კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მუქთად მივლინებულები


„თქვენი დიდი ხათრი გვაქვსო, მაგრამ არაო“

მიუხედავად ქართული საერთო მაუწყებლების მიერ გავრცელებული ინფორმაციისა, „სი-ენ-ენმა“ საქართველოს პირველი პირი პოლონეთის ტრაგიკულად დაღუპული პრეზიდენტის მთავარ ჭირისუფლად გამოაცხადაო, სხვადასხვა წყაროს ცნობით, საქართველოში პოლონეთის ელჩმა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას, რომელიც ვარშავაში დაკრძალვის ცერემონიალზე დასასწრებად აპირებდა გამგზავრებას, შემოუთვალა, ნუ შეწუხდებითო, ისედაც ბევრ სტუმარს ველით და თქვენი დაბინავება გაჭირდებაო. მოგვიანებით, პარლამენტის პრესსამსახურის უფროსმა განმარტა, რომ ელჩ ქალბატონს მსგავსი არაფერი უთქვამს და მხოლოდ ის აღინიშნა, რომ უშუალოდ დაკრძალვის ცერემონიალს ყველა მსურველი (თუნდაც ის ქართველი კანონმდებელი იყოს) ვერ დაესწრებაო. ამის მიუხედავადაც, თუ დაკრძალვაზე არ მიუშვებდნენ, სრულიად გაუგებარია, რა ესაქმებოდა ხალხის ამ ჩვენს რჩეულთა ნაკრებს პოლონეთში. თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ მივლინებები, როგორც წესი, ბიუჯეტიდან, ანუ ჩვენ მიერ გადახდილი გადასახადებით ფინანსდება, ვითომ, რა ენაღვლებათ?! მუქთა მაუზერის ტყვიაც კი ტკბილია, არათუ საერთაშორისო მივლინებაში გასეირნება.


скачать dle 11.3