კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაში არ აქვს ზომიერების გრძნობა დადუს და დაუკარგავს თუ არა მას თავი საყვარელი მამაკაცის გამო


ყველა ადამიანს ცხოვრების ინდივიდუალური სტილი და პრინციპები აქვს, მათ შორის არის დიზაინერი, დადუც, რომელიც დღეს „თბილისელების“ სტუმარია. როგორც მისგან შევიტყვეთ, იმდენად საინტერესო ცხოვრებით ცხოვრობს, რომ მისი ცხოვრება ეტაპობრივად სხვადასხვა ჟანრის ფილმს წააგავს.


– როგორია დადუს ცხოვრების სტილი?

– ძალიან ჯანმრთელი ცხოვრებით ვცხოვრობ: ვვარჯიშობ, აუზზე დავდივარ, ვსეირნობ და ასე შემდეგ.

– ამ ეტაპზე, როგორც ვიცი, ძალიან დაკავებული ხარ.

– მე და ჩემი მეგობარი, თამარ ჯინჭარაძე, „მასმოდისთვის“ ვემზადებით, რომელსაც აპრილის ბოლოს ვგეგმავთ. ძალიან გრანდიოზულ ღონისძიებას ვაკეთებთ, დაახლოებით 800 კაცამდე სტუმარი გვეყოლება. გავაკეთებთ „ნატვრის ხეებსაც“, რომლის შესახებ მოგვიანებით შეიტყობთ. ძალიან პოზიტიური ღონისძიებაა, მისი მომზადება ძალიან დიდ დროს მოითხოვს და საკმაოდ აქტიური და შრომატევადია. აბსოლუტურად ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ.

– დადუ, ყოველთვის „ფერადი ხარ.“ შენი შინაგანი სამყარო რამდენად არის თანხვედრაში გარეგნულთან?

– ნამდვილად თანხვედრაშია. ხანდახან მეუბნებიან, რომ არაადეკვატურად ვიქცევი, ან ადეკვატურად გამოვიყურები. ასე რომ არ მივუდგე საკუთარ თავს, შეიძლება, რაღაცამ ძალიან დამთრგუნოს. ყველანაირ პრობლემას, თუ შესაძლებელია, იგნორირებას ვუკეთებ, ჩემთვის ვარ. ჯერჯერობით კარგად გამომდის, მერე – ვნახოთ.

– ხშირად გეცვლება ხასიათი?

– სტაბილურად ასეთი ხასიათი მაქვს, განწყობა კი პერიოდულად მეცვლება. ხან დეპრესია მიპყრობს, ხან, უბრალოდ, კარგ ხასიათზე ვარ.

– ამჟამად როგორ ხარ?

– ძალიან კარგად.

– ერთი შეხედვით, საკმაოდ ძლიერი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებ და ნაკლებად წარმოსადგენია, რომ დეპრესიაში ჩავარდე. გამოდის, რომ, დადუს გულის სიღრმეში ნაზი ადამიანი ცხოვრობს.

– ალბათ ასეა. ურთიერთობებში ძალიან ფრთხილი ვარ, ვცდილობ, ადამიანებთან ზომიერი ვიყო, ზედმეტი არ მომივიდეს და რამე არ ვაწყენინო. ამიტომ, თუ ვინმემ მაწყენინა, შეიძლება, ის საერთოდ ვერ მიხვდეს, მაგრამ მისი საქციელი გულს ძალიან მატკენს და ძალიან განვიცდი.

– ვის უფრო მეტად შეუძლია შენი გულის ტკენა ქალს თუ მამაკაცს?

– ამას მნიშვნელობა არ აქვს. თუ ადამიანი მიყვარს, მივიღე ჩემიანად, გავუზიარე საკუთარი თავი, ხასიათი, მდგომარეობა და, საერთოდ, ყველაფერი, მისგან ელემენტარული რამ მეწყინება. ვინც არ მიყვარს, მის აზრს ყურადღებას არ ვაქცევ.

– პრინციპული ხარ?

– ძალიან. ვფიქრობ, პრინციპულობა ძალიან გადამეტებული დოზით მაქვს, რის გამოც ბევრი რამ დავკარგე, რადგან, შეიძლებოდა, ცოტა რბილად მოვქცეულიყავი. მაგრამ, თუ რაღაც მეწყინა, მერე საერთოდ არაფერი აღარ მაინტერესებს და, შემიძლია, ყველაფერზე უარი ვთქვა. შეიძლება, სხვა უფრო პრაქტიკულად მოქცეულიყო ჩემს შემთხვევაში, რაც მე რაღაც მომენტებში არ გამომდის.

– გირჩევნია, გულით იმოქმედო ვიდრე გონებით?

