კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა კავშირშია სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარის – დემირჭიანის მკვლელობა კობა ამირხანაშვილის იარაღთან


ახლა უკვე ექს-დეპუტატი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი კობა ამირხანაშვილი ძველებურად შესაშურ ფორმაშია. არც იუმორის მიმართ არის მწყრალად, რადგან, მიაჩნია, რომ იუმორი ადამიანს აკეთილშობილებს.


– იუმორს ჩემს ცხოვრებაში, ცოლის შემდეგ, მეორე ადგილი უჭირავს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ იუმორი ბევრი ნიშან-თვისებით ახასიათებს ადამიანს. თუ იუმორის გრძნობა აქვს, კარგად უგებს სხვას და თავადაც უყვარს ხუმრობა, დამერწმუნეთ, ის ნამდვილად კარგი ადამიანი იქნება.

– გინდათ, თქვათ, რომ იუმორი აკეთილშობილებს ადამიანს?

– იუმორს კეთილი და უბოროტო ადამიანები იყენებენ ხშირად. ახლა ცუდი პერიოდია, ჭირს ცხოვრება, ამიტომ, ბევრს აღარ ეცინება და ვერც გაამტყუნებ. ზოგი კი პირიქითაა. თუ ადამიანს პრობლემას იუმორში გადაუტან, ამით მას, სხვა თუ არაფერი, ტკივილს შეუმსუბუქებ, რაც ურიგო არაა. საწყალი დედაჩემი, ცუდად რომ იყო და მხედველობა საგრძნობლად გაუუარესდა, შემომჩიოდა – რა ვქნა, ვერ ვხედავო. მეც ვპასუხობდი: დედა, ისეა ცხოვრება არეული, რაც ნაკლებს დაინახავ და გაიგებ, შენთვის უკეთესი იქნება-მეთქი. ავადმყოფობის მიუხედავად, ვამხნევებდი და ვაცინებდი.

კურიოზების მეტი რა მომხდარა ჩემს ცხოვრებაში! ერთ მაგალითს გეტყვით: ორი შვილის მამა გახლავართ. ჩემმა ბიჭებმა ადრეულ ასაკში დაიწყეს ქალებში სიარული. ჩვენი სახლის გვერდით საუნა იყო და იქ დადიოდნენ ხშირად. ამიტომ, ჩემი შემოსავალი საუნაში დროსტარებას ხმარდებოდა. მეუბნებოდნენ, მამა, შენ დროს ეს საქმე უფასოდ იყო და ახლა შედი ჩვენ მდგომარეობაში და არ დაგვჩაგროო. მეც უსიტყვოდ ვემორჩილებოდი, რადგან ბიჭს თავიდანვე უნდა მისცე კაცური მიმართულება (იცინის). ერთ მშვენიერ დღესაც, მოვიდნენ ჩემთან – მამა, მაგარი ქალები ჩამოვიდნენ უკრაინიდან. იმათთან ჯერ პარლამენტარებიც კი არ მისულანო. როგორც ჩანს, ამ უკანასკნელებს პირველ ჯერზე ერგებოდათ ქალები. მე ვუთხარი, აღარ მაქვს, შვილებო, ფული, დამეხსენით-მეთქი. აბა, რა ვქნათო? – მკითხეს შეწუხებულებმა. რა და, ცოტა ხელი შემაშველეთ-მეთქი, – ვუთხარი გამწარებულმა. ეს ამბავი გივი სიხარულიძეს მოუყოლია ახლობლის ქორწილში და, ვინც კი მხვდებოდა, ყველა მეუბნებოდა – მოგვიყევი, როგორ სთხოვე ბიჭებს ხელის შეშველებაო?!

– ჩვენი მკითხველისთვის ინტერესმოკლებული არ იქნება თქვენი საპარლამენტო კურიოზები...

