კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელ ქვეყანაში უძღვნიდნენ ძაღლების ბრძოლას ქორწინებას და რატომ მოსავდნენ მათ ლითონის ჯავშნით

ძაღლი ადამიანის არა მარტო საიმედო თანამგზავრი და ერთგული მეგობარია, არამედ მისი მრავალმხრივი მეკავშირეც. მის ჯიშთა გალერეაში გამოირჩევა: ძაღლი-მონადირე, ძაღლი-მებრძოლი, ძაღლი-მკურნალი, ძაღლი-სპორტსმენი, მესაზღვრე, მცველი, პოლიციელი და სხვა. თუ რას უკავშირდება ძაღლთა ორთაბრძოლების ტრადიცია, საქართველოს ცხოველთა დაცვის და ჯიშიანი ძაღლების მოყვარულთა საზოგადოების თავმჯდომარე, ექსპერტ-კინოლოგი, ბექა მეტრეველი მოგითხრობთ: ადამიანი ოდითგანვე დაინტერესებული იყო ნადირობით. მისი პირველი დანიშნულების გარდა, ნადირობა არისტოკრატთა გართობის საუკეთესო საშუალებად ითვლებოდა. ეს გარკვეულწილად რაინდული თამაში  პრესტიჟის საქმედ იყო ქცეული და ნანადირევი პირუტყვის თავი საგანგებო მონაპოვრად მიაჩნდათ. ნადირობისას ძაღლები დათვს კვალში მისდევდნენ, მონადირეებს თავიანთ ადგილსამყოფელს ყეფით ატყობინებდნენ, დათვის შეფერხებას ცდილობდნენ და მონადირის მისვლამდე ამ მიზნით ესხმოდნენ თავს.

– ბრძოლა სახიფათო არ იყო ძაღლებისთვის?

– ბრძოლა სახიფათო იყო და მრავალი ძაღლი ეწირებოდა. ამიტომ ადამიანები მებრძოლი ძაღლებისთვის ამზადებდნენ რამდენიმეშრიან სპეციალურ კორსეტს, რომლის შიგნით ვეშაპის ულვაშს ამაგრებდნენ, ხოლო ზემოდან ხშირად ლითონის ჯავშნით ან ფოლადის ფირფიტით ფარავდნენ. დროთა განმავლობაში სელექციის შედეგად ძაღლის განსაკუთრებული ჯიში გამოიყვანეს, რომლის მონაცემები ამ სახის ბრძოლებს იდეალურად ეთავსებოდა: ეს კომპაქტური, დაბალი, დაკუნთული, შეუპოვარი და უშიშარი ძაღლი თანამედროვე ინგლისური ბულდოგის წინაპარი იყო. გამარჯვებისთვის ხელსაყრელ პირობას ქმნიდა მისი განსაკუთრებული ნაკბენი, სპეციფიკური ცხვირი, რომელიც თვით ყველაზე კრიზისულ მომენტშიც კი (ჩავლების დროს) თავისუფალი სუნთქვის საშუალებას აძლევდა. მკაცრი წესების მიხედვით, ხარის წინააღმდეგ ბრძოლაში ძაღლი უნდა წასულიყო ფრონტალურად, პირდაპირ თავისკენ და არავითარ შემთხვევაში – გარშემო. უჯიშოდ მიაჩნდათ ბულდოგი, რომელიც ხარს სხეულის სხვა ნაწილებზე შეუტევდა. ხარი ცდილობდა, ძაღლი რქებზე წამოეცვა და, რაც შეიძლება მაღლა აესროლა. სიმაღლიდან მთელი ძალით ვარდნა ხშირად ძაღლის სიკვდილით მთავრდებოდა. დროთა განმავლობაში მონადირე პირუტყვი იშვიათობად იქცა. ამდენად, მსხვილ ცხოველებზე ნადირობის ხელოვნებამ განვითარება ვეღარ ჰპოვა. ძაღლების ბრძოლა ჯერ კიდევ ჩვენს ერამდე ფრიად საპატიოდ ითვლებოდა. ლეგენდები მოგვითხრობენ ძაღლებზე, რომლებიც ზებუნებრივი ფიზიკური ძალით გამოირჩეოდნენ. მაგალითად, სპარსეთის შაჰის ძაღლს, გადმოცემის მიხედვით, ორი ლომი დაუგლეჯია. ალექსანდრე მაკედონელს კი ინდოეთში საჩუქრად მიუღია ძაღლი, რომელსაც შეეძლო მარტოდმარტო შებრძოლებოდა ირემს, ტახს, დათვსა და ლომს.

