კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა უპირატესობა აქვს, ზაალ სულაკაურის აზრით, ქალის სიშიშვლეს მამაკაცის სიშიშვლესთან შედარებით


ფანქრის ერთი მოსმით შეუძლია, მხიარულ გუნებაზე დაგაყენოთ. ზაალ სულაკაურის კარიკატურები ქალებსაც და კაცებსაც ერთნაირად მოსწონთ. მიაჩნია, რომ მისი მთავარი დანიშნულება ამქვეყნად სიკეთის კეთებაა და რომ მხატვრობა მაინც მამაკაცის საქმეა. როგორც კი საკუთარი თავი „ქალის ტყავში“ წარმოიდგინა, მაშინვე ის თქვა, ალბათ, მსუბუქი ყოფაქცევის ვიქნებოდიო და ამასაც საკმაოდ საინტერესო ახსნა მოუძებნა.


ზაალ სულაკაური: მე ხომ ტყუპისცალი ვარ და, შეიძლებოდა, გოგო ვყოფილიყავი. ასეთი ტყუპებიც ხომ იბადებიან გოგო-ბიჭი, გოგო-ბიჭი... ანუ, მე დავიბადებოდი გოგო და ვიქნებოდი ასი გრამით ნაკლები (იცინის).

– ას გრამზე მეტი სხვაობა არ არის ქალსა და კაცს შორის?

– გააჩნია, შეიძლება, ორასიც იყოს, მაგრამ, გრამებშიც რომ არ არის საქმე, ფაქტია. მე აბსოლუტურად მაკმაყოფილებს ის, რომ კაცი ვარ, ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. მით უმეტეს, რომ მხატვარი ვარ და მხატვრობას აშკარად სჭირდება კაცის ხელი. შეიძლება, ქალები გამინაწყენდნენ, ამას რომ წაიკითხავენ, მაგრამ, სულ უბრალო მაგალითით დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს. დაგისახელებთ ძალიან ბევრ გენიოს კაც მხატვარს და აღმოჩნდება, რომ ისინი ქალ მხატვრებზე გაცილებით მეტნი არიან. ამით იმას კი არ ვამტკიცებ, რა მაგრები ვართ კაცები-მეთქი, მაგრამ, შემოქმედებას როცა ეხება საქმე, იქ კაცის ენერგია და კაცის ხედვაა საჭირო. ცეცხლი სჭირდება მხატვრობას, თუმცა, ვიცი კარგი ქალი მხატვრებიც.

– მაგრამ ისინი აზროვნებდნენ, როგორც კაცები...

– ეს მე არ მითქვამს... (იცინის). გეთანხმები, რომ მათში იყო რაღაც მამაკაცური. თანაც, შევხედავ, თუ არა ნახატს, მაშინვე ვხვდები, ქალის დახატული რომ არის. ძალიან იშვიათ შემთხვევეში შემშლია. ქალის ნახატს აქვს რაღაც ქალური, რაღაც სხვა არის.

– სალვადორ დალის ჰქონდა სექსუალური გადახრები. მას ქალამდე მამაკაცი საყვარელი ჰყავდა. იგრძნობა თუ არა ეს მის ნახატებში?

– დავიწყოთ იმით, რომ დალის მარტო სექსუალური კი არა, სხვა გადახრებიც ჰქონდა. თანაც, მე არ ვარ სალვადორ დალის თაყვანისმცემელი, არ მაღელვებს მისი შემოქმედება, იმიტომ, რომ სითბოს ვერ ვხედავ მასში. სალვადორ დალიში არის უზადო ოსტატობა, მაღალი ტექნიკა, მაგრამ, სული – ნაკლებად. მაღელვებს მოდილიანი, ფიროსმანი... ჩემთვის აივაზოვსკი და შიშკინიც ოსტატები არიან და მეტი არაფერი.

– ქალი ნაკლებად რომანტიკულია და იმიტომ არ ემარჯვება ფუნჯი ისე, როგორც კაცს?

– არა, ასე არ ვფიქრობ. რომანტიკული ქალიც არის და კაციც. თვით ჩემში რამდენად არის რომანტიკულობა, ესეც არ ვიცი. არ ვფიქრობ ამაზე, მთავარია, ვხატო.

– ანუ, ქალი რომ ყოფილიყავი, მაშინაც დახატავდი?

– ქალი რომ ვყოფილიყავი, კი არ დავხატავდი, ბოზი ვიქნებოდი, კაცო... (იცინის) არავის უარს არ ვეტყოდი, ყველას ვასიამოვნებდი. ვაიმე, მგონი ძალიან ცუდი რაღაც ვთქვი, მაგრამ, ძალიან კარგი ვიგულისხმე. როგორ შეიძლება, ყინულის კედლებში ჩაიკეტო და სითბო და სიყვარული არ აჩუქო ადამიანებს?! მე ამას იმიტომ ვამბობ, რომ კაცი ვარ. თანაც, ვგიჟდები, ისე მიყვარს, როცა ჩემ გვერდით ყველა იღიმება და ბედნიერია. მზად ვარ, ყველაფერი გავაკეთო ამისთვის. თუმცა, ქალი რომ ვყოფილიყავი, შეიძლება ასე არ მეფიქრა. მხოლოდ ვვარაუდობ, რა იქნებოდა.

