კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ფორიაქდება სხეული მოსალოდნელი საფრთხის წინ და როდის გრძნობს დედა შვილის შესაძლო უბედურებას


კვლევებმა ცხადყო, რომ წინასწარმეტყველების უნარი, მეტ-ნაკლებად, თითქმის ყველა ადამიანს აქვს. ზოგში კი ის იმდენად გამძაფრებულია, რომ უმნიშვნელო მინიშნების, სიზმრის თუ ინტუიციის წყალობით, ადამიანი წინასწარ ხვდება მოსალოდნელ საფრთხეს.

როგორც დღევანდელი ჩვენი რუბრიკის სტუმარი, ქალბატონი ნინო ამბობს, შესაძლოა, წინასწარმეტყველების უნარი ადამიანში გენეტიკური კოდითაც იყოს ჩადებული და თუ რომელიმე წინაპარი გამოირჩეოდა მსგავსი უნარით, შესაძლოა, ის შთამომავალზეც გადავიდეს მომავალში. ასევე, მისივე თქმით, ადამიანის ორგანიზმი მოსალოდნელ უბედურებასა თუ ბედნიერებას წინასწარ გრძნობს და ამაზე მინიშნებებსაც გვაძლევს. მთავარია, ყველაფერს კარგად დავაკვირდეთ, ყველა მოვლენა გავაანალიზოთ და გარემოებებზე მეტად ორიენტირებულები ვიყოთ.



ნინო: დღეს უკვე სადავო აღარ არის, რომ წინასწარმეტყველების უნარი, მეტ-ნაკლებად, ყველა ადამიანს აქვს. ეს ეზოთერიკოსებმა უკვე დიდი ხანია დაამტკიცეს, თუმცა, ამაზე საუბარს, რატომღაც ყველა თავს არიდებს. ამბობენ, ადამიანს რაც შუბლზე გაწერია, არ აგცდებაო. ესეც მართალია, მაგრამ ზემოდან ამ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ინფორმაცია, ადამიანს წინასწარ ეძლევა და თუ დაკვირვებული თვალი გაქვთ და გარემოებებს კარგად მიადევნებთ თვალს, ამის დანახვა და წინასწარ განჭვრეტა არ გაგიჭირდებათ. გეტყვით იმასაც, რომ, ზოგ ადამიანს ეს უნარი გამძაფრებული აქვს და ეს შესაძლოა, გენეტიკური კოდის ბრალიც იყოს.

– გენეტიკა რა შუაშია?

– გენეტიკა შუაში კი არა თავშია. მაგალითად, თუ თქვენს წინაპარს მინიშნებებისადმი რეაქციის ან წინასწარმეტყველების უნარი ჰქონდა, არ არის გამორიცხული, ის თქვენშიც ამოქმედდეს და ახლა თუ არა, მომავალში იგრძნოთ, რომ განსაკუთრებული რეაქციებით გამოირჩევით. ასევე, აუცილებელია ნებისმიერი ჩვენგანი მეტი ყურადღებით მოეკიდოს ზემოდან მოსულ მინიშნებებს და ამის შესახებ კი, სწორედ, ჩვენი ორგანიზმი გვაწვდის წინასწარ ინფორმაციას. უფრო გასაგები რომ იყოს ჩემი ნათქვამი, პირად მაგალითს მოგიყვანთ. დაკვირვებული ვარ, თუ სადმე წასვლა არ მინდა, მაგრამ თავს ვაიძულებ, შევეწინააღმდეგები და მაინც წავალ, აუცილებლად, შინ უკმაყოფილო და ძალაგამოცლილი ვბრუნდები. ამიტომ, ახლა ჭკუა ვისწავლე და თუ სადმე წასვლა არ მინდა და გულიც არ მკარნახობს ამას, მაშინ ფეხს არ ვადგამ სახლიდან. ასევე, ინტუიციასაც უნდა გავუწიოთ ანგარიში ადამიანებმა. ის, უმეტეს შემთხვევაში, არ ცდება და არც ჩვენს საწინააღმდეგოდ მოქმედებს. ერთხელ, არ დამავიწყდება, დილით ავდექი და გული ცუდს მიგრძნობდა. ვთხოვე ჩემს შვილს, სამსახურში მანქანით არ წახვიდე, რაღაც გული არ მკარნახობს კარგს და თან აფორიაქებული ვარ-მეთქი. გაეცინა, დედა, შენ ეტყობა, მარცხენა ფეხზე ადექი, ამდენი წელია, მანქანით დავდივარ და არაფერი მომსვლია, მაინცდამაინც დღეს რა უნდა დამემართოსო. იმწუთას კი ვიფიქრე, ნეტავ, რას ვაშინებ ბავშვს, მართლა ამდენი ხანია, საჭესთან ზის და რა მოუვა-მეთქი. რომ გავიდა სახლიდან, მივხვდი, უფრო ავფორიაქდი, ადგილს ვერ ვპოულობდი, გული დამიმძიმდა. არ გავიდა ერთი საათი, რომ დამირეკეს და მითხრეს ავარიაში მოყვაო. ახლა ვფიქრობ, შესაძლოა, ეს დედობრივი გამძაფრებული ინტუიციის ბრალი იყო. როცა შვილს რამე საფრთხე ელის, დედა ამას ქვეცნობიერად გრძნობს და ორგანიზმიც გარკვეულ მინიშნებას აძლევს. კერძოდ, გულის ცემა ნელდება ან პირიქით, ჩქარდება, ადგილს ვერ პოულობთ, თავს უცნაურად გრძნობთ. მოკლედ, ასე იყო თუ ისე, ჩემი წინათგრძნობა და ორგანიზმის მინიშნებები გამართლდა. მადლობა ღმერთს, შვილი გადამირჩა. მისი ბრალიც არ იყო. მოსახვევიდან გიჟივით გამოვარდნილა მანქანა, დამუხრუჭება ვეღარ მოუსწრია და ისე შეჯახებია ჩემი ვაჟის მანქანას, რომ ამოუტრიალებია. მეგობრები დამცინიან ხოლმე, დამირეკავენ და მეკითხებიან, დღეს აქა და აქ გვინდა წასვლა და შენი გახსნილი მესამე თვალი რას ხედავსო (იცინის).