– ასეა გულით ვმოქმედებ, მაგრამ, ზოგ შემთხვევაში ეს, ალბათ, კარგი არ არის, განსაკუთრებით კი – პირად ცხოვრებაში, სადაც აბსოლუტურად შიშველი ემოციები მაქვს. თუ დავარეგულირე ჩემი ემოციები, ან – ჩემი გრძნობა და სიყვარული, მაშინ ეს ის აღარ იქნება, რაც უნდა იყოს და, ამიტომ საერთოდ აღარც არსებობს.

– რეალურად ფიქრობ, რომ შიშველ ემოციებს დარეგულირება არ სჭირდება?

– შეიძლება, სჭირდება, მაგრამ, რაღაცეების პრაგმატულად გათვლა არ შემიძლია. ჩემი ემოციები პირველ პლანზეა წამოწეული, რაც ხშირად ხელს მიშლის.

– ამის გამო არასდროს გინანია?

– არა, არ მინანია, იმიტომ კი არა, რომ შეცდომა არ მომსვლია, არამედ იმის გამო, რომ მაინც ზუსტად ისე ვიცხოვრებდი, როგორც ვიცხოვრე. მუდმივად პროგრესს განვიცდი, თუკი რამე რესურსი მაქვს, ვცდილობ, ყველაფერი განვავითარო. ჯერჯერობით ყველაფერში წინსვლა მაქვს, პირად ცხოვრებაშიც, კარიერაშიც და ასე შემდეგ. რამდენიმე ხნის წინ სერიოზული შეცდომა დავუშვი, მაგრამ, არ მინანია, რადგან მაინც იმავეს გავაკეთებდი. იმ მომენტისთვის ჩავთვალე, რომ ეს უნდა გამეკეთებინა, რადგან საუკეთესო გამოსავალი იყო.

– პირად ცხოვრებას რაც შეეხება, მარტო ხარ?

– დიახ.

– ქალების რომელ კატეგორიას მიეკუთვნები, იმათ, რომლებსაც პირადი ცხოვრება და საყვარელი მამაკაცი კარიერაში ხელს უშლის, თუ – პირიქით?

– თუ გყავს საყვარელი მამაკაცი, რომელიც შენი მეორე ნახევარია, მაშინ, ალბათ, ყველაფერს არეგულირებ. იმ შემთხვევაში, თუ მხოლოდ საყვარელ მამაკაცზეა საუბარი, შეიძლება გიყვარდეს, მაგრამ ის მამაკაცი შენზე ძალიან ცუდად მოქმედებდეს. ამ შემთხვევაში გიწევს არჩევა, გადარჩევა – რა გირჩევნია და რა არა. ახლა მე საქმეებთან მიმართებაში ძალიან აქტიური პერიოდი მაქვს, რაც იმას გულისხმობს, რომ მთელ ჩემს რესურსსა და ენერგიას ამაში ვდებ. ჯერჯერობით ასე ვარ.

– ყოველთვის გრძნობ, როცა ვიღაც თვალებში გიყურებს და ურცხვად ცდილობს შენს მოტყუებას?

– ვერასდროს ვერ ვგრძნობ, როცა ვინმე მატყუებს. ეს, ალბათ, იმიტომ ხდება, რომ ამაზე არც ვფიქრობ. მე არასდროს ვიტყუები, არ მჭირდება. რამდენჯერმე კი მომატყუეს, მაგრამ ამას ძალიან არასერიოზულად შევხედე. მატყუარა ადამიანებს საერთოდ არ აღვიქვამ არაფრად, ამის დრო არ მაქვს.

– რა არის შენი ცხოვრების მთავარი პრინციპი, რომელსაც არასდროს უღალატებ?

– ძალიან ერთგული და სტაბილური ადამიანი ვარ. არასდროს ვუღალატებ მათ ვინც, მიყვარს – ეს გამორიცხულია.

– მაგრამ, ალბათ, არიან განსხვავებული შეხედულების ადამიანები, რომლებიც შენ გღალატობენ.

– ამას ღალატს ვერ დავარქმევ. ალბათ, უფრო გაუგებარ ან შეუთავსებელ ურთიერთობას დავარქმევდი. ჩემთვის ღალატი არ არსებობს, შესაბამისად, არც არასდროს არ უღალატიათ. ჩემი ცხოვრება მთლიანად ფილმია, რომელიც ხან რომანტიზმით არის მოცული, ხან ფსიქორომანტიკულია, ხან კი მძაფრსიუჟეტიანი ან სათავგადასავლო. ძალიან საინტერესო ცხოვრება მაქვს, სულ რაღაც მემართება, ძირითადად, სასიამოვნო მოულოდნელობები.

