კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოვამზადოთ ეგზოტიკური შეხვედრისთვის სასწაულმოქმედი კოქტეილი, მამაკაცის პოტენციის ასამაღლებელი კერძი და როგორ გადავრიოთ სტუმრები „ჰავაის კუნძულებითა“ და „ბენვესენით“


ყველა ქალი ოცნებობს, რომ კულინარიული ხელოვნებით, ეგზოტიკური ხედვით, ორიგინალური კერძებით მოხიბლოს ოჯახის წევრები და მით უმეტეს, საყვარელი მამაკაცი. მსოფლიო კულინარიაში უამრავი კერძის რეცეპტი არსებობს, რომლითაც სულ ადვილად შეძლებთ, გარშემო მყოფების გაოცებას და მათი გურმანული, პრეტენზიული გემოვნების დაკმაყოფილებას. როგორც სომელიე თეიმურაზ ბენიძე ამბობს, თუ ორიგინალურად მომზადებულ კერძს მისთვის განკუთვნილ სასმელსაც დააყოლებთ, მაშინ გემოვნების „პიკს“ მიაღწევთ და სიამოვნებას გაიათმაგებთ.


თეიმურაზ ბენიძე: მსოფლიო კულინარიაში უამრავი ორიგინალური, ეგზოტიკური და ლამაზად გაფორმებული კერძი არსებობს. საბედნიეროდ, დღეს ამ კერძებისთვის საჭირო პროდუქტების შეძენა სირთულეს აღარ წარმოადგენს, მათ ნებისმიერ სუპერმარკეტში იყიდით. ჩემი აზრით, ყველა ქალი უნდა ცდილობდეს, ოჯახის წევრებს და მით უმეტეს საყვარელ მამაკაცს ხშირად მოუმზადოს გემრიელი კერძები, თავისი ორიგინალური ხედვითა და ხელმარჯვეობით გააოცოს ის.

– იქნებ, ისეთი კერძების რეცეპტები გაუმხილოთ ჩვენი ჟურნალის მკითხველ ქალბატონებს, რომლითაც, როგორც თქვენ ამბობთ, ოჯახის წევრებისა და საყვარელი მამაკაცის გულის მოგებას და მათი გურმანული, ყველაზე პრეტენზიული გემოვნების დაკმაყოფილებას ადვილად შეძლებენ...

– რასაკვირველია, შევთავაზებ. თანაც, ისეთი კერძების რეცეპტებს, რომლებიც ადვილი მოსამზადებელი, ორიგინალური, ეგზოტიკური და უგემრიელესი მისართმევია. მოკლედ, დავიწყოთ შვეიცარიული სამზარეულოს ერთ-ერთი გამორჩეული კერძით – „წიწილა შვეიცარიულად“. მე ეს კერძი უცხოეთში ყოფნისას დავაგემოვნე და დამიჯერეთ, ახლაც შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. ამის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 0,5 ლიტრი ქათმის ბულიონი, ერთი ჭიქა წყალი, სამი ან ოთხი ჭიქა ბრინჯი, ერთი ცალი წვრილად დაჭრილი ხახვი, ერთი მეოთხედი ჩაის კოვზი დაფქული შავი წიწაკა, ერთი ჩაის ჭიქა მოხარშული ბარდა, ოთხი დიდი ნაჭერი კანგაცლილი წიწილის გულმკერდი, 200 გრამი, გახეხილი მაგარი ყველი. მოკლედ, აიღეთ ღრმა ტაფა და ჩაასხით შიგ ქათმის ბულიონი, დაამატეთ წყალი და ჩაყარეთ ბრინჯი, ხახვი, შავი პილპილი და ბარდა. ზემოდან მოალაგეთ ქათმის ნაჭრები, დადგით გაზქურაზე და შეწვით დაბალ ცეცხლზე დაახლოებით, 50 წუთის განმავლობაში. როცა ქათამი კარგად შეიწვება და ბრინჯი დარბილდება, მას ზემოდან მოაყარეთ გახეხილი ყველი და დატოვეთ გაზქურაზე კიდევ ათი წუთით. სუფრასთან მიიტანეთ ცხლად და მიაყოლეთ მას მჟავე ხილის წვენი. მერწმუნეთ, შვეიცარიული წესით შემწვარი წიწილის გემო დიდხანს გაგყვებათ, საკუთარ თავსაც მიანიჭებთ სიამოვნებას და მისი დაგემოვნებით ახლობლებსაც გააოცებთ.

