კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გახდება თუ არა ქართველების რძალი ქსენია სობჩაკი და რა გაუმხილა ირაკლი ფირცხალავამ ნატო დუმბაძეს


ნატო დუმბაძე დიდი ხანია, საზოგადოებაში არ ჩანს. არადა, წლების განმავლობაში ის აქტიურად იყო ჩაბმული შოუ-ბიზნესში – რუსეთიდან ჩამოჰყავდა ცნობილი მომღერლები, აწყობდა ჩვენებებს. ბევრ ქართველ მომღერალს გაუკვალა გზა დიდი სცენისკენ და ერთი სიტყვით, კონცერტებზე ხშირად ეპატიჟებოდა ქართველ მსმენელს. როგორც მისგან შევიტყვეთ, ნატომ დროებით „ტაიმ-აუტი“ აიღო. უფრო სწორად, მშვიდად აკვირდება მიმდინარე პროცესებს, არც რუს მეგობრებს ივიწყებს და იდეაში უამრავი განსახორციელებელი პროექტიც აქვს.


ნატო დუმბაძე: ამ ბოლო დროს საზოგადოებაში იმიტომ არ ვჩანვარ, რომ დროებით ვამჯობინე დასვენება – სახლში ყოფნა, შვილებზე ზრუნვა და შორიდან თვალყურის დევნება იმაზე, რაც დღეს ქართულ შოუ-ბიზნესში ხდება. ჩემი უფროსი გოგონა, სოფო უცხოეთში სწავლობს და ხშირად მის გამო მოგზაურობაც მიწევს. შვილებს ჩემი ყურადღება არასდროს აკლდათ, მაგრამ ახლა სოფო გამოცდებს აბარებს, ამიტომ უფრო მეტად ახლა ვჭირდები.

– საკმაოდ აქტიური ადამიანი ხარ და ცხოვრების ასეთი წესი შენთვის მოსაბეზრებელი არ არის? თან, როგორც ვიცი, სამოდელო ბიზნესში აპირებდი ძალების მოსინჯვას.

– ინტელექტუალური შრომა არ მაკლია, სულ ვფიქრობ, გეგმებს ვაწყობ, ვაკვირდები ახლანდელი თაობის გემოვნებას – რა მოსწონთ, რა უნდათ. ვფიქრობ, ეს დიდი შესვენება იმის წინაპირობაა, კარგად მოვიფიქრო, რა შეიძლება სამომავლოდ, დიდი, საინტერესო, ახალი და გრანდიოზული გავაკეთო. რაც შეეხება კონკრეტულ „ბესთ მოდელის“ პროექტს, მე ჩემი კარიერა დავიწყე სალომე ტყაბლაძის პერსონალური ჩვენების მოწყობით. ამ პროექტის პროდიუსერი ვიყავი. ასე რომ, ეს ჩემთვის უცხო ხილი არ არის. არ დაგიმალავთ, არის მოლაპარაკებები, რომ საქართველოს ზღვისპირეთში, ზაფხულში ჩატარდეს ჩვენება, სადაც მოწვეული იქნებიან უცხოელი, ცნობილი მოდელები. ჩემი მეგობარი დამიკავშირდა უცხოეთიდან და ამ პროექტში თანამშრომლობა შემომთავაზა. მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ვნახოთ, შესაძლოა ამ წინადადებას დავთანხმდე.

– ამბობენ, ნატომ უცხოეთში სარფიანი ბიზნესი წამოიწყოო. ამაზე რას იტყვი?

