კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
იანვარი 2020 (143)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)

კოსმეტოლოგის რჩევები


კითხვა: ტრავმის გამო ხელის ზურგზე დამრჩა მოვარდისფრო ნაიარევი. ექიმმა მითხრა, ერთ-ორ წელიწადში გაქრებაო, მაგრამ, მინდა, რომ ეს პროცესი დავაჩქარო.

პასუხი: ნაიარევის ნაწიბურის გასაქრობად დაამზადეთ შემდეგი სახის საცხი: 10 გრამი გულყვითელას ყვავილი ასრისეთ, მოათავსეთ მინის ჭურჭელში, დაასხით 100 მილილიტრი ზეითუნის ზეთი და 20-25 დღით მოათავსეთ ბნელ, გრილ ადგილას. შემდეგ დაასველეთ ბამბის ტამპონი და ყოველ დილა-საღამოს წაისვით ნაიარევზე.

კითხვა: რა მიზნით გამოიყენება კოსმეტოლოგიაში მწვანე ჩაი?

პასუხი: მწვანე ჩაი (დალევა და მისი ნაყენით კანის გაწმენდა) ელასტიკურსა და ხავერდოვანს ხდის სახის კანს.

კითხვა: რა პროპორციებია საჭირო გვირილის აბაზანისთვის და კონკრეტულად რისთვის არის ის სასარგებლო?

პასუხი: გვირილის აბაზანებს დამამშვიდებელი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს. გვირილის ყვავილს დაასხით ცივი წყალი და ადუღეთ თავდახურულ ჭურჭელში 10 წუთის განმავლობაში. სრულყოფილი აბაზანისთვის საჭიროა 1,5 კილოგრამი გვირილის ყვავილი, ნახევრამდე წყლით სავსე აბაზანისთვის, შედეგი უკეთესი იქნება, თუ საღამოობით გვირილის ჩაისაც დალევთ.

კითხვა: გამეჭრა ფეხი და ჭრილობა ძნელად მიხორცდება. დიაბეტი არ მჭირს. გთხოვთ, მასწავლოთ რაიმე ხალხური საშუალება, რომ დააჩქაროს ჭრილობის შეხორცება.

პასუხი: დღეში სამჯერ (დილას, შუადღეს და საღამოს) ჭრილობაზე დაიდეთ შვიტას ნაყენში დასველებული ტამპონი და შეიხვიეთ. ნაყენი მზადდება შემდეგნაირად: 1 სადილის კოვზ შვიტას დაასხით 2 ჩაის ჭიქა წყალი და ადუღეთ 10-15 წუთის განმავლობაში, გაგრილების შემდეგ კი გადაწურეთ.

კითხვა: ხშირად გამიგია და მინახავს კიდეც, რომ ქალები სუნამოს იპკურებენ ყურების უკან და მაჯებზე. რატომ არის ასე მიღებული?

პასუხი: სუნამო დიდხანს ინარჩუნებს სურნელს სხეულის ამ ადგილებზე, სადაც კანი უფრო ნაზი და მხურვალეა. ამიტომ, თუ გსურთ, რომ თქვენი საყვარელი სუნამო რამდენიმე საათის განმავლობაში აფრქვევდეს თავის განუმეორებელ სურნელს, დაიპკურეთ ის ყურების უკან, იდაყვის სახსართან, მაჯებზე – იქ, სადაც ვენები მოჩანს.

კითხვა: მაინტერესებს, აქვს თუ არა კოსმეტიკურ ფანქარს ვარგისიანობის ვადა? როგორ გავიგოთ, ხარისხიანია თუ არა თვალის ფანქარი?

პასუხი: ნებისმიერი კოსმეტიკური ფანქრის (თვალების იქნება ის თუ ტუჩების) ვარგისიანობის ვადა მაქსიმუმ 3 წელია. გარდა ამისა, აუცილებლად უნდა დაიცვათ მისი შენახვის წესი – ფანქარს წათლილი მხრიდან გაუკეთეთ თავსახური, რათა მისი წვერი არ დაბინძურდეს ბაქტერიებით, რომ შემდეგ ისინი თვალზე ან ტუჩზე არ გადაიტანოთ. ამასთან, სასურველია, თუ კვირაში ერთხელ მაინც, ხელახლა წაუთლით წვერს – ამით ხელს შეუშლით მიკრობების დაგროვებას.

