კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შეიცვალა რეპერი „ძვალისა“ და ბერა ივანიშვილის ურთიერთობაში და ვისთან ერთად განაგრძობს „ძვალი“ ახალი პროექტის მზადებას


ბოლო დროს, ისევე, როგორც რეპერების უმეტესობას, არც „ძვალს“ გაუნებივრებია თავისი მსმენელი და მაყურებელი ახალი სიმღერებით. მისი შემოქმედებითი პაუზა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა, თუმცა დღეს ახალ პროექტზე მუშაობს. მან ჯერ ბერა ივანიშვილთან ერთად დაიწყო საქმის კეთება, თუმცა, მოგვიანებით გეგმები შეიცვალა და დღეს „თიელთან“ ერთად უმზადებს მსმენელს პროექტს. რა და როგორ იქნება, ამას უკვე ერთად ვნახავთ.


– საკმაოდ დიდი ხანია, არ გამოჩენილხარ მსმენელის წინაშე. რა სიახლეებია შენს შემოქმედებაში?

– ვუკრავ „ბამბაში,“ საღამოებს ვაკეთებთ და სტუდიაში ვამზადებთ სიმღერებს. მე და „თიელმა“ ორი სიმღერა ჩავწერეთ, მაგრამ ჩასაწერი კიდევ ბევრი გვაქვს. ვმუშაობთ და კლუბისთვის შოუებს ვამზადებთ, რაც საინტერესო გამოდის.

– ეს იმას ნიშნავს, რომ რეპერი „ძვალი“ კლუბურ მუსიკაზე გადავიდა?

– სტილი არ შემიცვლია, მაგრამ, ვცდილობ, რაღაც მომენტებში სიახლე შევიტანო.

– იღებს მსმენელი იმ სიახლეს, რომელსაც შენ მათ სთავაზობ?

– სიმართლე გითხრათ, ხუთი წელია, მსმენელთან არ მქონია კავშირი. რომ შევთავაზებ ჩემს სიახლეს, დავაკვირდები და გეტყვით.

– ანუ შენ მათთვის ისეთ რამეს ამზადებ, რაც ხუთი წლის პაუზად ღირდა?

– ვფიქრობ, როცა რაღაცას აკეთებ, ხუთწლიანი პაუზა არც ერთ საქმეში სიკეთის მომტანი არ არის. მიუხედავად ამისა, არ ვფიქრობ, რომ ჩამოვრჩი, რადგან, სულ რაღაცას ვაკეთებ, ვისმენ სიახლეებს და ასე შემდეგ.

– ვიცი, რომ დაოჯახდი. მატება ხომ არ გაქვთ?

– ივლისში ქალიშვილს ველოდებით.

– როგორც ვიცი, ბერა ივანიშვილთან ერთად მუშაობდი ერთ-ერთ პროექტზე. რა ბედი ეწია ამ პროექტს?

– ბერასთან ერთად კი ვმუშაობდი პროექტზე, მაგრამ, სიტუაცია შეიცვალა და საქმეში ერთად აღარ ვართ.

– რატომ?

– რაღაც-რაღაც მიზეზების გამო ასე ვარჩიეთ, მაგრამ, დღემდე კარგი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან და ვმეგობრობთ. უბრალოდ, საქმეში აღარ ვართ ერთად.

– მაინც, რა მოხდა?

– დიდი არაფერი, რადგან მე და ბერა ისევ მეგობრებად დავრჩით. რამე ისეთი რომ მომხდარიყო, აღარც ვიმეგობრებდით. უბრალოდ, ვარჩიეთ, ცალ-ცალკე ვყოფილიყავით. ყველაფერი კარგად არის და ერთმანეთს ძალიან ვგულშემატკივრობთ.

– გქონდათ ერთობლივად ჩაწერილი სიმღერა?

– კი, რაღაცეებს ვაკეთებდით. ბერას სხვა გეგმები აქვს, მე სხვა. ამიტომ ვარჩიეთ დამოუკიდებლად გვემუშავა და ერთმანეთისთვის გვეგულშემატკივრა.

– როგორ ფიქრობ, დღეს საქართველოში რა დონეზეა რეპი?

– საერთოდ, არის რამის დონე, რომ შევადარო? 14 წლის წინ რეპის ჩაწერა რომ დავიწყე, მაშინ, მგონი, მთელი საქართველო მღეროდა, ახლა ნაკლებად. შეიძლება, ვიღაცეები რაღაცეებს აკეთებენ, მაგრამ, ვინც ძალიან მაგრად აკეთებს, ან რამეს გააკეთებს, ის არ ჩანს. ისევე, როგორც ყველაფერს, რეპსაც შრომა უნდა.

– შენთვის რა არის რეპი?

– მე რეპით ვცოცხლობ. როგორც წყალი სწყურია ადამიანს, ისე მინდება მუსიკის მოსმენა. მუსიკა იმდენად არის უკვე ჩემს ცხოვრებაში შემოსული, რომ მის გარეშე ვერ წარმომიდგენია.

– რა ჟანრის სიმღერას არ იმღერებ არასდროს?

