კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ არის ასტროლოგიური კუთხით გამართლებული მაისის ბოლოს არჩევნების დანიშვნა და რა ულტიმატუმს გვიყენებს ამ დროს კოსმოსი


წინასაარჩევნო ციებ-ცხელება უკვე დაიწყო. არჩევნების დღეც – 30 მაისი – უკვე გარკვეულია. როგორც ასტროლოგი მიშა ცაგარელი ამბობს, ამ დღეს არჩევნების დანიშვნა ხელისუფლების მხრიდან დიდი შეცდომა იყო, რადგან, სწორედ ამ დღეებში ვარსკვლავები ნეგატიური ენერგიების გააქტიურებას გვიწინასწარმეტყველებენ. კონკრეტულად, რატომ არ არის სასურველი ამ პერიოდში არჩევნის გაკეთება, რომელ საარჩევნო კანდიდატს აქვს გამარჯვების მეტი შანსი ასტროლოგიური კუთხით და, საერთოდ, რატომ უნდა დავეკითხოთ ასეთი სერიოზული გადაწყვეტილებების მიღების დროს რჩევა ვარსკვლავებს, ამაზე თავად ბატონი მიშა გვესაუბრება.


მიშა ცაგარელი: ყოველთვის აღვნიშნავ, რომ მე ოპოზიციონერი ვარ ასტროლოგიური კუთხით და, თუ რაიმე არ მომწონს, ამას აუცილებლად ხმამაღლა ვამბობ. რაც შეეხება უახლოეს არჩევნებს, მე ამ თარიღის, კერძოდ, 30 მაისის არჩევნების დღედ დანიშვნას ვერ გავამართლებ ისევე, როგორც დღემდე ვერ ვამართლებ ცხონებული ზვიად გამსახურდიას არჩევანს 31 მარტთან და 9 აპრილთან დაკავშირებული დეკლარაციის გამოცხადების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. ეს მართლაც მიუღებელი იყო ჩემთვის, რადგან, სწორედ ამ დღეებში იყო ცის კაბადონზე უმძიმესი პლანეტარული წყობა, რომელმაც, თავის მხრივ, საქართველო ჩააგდო უმძიმეს მდგომარეობაში და ამ დღეებში დაშვებული შეცდომების შედეგს დღემდე ვიმკით. სამთავრობო სტრუქტურების მხრიდან ასეთი მოქმედებები შემდგომ მძიმედ უჯდება ჩვენს ქვეყანას.

– მომავალი არჩევნების თარიღი უკვე ცნობილია და ის 30 მაისს გაიმართება. მისაღებია თუ არა ეს დღე, ასტროლოგიური კუთხით, სწორი არჩევანის გასაკეთებლად?

