კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა აქვს სახლში ალეკო ელისაშვილს ათი ათასი ლარის ღირებულების და რატომ სვამს ის სტუმრებს იატაკზე


ალეკო ელისაშვილი: ჩემი იმედი ოჯახში აქვთ, კი. შემიძლია, მეტ-ნაკლებად მოვაგვარო ყოფითი პრობლემები. საკუთარი ხელით ვერაფერს შევაკეთებ – ერთი-ორჯერ ვცადე და არ გამომდის. ამიტომ, მარტო ნათურის გამოცვლით შემოვიფარგლები, მაგრამ, შემიძლია, შუამავლის როლი შევასრულო პრობლემასა და ხელოსანს შორის. საერთოდ კი, გულახდილი რომ ვიყო, ვიტყვი: ყველამ ის საქმე უნდა აკეთოს, რაც იცის. არ არის საჭირო ექსპერიმენტები, ყველაფრის მცოდნე ვერ ვიქნები.

– ოპერატიული ხართ პრობლემის მოგვარებაში?

– არ ვარ ოპერატიული. უკვე მერამდენე დღეა, ონკანი წვეთავს და ჯერ ვერ მოვიცალე მისთვის, შეხსენება მჭირდება.

– ეს მოუცლელობის ბრალია, თუ დღემეხვალიობის?

– ალბათ, ორივესი ერთად. მოუცლელიც ვარ და დღემეხვალიობისგანაც არ ვარ შორს. ერთ დღეს ერთი მიზეზია, მეორე დღეს – მეორე და ასე შემდეგ.

– საყიდლებზე გაიშვებით?

– თუ პროდუქტს გულისხმობთ, კი. მივდივარ, ვყიდულობ, მომაქვს. „დეზერტირების“ ბაზარში დავდივარ-მეთქი, ვერ ვიტყვი, უფრო ხშირად მარკეტების ქსელს ვაკითხავ. ძალიან ხალისით არ დავდივარ საყიდლებზე, მაგრამ, ჭამა მიყვარს და, ამიტომ უნდა ვიყიდო, რაც კერძის მოსამზადებლად არის საჭირო. მეუღლე საყიდლების სიას მატანს – რა თქმა უნდა, ასე გაცილებით მარტივია, არაფერი დაგავიწყდება, ან, საკმაოდ გრძელ და საინტერესო მესიჯს მომწერს, ხოლმე.

– როგორ გგონიათ, ხართ მოწესრიგებული ადამიანი?

– არა. ძალიან მინდა, რომ ვიყო მოწესრიგებული, მაგრამ, არ გამომდის. ჯიბეები სულ სავსე მაქვს ჩანაწერებიანი ქაღალდებით და სულ რაღაცას ვეძებ. ერთი-ორი მდივანი მჭირდება, რომ ეს ჩანაწერები მომიწესრიგოს.

– მეუღლე ვერ ითავსებს მდივნის მოვალეობებს?

– მეუღლეს იმდენი საქმე აქვს, ამას ვეღარ დავავალებ, როგორმე თვითონ უნდა მოვაბა თავი.

– როგორი დამოკიდებულება გაქვთ ფულთან?

– უჰ, გადასარევი! (იცინის) მფლანგველი ვერანაირად ვერ ვიქნები, იმ მიზეზით, რომ მაგდენი ფული, ანუ გასაფლანგავი, არ მაქვს.

– ცოტა ფულის გაფლანგვაც შეიძლება.

– ალბათ, შეიძლება, მაგრამ, მე უფრო ზომიერი მხარჯველი ვარ, ანუ, ოჯახში ფულს საჭიროებების მიხედვით ვხარჯავთ. ერთადერთი, რაშიც გავფლანგავდი ფულს და ზოგჯერ ასეც ვაკეთებ, არის წიგნები და სამხედრო ნივთები, მაგალითად, სამხედრო ზურგჩანთა, დანა – ეს არის ჩემი სისუსტე. ყოველთვე გაუთვალისწინებლად იხარჯება და იფლანგება ფული ჩემი შვილების სათამაშოებშიც. ქიქოძის ქუჩაზე არის სათამაშოების მაღაზია, რომელსაც ჩემი შვილები „პატარა მაღაზიას“ ეძახიან. შეთანხმებულები ვართ, რომ თვეში ერთხელ, აუცილებლად უნდა წავიყვანო იმ „პატარა მაღაზიაში“ და ვუყიდო ის სათამაშო, რომელსაც თვითონ აირჩევენ. იცით, რამდენი სათამაშო მაქვს სახლში?! უამრავი, ალბათ, ათი ათასი ლარის მაინც იქნება. სამაგიეროდ, არ გვაქვს სკამები და სტუმრებს იატაკზე ვსვამთ (იცინის). ვიცი, რომ სკამები აუცილებლად უნდა ვიყიდოთ, მაგრამ, პრიორიტეტი მაინც ბავშვების სათამაშოებს ენიჭება. უარს ვერ ვეუბნები, ნამდვილად ვერ დავწყვეტ ჩემს შვილებს გულს. ძალიან მინდა, მყავდეს გოგოც და სიამოვნებით მოვამრავლებდი სახლში დედოფალებს.

– მეუღლე მშვიდად ეგუება ამ ყოველთვიურ მფლანგველობას?

– რა ქნას?! (იცინის).

– საკუთარ თავს გამოკვებავთ, რამეს მოიმზადებთ?

მომზადებაზე ლაპარაკი ზედმეტია, მაგრამ, მშიერი არ დავრჩები. მზა საკვებს ვიყიდი და შევჭამ, მაგალითად, არაჟანს. ზაფხულობით, როცა მეუღლე და ბავშვები დასასვენებლად მიდიან, არაჟნის იძულებით დიეტაზე ვარ. არ შემიძლია, კვერცხსაც კი ვერ შევიწვავ.

– არც „პახმელიის“ წამალი იცით?

– მე არ ვსვამ ისე ხშირად, რომ „პახმელიის“ წამალი ძალიან აქტუალური იყოს ჩემთვის. ვიცი, რომ ყველაზე კარგი საშუალება ძილია. თუ გამოიძინებ, გეშველება. ან, უნდა იმუშაო და მუშაობითაც გამოხვალ. ერთხელ აქუბარდიამ დამპატიჟა ჩიხირთმაზე და ისიც ძალიან მომეწონა. კარგი იყო. მე საერთოდ ტრადიციული კერძების მოყვარული ვარ – ქაბაბი და ხინკალი მიყვარს. ჩინურ, იაპონურ და ექსპერიმენტულ კერძებს ვერ ვეგუები.

– „ცხელი ხაზით “ გისარგებლიათ?

– მე ისე ხშირად მირეკავენ და იმდენ რამეს მეკითხებიან, ზოგჯერ მეჩვენება, რომ თავად ვარ „ცხელი ხაზი“, ამიტომ, თვითონ აღარსად ვრეკავ.


скачать dle 11.3