– მახსოვს, საპარლამენტო დელეგაცია, რომლის ხელმძღვანელი ვახტანგ რჩეულიშვილი გახლდათ, საბერძნეთში იყო წასული. მას ზოგიერთი ჩემი კოლეგა ახლდა, მე კი ორი დღის მერე წავყევი ზურაბ ჟვანიას საბერძნეთში. მაღალი დონის შეხვედრები იყო დანიშნული. იქ, რა თქმა უნდა, პარლამენტარებსაც შევხვდი. პაპანაქება სიცხე იყო, ისეთი, რომ ხალხი სულს ძლივს ითქვამდა. იქვე ახლოს იყო „ბასეინი“ და მასში ვგრილდებოდით ხოლმე. მე თადარიგი დავიჭირე და 5-დოლარიანი საცურაო კოსტიუმი ვიყიდე. რჩეულიშვილი, ეგრეთ წოდებული ტუი, მეკითხება, სად იყიდე ეგ საცურაო კოსტიუმიო. მეც მივასწავლე ისეთი ადგილი, სადაც ყველაზე ძვირიანი საქონელი იყიდებოდა და ზუსტად ჩემნაირ საცურაო კოსტიუმში 200 დოლარი გადაიხადა. მოგვიანებით, როცა გაიგო, რომ მე მხოლოდ 5 დოლარი მქონდა გადახდილი იმავე კოსტიუმში, ძალიან გაცხარდა. მას მერე მისი ყბიდან ვერ ამოვედი, სულ მაძახებდა, როგორ ტყუილად გადამაყრევინე ფულიო. ახლა ერთ ისტორიას გიგი წერეთელზე მოგიყვებით: მეხიკოში ვიყავით მივლინებით მე, გიგი და კიდევ ერთი ჩვენი მეგობარი. მანქანაში გველოდება მასპინძელი, რომელსაც უნდა ავეყვანეთ აცტეკების პირამიდაზე. მანამდე კი დავდივართ მაღაზიებში მე და გიგი და ხათუნა გოგორიშვილისთვის ვარჩევთ საჩუქარს. მე ვუთხარი გიგის: აბა, დაფიქრდი, ხათუნა გასათხოვარი ქალია და ისეთი რამ უყიდე, რომ, თან ესიამოვნოს და თან გამოადგესო. დავდივართ და ვარჩევთ ვულკანური ქანებისგან წარმონაქმნ ნივთებს. მიხვდით, ალბათ, რასაც ვგულისხმობ (იცინის). ბევრი ვიხალისეთ. მერე გიგის მოეხათრა და დიდი, გაშლილი საინი უყიდა ხათუნას. წამოვედით დაღლილები. ავედით აცტეკების პირამიდაზე, სადაც გიგის მადა აღეძრა, ანუ, მოშივდა. დავინახეთ დიდი კაქტუსის ხეები, რომელსაც, თურმე, გემრიელი ნაყოფი აქვს, მინდოდა მისი მოწყვეტა, მაგრამ ამიკრძალეს, ხელებს დაგისუსხავს, ისეთი წიწვოვანიაო. მე გავითვალისწინე რჩევა, მაგრამ გიგის არ გაუგონია. მოგვიახლოვდა ცოტა ხანში გიგი, და, კაქტუსები, რომ დაინახა გაუფართოვდა თვალები – რა კარგი რამეაო. დავუშალე, ხელი არ ახლო, მაგრად დაგსუსხავს-მეთქი. გიგიმ იფიქრა, რომ არ მემეტებოდა კაქტუსის ნაყოფი. უცებ ახტა და მოგლიჯა ის ხიდან. ერთი კი დაიღრიალა – ვაიმე დედაო – და ერთი კვირა სულ ასე კვნესოდა. შეერჭო მისი „წიწვები“, როგორც ნემსები. ხელი საშინლად დაუსივდა. პანიკაში ჩავარდა გიგი, ეგონა, სიმსივნე გამომივიდა და ვკვდებიო. ისეთ დღეში იყო საწყალი, ჭამა კი არა, თავიც აღარ გვახსოვდა. ცხადია, ახლა ვხუმრობ, თორემ, მაშინ აუტანელ დღეში ვიყავით.

– ბატონო კობა, როგორც ვიცი, პარლამენტში იარაღის ტარების გამო ბევრს თავსატეხი გაუჩინეთ...