– 26 მაისიდან 30 მაისამდე პერიოდი ნამდვილად არ არის სასიკეთო არჩევნებისთვის, რადგან ზოგადად, 21 მაისიდან 23 ივლისამდე პერიოდი ნეგატიურია არჩევნების ჩასატარებლად. ამის მიზეზი კი ის არის, რომ მზე ამ დროს გადის მეტად არასტაბილური ხასიათის მქონე, ნევროზულად მოუსვენარი, ფიარკამპანიებისა და ტყუილების „დიდოსტატ“ ზოდიაქოს ნიშანს – ტყუპებს. გარდა ამისა, ტყუპები არის ნიშანი გაორებული, სულსწრაფი და, თუ საჭიროა – მატყუარაც, ფიარში კი მას ბადალი არ ჰყავს. ის საკმაოდ ცვალებადი და ზედაპირულია მოქმედებებში. ამიტომ, ასეთი ნიშნის ტენდენციების დროს, არჩევნების დანიშვნა ნამდვილად არასწორია. აქედან გამომდინარე, ეს არჩევნები აღსავსე იქნება ფიარკამპანიებით, თვალში ნაცრის შეყრით, მოტყუების მცდელობით და, ამავდროულად, ეს არჩევნები ემთხვევა სავსემთვარეობის პერიოდს, 28 მაისს სავსემთვარეობაა. ეს კი, თავის მხრივ, მოახდენს ზეგავლენას მიმდინარე პროცესებზე, რადგან სავსემთვარეობა სამი დღის განმავლობაში ახდენს გავლენას ადამიანსა და მის გადაწყვეტილებაზე. ასე რომ, ამ პერიოდში ადამიანებში მეტად იქნება გაძლიერებული აგრესიულობა, ემოციურობა, ნევროზულობა. ეს ყოველივე კი არჩევნებისთვის ნამდვილად არ არის კარგი. ამიტომ, ყოველთვის მოვუწოდებ ხოლმე სამთავრობო სტრუქტურებს, რომ არჩევნები დაინიშნოს 20 აპრილის შემდგომ, 20 მაისამდე, როცა მზე გადის კუროს მეტად მშვიდ, სტაბილურ გაწონასწორებულ და ერთგულებით აღსავსე ნიშანს, რადგან, ამ პერიოდში მიღებული ყველა გადაწყვეტილება იქნება სწორი და გააზრებული, სიტუაცია კი მშვიდ ელფერს შეიძენს. გეტყვით ასევე, რომ 30 მაისის ღამეს, 10 საათზე, პლანეტა სატურნი, რომელიც არის სამთავრობო სტრუქტურების, ძალაუფლების, კანონებისა და კანონიერების პლანეტა, ხდება დირექტიული, ანუ, ასწორებს თავის მოძრაობას, მანამდე კი საკმაოდ რეპროგრადულია, ანუ – უკან მოძრავი. უკან მოძრავი სატურნი კი იმის მანიშნებელია, რომ გაჭირდება სწორი კანონების მიღება, ამ კანონების რეალიზაცია, ეყოლება ბევრი მოწინააღმდეგე და შეექმნება პრობლემები. ეს ტენდენციაც გასათვალისწინებელია. მოულოდნელობების პლანეტა ურანი კი 28 მაისს გადადის ვერძის მეტად აგრესიულ, აფექტურ, ემოციურ ნიშანში და ამძაფრებს ადამიანში ამ თვისებებს. ამ კუთხითაც, როგორც ასტროლოგს, არ მომწონს ის თარიღი, როცა არჩევნებია დანიშნული. 25 მაისიდან დედამიწა შედის ძალიან ცუდ ენერგოველში. მისი კოსმოპლანეტური მდგომარეობა ამ პერიოდში რთულდება. ამიტომ, დიდი სიფრთხილე სჭირდება ადამიანს საკუთარი მოქმედებების, პარტნიორებისა თუ მოწინააღმდეგეების მიმართ. ამ დროს დიდია შეცდომების დაშვების ალბათობა. ხასიათში იზრდება იმპულსურობა, სარისკო მოქმედებებისადმი ლტოლვა, რომელიც არ იქნება გამართლებული და, საბოლოო ჯამში, გახდება კონფლიქტების, პრობლემებისა და გაუგებრობების მიზეზი. სხვათა შორის, აღნიშნული პერიოდი ძალიან ცუდია კონტრაქტების დასადებად, მოგზაურობისთვის, მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მისაღებად, რადგან დიდია შეცდომის დაშვების ალბათობა. ცხადია, პრობლემების ალბათობაც მატულობს. ეს არის ცნობა იმ კოსმიური ამინდის შესახებ, რომელიც 30 მაისს არის მოსალოდნელია.

– ასე თუ ისე, შესაძლო საარჩევნო კანდიდატები უკვე გამოიკვეთა. კონკრეტულად, მათ როგორ ამინდს უწინასწარმეტყველებენ ვარსკვლავები და პლანეტები ამ დღეს?

