კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (1)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

მოიწესრიგეთ ნივთიერებათა ცვლის პროცესი


ნივთიერებათა ცვლა ადამიანის ორგანიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ძირითადი ფუნქციაა. მისი დარღვევა ბევრი დაავადების მიზეზი ხდება. მოწესრიგებული ნივთიერებათა ცვლა კი ცხიმების დაგროვებას უშლის ხელს. საკვები ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს. მოხმარებული საკვები ნივთიერებების გადამუშავებაზე იმ კალორიების დაახლოებით, 15 პროცენტი იხარჯება, რასაც ყოველდღიურად ვწვავთ. ამიტომ არის აუცილებელი დილის საუზმე. დილის საკვები ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს.

ნივთიერებათა ცვლის ტემპის დაჩქარება და კუნთოვანი ქსოვილის აღდგენა შესაძლებელია რეგულარული ფიზიკური ვარჯიშით.

სირბილი ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს. ჩქარი სიარული ან ველოსიპედით სეირნობა კი ცხიმებს წვავს. დღის ბოლოს, ორგანიზმს აქვს ბუნებრივი მიდრეკილება, ცხოვრების რიტმი შეამციროს. ამიტომ, ამ მიდრეკილებას სწორედ საღამოს ფიზიკური ვარჯიშით შეცვლით. ამის შედეგად კი ნივთიერებათა ცვლის დაჩქარება კიდევ რამდენიმე საათით გაგრძელდება და ცხიმი ძილის დროსაც დაიწვება. უმჯობესია, ვარჯიში დაძინებამდე დაახლოებით, ორი საათით ადრე დაასრულოთ, რომ კარგად და ტკბილად დაიძინოთ.

ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესში წყალს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ის თრგუნავს მადას და გვეხმარება, ნივთიერებათა ცვლის პროცესში ჩაერთოს ორგანიზმის მიერ მომარაგებული ცხიმები. წყლის უკმარისობამ შესაძლოა მნიშვნელოვნად შეანელოს მეტაბოლიზმი, რადგან ასეთ შემთხვევაში ღვიძლის მთავარი ამოცანაა ორგანიზმში სითხის მარაგის აღდგენა და არა ცხიმების წვა.

ღრმა ძილი ხელს უწყობს ადამიანის ორგანიზმის მიერ ზრდის ჰორმონის გამომუშავებას, რომელიც გვეხმარება ტვინის უჯრედების აღდგენაში. ეს კი ნივთიერების ცვლის პროცესს საგრძნობლად აჩქარებს.

ასევე, მზის შუქიც ადამიანს ააქტიურებს და ნივთიერებათა ცვლის პროცესს აჩქარებს. გვეხმარება D ვიტამინის სინთეზში. მზის შუქი ააქტიურებს და აწესრიგებს ორგანიზმის დამცავ ძალებს.

ჟანგბადი იწვევს ნივთიერებათა ცვლის დაჩქარებას. ამ დროს მიმდინარეობს კანქვეშა ცხიმების წვა. ასე რომ, დაკავდით სპორტით, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, იძინეთ საკმარისად, დღეში 4-ჯერ მაინც ჭამეთ და დალიეთ სითხე, რომ ნივთიერებათა ცვლა წესრიგში გქონდეთ და ამით ბევრ დაავადებას დააღწიოთ თავი.


скачать dle 11.3