კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პროგნოზგაცუდებულები


„სულ ზემოთ, ზემოთ, მაღლა და მაღლა“

ერთიოდე კვირის წინათ ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, ექსპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირის თავმჯდომარესა და მის მოადგილეს სიტყვა არ ჰქონდათ დამთავრებული, მსოფლიო ბაზარზე ნავთობი ძვირდებაო, რომ ქართველმა მენავთობეებმა საწვავი გააძვირეს. ერთი შეხედვით, შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ბ-ნი ვანო მთვრალაშვილის ბაგეებით ჭეშმარიტებამ იღაღადა (მეტიც, ბ-ნმა ვანომ არც თავისი პროგნოზი დაგვამადლა, ნავთობის ფასი სულ ზემოთ, ზემოთ, მაღლა და მაღლა წავაო), მაგრამ, პროგნოზი გაუცუდდა და გასულ კვირას მსოფლიო ბაზარზე ნავთობი გაიაფდა. წინა შემთხვევისგან განსხვავებით, როდესაც ზემოხსენებულმა კავშირმა ადგილობრივ მესაწვავეებს პირი წინასწარ მოსწმინდა, ნავთობმწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირს საზოგადოებისთვის ეს ინფორმაცია აღარ მიუწოდებია და არც საწვავის გაიაფება უწინასწარმეტყველებია. როგორც წესი, საწვავის ჩვენებური შემომტანები ფასებს მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაძვირებისთანავე ზრდიან (მიუხედავად იმისა, რომ საწვავი, რომელიც ქსელში აქვთ, დაბალ ფასად აქვთ ნაყიდი), ნავთობზე ფასის ვარდნის შემთხვევაში კი საწვავს არ აიაფებენ (ძვირად გვაქვს ნაყიდიო). ხოლო, რაკი ჩვენი სახელმწიფოს მოქმედების პრინციპია: ომში არას მკითხავს სპასალარი (ანუ, თავისუფალ ბაზარზე ფასებს დამოუკიდებელი კომპანიები აწესებენო) და თვით ნავთობმწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა უფლებების დამცველებსაც კი პროგნოზირების ნიჭი მხოლოდ გაძვირებაზე ეხსნებათ, აშკარაა, ამ ჩვენს მესაწვავეებს ბევრი ჰყავს დასაპურებელი, იმიტომ რომ, „მარტო მუშაობენ“.


скачать dle 11.3