– დიახ, მართლაც ასე იყო, სულ იარაღით დავდიოდი. მიყვარდა ტარება და რა მექნა! იმ პერიოდში სომხეთში ცუდი ინციდენტი მოხდა: პარლამენტის შენობაში იარაღიანი ხალხი შეცვივდა, პარლამენტის თავმჯდომარე, დემირჭიანი მოკლეს. მას მერე აქაც შეეშინდათ და აკრძალეს პარლამენტში იარაღის შეტანა. ერთ დღესაც, პარლამენტის დაცვა შეეცადა, ჩემთვის იარაღის ჩამორთმევას. რა თქმა უნდა, არ დავემორჩილე. ატყდა ერთი ამბავი, ამირხანაშვილი არ გვაბარებს იარაღსო. მეც ავუხსენი, რომ ჩამორთმევამდე საჭირო იყო შემდეგი პირობების დაცვა, კერძოდ, სპეციალური სეიფის ყიდვა, სადაც შეინახავდნენ ჩემს იარაღს. წავიდნენ, იყიდეს სეიფი, მერე მოვითხოვე, ისეთი სეიფი უნდა ნახოთ, რომ ორი გასაღებით დაიკეტოს-მეთქი. წავიდნენ და ძლივს იშოვეს ორგასაღებიანი სეიფი. მე გზადაგზა მოთხოვნებს ვამკაცრებდი. მათ ვუბრძანე, რომ ეს სეიფი სპეციალურ ოთახში უნდა იყოს განთავსებული-მეთქი. მართლაც, იარაღის შესანახად გამოყვეს ცალკე ოთახი. ეს პროცესი თვეების განმავლობაში გრძელდებოდა, სანამ ჯვარს არ ვაცვი სამთავრობო დაცვა. ბოლოს ყველა სტანდარტის დაცვით მოაგვარეს ეს ამბავი. მე, როგორც პარლამენტის წევრს, ყველა შესასვლელიდან შემეძლო შესვლა. გვერდითა შესასვლელიდან იარაღის ჩაბარებას არ მთხოვდნენ. მეც, მეტი რა მინდოდა, ცენტრალური შესასვლელიდან არ შევდიოდი, რომ იარაღის ჩაბარება არ დამჭირვებოდა. მერე მთხოვეს, შენი ჭირიმე, აქედან იარეო. ერთ დღეს ჩავაბარე იარაღი და ამოისუნთქეს ამის გამო. გავიდა გარკვეული პერიოდი, ისე მოხდა, რომ ერთხელ კონფლიქტი მომივიდა და 20 კაცი მომცვივდა იქვე საჩხუბრად, მე კი ერთი ვიყავი. რომ მომიახლოვდნენ, დავაძრე ჩემი იარაღი – აბა ვინმე მომეკაროს-მეთქი, დავაშინე ის ხალხი. ატყდა ერთი ამბავი, როგორ შევიდა კობა პარლამენტში იარაღითო. არადა, ნახეს, რომ იარაღი ჩაბარებული მაქვს. მერე დავცინე მათ თქვე მართლა გოიმებო, როგორ ვერ მიხვდით, რომ ერთს ვაბარებდი და მეორე იარაღით შემოვდიოდი-მეთქი. ასეთი ოინები მოვაწყვე პარლამენტში.

– საქართველოს ყველა კუთხე თავისი დამახასიათებელი იუმორით გამოირჩევა, თქვენ რომელი კუთხის იუმორი მოგწონთ ყველაზე მეტად?

– ყველა კუთხეს პატივს ვცემ, მაგრამ კახურ ანეკდოტს არაფერი შეედრება. კახელებზე რასაც ამბობენ, ეს მოგონილი კი არ გეგონოთ, სიმართლეა, ცხოვრებისეული ამბებია გადმოცემული. კახელისთვის უთქვამს ვიღაცას, მეზობლის ქალს ხელს ნუ ახლებ, ეგეც შინაურიაო. კახელს უპასუხია თქვე მართლა სულელებო, ამდენი ხანია ჩემს ცოლს „ვჟიმავ“ და მაგაზე შინაური ვინღა უნდა იყოსო. თამაზ დაუშვილი იყო კრწანისის რაიონის დეპუტატი. იქ უსინათლოთა დასახლება იყო და მას ძირითადად ასეთმა კონტინგენტმა მისცა ხმა. კიბესთან იდგნენ ვოვა ქარსელაძე, კახა ჩიტაია და დემურ გადელია. სამივეს მხედველობის პრობლემა ჰქონდა, ზოგს თვალი გაურბოდა, ზოგს მხედველობა ჰქონდა დაქვეითებული. ამ დროს ვიღაცამ დაუძახა რას აკეთებ თამაზო. ჩემს ამომრჩევლებს ვხვდებიო, – უპასუხა. ერთხელ პარლამენტარები მოსკოვის „დუმის“ დეპუტატებს ვეთამაშებით ფეხბურთს. დედა შვილს არ აიყვანს, ისეთ დღეში ვართ! სამით ერთს ვაგებდით, მე რომ შევედი მოედანზე. მანუჩარ მაჩაიძეს ორი ბურთი გავატანინე და ოთხით სამი მოვიგეთ. ჩანაწერი მაქვს, არ ვტრაბახობ, ნამდვილად ასე იყო. კახა ჩიტაიაც შემოვიდა სათამაშოდ, რომელიც, მოგეხსენებათ, ელამია. ის პასს არ მაწვდიდა და ამის გამო ვუსაყვედურე. კახამ მიპასუხა – ვერ დაგინახეო. 360 გრადუსით ატრიალებ მაგ თვალებს და მე როგორ ვერ დამინახე-მეთქი, ვეხუმრე. სხვათა შორის, კარგად ესმის კახას იუმორი და არ სწყენია, რა თქმა უნდა.

– ინტერვიუს დასასრულს, ანეკდოტის ჯერია...

– ორი სომეხი დანიძლავდა, მოდი, ჩავყვინთოთ წყალში, რომელიც ადრე ამოყოფს თავს, იმან რესტორანი იკისროსო. ორივე დაიხრჩო. ისეთი „კრიჟანები“ იყვნენ, რომ სხვა ფინალი არც შეიძლებოდა, ჰქონოდა მათ ამბავს. ბოლოს, სვანებსაც მივხედოთ: სვანი ინტერნეტში შევიდა და დაიკარგა (იცინის)...


скачать dle 11.3