– ქართველებს განსაკუთრებულად გვიყვარს მწვადი. თუ არსებობს მისი ორიგინალურად შეწვის მეთოდი?

– მე გასწავლით მწვადის შეწვის ისეთ ორიგინალურ მეთოდს, რომელსაც ყოველთვის გამოიყენებთ და დარწმუნებული ვარ, ერთხელ გასინჯვის შემდეგ, ხშირად შეგაწუხებთ მისი მომზადებისთვის საყვარელი მამაკაცი (იცინის). ეს არის მწვადის ეგზოტიკურად შეწვის რეცეპტი და მას „ჰავაის კუნძულები“ ჰქვია. ამისთვის დაგჭირდებათ: 4 ნაჭერი ქათმის ფილე, 2 ცალი ბანანი, 1 ნაჭერი ანანასი, 4 სუფრის კოვზი ზეთი, 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი, 2 კბილი ნიორი, 2 ცალი ხახვი. დაჭერით ქათმის ფილე დაახლოებით 3 სანტიმეტრის სისქის ნაჭრებად. ზეთი, წვრილად დაჭრილი ხახვი, დანაყილი ნიორი და ლიმონის წვენი ერთმანეთში კარგად აურიეთ. მიიღებთ უგემრიელეს მარინადს. მასში ჩააწყვეთ ქათმის ფილეს ნაჭრები და 2 საათის განმავლობაში შედგით მაცივარში, თავდახურულ ჭურჭელში. ორი საათის შემდეგ, ბანანი და ანანასი დაჭერით და მონაცვლეობით ქათმის ხორცთან ერთად წამოაცვით გრძელ ხის ჩხირებზე. შეწვით ტაფაზე ათი-თხუთმეტი წუთის განმავლობაში.

– ამ ეგზოტიკურ მწვადს გარნირად რა მოუხდება და რომელი სასმელი მივაყოლოთ?

– „ჰავაის კუნძულებს“ გარნირად უხდება მოხარშული ბრინჯი. მწვადი დადეთ სალათის ფურცლით გაწყობილ ლამაზ თეფშზე, გააფორმეთ ზეთის ხილით და ლიმონის ნაჭრებით. რაც შეეხება მისაყოლებელ სასმელს, მას უხდება 9-11 გრადუსზე ჩაციებული მშრალი, წითელი, ერთი წლის დავარგებული ღვინო. აქვე შემოგთავაზებთ თურქულად მოშუშული ხორცის რეცეპტს, რომელსაც ჰქვია „ბენვესენი“. მისთვის დაგჭირდებათ: 1 კილოგრამი საქონლის ხორცი, 1 ცალი ხახვი, 1 ლიტრი პომიდვრის წვენი, 2 ჩაის კოვზი შაქარი, 1 ყავის ჭიქა ზეითუნის ზეთი, 1,5 ჩაის ჭიქა ბრინჯი. დაჭერით ხორცი თანაბარ ნაჭრებათ, ჩაყარეთ ქვაბში და მოშუშეთ ზეითუნის ზეთში. 20 წუთის შემდეგ დაამატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და დატოვეთ დაბალ ცეცხლზე კიდევ 5 წუთი. შემდეგ მოაყარეთ მარილი და წიწაკა გემოვნებით, დაამატეთ პომიდვრის წვენი და შაქარი. კერძი ცეცხლიდან კიდევ 20-25 წუთი არ გადმოდგათ, სანამ ხორცი არ გაიჟღინთება პომიდვრის წვენით. შემდეგ ცხელსვე შეურიეთ მოხარშული ბრინჯი და ასე მიიტანეთ სუფრაზე. ამ კერძით ნამდვილად დაიმსახურებთ მოწონებას და თუ მასთან ერთად სუფრაზე მაღალ ფუჟერში ჩასხმულ წითელ ღვინოსაც მიიტანთ, დამიჯერეთ, სტუმრები თქვენს სუფრასთან გატარებულ დღეს ვერასდროს დაივიწყებენ.