– მოგწონს ისეთი ქალები, უარს რომ არავის ეუბნებიან?

– გააჩნია, რა შემთხვევაში. ზოგჯერ ძალიან მომწონს. მე ხომ კაცი ვარ.

– კაცი, რომელიც ხატავდა შიშველ ნატურებს...

– შიშველ ნატურებს რაც შეეხება. მახსოვს, პირველად რომ დავხატე გახდილი ქალი. საერთოდ, ქალი ღმერთის საუკეთესო ქმნილებაა, ძალიან მაგარი, საინტერესო გამოგონებაა და მხატვრობაში ეს ყველაზე კარგად ჩანს. აკადემიაში ვსწავლობდი, მოსამზადებელზე. პატარა ვიყავი. ყველანი გაისუსნენ და მეც მათ შორის. სხვათა შორის, ულამაზესი ქალი იყო. შემოვიდა და სუნთქვაშეკრულები ვეცით ფანქრებს. ისეთი ენერგიით ვხატავდით, ფანქრებს სულ ფხაჭა-ფხუჭი გაუდიოდა, მაგრამ, ეს ხდება მანამ, სანამ თვალს შეაჩვევ. მერე, გინდა შიშველი ქალი დაგიხატავს, გინდა – ვაშლი, სულერთია, არანაირი სხვაობა არ არის. შეიძლება, შენ გვერდზე მჯდომ გოგონას მოკლე კაბა ეცვას და იმან გადაგრიოს, გახდილ ქალზე კი არანაირი რეაქცია არ გქონდეს. თუმცა, პირადად მე ქალის შიშველი ნატურის დახატვა უფრო მსიამოვნებს, ვიდრე კაცის. აბსოლუტურად განსხვავებული ფორმები აქვთ, მაგრამ ჩემთვის კაცის ნატურაც არის მასალა, რომლის საშუალებითაც, შემიძლია, ჩემი სათქმელი ვთქვა. მხატვრებს ძალიან ხშირად აქვთ ქალის შიშველი სხეულის დახატვის სურვილი, იმიტომ კი არა, რომ მამაკაცის სხეული ნაკლებად საინტერესოა. ქალის შიშველ სხეულს მამაკაცის შიშველ სხეულთან შედარებით ის უპირატესობა აქვს, რომ ქალურია, ნაზია, ყველაფერი ჩანს მასში. იმდენად რთულია, შორეულია და, თანაც, ახლობელი, რომ წარმოდგენა არ მაქვს, როგორ შეიძლებოდა, რომ მე ქალი ვყოფილიყავი. ან, რა იქნებოდა საერთოდ, ასე რომ მომხდარიყო? წეღანაც გითხარი, მიყვარს, როცა ჩემ გარშემო ადამიანები ბედნიერები არიან-მეთქი. ამიტომაც გავხდი კარიკატურისტი. დღეში ერთი ადამიანიც რომ გავაცინო და გავამხიარულო, ესე იგი, ის დღე ტყუილუბრალოდ არ დამიკარგავს, ეს არის ჩემი მოფერება. სიკეთის კეთება იმიტომაც არის აუცილებელი, რომ ჩვენ, ყველანი, ერთმანეთზე ვართ გადაბმული – ქალებიც და კაცებიც. სიკეთე ამიტომაც არის გადამდები. შენ რომ გაახარებ და გააბედნიერებ ვიღაცას, ის წავა და სხვას გააბედნიერებს, ის კიდევ – სხვას, ასე ივლის ეს ბედნიერება და ბოლოს ისევ შენამდე მოვა. აუცილებლად მოაღწევს, გინდ ქალი იყავი, გინდა კაცი. სწორედ აქედან გამომდინარე „დავინახე“ საკუთარ თავში ბოზი, თორემ, მორალთან და ზნეობასთან დაკავშირებით ყველაფერი წესრიგში მაქვს (იცინის).

– კარგად გესმის ქალების?

– რთული შეკითხვაა. მე ორი შვილი მყავს, ბიჭი და გოგო. „გრუზინული“ ვარიანტია, რომ ბიჭი უნდა გყავდეს და გვარი გაგიგრძელოს. ოცი გოგო ჰყავთ და მაინც ბიჭზე „მუშაობენ“. არადა, გოგონები არიან მამიკოსები. სიტყვებით ვერ გადმოვცემ, ისეთი მაგარი რაღაცაა, სულ სხვა რამეა, მიუხედავად იმისა, რომ ბიჭზეც ვგიჟდები. მე მყავს და, რომელსაც შვიდი შვილი ჰყავს. ისიც ხატავდა, მაგრამ ქალის მოვალეობა უფრო წინ დააყენა და მე ხშირად მითქვამს, სამივე ძმას „გადაგვიჯოკრა“-მეთქი. რითი?! – იმ თავისი ძალიან მაგარი შვილებით. ხატე რამდენიც გინდა, ამაზე მაგარს ხომ მაინც ვერაფერს გააკეთებ?! რამდენი ცნობილი ადამიანია ისეთი, თავისი მშობლების მეშვიდე და მერვე შვილი რომ იყო. ამიტომ, ახლა დავფიქრდი: ქალი რომ ვყოფილიყავი, შეიძლება, კარიკატურისტი და მხატვარი არ გამოვსულიყავი, მაგრამ, ალბათ, მივბაძავდი ჩემს დას.