– თუ იმას გულისხმობთ, რომ ჩემს ქალიშვილთან ჩამქონდა თურქეთში ჯონჯოლი, ამაზე მისი უცხოელი მეგობრები გადაირივნენ და გამეხუმრნენ, ჯონჯოლის ბიზნესი წამოიწყე და გაამართლებსო, ეს ბიზნესი ჩამივარდა (იცინის). ახლა ჯონჯოლის სეზონი გავიდა. ასე რომ, ბიზნესის საქმე ცუდად მაქვს, ჯონჯოლმა თურქეთში არ გაამართლა (იცინის). ისე, გეტყვით, რომ სტამბულში ძალიან მოეწონათ ქართული ღვინო. ბუმია ატეხილი და დიდი სურვილი აქვთ, შეიტანონ ქართული პროდუქცია. დამიკავშირდნენ და მთხოვეს, შემოტანაზე პრობლემებია და იქნებ მეგობრებთან გაარკვიო ეს საქმეო. მე ერთმანეთს დავაკავშირებ ამ საქმეში კომპეტენტურ პირებს და მორჩა, აბა, წილს ხომ არ მოვითხოვ ბიზნესიდან (იცინის). ასე რომ, უცხოეთში არანაირი ბიზნესი არ მაქვს ამ ეტაპზე და არც უახლოეს მომავალში ვაპირებ ამ სფეროში ძალების მოსინჯვას.

– ბევრი მეგობარი გყავს რუსულ შოუ-ბიზნესში. მათ თუ ეკონტაქტები?

– რასაკვირველია. უამრავი მეგობარი მყავს რუსეთში და არც მათთან ურთიერთობა გამიწყვეტია. ხშირად ვურეკავთ ერთმანეთს და ვკითხულობთ. ალა პუგაჩოვა ნამდვილად არ მკითხულობს, ამას ვერ მოგატყუებთ, მაგრამ ვიცი, საქართველოში გატარებული წუთები ცხოვრების ბოლომდე არ დაავიწყდება. სამაგიეროდ, ლაიმა ვაიკულე, სერიოგა, ირაკლი ფირცხალავა, ქეთა თოფურია, ქეთას დედა – ნატა, ტიმატი, „ივანუშკები“ და რა ვიცი, კიდევ, ვინ აღარ მკითხულობს. არც ერთი დღესასწაულის მოლოცვა არ ავიწყდებათ. სხვათა შორის, ვინც ერთხელ იყო თბილისში და კონცერტი ჩაატარა, დღესაც სურვილი აქვს აქ ჩამოსვლის და სიმღერის. არადა, თითქოს, ეს რუსული ეპოქა დამთავრდა და ახლა ისეთი თაობა მოდის, უფრო დასავლური, ინგლისურენოვანი ესტრადა იტაცებს და მოსწონს. ეს ფაქტია. თან, ისეთი ვირტუოზები ჩამოჰყავთ საქართველოში, რომ ახლა ეს უფრო იზიდავს ამ თაობას. რაღაც ეპოქა მთავრდება, რაღაც იწყება, ეს ასეა. მე კი რუსული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებთან ისეთი მეგობრობა მაკავშირებს, რომ ამას ვერც ერთი ეპოქა ვერ შეცვლის. როცა კი ჩავდივარ მოსკოვში, მიკავშირდებიან, ვიკრიბებით, კარგ დროს ვატარებთ და სანამ საქართველოს დროშას არ გადმოფენენ, დაიშალეთო, იქამდე არ ვიშლებით (იცინის). ერთხელ, სასტუმროს ფოიეში, საღამოს რვა საათზე დავიწყეთ და დილის ექვს საათამდე ვისხედით – მოვიდნენ, ქეთა თოფურია, დედამისი, სოფო შევარდნაძე, „ა სტუდიოს“ ჯგუფის წევრები, არამომღერლები და რა ვიცი, უამრავი ადამიანი. სასტუმროს ადმინისტრაციამ, სანამ საქართველოს დროშა არ გადმოფინა აივანზე, მანამდე ვერ „დაგვაშოშმინა“. დღესაც რომ ჩავდივარ, ვიკრიბებით ძველი მეგობრები და ვსაუბრობთ, კარაოკეში დავდივართ და მაგრად ვერთობით.

– ნატო, გავიგე, თითქოს რუსეთში მოღვაწე ერთ-ერთმა ქართველმა იქ გადასვლა შემოგთავაზა. ამაზე რატომ თქვი უარი?

