კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მწვანე კუთხე


კითხვა: შესაძლებელია თუ არა სხვადასხვა სახის კალანჰოე ერთნაირ პირობებში გავზარდოთ და როგორი პირობები სჭირდება მას?

პასუხი: მიუხედავად იმისა, რომ კალანჰოეს სახეობები ვიზუალურად ერთმანეთისგან განსხვავდება, ყველას მოვლის ერთნაირი პირობები სჭირდება. ამ მცენარეს მოსწონს განათებული ადგილი, რაც უფრო ბუსუსიანია, მით მეტი სინათლე სჭირდება. არ უყვარს ხშირი მორწყვა. ზამთარში კი ძალიან იშვიათად ირწყვება. მოსწონს ოთახის ტემპერატურა და იტანს ზამთრის სიგრილესაც. ყვავილობის შემდეგ, დამჭკნარი ყვავილები აუცილებლად მოაცილეთ, რომ მცენარე არ დალპეს. გაზაფხულზე ნიადაგი რამდენიმე კვირაში ერთხელ მორწყეთ ბალანსირებული თხევადი სასუქით.

კითხვა: რა ტემპერატურაზე ვამყოფო სპატიფილუმი და სად მირჩევთ მის დადგმას?

პასუხი: ზამთარში სპატიფილუმი იტანს მინიმუმ 16 გრადუსს. მისთვის ნორმალურია 18-24 გრადუსი. ზაფხულში მოარიდეთ სიცხეს და შეარჩიეთ ისეთი გარემო, სადაც მზე ნაკლებად მოხვდება. ამ მცენარისთვის საუკეთესო ადგილი სამზარეულო და საძინებელია. ზამთარში სინათლეზე დადგით.

კითხვა: ფინიკის პალმა თუ იტანს სიცივეს და რას მირჩევთ, როგორ მოვუარო მას ოთახის პირობებში?

პასუხი: ეს მცენარე კარგად იტანს სიგრილეს, თითქმის ნულოვან ტემპერატურასაც კი უძლებს, ოღონდ ზამთარში სიმშრალე უყვარს. მას გამძლე ფოთლები აქვს და ვერც მცხუნვარე მზე დააკლებს რამეს. ეცადეთ, ფინიკის პალმა კარგად განათებულ ადგილას დადგათ. მართალია, მცენარე გრილ ზამთარს იტანს, მაგრამ ოთახის ნორმალური ტემპერატურა – 18-24 გრადუსი უფრო მოსწონს. ზამთარში ამ მცენარის მიწა მხოლოდ ტენიანი უნდა იყოს, ახლა კი შედარებით ხშირად უნდა მორწყათ. თუ ზამთრის ბაღი გაქვთ, უმჯობესია, ფინიკის პალმა ასეთ ადგილას გაახაროთ.

კითხვა: ხომ არ ავნებს ტილანზიას ფოთლებს მცხუნვარე მზე და რამდენ ხანში ერთხელ სჭირდება მას მორწყვა?

პასუხი: ეს მცენარე კაშკაშა სინათლეზე იზრდება, მაგრამ არ მოსწონს მწველი მზე. ამიტომ, მცხუნვარე მზეს მოარიდეთ, რომ ფოთლები არ დაეწვას. ზედმეტი წყალი ტილანზიას სიკვდილს იწვევს. მისთვის აუცილებელია კარგად დრენაჟირებული ნიადაგი. მცენარეს რეგულარულად დაუნამეთ ფოთლები, რადგან წყალსა და სასუქს ფოთლებით შეიწოვს. ამ პერიოდიდან შეგიძლიათ, მეტი წყალი დაასხათ, რადგან ტემპერატურა იმატებს. ზაფხულში ან ხშირად დანამეთ, მიწა წყლით რომ გაიჟღინთოს, ან თუ ნიადაგი მშრალია, რბილ წყალში ჩაუშვით და შემდეგ კარგად დაწრიტეთ. ზამთრის სეზონზე, რა თქმა უნდა, იშვიათად სჭირდება მცენარეს მორწყვა.


скачать dle 11.3