კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა განსაკუთრებული საქმიანობისთვის დააჯილდოვეს ქართველი მზვერავი ლენინის ორდენით

გაუჩინარება

გასული საუკუნის 50-იან წლებში, კორეის ნახევარკუნძულზე გაჩაღებული ომის შემდეგ, რასაც კორეის სახელმწიფოს ორად გაყოფა მოჰყვა, კომუნისტური ჩრდილოეთ კორეა მჭიდროდ  დაუკავშირდა საბჭოთა კავშირს და უამრავი ურთიერთსათანამშრომლო ხელშეკრულება გააფორმა მასთან. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ხელშეკრულებებში სამხედრო ურთიერთთანამშრომლობის პაქტი იყო და კორეელი სამხედროების მომზადება საუკეთესო საბჭოთა სასწავლებლებში ხორციელდებოდა.

გასული საუკუნის 50-იან წლებში, კორეის ნახევარკუნძულზე გაჩაღებული ომის შემდეგ, რასაც კორეის სახელმწიფოს ორად გაყოფა მოჰყვა, კომუნისტური ჩრდილოეთ კორეა მჭიდროდ დაუკავშირდა საბჭოთა კავშირს და უამრავი ურთიერთსათანამშრომლო ხელშეკრულება გააფორმა მასთან. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ხელშეკრულებებში სამხედრო ურთიერთთანამშრომლობის პაქტი იყო და კორეელი სამხედროების მომზადება საუკეთესო საბჭოთა სასწავლებლებში ხორციელდებოდა.

გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში ჩრდილოეთ კორეა მოწინავე ტექნოლოგიებისა და უძლიერესი სამხედრო პოტენციალის სახელმწიფო იყო. ამიტომ, ინტერესი კომუნისტური კორეის მიმართ სხვა სახელმწიფოების დაზვერვის მხრიდან გააქტიურდა და აქედან გამომდინარე, ჩრდილოკორეული დაზვერვა ზედატვირთვით მუშაობდა.

1980 წლის 1 მაისს ქალაქ ფხენიანის მთავარ მოედანზე გამართული სახალხო დემონსტრაციის შემდეგ, რომელსაც სამხედრო აღლუმი მოჰყვა, საბჭოთა მოქალაქე, 39 წლის პავლე როგოვი გაუჩინარდა. როგოვი ოფიციალურად საბჭოთა საელჩოს სავაჭრო წარმომადგენელი იყო და არა მარტო კომუნისტური კორეის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა თავისუფლად, არამედ სხვა აზიურ ქვეყნებში და, მათ შორის, სამხრეთ კორეაშიც უწევდა მოგზაურობა. პავლე როგოვი სინამდვილეში ნოდარ ჩხეიძე იყო, „კაგებეს“ მაიორი, ბრწყინვალე საბჭოთა მზვერავი, რომელიც სახელმწიფო დავალებას ასრულებდა და ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პოტენციალზე აგროვებდა ინფორმაციებს.

აზიური მონსტრი

საბჭოთა კავშირმა უტყუარი ინფორმაცია მიიღო იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ კორეა ატომური იარაღის შექმნაზე მუშაობდა და, კომუნისტური ძმობის მიუხედავად, ყველანაირად ცდილობდა, ხელი შეეშლა კორეისთვის ამ საქმიანობაში.

– ჩრდილოეთ კორეამ თუ ატომური ბომბი გააკეთა, ის აზიურ მონსტრად გადაიქცევა და დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას დაიწყებს. ეს კი ჩვენ არანაირად არ გვაწყობს. ასეთი რამ უკვე გააკეთა ჩინეთმა და ამის შედეგებს ახლაც ვიმკით, – ხშირად იმეორებდა ხოლმე „კაგებეს“ მაშინდელი შეფი იური ანდროპოვი. მაიორი ნოდარ ჩხეიძე სწორედ მისი პირადი დავალებით მოქმედებდა ჩრდილოეთ კორეაში.

