კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (1)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

აფროდიზიაკების დიეტა


ეს საკმაოდ უცნაური სიტყვა ფართო საზოგადოებამ, ალბათ, სულ ორიოდე თვის წინ გაიგო ერთი საკმაოდ სკანდალური გადაცემიდან. თუმცა, თავად სიტყვაში არაფერია სკანდალური – „აფროდიზიაკი“ ბერძნული სიტყვაა და ქართულად „სასიყვარულოს“ ნიშნავს. აქედან გამომდინარე, ამ პროდუქტების (ანუ – აფროდიზიაკების) დიეტა, რომელსაც დღეს შემოგთავაზებთ, შესაძლოა, წონის კორექციაში დიდად ვერ დაგეხმაროთ, მაგრამ, სამაგიეროდ, მოგიხსნით დაძაბულობას, აგიმაღლებთ მგრძნობელობას, აგავსებთ ენერგიით, გაგიღვიძებთ ფანტაზიას და... სიყვარულის სურვილს.

1. ხამანწკები

ცნობილ კაზანოვას, რომელიც კარგად ერკვეოდა ამურულ საკითხებში, ხამანწკები ყველაზე სექსუალურ საკვებად მიაჩნდა და ქალთან პაემნის წინ სულ მცირე, 50 ცალს მიირთმევდა. ნაზი და დელიკატური გემოდან გამომდინარე, ხამანწკები სიყვარულის თითქოს მართლაცდა გასტრონომიული პრელუდიაა. მისი შემადგენლობაც რომანტიკულად განაწყობს ადამიანს სიყვარულის მიმართ: თუთია ფოსფორი, მარგანეცი, კობალტი, კალციუმი და იოდი ჰორმონების გამოყოფას უწყობს ხელს.

რჩევა: ხამანწკები განსაკუთრებით გემრიელი იქნება ერთ ბოკალ შაბლის ღვინოსთან ერთად.

2. სანელებლები

თუ ძველ ჩინურ ტრაქტატებს დავუჯერებთ, დარიჩინი განგაწყობთ სიყვარულისთვის; იმბირი აჩქარებს სისხლის ცირკულაციას და ააქტიურებს მამაკაცურ საწყისს – იანს; ილი („კარდამონი“) ამაღლებს სექსუალობას.

რჩევა: უმჯობესი იქნება, თუ გააკეთებთ კოქტეილს (პროპორციები – თქვენი გემოვნებით): შემთბარ წითელ ან შავ ღვინოში შეურიეთ მიხაკი, დარიჩინი, მუსკატის კაკალი, ქიშმიში, შავი ქლიავი, რამდენიმე ლებანი ციტრუსი და ცოტაოდენი თაფლი. ეს კოქტეილი მადასაც დაგიკარგავთ და განუმეორებელი ენერგიითაც აგავსებთ.

3. შავი შოკოლადი ააქტიურებს ბედნიერების ჰორმონების – ენდორფინების გამომუშავებას, ენერგიით აღავსებს ორგანიზმს და, ამასთან, აქვეითებს მადას.

4. კვერცხის გული – კვერცხი ყველა ეპოქაში ითვლებოდა ნაყოფიერების სიმბოლოდ. მეფე ჰენრიხ მეოთხე, პოტენციის ასამაღლებლად, ყოველ დილით მიირთმევდა ერთ სირჩა კონიაკს, რომელშიც უმი კვერცხის გული იყო გახსნილი. როგორც თანამედროვე მეცნიერებმა დაადგინეს, არაყსა და კვერცხის გულში დიდი რაოდენობითაა ნივთიერება პიროდოქსინი, რომელიც ხელს უწყობს ჰემოგლობინის გამომუშავებას და ჰორმონ პროლაქსინის მოქმედების შესუსტებას, რომელიც თავის მხრივ სექსუალურ სწრაფვას ამცირებს.

რჩევა: „მეფე ჰენრის მეოთხის კოქტეილის“ („ა-ლა ჰენრიხ მეოთხის“) რეცეპტი: ჩაასხით სირჩაში 20 მილილიტრი ლიმონის ლიქიორი, ჩაათქვიფეთ 1 ცალი უმი კვერცხი, შეურიეთ 20 მილილიტრი კონიაკი და მაშინვე დალიეთ, არ გააჩეროთ.

ისევე, როგორც ზემოთ ჩამოთვლილი ყველა პროდუქტი, ეს კოქტეილიც ამცირებს მადას.

5. ოხრახუში – მარკიზა დე პომპადური, უნდა ითქვას, რომ, ტყუილად არ უმასპინძლდებოდა ხოლმე ლუდოვიკო მეთხუთმეტეს ოხრახუშით შენელებული კერძებით. ოხრახუში ყველაზე აქტიური „ენერჯეიზერია“ მწვანილებს შორის.

* ავსტრიელი დიეტოლოგი დერეკ დამიფერი ამტკიცებს, რომ ოხრახუშის ძირებისგან მომზადებული ერთი ულუფა სალათა მამაკაცზე ისეთსავე ზემოქმედებას ახდენს, როგორსაც ერთი აბი „ვიაგრა“.

აფროდიზიაკების სიაში შედის აგრეთვე: ბროწეული, წიფელას კაკალი, ბანანი, ავოკადო, სოკო, ნიორი და, თქვენ წარმოიდგინეთ, ბატკნის ხორცი.


скачать dle 11.3