 წლის, რომელიც რატომღაც ძალიან ბევრ საწვავს მოიხმარს. არადა, ანოტაციაში უწერია, რომ ას კილომეტრზე 5 ლიტრ საწვავს უნდა წვავდეს. იქნებ, მირჩიოთ, რა მოვიმოქმედო?

პასუხი: „ოპელ-ვექტრამ“ ას კილომეტრზე ხუთი ლიტრი საწვავი იმყოფინოს, ეს შესაძლებელია, მხოლოდ ერთ შემთხვევაში – თუ გამუდმებით შევინარჩუნებთ ოთხმოც კილომეტრ სიჩქარეს საათში, იქნება მეხუთე სიჩქარეში და ნაკლებად ვაწვალებთ აქსელერაციის, ანუ „გაზის“ „პედალს“ – იგულისხმება ფეხის მკვეთრად აღება და მიდგმა. ქალაქის პირობებში კი რვა-ცხრა ლიტრი საწვავის მოხმარება ნორმალურია. ჩვენს პირობებში ძალიან დაბალი სიჩქარით გვიწევს სიარული, რაც გაცილებით მეტი საწვავის მოხმარებას მოითხოვს.

კითხვა: იქნებ, ამიხსნათ, ავტომობილ „სუბარუ ფორესტერის“ შემთხვევაში რა განსხვავებაა მის ტურბინებს – „ეს ტი აი-სა“ და „ეს ტი ბი-ის“ შორის და არის თუ არა რაიმე განსხვავება გამოყენებული საწვავის რაოდენობებს შორის?

პასუხი: ზოგადად, ამ ტურბინებს შორის ძალიან დიდი სხვაობაა. „სუბარუს“ სხვადასხვა სახის ტურბინა აბსოლუტურად სხვადასხვანაირად მუშაობს და ყველაზე დიდი განსხვავება წნევებშია: რაც უფრო მეტი ცხენის ძალა აქვს ძრავას, მით მეტ წნევას ქმნის მისი ტურბინა და მეტი სიმძლავრეც აქვს. რაც შეეხება გამოყენებული საწვავის რაოდენობას, მათ შორის დიდი განსხვავება არ არის. ქალაქის პირობებში ორივე ტურბინა 15-16 ლიტრ საწვავს მოიხმარს, ხოლო, მეტი გაზის შემთხვევაში, ანუ, თუ სწრაფად ვიარეთ, მაშინ 20 ლიტრამდეც ავა.


скачать dle 11.3