კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არის საშიში ალერგია და რომელი საკვებია ამ დროს განსაკუთრებით მიუღებელი


ალერგია ორგანიზმის მომატებული მგრძნობელობაა მასში მოხვედრილი ამა თუ იმ ნივთიერების ზემოქმედების მიმართ. ეს შეიძლება იყოს საკვები პროდუქტები, მტვერი, მედიკამენტები და ასე შემდეგ. ამ დროს ხდება ადამიანის ორგანიზმის საპასუხო რეაქცია.

ბრონქული ასთმა ალერგიულ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება. ის ორი ტიპისაა, კერძოდ, ატიპური და ინფექციურ-ალერგიული. ატიპური შეიძლება გამოწვეული იყოს ოთახის მტვერით, უხილავი ტკიპით, რომელიც რბილ ავეჯში, ხალიჩებში და ფუმფულა სათამაშოებში ბინადრობს. ალერგიული სურდო, იგივე პოლინოზი არის მედიკამენტური, კვებითი ან გამოწვეული ყვავილის მიმართ ალერგიით.

არსებობს, ასევე, რინოკონიუქტივალური ალერგია. ამ დროს ადამიანს აღენიშნება ცრემლდენა, ცემინება, ცხვირ-ხახის ქავილი. თუ ამ სიმპტომებს სათანადო და დროულ ყურადღებას არ მიაქცევთ, შესაძლოა, ის დროთა განმავლობაში ბრონქული ასთმის მიზეზი გახდეს. გაზაფხულზე მცენარეული მტვრით გამოწვეული, ანუ პოლინოზური ბრონქული ასთმით დაავადების დიდი ალბათობაა.

ალერგია საშიშია უმძიმესი ბრონქული ასთმით დაავადებული ადამიანებისთვის, გონების დაკარგვის და წნევის დაცემით მიმდინარე მძიმე ალერგიული რეაქციების შემთხვევაში შესაძლოა მან ფატალური შედეგიც კი გამოიწვიოს.

ყველაზე საშიში ალერგიის ფორმაა აფილაქსიური შოკი, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს ამა თუ იმ მედიკამენტმა, საკვებმა პროდუქტმა, ანტიტეტანუსურმა შრატმა და სხვა.

ზოგადად, ალერგია შეიძლება, ნებისმიერმა პროდუქტმა გამოიწვიოს. თუმცა ამისთვის ორგანიზმში არის წინაპირობა, რომელმაც ადამიანში კვებითი ალერგია გამოიწვია. მაგალითად, თუ დაზიანებულია კუჭ-ნაწლავის სისტემა, ან აღინიშნება გასტრიტი, ქრონიკული ქოლეცისტიტი, ეს ყველაფერი იმის ხელშემწყობია, რომ ყველა საკვებმა თუ არა, უმეტესმა მაინც ალერგია გამოიწვიოს. ამ მხრივ, საშიშ პროდუქტთა სიაშია ციტრუსები, ღორის და ცხვრის ხორცი, ნიგოზი, კვერცხი, ყავა, შოკოლადი, რძე და ასე შემდეგ.

ალერგიის საწინააღმდეგოდ მკურნალობის დროს არსებობს სიმპტომური და სპეციფიკური საშუალებები. კერძოდ, ამ საშუალებებს განეკუთვნება ანტიჰისტამინური პრეპარატები, მძიმე შემთხვევებში კი ჰორმონალური პრეპარატებით მკურნალობა. სპეციფიკური მკურნალობა უნდა ჩატარდეს ზუსტად იმ ალერგენის მიმართ, რომელმაც კონკრეტულ შემთხვევაში გამოიწვია ალერგია და მას ნიშნავს შესაბამისი სპეციალისტი.

გაითვალისწინეთ, რომ კვებითი ალერგიის დროს ადამიანმა აუცილებლად უნდა დაიცვას დიეტა. უნდა ჭამოს ძირითადად მოხარშული, უცხიმო საკვები, სვას გაზგასული მინერალური წყალი. უნდა აკრძალოს ალკოჰოლი და სიგარეტი. ალკოჰოლს გააჩნია თვისება, გააძლიეროს სხვა პროდუქტის მიმართ ალერგიული თვისება. ამიტომ, ალერგიული ადამიანი მაქსიმალურად უნდა მოერიდოს მის მიღებას.


скачать dle 11.3