კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჩაყოლილები


მგლის შესაჭმელი „ყვავები“

შესაძლოა, იმიტომ, რომ არავისზე ნაკლები „თხა“ არ არის, „ჯეოსელმაც“ იკადრა და კონკურენტი „მაგთის“ მსგავსად, ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა (საცაა, კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ ამ ჩვენს მობილური ოპერატორების მიერ დაწესებულ მაღალ ტარიფებს წირვა უნდა გამოუყვანოს). ჰოდა, რაკი „მაგთის“ აბონენტებს ქსელის შიგნით 5-თეთრიანი ტარიფის არჩევა შეუძლიათ (ერთი ისაა, რომ თითოეული ზარის წამოწყების ღირებულება 10 თეთრია, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ჩვენი ფიჭური კავშირგაბმულობის გაყვავებულ-აყვავებული ოპერატორებისთვის კაკლების გაგდებინებაც საქმეა!), ამიერიდან დაახლოებით მსგავსი სერვისით (რასაკვირველია, ქსელის შიგნით) „ლაი-ლაის“ აბონენტებიც ისარგებლებენ. ეს სასიხარულო ამბავი აბონენტებს „ჯეოსელმა“ სარეკლამო რგოლით ამცნო, ოღონდ, ბუნებრივია, იქვე არ დააკონკრეტა, რომ ეს სერვისი ფასიანია (დღეში 20 თეთრი დაგიჯდებათ), რითაც კიდევ ერთხელ დაგვიდასტურეს, რომ „ყვავობას“ ვერ ეშვებიან (ან კი რატომ უნდა შეეშვან, როდესაც აყვავებულები არიან?!). მეორე მხრივ, გასულ კვირასვე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ბ-ნი დარჩიაშვილი, ახალი საკანონმდებლო ინიციატივით გამოვიდა, კერძოდ, შემოვიღოთ ტერმინი „შეცდომაში შემყვანი რეკლამა“-ო. როგორც ჩანს, ამ უკანასკნელსაც შეუმჩნევია, რომ რეკლამის დამკვეთ-შემქმნელს განზრახ შეჰყავს ხოლმე შეცდომაში მომხმარებელი (მაგალითად, „პოპულის“ პოპ-არტბარათების რეკლამა ტელევიზიით ინტენსიურად გადიოდა, „პოპულის“ მაღაზიებში კი ამ პოპ-არტბარათებს ისევე ვერ იხილავდით, როგორც ახლა – საკუთარ ყურებს). ინიციატივა საშური და სასარგებლოა, თუმცა, ერთი რამ მაინცაა გულდასაწყვეტი: ის ჩვენი კანონმდებლების თავში კი არ მომწიფებულა, არამედ მთლად ზემოდან მოსულა – „აღნიშნული ცვლილებები განისაზღვრება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ შეცდომაში შემყვანი რეკლამების რეგულირებისა და ადმინისტრაციული უზრუნველყოფის შესახებ დირექტივების შესაბამისად“.


скачать dle 11.3