– გაზაფხულზე ძალიან კარგია სალათების მირთმევა, მით უმეტეს, რომ ახლა ახალი ხილისა და ბოსტნეულის სეზონია და მათი მიღება ადამიანების ჯანმრთელობისთვის, უბრალოდ, აუცილებელია. როგორ მოვამზადოთ ვიტამინებით მდიდარი საგაზაფხულო სალათა?

– მართალია, ახლა აუცილებელია ვიტამინებით მდიდარი სალათების მომზადება და მირთმევა, ამიტომ შემოგთავაზებთ სტაფილოსა და ვაშლის სალათას, რომელსაც „სტაში“ ჰქვია. ის ჩეხების საყვარელი საჭმელია. სხვათა შორის, „სტაში“ ძალიან კარგად მოქმედებს მამაკაცის პოტენციაზე და ჩეხი მამაკაცები მას პირველი ღამის კერძსაც უწოდებენ. მოკლედ, ამ სალათისთვის დაგჭირდებათ: 2-3 ცალი სტაფილო, 1-2 ცალი ვაშლი, 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი, 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, 1 ჩაის კოვზი ბალზამიკოს ძმარი, რომელსაც სუპერმარკეტში შეიძენთ. სტაფილო გაწმინდეთ და გარეცხეთ, დაჭერით წვრილ ჩხირებად, ვაშლიც გარეცხეთ, ამოჭერით გული და დაჭერით პატარა კუბიკებად. აურიეთ ერთმანეთში ვაშლი და სტაფილო, დაამატეთ ლიმონის წვენი, ძმარი, ზეითუნის ზეთი და კარგად ამოურიეთ. სუფრასთან მიტანამდე მოაყარეთ მზესუმზირის მარცვლები ან გოგრის თესლი. სულ ეს არის – ლამაზად გაფორმებული, მამაკაცებისთვის საჭირო და ჩეხების ქორწინების პირველი ღამისთვის მისაღები სალათა „სტაში“ მზად არის. ასე რომ, ქართველმა დასაქორწინებელმა მამაკაცებმაც უნდა გაითვალისწინონ და წინასწარ დაიჭირონ საყვარელ რჩეულთან პირველი ღამისთვის თადარიგი „სტაშით“ (იცინის).

– თეიმურაზ, ალბათ, ისეთი კოქტეილის რეცეპტიც გეცოდინება, რომელიც შეყვარებულებისთვის და რომანტიკოსი ადამინისთვის არის გათვლილი...

– რასაკვირველია, ვიცი და ამ კოქტეილს ჰქვია „რომანტიკული ღამე ორისთვის“. მისთვის საჭიროა: 50 მილიგრამი ფორთოხლის, 15 მილიგრამი ლიმონის და 90 მილიგრამი ანანასის წვენი, 60 მილიგრამი თეთრი რომი, 10 მილიგრამი გრენადის სიროფი, 8-10 ჩაის კოვზი დამტვრეული ყინული, თითო ნაჭერი ფორთოხალი და ანანასი, 2 ცალი ალუბალი კომპოტიდან ან ცოცხალი. მოკლედ, ორმა ადამიანმა რომანტიკული ღამე რომ მოიწყოს, ეს კოქტეილი ასე უნდა მოამზადონ: ყველა ინგრედიენტი ერთმანეთს შეურიეთ კარგად, ან სულაც შუშის ქილაში მოათავსეთ. თავზე მჭიდროდ დაახურეთ და ანჯღრიეთ ენერგიულად. მაღალფეხიან მინის ლამაზ ბოკალში ჩაყარეთ დამტვრეული ყინულის ნატეხები, ისე რომ ფუჟერის ერთ მესამედს ფარავდეს და ჩაასხით მასში კოქტეილი. ფუჟერს ზემოდან ერთ კიდეზე დაამაგრეთ ფორთოხლის და ანანასის ნაჭრები და ალუბალი. ულამაზესია და თან, უგემრიელესი დასალევი. მერწმუნეთ მისი დაგემოვნების შემდეგ, რომანტიკული გრძნობები რჩეულის მიმართ, გაასმაგდება. ასე რომ, მოიწყვეთ რომანტიკული ღამეები გაზაფხულზე, მიირთვით ეგზოტიკური კერძები და გადარიეთ ორიგინალური კულინარიული ფანტაზიებით ყველაზე პრეტენზიული ადამიანებიც კი.


скачать dle 11.3