კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (1)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

ექიმის რჩევები


კითხვა: მაქვს თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული. წლების წინ ალმაგელით ვმკურნალობდი. ბოლო დროს ომეპრაზოლს ვსვამ, მაგრამ, უფრო ეფექტური პრეპარატი მჭირდება, რადგან, როგორც კი დიეტას დავარღვევ, მდგომარეობა მიმწვავდება. ხელახალი გამოკვლევა რომ ჩავიტარო, ამის საშუალება არ მაქვს. იქნებ მირჩიოთ, რით ვიმკურნალო?

პასუხი: წყლულოვანი დაავადება საკმაოდ სერიოზული პრობლემაა და ომეპრაზოლი არ არის საკმარისი წყლულისგან განსაკურნებლად. აუცილებლად უნდა მიმართოთ გასტროენტეროლოგს, რომელიც თქვენი ინდივიდუალური ობიექტური თუ სუბიექტური მონაცემების გათვალისწინებით დაგინიშნავთ საჭირო მედიკამენტებს.

კითხვა: 62 წლის გახლავართ. დროდადრო მაწუხებს ტკივილი გულის არეში. დამისვეს ასეთი დიაგნოზი გ. ი. დ. სტენოკარდია. დამინიშნეს მკურნალობაც, მაგრამ ტკივილები ისევ მაწუხებს. შეიძლება თუ არა ამ დაავადებისგან განკურნება. ხომ არ მემუქრება ინფარქტი? დასვენებისას ტკივილი მეხსნება.

პასუხი: სტენოკარდიული ტკივილი იმით არის გამოწვეული, რომ გულის კუნთს ვერ მიეწოდება იმდენი სისხლი, რამდენიც სჭირდება. ეს არის იშემიური მდგომარეობა – გ. ი. დ. გულის იშემიურ დაავადებას ნიშნავს. დასვენების დროს გულის კუნთის დატვირთვა მცირდება და მას ნაკლები სისხლი სჭირდება. ამიტომაც, გეხსნებათ ტკივილი. თქვენი მკურნალობის კურსში შეტანილი იქნება ნიტროპრეპარატები. მათი ზემოქმედებით, გულის კუნთის სისხლით მომარაგება უმჯობესდება, მაგრამ, რაკი ტკივილი არ გეხსნებათ, როგორც ჩანს, პრეპარატის დოზები არ გყოფნით. მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, რომელიც შეგირჩევთ დოზებს და შეგიცვლით მკურნალობის კურსს. რაც შეეხება სრულ განკურნებას, კორონარების პათოლოგიური ცვლილებები ათეროსკლეროზული პროცესის განვითარებას უკავშირდება. ამ პროცესის უკუგანვითარება, ფაქტობრივად, არ ხდება. მისი შენელება და პროგრესის თავიდან აცილება კი შეიძლება.

კითხვა: აუცილებელია თუ არა წამლის მიღების დღეებში უარი ვთქვათ ალკოჰოლზე? თუ აუცილებელია, რატომ?

პასუხი: ალკოჰოლი და სამკურნალო პრეპარატები, თუ მათ ერთდროულად იღებენ, ერთმანეთზე უარყოფით ზემოქმედებას ახდენს. რატომ? – ღვიძლში არის ფერმენტული სისტემა, რომელიც წამლების დაშლას უზრუნველყოფს. ალკოჰოლიც სწორედ ამ სისტემას გადის და ღვიძლში იშლება. როცა ალკოჰოლსა და წამალს ერთდროულად იღებენ, იტვირთება ის რგოლი, რომელსაც წამლისა და ალკოჰოლის ტოქსიკური ზემოქმედებისგან ორგანიზმის დაცვა ავალია. შედეგად კი იზრდება ორგანიზმის მოშხამვის საფრთხე.

კითხვა: ჩემს 10 წლის გოგონას თავზე ალაგ-ალაგ თმის ცვენა დაეწყო და გამელოტებული უბნები წარმოიქმნა. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი და ვის მივმართო?

პასუხი: კეროვანი გამელოტება ქრონიკულად და დუნედ მიმდინარე პროცესია და მკურნალობასაც ძნელად ემორჩილება. არის შემთხვევები, როდესაც ასეთი დაზიანება ნერვული გადაძაბვის, სტრესის ან შოკის შედეგად ვითარდება. ხშირად კეროვანი გამელოტება ადგილობრივ ინფექციას უკავშირდება. ბუდობრივი გამელოტება შეიძლება, თანდაყოლილი სიფილისის გამოვლინება იყოს. ძალზე იშვიათია ავთვისებიანი ალოპეცია (თმის ცვენა). მიზეზის დასადგენად და სამკურნალოდ უნდა მიმართოთ ექიმ-დერმატოლოგს. რაც უფრო ადრე მიმართავთ ექიმს, მით უფრო შედეგიანი იქნება მკურნალობა.

კითხვა: მაწუხებს ქრონიკული გასტრიტი. მაინტერესებს, მარგებს თუ არა სამკურნალო შიმშილობა?

პასუხი: არსებობს სამკურნალო შიმშილობის თეორია. თუმცა, გასტროენტეროლოგები შიმშილის მომხრენი არ არიან. მათი თვალსაზრისით დასაშვებია მხოლოდ განტვირთვის დღეები. საჭმლის მონელების ფიზიოლოგია ისეთია, რომ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ყველა ორგანო განსაზღვრულ რიტმში მუშაობს. როდესაც ადამიანი დიდხანს შიმშილობს, მისი ნაღვლის ბუშტი ნაღვლით ივსება. ადრე თუ გვიან დაგროვილი წვენი სადმე უნდა წავიდეს ან რამედ გარდაიქმნას. თუ ნაღველი საჭმლის მონელებაში არ მონაწილეობს იწყება კენჭების წარმოქმნა. გასტროენტეროლოგიაში შიმშილობას იყენებენ მხოლოდ მწვავე პანკრეატიტის დროს – ისიც ორი დღით.

კითხვა: ვარ 65 წლის მამაკაცი. ექიმებმა ნევროზის დიაგნოზი დამისვეს. მაწუხებს ამ დაავადებისთვის დამახასიათებელი ნიშნები: წრიალი, მოუსვენრობა, ცუდი ძილი, სწრაფი დაღლა. მაქვს ნახველი, რომელიც ყელში მიგროვდება. შეიძლება თუ არა ნევროზმა ნახველის წარმოქმნა გამოიწვიოს? რა წამალი მივიღო?

პასუხი: ნახველის წარმოქმნას ნევროზთან არავითარი კავშირი არ აქვს. მისი მიზეზი სხვაგან უნდა ვეძებოთ. თქვენ ყელ-ყურის ექიმის კონსულტაცია დაგჭირდებათ, თუმცა გირჩევთ, კარდიოლოგსაც გაესინჯოთ, რომელიც დაადგენს, ხომ არ გაქვთ გულის უკმარისობა. ეს პათოლოგიური მდგომარეობაა, რომელმაც შეიძლება სისხლის მიმოქცევის მცირე წრეში შეგუბება და ხველა გამოიწვიოს. თანაც ზემოთ ახსენეთ საგულისხმო სიმპტომი – ადვილად დაღლა, რომელიც შეიძლება, სულაც არ იყოს დაკავშირებული ნევროზულ სინდრომთან.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

კახა ჯანაშია


скачать dle 11.3