– როგორც აღნიშნე, შენი ცხოვრება ფილმია. ვინ არის ფილმში დადუ – მსახიობი თუ რეჟისორი?

– მე მსახიობი ვარ. საჭის გარდა არაფრის მართვა არ მიყვარს. მიყვარს, როცა სიტუაციას მივყვები. არასდროს არაფერს ვგეგმავ. ცხოვრება იმდენ საინტერესო მოულოდნელობას მთავაზობს, რომ თავის ნებაზე მივუშვი.

– უფრო კონკრეტულად – კარგი დამკვეთი ხარ თუ კარგი შემსრულებელი?

– კარგი შემსრულებელი ვარ. არ მიყვარს არაფრის მართვა, ვერასდროს ვერ ვიქნები დირექტორი. არ მინდა, ჩემზე ბევრი ადამიანი იყოს დამოკიდებული, თუმცა, რაღაცის მართვა მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში მაინც მიწევს. ჩემთვის შემსრულებლის პოზიცია ბევრად უფრო მისაღებია, ვიდრე დამკვეთის.

– შენი ცხოვრების დევიზი რა არის?

– „ხვალინდელი დღე დღევანდელზე უკეთესი იქნება!“ ძალიან ოპტიმისტი ვარ და ამის საბაბი ნამდვილად მაქვს. ყოველთვის ვიცი, რა მინდა; მაქვს რამდენიმე მიზანი, რომელთაც არანაირი წინააღმდეგობის გამო არასდროს გადავუხვევ.

– სულით მებრძოლი ხარ?

– ძალიან. როცა რამე პრობლემის წინაშე ვდგები, არასდროს ვიბნევი, მომენტალურად მერთვება თვითგადარჩენის ინსტინქტი – ვცდილობ, როგორმე გამოვძვრე სიტუაციიდან. ჩემთვის ყველაზე ცუდი პერიოდია, როცა რამეზე ვმერყეობ და გადაწყვეტილებას ვერ ვიღებ. შეიძლება, ძალიან დავითრგუნო, დეპრესიაში ჩავვარდე, ცუდად ვიყო, მაგრამ, როგორც კი კონკრეტულ გადაწყვეტილებას მივიღებ, მერე რამის შეცვლა უკვე გამორიცხულია.

– რა არის შენი ხასიათის თავისებურება?

– ურთიერთობებში გულწრფელი ვარ. ამ მდგომარეობისთვის რომ მიმეღწია, ძალიან დიდი დრო დამჭირდა. ვგულისხმობ სულიერ მდგომარეობას. ბევრი ვიფიქრე, ბევრი გამოვცადე და იმ სიმშვიდემდე მივედი, რაც მაქვს. ადამიანების მიმართ კეთილგანწყობილი ვარ. არავის ცხოვრებაში არ ვერევი, არავისზე არ ვლაპარაკობ, არ ვჭორაობ.

– რა ფერის სამოსს იცვამ, როცა ცუდ ხასიათზე ხარ?

– კრემისფერს, რადგან ეს ჩემთვის ძალიან ნეიტრალური ფერია.

– როცა ძალიან შეყვარებული ხარ?

– ეგ აღარ მახსოვს. ძალიან შეყვარების მეშინია, ამიტომ, სულ ვცდილობ, რომ ამ ვითარებაში არ აღმოვჩნდე. ყოველთვის „ბლოკირებას“ ვაკეთებ ამაზე.

– „ბლოკირებას“ რატომ?

– ამ მდგომარეობის მეშინია.

– რა ზომამდე შეგიძლია შეყვარება?

– შეყვარება უზომოდ შემიძლია. ზომიერების გრძნობა არაფერში არ მაქვს და სავარაუდოდ, არც სიყვარულში. ამიტომ, ვცდილობ, თავი შევიკავო. ამ ეტაპზე „დაბლოკილი“ და სრულიად მარტო ვარ. როცა ძალიან შეყვარებული ხარ, შეიძლება, არაადეკვატური გახდე, ყველაფერი შეგეცვალოს და საკუთარი თავი ვეღარ აკონტროლო. შეიძლება, სხვები სხვანაირად ფიქრობენ, მაგრამ, ჩემი აზრით, როცა ერთი ადამიანით ხარ მოცული, მონუსხული ხარ და, რაღაც მომენტში, შეიძლება, საკუთარი თავიც დაკარგო. შეიძლება, უმნიშვნელო რამ ძალიან გეწყინოს. როცა არ გიყვარს, ყველაფერს „ფილტრავ“ და სხვანაირად უყურებ.

– ხშირად დაგიკარგავს თავი?

– არა, თავი არასდროს დამიკარგავს, უბრალოდ „ბლოკირებას“ ვუკეთებ, მეშინია, ასე არ მოხდეს.


скачать dle 11.3