– სხვათა შორის, არაერთმა შემომთავაზა რუსეთში გადასვლა და იქ მუშაობა, მაგრამ მე არ მოვისურვე. მაგალითად, მიშა ხუბუტია სამი წლის წინ მეუბნებოდა ამას, მაგრამ ბავშვების გამო თავი შევიკავე. ანუ, ამ წინადადებას რომ დავთანხმებოდი, მაშინ რუსეთში უნდა დავფუძნებულიყავი და ეს არ მინდოდა. მიშა ხუბუტია და მისი მეუღლე დიდ პატივს მცემენ, ვმეგობრობთ და როცა კი ჩავდივარ იქ, ყოველთვის მეპატიჟებიან. მე მიშასთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს და არა პოლიტიკური. ყოველთვის ვამბობ, რომ პოლიტიკისგან შორს ვარ და მიხარია, როცა ქართველ მომღერლებს, ეხმარებიან, თუნდაც პოლიტიკური ფიგურები. თუმცა, კიდევ ვამბობ, მე პოლიტიკაში არ ვერევი.

– ისიც გავიგე, ქსენია სობჩაკი ქართველების რძალი ხდებაო. შენ თუ იცი ეს ამბები?

– რუსული სატელევიზიო პროექტია „ტანცი სა ზვიოზდამი“, სადაც პროფესიონალ მოცეკვავეებთან ცეკვავენ არაპროფესიონალი ცნობილი სახეები. ჟიურის ერთ-ერთი წევრი ნიკოლოზ ცისკარიძეა. სხვათა შორის, ამ პროექტში სოფო შევარდნაძეც მონაწილეობს და მიხარია, რომ მან თავის გამოჩენა და ლიდერობა შეძლო, მით უმეტეს, რომ მისი კონკურენტი ქსენია სობჩაკია. სოფოს პარტნიორი ეროვნებით სომეხი ბიჭია, ქსენიას პარტნიორი კი – 27 წლის, ქართველი ევგენი პაპუნეიშვილია. თურმე, ქსენიამ თავიდან რომ გაიგო, მისი პარტნიორი ქართველი ბიჭი უნდა ყოფილიყო, უთქვამს, მე ველოდი კავკასიური დამახასიათებელი გარეგნობის პარტნიორს და ახლა, მისი კავკასიური ტემპერამენტით მოხიბლული ვარო. მერე კი, ისეთ კომპლიმენტებს ეუბნებოდა მისი ქართველი პარტნიორი და ისე მოიხიბლა ამ კავკასიური ტემპერამენტით, რომ მგონი, მათ შორის ფლირტიც გაიბა. ასე რომ, რძლობისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ქართველმა მამაკაცმა კი ნამდვილად შეძლო ქსენია სობჩაკის გულის მოგება თავისი ქცევით და პროფესიონალიზმით. ფაქტია, ამ პროექტის უდავო ლიდერები და კონკურენტები სოფო და ქსენია არიან. მიხარია, რომ ასეთ პოპულარულ პროექტში სამი წარმატებული ქართველი მონაწილეობს.

– ირაკლი ფირცხალავაზე გავრცელდა ჭორი, თითქოს რუს გოგონაზე ქორწინდებაო. თუ ესაუბრე მას?

– ეს ჭორი მეც გავიგე. ეწერა კიდეც, ირაკლის რომანი აქვს რუს გოგონასთან, რომლის გვარიცაა ხარლამოვა. რამე სერიოზული რომ იყოს, დამირეკავდა და მეტყოდა, ბოლოს და ბოლოს, ქორწილს არ გამომაპარებს. ჯვარს კი აუცილებლად საქართველოში დაიწერს. ირაკლი რომ ჩამოდის საქართველოში, ქუჩაში დადის და ქართველ გოგონებს აკვირდება. ამბობს, აქ უნდა ამოვარჩიო საცოლე, მე ქართველ გოგოსთან მინდა, შევქმნა ოჯახიო. სხვათა შორის, დედამისსაც ქართველი რძალი უნდა. ამიტომ, მეპარება ეჭვი ამ ჭორზე. ალბათ, ჩვეულებრივი რომანი აქვთ. ეს გამორიცხული არ არის. დანამდვილებით ვიცი, რომ ირაკლი მოიყვანს ქართველ ცოლს და ისიც ნამდვილად ვიცი, რომ ირაკლი ქორწილს არ გამომაპარებს.


скачать dle 11.3