კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

ჯორდანი სტრიპტიზის ცეკვაში ერთ მილიონ ევროს ითხოვს


იმის გათვალისწინებით, რომ წელს მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი იმართება, მსოფლიოს ყველა წამყვანი ჩემპიონატი ჩვეულებრივზე ადრე დასრულდება, რათა ფეხბურთელებს სულის მოთქმის საშუალება და მერე ნაკრების რიგებში თამაშის შესაძლებლობა ჰქონდეთ. შესაბამისად, საჩემპიონატო გრაფიკი ძალიან მჭიდრო და დაძაბულია. ბევრი გუნდი დაუგეგმავ ქულებს კარგავს და ევროპის ოთხ წამყვან ლიგაში – იტალიაში, ესპანეთში, გერმანიასა და ინგლისში პირველი ადგილის მფლობელი გამოკვეთილი არ არის. ბრძოლა სავარაუდოდ, ბოლო ტურამდე გაგრძელდება. გუნდების სტიმულირებას კლუბების მფლობელები მსუყე პრემიებით ცდილობენ. თუმცა, საქმეში უკვე ცნობილ გუნდთა არანაკლებ ცნობილი გულშემატკივრებიც ჩაერთნენ და დამატებითი ინიციატივებით ცდილობენ ფეხბურთელთა ბრძოლისუნარიანობის გაზრდას.

პირველი ინიციატივით იტალიელი მოდელი, საბრინა ფირელი გამოვიდა. ეს ქალი უბრალო ვინმე არ გეგონოთ, თავის დროზე იგი იტალიის ულამაზეს ქალად ითვლებოდა, მაგრამ ახლა 46 წლის გახლავთ და მასზე, როგორც მოდელზე დიდი მოთხოვნა არ არის. სამაგიეროდ, საბრინა რიგით მოქალაქეებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს და ამის მიზეზი მისი სხეულის მომხიბვლელი ფორმები გახლავთ. ჰოდა, საბრინამ განაცხადა, თუ იტალიის ჩემპიონი დედაქალაქური „რომა“ გახდება, სახალხოდ სტრიპტიზს ვიცეკვებო. „რომა“ ჩემპიონი ბოლოს ათი წლის წინ იყო, მაშინაც ფირელიმ იგივე პირობა დადო და შეასრულა კიდეც. როცა მთელი გუნდი და დედაქალაქი ჩემპიონობას ზეიმობდა, საბრინამ ცენტრალურ მოედანზე იცეკვა. წელს კი, თუ „რომაელები“ პირველ ადგილს მოიპოვებენ საბრინა მარტო არ იქნება – მას მხარი ლორეტა ჩუკარინიმ აუბა და მართალია, ეს ქალბატონიც ორმოცს გადაცილებულია, მაგრამ საუცხოოდ გამოიყურება.

იგივეს გაკეთებას აპირებს 30 წლის მელისა სატაც. თუმცა იგი არა „რომას“ ჩემპიონობის, არამედ „მილანის“ პირველ ადგილზე გასვლის შემთხვევაში გაიხდის. მელისას საამისო მიზეზიც აქვს – თავის დროზე მას რომანი „როსენერის“ არაერთ ფეხბურთელთან ჰქონდა და მათგან ერთ-ერთი, კონკრეტულად კი, ფილიპო ინძაგი ახლაც „მილანში“ თამაშობს.

ბებერი ძვლების გაშლა-გაშიშვლება გადაწყვიტა ყველა დროის ერთ-ერთმა პოპულარულმა იტალიელმა სოფი ლორენმაც. მსახიობი 76 წლის არის, თუმცა თამამად აცხადებს, თუ ნეაპოლის „ნაპოლი“ ქვეყნის ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებს, აქამდე არნახულს განახვებთ და სტრიპტიზს ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ვიცეკვებო. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, „ნაპოლის“ წელს ჩემპიონობის შანსი არ აქვს. თუმცა, ლორენი ამბობს, ჩემი პირობა ძალაში მანამ იქნება, სანამ ცოცხალი ვარ და ვინ იცის, ეგებ ოთხმოც წელს მიტანებულ სოფის გაშიშვლება მართლა მოუხდეს.