– რეპის გარდა საერთოდ არ ვიმღერებდი არაფერს. ეს იმიტომ კი არა, რომ რეპს დიდი სიყვარულის გამო ვერ ვღალატობ, უბრალოდ, ამის კეთება შემიძლია. რაც არ შემიძლია, იმას საერთოდ არ გავაკეთებ. მართალია, ყველა სტილი მომწონს და ყველა სტილს პატივს ვცემ, მაგრამ მე რომ სხვა ჟანრში ვიმღერო, პირველ ყოვლისა, საკუთარი თავისთვის ვიქნები დასაცინი. არც მომღერალი ვარ და არც ვოკალისტი. რეპი ჩემი მუსიკისა და ხელოვნების ტაბუში ჩასმული საგანია, რომელიც ყველაზე ძალიან მიყვარს და მსიამოვნებს მისი კეთება.

– მომღერალი არ ვარო, ახსენე.

– ვოკალისტი ვიგულისხმე. რეპერი არ მღერის, ლაპარაკობს. რეპერი და ვოკალისტი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. როგორ გითხრათ, მაგალითად, მღებავი და „მოტორისტი“ ორივე მუშაა, მაგრამ სხვადასხვა.

– შენი ცხოვრების მთავარი პრინციპი რა არის?

– ადრე ჩემი ცხოვრებაც, პრინციპიც და ყველაფერიც – რეპი იყო, დღეს კი ყოველივე ეს ოჯახმა შეცვალა. სხვა დანარჩენი ნაკლებად მაინტერესებს.

– შენი მეუღლე თუ მღერის?

– არა.

– შენს შემოქმედებას როგორ აფასებს?

– სწორად ავუხსენი და სწორად უსმენს, ამიტომ, მოსწონს.

– პრინციპული ადამიანი ხარ?

– ძალიან პრინციპული ვარ. ბოლო დროს ცოტა დათმობა ვისწავლე, მივხვდი, რომ რაღაც უმნიშვნელო უნდა დათმო. ცხოვრებაში რაღაცეები გადავაფასე.

– გარდა იმისა, რომ პრინციპული ადამიანი ხარ, კიდევ რა თვისებას გამოარჩევ შენს პიროვნებაში?

– ყველაზე მეტად საკუთარი თავის დანახვა მიჭირს. ხშირად მიცდია საკუთარი თავი ისევე დამენახა, როგორც სხვას ვუყურებ და შემეფასებინა, მაგრამ, არასდროს არ გამომდის.

– რატომ?

– ძნელია საკუთარი თავის დანახვა და საკუთარი ქცევების შეფასება.

– კრიტიკული ხარ საკუთარი თავის მიმართ?

– საკუთარი თავის მიმართ რაღაც დონეზე კრიტიკული ვარ, მაგრამ ბოლომდე, მგონი, ვერ გამომდის.

– ფარ-ხმალი ხშირად დაგიყრია?

– არასდროს. რაც არ უნდა მოხდეს, ზუსტად ვიცი, რომ ფარ-ხმალს არასდროს დავყრი. ადამიანი, რომელიც ნებდება და ჩერდება, ვერაფერს ვეღარ აკეთებს. როცა მოძრაობაში ხარ და მოქმედებ, აუცილებლად დაგიფასდება.

– საქართველოდან ბევრი მომღერალი წავიდა სხვადასხვა ქვეყანაში კარიერის გასაგრძელებლად, რადგან აქ, ფაქტობრივად, უმოქმედოდ იყვნენ. შენ არ გქონია მცდელობა, ბედი სხვა ქვეყანაში გეცადა?

– წასვლაზე მიფიქრია. მოსკოვში უნდა წავსულიყავი, მაგრამ, ცოლი მოვიყვანე და გეგმები შევცვალე. ამერიკაშიც მინდოდა წასვლა, ოღონდ, სწავლის გასაგრძელებლად და არა რეპერად. რეპი მე ყველაზე კარგად ქართულად შემიძლია, სხვა ენაზე ვერც წარმომიდგენია და არც მინდა. ჩემი სიამოვნებისთვის ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ.

– გინდა, რომ შენი შვილი რეპერი იყოს?

– არა.

– შენ რა პროფესიის ხარ?

– რამდენიმე პროფესია მაქვს. სტუდიის ხმის რეჟისორი ვარ. ვსწავლობდი საერთაშორისო ეკონომიკურ ფაკულტეტზე. ეს სულ სხვა თემაა ჩემს ცხოვრებაში, რომელიც საერთოდ არ მაინტერესებს.

– კლიპის გადაღება თუ შედის შენს გეგმებში?

– რა თქმა უნდა.

– შენს კლიპშიც ბევრი გოგო იქნება გადაღებული, როგორც სხვა რეპერების ვიდეოებშია?

– არა, სიმღერა საქართველოზეა. „თიელი“ ინგლისურ ენაზე მღერის და მე ვრეპავ. ვფიქრობ, ეს სიმღერა განსაკუთრებით ქართველ ემიგრანტებს მოეწონებათ. ამ სიმღერაზე აუცილებლად კარგ კლიპს გადავიღებთ.

– ისე რატომ არის რეპერების კლიპებში გოგონების ასეთი ჭარბი რაოდენობა?

– ქართველი რეპერების კლიპებში სად ნახეთ ბევრი გოგო?

– თითქმის ყველა რეპერის ვიდეო ამით არის გაჯერებული.

– ეტყობა, სხვა ვერაფერი მოიფიქრეს და იმიტომ. კლიპში გოგონების გადაღება, ალბათ, უფრო სამარიაჟოა და ვიღაცისთვის საყურებლად კარგია, როცა ბევრ გოგონას ხედავს, თუნდაც ცოტა გაშიშვლებულს.


скачать dle 11.3