საბჭოთა მზვერავის გაუჩინარება 1 მაისს, საღამოს 18 საათზე გახდა ცნობილი. იმ დროს ფხენიანის საბჭოთა საელჩოში საპირველმაისო ბანკეტი იმართებოდა და პავლე როგოვი იქ არ გამოჩენილა. დაკარგული საბჭოელის ძებნა იმავე წუთს დაიწყეს და ოფიციალური შეტყობინების შემდეგ, საქმეში ჩრდილოკორეული უშიშროებაც ჩაერთო. მათ საქმეს ენერგიულად მოჰკიდეს ხელი, თუმცა, სამდღიანი ძებნის შემდეგ გამოაცხადეს, რომ როგოვი მათ ტერიტორიაზე არ იმყოფებოდა. ჩრდილოკორეული დაზვერვის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, გიმუნ-გიმუნმა „კაგებეს“ გენერალ ვიტალი მიშკინს განუცხადა:

– ვწუხვარ, ამხანაგო გენერალო, მაგრამ თქვენი დიპლომატი ვერსად აღმოვაჩინეთ. სავარაუდოდ, ის ან მტრებთან გაიქცა ან მოიტაცეს.

ოპერაცია „აზიური ციტადელი“

„კაგებეს“ ხელმძღვანელობამ მშვენივრად იცოდა, რომ მაიორი ჩხეიძე არსად გამქცევი არ იყო და ისიც ზუსტად დადგინდა, რომ საბჭოთა მზვერავი მტრული ქვეყნის დაზვერვას არ გაუტაცია. ლუბიანკის მესვეურები დარწმუნებულები იყვნენ, რომ მაიორი თავად ჩრდილოკორეელებმა გაიტაცეს. მიზეზი კი ის იყო, რომ საბჭოთა მზვერავისგან მისი საიდუმლო მისიის შესახებ გაეგოთ ინფორმაცია. ანდროპოვს, რა თქმა უნდა, შეეძლო, დაჟინებით მოეთხოვა მაიორის დაბრუნება, მაგრამ, ჩრდილოკორეელები ასეთ შემთხვევაში მას გააქრობდნენ. ამიტომ საბჭოთა მხარემ ფარული მოქმედება არჩია. სულ მალე „კაგებემ“ შეიტყო, რომ მაიორი ჩხეიძე ფხენიანის საიდუმლო ციხე „კოკორში“ ჰყავდათ გამომწყვდეული. ეს საპყრობილე განსაკუთრებული პატიმრებისთვის იყო განკუთვნილი და მიუდგომლად ითვლებოდა. მაგრამ ანდროპოვმა თავის უწყებას მკაცრად მოსთხოვა მზვერავის დაბრუნება და გენერალ შლიმოვის უწყებაში ნოდარ ჩხეიძის გამოხსნის ოპერაცია დამუშავდა, რომელსაც „აზიური ციტადელი“ უწოდეს.

საიდუმლო ციხის მიუდგომლობის მიუხედავად, მიწისქვეშა შენობაში საბჭოთა უშიშროების სპეცჯგუფი სავენტილაციო სისტემიდან შევიდა და ოთხკილომეტრიანი გზა გაიარა. შემდეგ ორად გაიყვნენ: ექვსკაციანი ჯგუფი დაზღვევაზე დადგა, ოთხნი კი ჩხეიძის საკნისკენ გაემართნენ და, მას შემდეგ, რაც თორმეტი ადამიანი დახოცეს მაყუჩიანი იარაღებით, საკნიდან საშინლად ნაწამები, ცოცხალ-მკვდარი ნოდარ ჩხეიძე გამოიყვანეს.

იმავე დღეს ჩხეიძე მოსკოვში ჩაიყვანეს და საავადმყოფოში დააწვინეს, მოგვიანებით კი მას ლენინის ორდენი გადასცეს. ორი დღის შემდეგ მეორე სპეცრაზმმა ჩრდილო კორეის გასაიდუმლოებული სამხედრო ობიექტი ააფეთქა და მოძმე სახელმწიფო 20 წლით შეაფერხა ატომური ტექნოლოგიების შექმნაში...


скачать dle 11.3