აი, ჩემპიონობის ყველაზე რეალური პრეტენდენტის, „ინტერის“ ოქროს მედლებზე გაშიშვლებას არავინ გეგმავს, თუმცა ჟოზე მაურინიოს შეგირდებს სტიმული არანაირად არ აკლიათ. ოქროს მედლები თითოეულ ფეხბურთელს მეოთხედ მილიონ ევროდ დაუფასდება და ამ ფასად ნახევარი იტალია გაიხდის და თან საჯაროდ კი არა, პრივატულად. ცოტა უცნაურ სიტუაციაშია ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი „იუვენტუსი“. „ბებერი სინიორა“ წელს აშკარად წარუმატებლად თამაშობს და ჩემპიონობას ვინ ჩივის, გუნდს მოგებაც სანატრელი აქვს. კლუბის ხელმძღვანელებმა კი განაცხადეს, სანამ „იუვე“ ზედიზედ სამ შეხვედრას არ მოიგებს, ფეხბურთელებს ხელფასს აღარ გადავუხდითო და ახლა მოთამაშეები შიშველ ქალებზე ყველაზე ნაკლებად უნდა ფიქრობდნენ.

გერმანიის მეორე ბუნდესლიგის კლუბის, „კარლსრუეს“ ხორვატი ლეგიონერის, დინო დრპიჩის ცოლმა ნივეს ცელსიუსმა სეზონის წინ განაცხადა, თუ გუნდი მოახერხებს და მომავალ სეზონს უძლიერესთა შორის დაიწყებს, მაშინ გასახდელში ჩავალ და სტრიპტიზს ჩემი ქმრის თანაგუნდელებს ვუცეკვებო. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდის კაპიტანი და ლიდერი ალექსანდრე იაშვილი გახლავთ, მაგრამ იაშკას და მის თანაგუნდელებს მინიმუმ, ერთი წლით მოცდა მოუწევთ, რადგან „კარლსრუეს“ პირველ ბუნდესლიგაში აღზევების შანსი არ აქვს.

ინგლისში საკუთარი სხეულის გამოფენა-გაყიდვას აპირებს ჯორდანის მეტსახელით ცნობილი ქეით პრაისი. სწორედაც რომ გაყიდვას, რადგან მისთვის სულერთია, ვინ გახდება ჩემპიონი. ჯორდანი მზად არის, ნებისმიერი კლუბის საღამოზე გამოცხადდეს და სტრიპტიზი იცეკვოს, სანაცვლოდ კი სულ რაღაც მილიონს ითხოვს. ერთი შეხედვით, ეს დიდი თანხაა, მაგრამ თუ ფულს მთელი გუნდი ააგროვებს, ბევრი ნამდვილად არ მოუწევთ. სავარაუდოდ, ჯორდანის ინიციატივით არ მოიხიბლებიან „მანჩესტერის“ ფეხბურთელები, რამეთუ რამდენიმე მათგანს მასთან რომანი ჰქონდა და სტრიპტიზიც აცეკვეს და სხვა რამეც.

ცოტა რთულად არის საქმე „ჩელსისთან“ მიმართებაშიც. გუნდს ჩემპიონობის რეალური შანსი აქვს და ფეხბურთელების ცოლებმა უკვე გამოაცხადეს, რომ მოთამაშეებს უფლებას მისცემენ, კლუბის გულშემატკივარ გოგონებთან ერთად მოილხინონ. თუმცა, ქმრებს გოგონებთან მარტო დარჩენა და ავტოგრაფების პირადად დარიგება სურთ. ცოლები კი არ თმობენ, რადგან კარგად იციან, რომ თუ ქმრებს მეტ თავისუფლებას მისცემენ, შემდეგ წელს შესაძლოა, რომელიმე გულშემატკივარი ცოლის რანგში მოგვევლინოს.

როგორც წესი, ესპანეთში გახდასა და სტრიპტიზზე არავინ ფიქრობს. სეზონის ბოლოს დახურულ საღამოს, ძირითადად, რომელიმე ფეხბურთელი აწყობს. მაგალითად, როცა „რეალის“ ფეხბურთელი იყო, ასეთ რამეებს ბრაზილიელი რონალდო აკეთებდა და ერთ-ერთი ღრეობა იმით დასრულდა, რომ მისი თანაგუნდელი რობერტო კარლოსი ცოლს გაეყარა და იმ საღამოს გაცნობილი ქალი შეირთო. წელს კი ეს ფუნქცია „სამეფო გუნდში“, სავარაუდოდ, კრიშტიანუ რონალდუს დაეკისრება. ყოველ შემთხვევაში, პორტუგალიელმა უკვე განაცხადა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე თანაგუნდელებს განსაკუთრებულად დაემშვიდობება.

მეორე მხრივ, წელს „რეალს“ რომ ევარგა და ქვეყნის თასი, ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა მოეგო, თითოეული ფეხბურთელი მილიონ ევროს მიიღებდა. შედარებისთვის, იგივეს გაკეთების შემთხვევაში, „ბარსელონას“ მოთამაშეებს მხოლოდ ოთხასი ათასი ერგებოდათ.


скачать dle 11.3