კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო გამოუშვეს სკოლიდან „ზღვარის“ ვარსკვლავი ჯოშუა ჯექსონი და რატომ უნგრევდა ის ოჯახს თავის პარტნიორ ანა ტორვს


ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, იგი ერთ-ერთ ყველაზე პატივსაცემ და ინტელექტუალ მსახიობად მიიჩნევა ჰოლივუდში. კარიერის განმავლობაში 48 პროექტში იყო დაკავებული და თითქმის ყველგან მთავარ როლს ასრულებდა. 31 წლის ჯოშუა ჯექსონს სრულიად არ აინტერესებს ჰონორარის ოდენობა, იგი მხოლოდ თავისთვის საინტერესო როლებზე თანხმდება, თუნდაც ამაში კაპიკები გადაუხადონ. მისი ბოლო როლებიდან კი აღნიშვნის ღირსია პიტერ ბიშოპის გმირი სერიალში „ზღვარი“, რომელიც უკვე მეორე სეზონია, ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ სერიალად ითვლება „გმირების“, „დაკარგულებისა“ და „24 საათის“ შემდეგ და რომელმაც მას დიდი პოპულარობა მოუტანა მსოფლიოს მასშტაბით.

ჯოშუა კარტერ ჯექსონი 1978 წელს ვანკუვერში, კანადაში დაიბადა და მის ძარღვებში იმდენნაირი ჯიშის სისხლი ჩქეფს, რომ თვითონაც კი უჭირს თავისი ეროვნების დადგენა. დედის – ფიონა ჯექსონის მშობლები კანადაში ირლანდიიდან გადმოსახლდნენ, მამა – ჯონ კარტერი კი – ტეხასის შტატში დაიბადა და გაიზარდა, მაგრამ მისი წინაპრები იყვნენ: იტალიელები, მექსიკელები, ამერიკელი ინდიელების სამი ტომიდან და, როგორც ჯოში ხუმრობს ხოლმე, უცხოპლანეტელების სამი რასა სხვადასხვა პლანეტიდან. როდესაც იგი 8 წლის გახდა, ოჯახი სიეტლში გადასახლდა. იმ დროისთვის მისი მშობლები დაშორებულები იყვნენ და ჯოში უმცროს დასთან აილასთან ერთად, დედის გვარზე გადავიდა. 9 წლის ასაკიდან ჯოში დედას, რომელიც ქასთინგ-დირექტორად მუშაობდა ერთ-ერთ სააგენტოში, სთხოვდა, რომელიმე ქასთინგზე წაეყვანა, რადგან ის კინოში გადაღებაზე ოცნებობდა. ფიონამ, რომელიც შვილში მომავალ მეცნიერს ხედავდა, გადაწყვიტა მისი ისეთ ქასთინგზე წაყვანა, სადაც დარწმუნებული იყო, რომ ნამდვილად არ აიყვანდნენ როლზე და ეჩვენებინა, თუ რა რთულია მსახიობობა, მაგრამ სარეკლამო კლიპის გადასაღებად მისული ათასამდე კანდიდატიდან, სწორედ ჯოში მოიწონეს. მას შემდეგ ჯოშუა მანამდე ჩნდებოდა სარეკლამო რგოლებსა და სატელევიზიო სერიალების ეპიზოდებში, სანამ ის სტუდია „დისნეის“ გადაღებულ ფილმ „მამაც ბატებში“ არ მიიწვიეს ერთ-ერთი მთავარ როლზე. ფილმს დიდი წარმატება ხვდა წილად და შემდგომში მისი კიდევ ორი გაგრძელება გამოვიდა. გადაღებების გარდა, ჯოშს ძალიან უყვარდა ტელევიზორის ყურება და, სკოლიდან სახლში მოსული, საათობით იჯდა ცისფერ ეკრანთან. მისი სკოლიდან გაგდების ისტორია სწორედ ტელევიზორს უკავშირდება: ჯოში გიჟდებოდა ჯონ სტიუარტის შოუზე, რომელიც ღამის 2 საათზე გადიოდა ეთერში და ამის გამო ის ხშირად აგვიანებდა გაკვეთილებზე, რაც, საბოლოოდ მოჰბეზრდათ მის მასწავლებლებს და ის სკოლიდან გამოაგდეს.

1998 წელს, კოლეჯში ჩაბარების ნაცვლად, ჯოში ჩრდილოეთ კაროლინის შტატში გაემგზავრა, სერიალ „დოუსონის ყურეს“ ქასთინგზე, რომელიც გადამწყვეტი გამოდგა მის კარიერაში. ექვსი წლის განმავლობაში, წელიწადში 10 თვეს, ჯოშუა კაროლინაში ცხოვრობდა და ეს პერიოდი მას დღესაც საუკეთესოდ მიაჩნია თავის ცხოვრებაში. თავდაპირველად იგი დოუსონ ლირის როლზე ისინჯებოდა, რომელიც შემდგომში მის მეგობარ – ჯეიმს ვან დერ ბიკს შეხვდა, ხოლო რეჟისორ კევინ უილიამსონის რჩევით, ჯოში პიესის – ფეთხუმი და ჯმუხი პერსონაჟის როლზე დამტკიცდა, რომელიც წლების შემდეგ ამერიკელი თინეიჯერების სათაყვანებელ გმირად იქცა. გადაღებების დროს ჯეიმსი და ჯოში ერთად ცხოვრობდნენ, მაგრამ, არა მარტოები – ჯოშუას სახლში ნამდვილი ზოოპარკი ჰქონდა მოწყობილი: ძაღლი, სახელად „შუმბა”, კატა – „მეჯიქი”, კუ – „სერიში” და თუთიყუში „როჯერი”, ჯოშის განუყრელი მეგობრები იყვნენ პოპულარული სერიალის გადაღების მთელი პერიოდის განმავლობაში.