შუა საუკუნეებში ინგლისი იყო სხვადასხვა მხეცთან ძაღლთა ორთაბრძოლების ცენტრი. სისხლიანი ორთაბრძოლები არისტოკრატთა აპარტამენტებში და სამეფო კარზე იმართებოდა. ამ სანახაობისთვის ინგლისში სპეციალურად ჩამოდიოდნენ სხვადასხვა ქვეყნის ელჩები და კონსულები. ხშირად ფულადი გარიგებებიც ეწყობოდა. დათვთან და ხართან მებრძოლ ძაღლებს საგანგებოდ მაღალ შეფასებას აძლევდნენ.

– რა ასაკიდან წვრთნიდნენ მებრძოლ ძაღლებს?

– მებრძოლ ძაღლებს ლეკვობიდანვე წვრთნიდნენ. დროთა განმავლობაში ბრძოლაში ძაღლის როლი იცვლებოდა. მას უკვე სპეციალური დავალებებისთვის, სხვადასხვა ოპერაციის შესასრულებლად იყენებდნენ. ძაღლები სანიტრის როლსაც ასრულებდნენ. მებრძოლი ძაღლები მომსახურე ძაღლებმა შეცვალეს, თუმცა ადამიანს მებრძოლი ჯიშების მიმართ ინტერესი მაინც არ დაჰკარგვია. ეწყობოდა კომერციული ხასიათის საჩვენებელი ბრძოლები.

მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში ბრძოლებმა მეტად ორგანიზებული ხასიათი მიიღო და ისინი მკაცრი პროგრამით იმართებოდა. ძაღლთა ორთაბრძოლები არა მხოლოდ ევროპაში, არამედ ამერიკაში, კანადაში, მექსიკაში, ლათინურ ამერიკასა და აზიის ქვეყნებშიც გავრცელდა. შეერთებულ შტატებში ძაღლთა ორთაბრძოლების საორგანიზაციო ცენტრებად ითვლებოდა ქალაქები: ბალტიმორი, ჩიკაგო, სენლუისი, ფილადელფია, ბოსტონი. მეოცე საუკუნის შუა ხანებში ძაღლთა ორთაბრძოლებმა პოპულარობის მწვერვალს მიაღწია. ამ ეგრეთ წოდებულმა სპორტმა თავისებური სტიმული მისცა ახალი, მანამდე უცნობი ჯიშების სელექციის საქმეს: მაგალითად, ორთაბრძოლებისათვის საგანგებოდ გამოიყვანეს ისეთი საუცხოო ჯიშები, როგორებიცაა: ბულენდტერიერი – თანამედროვე ბულტერიერის წინაპარი, ამერიკული სტაფორდშირ-ტერიერი, სტაფორდშირული ბულტერიერი, ამერიკული პიტი-ბულტერიერი.

– ძაღლების ორთაბრძოლა ოფიციალურად ნებადართული არასდროს ყოფილა და ეს ხშირ შემთხვევაში იკრძალებოდა?

– ძაღლთა ორთაბრძოლების არაოფიციალური ხასიათისა და ზოგიერთ ცივილიზებულ ქვეყანაში მათი აკრძალვის მიუხედავად, ორთაბრძოლების სპორტული ინტერესი ადამიანებს ყოველთვის და ყველგან რისკისკენ უბიძგებდა. მსოფლიოს ძაღლთა ბრძოლების ისტორიაში ცნობილია გამოჩენილი ძაღლები, რომელთაც წილად ხვდათ ბედნიერება, მოეგოთ ასამდე ბრძოლა. საინტერესოა, რომ შუა აზიაში ძაღლთა ბრძოლები ეროვნული ხალხური ტრადიციის შემადგენელი ნაწილი გახდა, რომელიც რომელიმე დღესასწაულს ან ქორწინებას ეძღვნებოდა.


скачать dle 11.3