– რაც შეეხება ძირითად, გამოკვეთილ კანდიდატებს, გეტყვით, რომ, მაგალითად, „ნაციონალებიდან“ წარდგენილი გიგი უგულავა ლომის ზოდიაქოს ნიშნით არის დაბადებული. პრინციპში, ეს პერიოდი მისთვის კარგია – ლომები ამ პერიოდში კარგად გრძნობენ თავს და წარმატებების შანსიც გაცილებით მაღალი აქვთ სხვა ნიშნებთან შედარებით. მათი ენერგოტონუსიც მაღალია და იღბლიანობაც მატულობს. რაც შეეხება მის მთავარ კონკურენტს ოპოზიციური ძალებიდან, ირაკლი ალასანიას, ის მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ არის დაბადებული. 5-ბალიანი სისტემით შეფასებისას, თუ გიგი უგულავას 5 ქულით შევაფასებთ, ირაკლის შემიძლია, დავუწერო 4 ქულა, რადგან მშვილდოსნის ენერგეტიკა არ არის ამ პერიოდში ცუდი, იღბლიანობაც მეტ-ნაკლებად აქვს, ოღონდ, არა იმდენად ნაყოფიერი, როგორიც ლომს. თუმცა, ვერც იმას უარვყოფ, რომ წარმატებების შანსი მას არ გააჩნია. სხვათა შორის, გეტყვით იმასაც, რომ, კონკრეტულად ამ პიროვნებისთვის 30 მაისი უარყოფითი დღეა, ანუ, იღბლიანობა ამის გამო მოიკლებს და შედარებით მეტი წინაღობები შეექმნება სხვადასხვა კუთხითა და ფორმით. კობა დავითაშვილიც ლომია, ამიტომ, მასაც აქვს მეტი შანსი, თუ ის არ შეაფერხა ზვიად ძიძიგურმა. ისინი, ფაქტობრივად, ერთი ჯგუფით გამოდიან და ამიტომ ვამბობ ასე. ზოგადად, ზვიად ძიძიგურისთვის ეს პერიოდი, 5-ბალიანი სისტემით შეგვიძლია, შევაფასოთ 3,5 ქულით. შესაძლოა, ეს ციფრი ავწიოთ ოთხამდეც, რადგან 30 მაისი ზვიადისთვის პოზიტიურია და შანსები მეტ-ნაკლებად სასიკეთო აქვს. მთლიანობაში კი მისი იღბლიანობა 3,5 ქულას არ სცილდება. ზვიად ძიძიგური ზოდიაქოს ნიშნით მორიელია. კობასა და ზვიადის შანსებს თუ გავაერთიანებთ წარმატების კუთხით, მაშინ, შეგვიძლია ორივეს ერთად 4,5 ქულა დავუწეროთ 5-ბალიანი სისტემით. გოგი თოფაძე კი ვერძია. ვერძებისთვის 30 მაისი უარყოფითი დღეა. თუმცა, პერიოდი არის კარგი. მისი ენერგოტონუსი ამ დროს მაღალია, იღბლიანობის შანსი აქვს კარიერული წინსვლის კუთხითაც, მაგრამ, რადგან თავად კონკრეტული დღეა მისთვის მინუსური, ანუ უარყოფითი, ამიტომ, 5-ბალიანი სისტემით, შეგვიძლია, მისი შანსები ამ არჩევნებზე 4,5 ქულით შევაფასოთ. რაც შეეხება კირჩხიბებს, ანუ, ლევან გაჩეჩილაძეს, მისთვის ეს პერიოდი ყველაზე ცუდი და ურთულესია მთელი წლის განმავლობაში. ამ დროს აქტიურდებიან ფარული მტრები, კონკურენტები, იზრდება ჭორების, ინტრიგების, გაუგებრობების ალბათობა. კირჩხიბებისთვის, კიდევ ვიმეორებ, ეს არის ყველაზე ცუდი და გამოუსადეგარი პერიოდი. მათი ხასიათიც იცვლება, ენერგოტონუსიც დაბალია და, ასევე, შეცდომების დაშვების ალბათობაც. ამიტომ, მისთვის ეს პერიოდი ნამდვილად რთულია, რის გამოც, მისი წარმატებების მიღწევის შანსები ამ არჩევნების დღეს მკვეთრად ეცემა.

– როგორც მივხვდი, წინ, საკმაოდ დაძაბული, ვარსკვლავურად მშფოთვარე დღე გველის.

– ეს ნამდვილად ასეა. ჩემთვის რომ ეკითხათ, მე არჩევნებს დავნიშნავდი არა სავსე მთვარიდან ახალ მთვარეობამდე, არამედ, ახალი მთვარიდან სავსემთვარეობამდე პერიოდში, როცა კარგია მნიშვნელოვანი საქმის დაწყება, გადაწყვეტილებების მიღება, არჩევნების ჩატარება და ასე შემდეგ. კოსმიური კანონები გვამცნობენ, რომ რაღაც საქმის ან მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტა ახალი მთვარიდან სავსე მთვარემდე უნდა მოხდეს და შემდგომ, შედეგების მიღება ხდება სავსე მთვარიდან. როგორ შეიძლება სავსე მთვარის პერიოდში რაიმეს დანიშვნა, არჩევნის გაკეთება ან გადაწყვეტილების მიღება?! კოსმოსის ვერდიქტი კი ასეთია: რადგან ეს ქვეყანა არღვევს კოსმიურ კანონებს, ესე იგი ის უნდა დაისაჯოს კიდეც. არ შეიძლება, დაუსრულებლად, შეცდომის შეცდომაზე დაშვება – ამას არც კოსმოსი გვაპატიებს და არც ხალხი, ანუ ჩვეულებრივი ამომრჩეველი.


скачать dle 11.3