კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ყვავილებში დამეკარგე, ყვავილივით მშვენიერი“


„ღვინის საათია, თრობის საათია“

იქით – მტკვარზე – მშვიდობის ხიდი შენდება (თან, როგორ ადგილას – ზედ ევროპული სახლის ცხვირწინ!), აქეთ – გმირთა მოედანზე – ესტაკადა, ამ ყოველივეს მიზანი კი (იმას გარდა, რომ ევროპული საგარეო ვალი დაგვადო) ჩვენი და ევროპის კიდევ უფრო დაახლოებაა. მართალია, პოსტრევოლუციურ გარიჟრაჟზე კრახით დასრულდა ევროპულ დროზე გადასვლა (გემახსოვრებათ, საათები ისე მონდომებით გადავწიეთ, რომ ზამთარში დღის სამ საათზე გვიბნელდებოდა), სამაგიეროდ, მოვინდომეთ და ევროპის მოედანზე ყვავილების საათი გვექნება (ეს ევროპული დედაქალაქების ტრადიციაა და თბილისი რატომ უნდა ჩამორჩენოდა?!). ოღონდ, თუკი ევროპულ დედაქალაქებში ყვავილების საათები, ძირითადად, ფერდობებზეა განთავსებული, რათა გამვლელ-გამომვლელი ყვავილების სიმშვენიერითაც დატკბეს და დროც გაიგოს, ჩვენი ყვავილების საათი ქართული ლოგიკით, ანუ ჰორიზონტალურად განთავსდება. თავისთავად ცხადია, ასეთ პირობებში გამვლელ-გამომვლელებს დროის გაგება არ უწერიათ, თუ, რა თქმა უნდა, პროპელერებს არ დაურიგებენ (იქნებ კიდეც დაგვირიგონ), თუმცა, ყვავილებით მოჩითული მინდვრით ხომ მაინც ისიამოვნებენ?! ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ევროპის მოედანს (სადაც ყვავილების საათი უნდა გაშენდეს) პრეზიდენტის სასახლე ჩამოჰყურებს, ნებისმიერი კანონმორჩილი და ქართულ დემოკრატიაზე აღზრდილი მოქალაქისთვის ისიც სავსებით საკმარისი უნდა იყოს, რომ ყვავილების საათით ის ერთი მაინც ისიამოვნებს!


скачать dle 11.3