კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (1)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

რატომ არის „სელინის“ სექსუალური ქალი ერთდროულად პრაქტიკულიც


„სელინი“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოდის სახლია, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში საუკეთესო ხარისხის ფრანგულ სამოსს, ფეხსაცმელს, ჩანთებსა და აქსესუარებს „პრეტ-ა-პორტე დე ლუქს“ სტილში აწვდის. ფეხსაცმლის ჩვეულებრივი მაღაზია წარმოუდგენელი პოპულარობით სარგებლობდა მთელ პარიზში, ბრენდის მსოფლიო აღიარება კი გასული საუკუნის სამოციან წლებში დაიწყო, როდესაც „სელინის“ დიზაინერებმა ქალის ფეხსაცმლის პირველი კოლექცია წარმოადგინეს. ბრენდის ეგრეთ წოდებული „სავიზიტო ბარათი“ პონის ტყავია. დღემდე არ იქმნება არც ერთი კოლექცია ისე, რომ ფეხსაცმელში ან ჩანთაში ამ პატარა ცხოველის ტყავი არ იყოს გამოყენებული. ამის გამო „სელინი“ ხშირად ხვდებოდა ცხოველთა და გარემოს დამცველთა კრიტიკისა და ლანძღვის ობიექტი. თუმცა, მოდის სახლს ნატურალური ტყავისა და ბეწვის გამოყენებაზე უარი მაინც არასდროს უთქვამს.

„სელინის“ კოლექციები ყოველთვის კოსმოპოლიტურია, მაგრამ, ამავდროულად, ყოველთვის გამოხატავს ფრანგულ კლასიკურ ფორმებს, საფრანგეთის სულს. „სელინის“ დიზაინერები წარმოუდგენლად ლამაზად ახდენენ სექსუალობისა და პრაქტიკულობის გონივრულ შეხამებას, გლამურსა და ფრანგულ შიკს. ბრენდის კოლექციები განკუთვნილია ენერგიული, საკუთარ თავში დარწმუნებული ქალებისთვის, რომლებიც გათავისუფლებული არიან სტერეოტიპებისა და კონფორმიზმისგან. მოდის სახლში ნიჭიერი ამერიკელი დიზაინერის მაიკლ კორსის მისვლის შემდეგ, „სელინიმ“ მამაკაცის ხაზიც გამოუშვა, რომელიც საზოგადოებას სთავაზობდა კლასიკურ სამოსსა და აქსესუარებს ნამდვილი მამაკაცებისთვის. როგორც ქალს, ისე მამაკაცს, „სელინი“ საშუალებას აძლევს, შეიმოსოს კომფორტულად და მოხერხებულად და, ამავდროულად, შეინარჩუნოს წარმოუდგენელი ელეგანტურობა და ინდივიდუალური სტილი.

2010 წლის „სელინის“ გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია პოებ ფილომ წარმოადგინა. დიზაინერი, რომელმაც ზუსტად იცის, რა სჭირდებათ ქალებს, ოთხი წლის განმავლობაში „ქლოესთან“ მუშაობდა, სადაც საოცარი სილამაზის საქორწილო კაბებს ქმნიდა. ოთხი წლის შემდეგ კი ის სულ სხვა მოდის სახლშია განსხვავებული მიმართულებებითა და ტენდენციებით.

„ახლა ჩემი ქალი უფრო სუფთაა, გათავისუფლებული ზედმეტი დეტალებისგან და სინაზით აღსავსე. ახლა ქალს უფრო მეტი ძალაუფლება აქვს და უფრო ძლიერიცაა. ამის საშუალებას მას თანამედროვე მინიმალიზმი აძლევს“ – ამბობს პოებ ფილო.

მარტივი, სპორტული ელემენტებით გაჯერებული, მაგრამ, ამავდროულად, ძალიან მდიდრული სამოსი „სელინისგან“ მშვენივრად ეხამება გაზაფხულსა და ზაფხულს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ქალს გრძელვადიანი შვებულება არ აქვს და მთელ ზაფხულს ქალაქში ძალიან საქმიანად ატარებს. კაბების სიგრძე საგრძნობლად დამოკლდა, მაგრამ ელეგანტურობას მაინც არ კარგავს. ლამაზი სილუეტი, რომელიც ხაზს უსვამს სხეულის გამობურცულ ნაწილებს, ტყავის ელემენტებითაა გაფორმებული და შენარჩუნებული აქვს სიმკაცრე.

ამ სეზონზე ფერებიდან აქტუალურია შავი, ხორცისფერი და რძისფერი. მოდის კრიტიკოსებს განსაკუთრებით გაუკვირდათ ფილოს მიერ სტანდარტული შემოსაცმელის წარმოდგენა, რომელიც სახელოებშემორღვეულ ლაბადას ჰგავდა. ამ ტიპის მოსაცმელები საფრანგეთში სამოციან წლებში იყო მოდაში და თავისი სტილის კატრინ დენევის „შერბურგის ქოლგებს“ მოგვაგონებს. ამ შთაბეჭდილებას განსაკუთრებით ამძაფრებს ფეხსაცმელი, ეგრეთ წოდებულ „პრობკის“ ძირზე. ამ ტიპის პლატფორმისძირიანი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები და საბოები ჩვენს დედაქალაქში ოთხმოციან წლებში იყო მოდაში, როდესაც კარგად ჩამცმელი თბილისელი გოგონები მაღალლიპებიან პერანგებსა და მამაკაცურ პიჯაკებს იცვამდნენ. მოდა ბრუნდება და, გოგონებს არა მარტო ბებიის ვინტაჟის ტიპის სამოსის გადმოტანა, არამედ დედიკოების კარადების გადახედვაც გამოადგებათ. ასევე, შესაძლებელია მამის პიჯაკზე სარჩულის გამოცვლა, სახელოების აკეცვა, ლამაზი, ქალური გულსაბნევის დაბნევა და – თქვენ სუპერმოდურად ჩაცმული იქნებით. ასე რომ, „სელინის“ ტენდენციები ძალიან პრაქტიკულია, რადგან, ნებისმიერ ჩვენს მოქალაქეს იოლად მიუწვდება მასზე ხელი.


скачать dle 11.3