რაც შეეხება ხარისხს, თუ თქვენი თვალის ფანქრის წვერი ძალიან ადვილად ტყდება წათლისას და თვალებზე გეთხაპნებათ, ესე იგი, არჩევანში შეცდით.

კითხვა: ვარ დიასახლისი. მოგეხსენებათ, რამდენ მავნე ქიმიურ ნივთიერებასთან მაქვს შეხება მთელი დღის განმავლობაში, თუნდაც ათასგვარი ფხვნილის სახით. ამას ემატება ცივ და ცხელ წყალთან ურთიერთობაც და, შედეგად, კატასტროფულად გამოიყურება ჩემი ხელები. რას მირჩევთ, როგორ მოვუარო ხელებს?

პასუხი: პირველ ყოვლისა, შეეცადეთ, საქმიანობის დროს ჩაიცვათ რეზინის ხელთათმანი. გარდა ამისა, ხელებზე კანის დასაცავად, არ დაგეზაროთ, მაქსიმალურად ხშირად წაისვათ ხელის კრემი ან გლიცერინი, თუნდაც ცოტა ხანში ისევ საქმის გაკეთება მოგიწიოთ. ძილის წინ წასასმელად კი გირჩევთ, კრემი თვითონ მოამზადოთ: აიღეთ თითო სადილის კოვზი მრავალძარღვა და კალენდულა (ნედლი ან გამხმარი), მოათავსეთ ცეცხლზე შედგმულ წყლის აბაზანაზე ნახევარი საათით, შემდეგ გადმოდგით და სამად გაკეცილ დოლბანდში გადაწურეთ. მიღებულ ნაყენში (რომ შეგრილდება) კარგად აურიეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი, 50 გრამი ნაღების კარაქი, ნახევარი ლიმონის წვენი და ნახევარი ჩაის კოვზი გლიცერინი. ეს ყველაფერი კარგად აურიეთ, წაისვით ახალდაბანილ ხელებზე, ჩამოიცვით ბამბის ან შალის ხელთათმანები და მინიმუმ ერთი საათის განმავლობაში არ მოიხსნათ.

კითხვა: მაქვს ძალიან ვიწრო და თხელი ტუჩები, არადა, ძალიან მინდა, რომ ეგრეთ წოდებული „გაბუტული“ ტუჩები მქონდეს, მაგრამ მეშინია ტატუაჟის ან პლასტიკური ოპერაციის გაკეთება, აღარაფერს ვამბობ სილიკონზე, რომელიც, თურმე, ნამდვილი საწამლავი ყოფილა. შესაძლებელია თუ არა ტუჩების ვიზუალურად გადიდება, ვთქვათ, ჩვეულებრივი პომადის მეშვეობით?

პასუხი: რა თქმა უნდა, ტუჩების ვიზუალურად გადიდება შესაძლებელია, ოღონდ, არა ისეთი დოზით, რომ ტუჩები „გადმოგიბრუნდეთ“. ამისთვის საჭიროა, იცოდეთ, როგორ უნდა წაისვათ ტუჩის საცხი:

პირველ ყოვლისა, სუფთა ტუჩებზე წაისვით ღია ფერის პომადა, მერე გადაისვით ეგრეთ წოდებული „ბლესკი“, ამის შემდეგ (რომლის ფერიც შეესაბამება პომადის ზედა ფენის ფერს) გაიკეთეთ კონტური თქვენი ტუჩების ხაზის ოდნავ გარედან და მხოლოდ ამის მერე წაისვით თქვენთვის სასურველი ფერის პომადა.

თუ ზედა ტუჩი თხელი გაქვთ, ქვედა კი – მსხვილი, მაშინ ზედა ტუჩზე უნდა წაისვათ ნახევარი ტონით უფრო ბაცი საცხი, ქვედაზე კი – მუქი. ბოლოს კი ორივე ტუჩზე ძალიან მსუბუქად გადაისვით კარგი ხარისხის პუდრი.

თამრიკო ზამთარაძე


скачать dle 11.3