სერიალის პარალელურად, ჯოშუათი დაინტერესდნენ მხატვრული ფილმების პროდიუსერებიც და, უკვე 90-იანი წლების ბოლოს მას რამდენიმე გახმაურებულ ფილმში ჰქონდა ნათამაშები: თრილერში „ქალაქური ლეგენდები“, დრამაში „თავის ქალები“ და ბლოქბასტერში „დაუნდობელი თამაშები“. სერიალში კი, გარდა მსახიობობისა, ჯოში რეჟისურითაც იყო დაკავებული და ბოლო სეზონის რამდენიმე სერია სწორედ მისი გადაღებულია.

2005 წელს ჯოშუა ლონდონში გაემგზავრა, სადაც თავი თეატრის სცენაზეც გამოსცადა. მისი შესაძლებლობებით აღფრთოვანებული კრიტიკოსები ამბობენ, რომ ახლო მომავალში ბროდვეის სცენაზე მისი დებიუტი შედგება, მანამდე კი მან უნდა დაასრულოს მუშაობა სერიალ „ზღვარში“, რადგან ბროდვეიზე მუშაობა გაცილებით მეტ დროს მოითხოვს.

ვან დერ ბიკის გარდა, „დოუსონის ყურეს“ გადაღებებზე ჯოშუამ დამწყები მსახიობი, კეტი ჰოლმსი გაიცნო, რომელთანაც მას ხანგრძლივი და ვნებიანი რომანი ჰქონდა. ამბობდნენ, რომ წყვილი დაქორწინებასაც კი გეგმავდა, მაგრამ, ყველასათვის მოულოდნელად, ჰოლმსმა პერსპექტიული ჯექსონი გაცილებით პოპულარულ და მეგავარსკვლავად აღიარებულ ტომ კრუზზე გაცვალა, ჯოშუა კი დროებით შეიკედლა სერიალის კიდევ ერთმა მსახიობმა, მიშელ უილიამსმა, მაგრამ ცოლად ჰიტ ლეჯერს გაჰყვა, რომელიც შემდგომში ტრაგიკულად დაიღუპა. სწორედ ჰოლმსთან დაშორების პერიოდს უკავშირდება ჯოშუა ჯექსონის ალკოჰოლური პრობლემების ხანა. მსახიობი არაერთხელ იყო დაკავებული პოლიციის მიერ არაფხიზელ მდგომარეობაში, როდესაც ის დებოშებს ტეხდა ბარებში. ჯოში ნარკოლოგიურ ცენტრში მკურნალობის კურსსაც კი გადიოდა. გარდა ამისა, ამბობენ, რომ იმ პერიოდში, სხვადასხვა დროს, მას რომანები ჰქონდა როზარიო დოუსონთან, ჯულია სტაილზთან და ბრიტანი დენიელთან. ხოლო მისი ამჟამინდელი მეგობარი გოგონა, გერმანელი მსახიობი და მოდელი, დაიანა კრიუგერი, რომელიც ფილმების „ტროას“ და „ეროვნული საგანძურის“ შემდეგ გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი, სპეციალურად გადასახლდა ჯოშუასთან მიუნხენიდან ვანკუვერში, სადაც ამჟამად მიმდინარეობს სერიალ „ზღვარის“ გადაღება. სწორედ ამ სერიალს უკავშირდება არაქნოფობიით, ანუ ობობების შიშით შეპყრობილი ჯოშუა ჯექსონის ბოლო პერიოდის წარმატებები და, უნდა ითქვას, რომ ამ სერიალში ის შემთხვევით მოხვდა. „დაკარგულების“ ავტორი, რეჟისორი ჯეი ჯეი აბრამსი, ფილმ „სტარ ტრეკისთვის“ ატარებდა ქასთინგს და, გასაუბრებაზე მისულმა ჯოშუამ იმდენად კარგი შთაბეჭდილება დატოვა მასზე, რომ თავის ახალ პროექტში, „ზღვარი“, იგი ყოველგვარი მოსმენის გარეშე აიყვანა.

„ზღვარი“, რომელიც ქართულ ინტერნეტ-სივრცეში პოპულარობით სარგებლობს, „დაკარგულების“ ალტერნატივად მიიჩნევა და, შეიძლება ითქვას, რომ მისტიკურობითა და ჩახლართული სიუჟეტებით არ ჩამოუვარდება კიდეც. სერიალში, საკმაოდ სერიოზული მსახიობების ბირთვია დაკავებული, ხოლო მთავარი როლის შემსრულებელ ანა ტორვს, რომელიც ახალ ვარსკვლავად აღიარეს, ჯოშმა ჭორი აუგორა, თითქოს ის მისი საყვარელი იყო. მოგვიანებით ჯოშმა აღიარა, რომ მხოლოდ გაიხუმრა, მაგრამ ეს ხუმრობა კინაღამ ტორვის ოჯახის დანგრევით დასრულდა.


скачать dle 11.3