კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვარდგაფურჩქნულები


პარლამენტში დამაგდეო!

ქართული პოლიტიკა ის მორევია, რომელშიც, საკმარისია, ერთხელ მოხვდე, რომ მთელი ცხოვრება გარანტირებულად იტივტივო (დაახლოებით, ასე: თბილისში ერთი და იგივე ქალები თხოვდებიან, მთავარია, წრეში ერთხელ მოხვდეო). შესაბამისად, მართალია, ბ-ნი ირაკლი ქავთარაძე ქვეყნის პოლიტიკურ ასპარეზზე არცთუ მხცოვან (31 წლის) ასაკში, 2004 წელს, გამოვიდა, მაგრამ, ჩვეულებისამებრ, საკმაოდ არაპოლიტიკური წარსულიდან (იყო პროგრამების ანალიტიკოსი, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ფინანსური დირექტორი, გაეროს განვითარების პროგრამის ანალიტიკოსი). თუმცა, აგერ უკვე მეორე მოწვევის პარლამენტში ეწევა კანონშემოქმედებით საქმიანობას, ოღონდ, რაღა ეწევა, ეწეოდა, რამეთუ, ბ-ნი ქავთარაძე საქართველოს სრულუფლებიან ელჩად ინიშნება ამ ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანში. აქედან გამომდინარე, საკანონმდებლო ორგანოში მისი ადგილიც გათავისუფლდა და თანამდებობაც (არც მეტი, არც ნაკლები, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტი). მოარული ხმებით, ამ თანამდებობისთვის ბ-ნი ხაბაზი ემზადება (თუ ამზადებენ). ამ უკანასკნელის ბიოგრაფია კი, მართლაც, შთამბეჭდავია: კერძოდ, მას ჯერ კიდევ „გეპეიში“ აქვს მიღებული, ოღონდ, არასრული უმაღლესი განათლება. ამის შემდეგ, 2004 წელს, პირდაპირ გახდა საქართელოს მეექვსე მოწვევის პარლამენტის წევრი (ბ-ნი ხაბაზისთვის გაფურჩქნულა, თუ გაფურჩქნულა რევოლუციური ვარდი!) და, როგორც იტყვიან, „აგორდა ჭური თვითმოძრავი“: იმავე წელს აჭარის დროებითი საპრეზიდენტო მართლწესრიგისა და კანონიერების კომიტეტის თავმჯდომარეც გახდა და აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პოსტიც მოირგო. 2005 წელს კვლავ საკანონმდებლო ორგანოს დაუბრუნდა (შიგადაშიგ სხვა მაღალ-მაღალი თანამდებობებიც მოიარა) და მას შემდეგ იქაა (ბ-ნი ქავთარაძის არ იყოს, აგერ უკვე, მეორე მოწვევის პარლამენტის წევრია), სულ მალე კი, შესაძლოა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეობასაც გამოჰკრას ხელი. აქედან, დასკვნა: „ბედი მომეც, პარლამენტში დამაგდეო!“


скачать dle 11.3