– და გააჩენდი ბევრ შვილს...

– აუცილებლად. ეს არის გმირობა და, რამდენი შვილი ეყოლება ოჯახს, ეს მაინც ქალზეა დამოკიდებული. თან, რა ხარისხიანი გამოსდით, რომ ნახო, გადაირევი. მაგარი „ბრენდია“! ჩემებიც კი „კანფეტ-მამალოები“ არიან, მაგრამ, ისინი რომ ნახო, ერთიმეორეზე უკეთესები არიან. ჩემი ცოლი მეუბნება მეტს ვერ „ვქაჩავო“. წავალ, სხვასთან გავაკეთებ, მაგრამ, არ გამომატანენ-მეთქი (იცინის).

– გარდა იმისა, რამდენი შვილი ეყოლება, ქალზე კიდევ რა არის დამოკიდებული?

– ძალიან ბევრი რამ, მართლა ძალიან ბევრი. მე სულ ჩემს ცოლზე ვარ დამოკიდებული. კი, ვმუშაობ და ვარჩენ ოჯახს, მაგრამ, კარს რომ გამოვიხურავ, მერე რა ხდება იქ, წარმოდგენა აღარ მაქვს. გადასახადებს ვიხდი ხოლმე პატიოსნად. მომეცით ფული, წავალ და გადავიხდი, თუ რამის ყიდვას დამავალებენ, მივიტან, მაგრამ, შეიძლება, დამავიწყდეს. ერთი სიტყვით, ქალის გარეშე წარმოუდგენელია, თუმცა არც კაცის გარეშე გამოვიდოდა რამე.

– ჩვენი ბრალია, სამოთხე რომ დავკარგეთ?

– თქვენი ბრალია, აბა, ვისი ბრალია? (იცინის) არა, არა, კაცის ბრალიც არის, ვაღიარებ. რომ დააღე პირი და ჩაკბიჩე, რასა ჭამ, არ უნდა ნახო? იქნება, ჭიანია?! (იცინის) ქალი და კაცი მინუს-პლუსივით არის, მაინც ერთი არსებაა, ამიტომ, ყველაფერი საერთო აქვთ. ჩემი ნაწილია ქალი, ბოლოს და ბოლოს, ჩემი ნეკნისგან გააკეთეს, კაცო, ჩემი ერთი ძვლისგან! ამიტომ, ჩემია ცუდიც, კარგიც, ჭირვეულიც და ალერსიანიც... არაფრით არ მესმის არატრადიციული ორიენტაციის ადამიანების. რა ვქნა, ვერაფრით ვერ დადის ჩემამდე, რანაირად უნდა მოეფეროს კაცი კაცს, რანაირად უნდა ჩაეხუტოს და აკოცოს. ეს როგორ შეიძლება, ვერ წარმომიდგენია, ვერც წარმოვიდგენ და, სიმართლე რომ გითხრა, არც მინდა, წარმოვიდგინო. ღმერთმა როგორც დააწესა, ისე უნდა იყოს. ჩემს ცოლს „ტორმუზს“ ვეძახი. გვერდით რომ მიზის და ფეხს მაჭერს, მეტი აღარ დალიოო, ეს არის ცხოვრება. გვიან რომ მიხვალ სახლში და აჯაჯღანდება, ესეც ძალიან მაგარია. ცოლმა უნდა იჩხუბოს, აბა რა! საჭიროა, ამისთვის არის ქალი: ჯერ გეჩხუბება, მერე მოგეფერება, საჭმელს გაჭმევს, მოგივლის... ზოგჯერ ჭკვიანურს იტყვის და უნდა დაუჯერო...

– კაცები არ აღიარებენ ხოლმე იმას, რომ ქალიც ამბობს ჭკვიანურს.

– ეგენი არიან სულელი კაცები. კიდევ, იმაზე მეცინება, რომ ამბობენ, ქალი სუსტი არსებააო. ვინ არის სუსტი! ქალი კაცზე ბევრად ძლიერია. მე რომ ბავშვი გავაჩინო, მოვკვდები. ოჯახის გაძღოლას, შვილებისა და ჩვენნაირი ქმრების მოვლას ნაკლები ძალა და ენერგია სჭირდება?! მე ვფიქრობ მარტო ჩემს საქმეზე და, რომ წარმოვიდგენ, ჩემი ცოლი რამდენ რამეზე ფიქრობს, გული მისკდება. კიდევ, ჭურჭლის რეცხვას ვერ ვიტან. უჰ, ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ, დასარეცხ ჭურჭელს რომ ვხედავ, მაჟრჟოლებს. ასე რომ, ვაღიარებ: ქალები კაცებზე მაგრები ხართ!


скачать dle 11.3