– მომავლის წინასწარ განჭვრეტის უნარით თქვენი წინაპარიც გამოირჩეოდა?

– სხვათა შორის, ბებიაჩემი ამით ნამდვილად გამოირჩეოდა. მისი ნათქვამი ყოველთვის გვიხდებოდა და სულ ვეუბნებოდით, არაფერი გვითხრა, არ გაგვთვალო, თორემ ზედმიწევნით გვიხდება შენი ნათქვამი სიტყვებიო. მაშინ ამას ბებიის თვალს ვაბრალებდით, არადა, დღეს ვხვდები, ეს მისი გამძაფრებული ინტუიციისა და წინასწარმეტყველების ბრალი იყო. ვგრძნობ, რომ ბოლო დროს, მეც საკმაოდ განმივითარდა ეს გრძნობა და უდავოა, ეს ჩემი წინაპრის დამსახურებაა. ბევრი ადამიანი ცრურწმენებს არ აქცევს ყურადღებას, ამით კი დიდ საფრთხეს უქმნის საკუთარ თავს. ცრურწმენებშიც გარკვეული წინასწარმეტყველური ელემენტებია ჩადებული. მათი არსებობა საუკუნეებს ითვლის და ამას აუცილებლად უნდა გავუწიოთ ანგარიში. უძველესი ტომებიც კი საკრალური მინიშნებებით ცხოვრობდნენ. ისინი დღევანდელი ცრურწმენებია. ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს უადგილოდ და გაუაზრებლად წამოსროლილ სიტყვას და ფიქრსაც კი. მან შესაძლოა, დიდი უბედურება და განსაცდელი მოგიტანოთ. დააკვირდით, თუ ვინმეს ნახვა არ გსურთ და მასზე ხშირად ფიქრობთ, გულში ხშირ-ხშირად ახსენებთ მის სახელს, ის აუცილებლად გზაში შეგხვდებათ, ან სახლში გესტუმრებათ. ამ დროს, ხომ იცით, ქართველები რას ამბობენ?

– არ ვიცი. რას ამბობენ?

– რას და, „ძაღლი ახსენე და ჯოხი ხელში დაიჭირეო“ (იცინის). ასე რომ, რაც მეტად იფიქრებთ კარგსა და სასურველ ადამიანებზე, მით უკეთესია თქვენთვის. ყველას ვაფრთხილებ, არ მოადუნოთ გონება, დაკვირვებული თვალი გქონდეთ და თავად, განჭვრიტეთ რა გელით მომავალში-მეთქი. ზოგი მპასუხობს, ეს რომ შევძლო წინასწარმეტყველი უნდა ვიყოო. ამისთვის ეს სულაც არ არის საჭირო. დააკვირდით საკუთარი სხეულის მდგომარეობას და ის ამის შესახებ თავად გამცნობთ. რატომ არის, რომ თუ ცხვირი მოგეფხანათ, აუცილებლად სტუმარი შემოაღებს კარს; თუ მარცხენა ხელისგული მოგეფხანათ, ფული „მოდის“ და თუ ყური და ლოყები გეწვით, მაშინ თქვენზე ჭორაობენ? ეს გამოგონილი კი არ არის, დაკვირვების შემდეგ დადებული დასკვნაა ეზოთერიკოსების მიერ. ასე რომ, ხანდახან სხვებსაც უნდა დაუჯეროთ და გაითვალისწინოთ ის, რაზეც საკუთარი სხეულის ენა „გესაუბრებათ“. რამდენიმე დღის წინ, სახლში ვიყავით მე და ჩემი მეუღლე. ცხვირი მომეფხანა, ჩემს მეუღლეს კი ლოყები წამოუწითლდა. გამეცინა. მკითხა – რა გაცინებსო. ვუპასუხე, თავი მომჭერი, თუ ახლა სტუმარი არ მოვიდეს-მეთქი. დამიცაცხანა, ნეტავ, შენ მაგ შენი ცრურწმენებით არ წაიღო გული, მე ლოყები გამიხურდა და ესეც რამეზე ხომ არ მიგანიშნებს ნეტავო. ვუთხარი, დიახ მიმანიშნებს, შენ გჭორავს ვიღაც-მეთქი. მეწყინა მისი ასეთი საუბარი, ავდექი და სამზარეულოში გავედი. არ გავიდა ნახევარი საათი და კარზე ზარი დაირეკა. ჩემი ქმრის მამიდაშვილი მოვიდა. მოგვიკითხა. დავსხედით თუ არა, მაშინვე აღელვებულმა დაიწყო საუბარი, ერთ ჩვენს საერთო ნაცნობთან ვიყავი, არ ვაპირებდი აქ წამოსვლას, მაგრამ შენზე რომ დაიწყო ჭორაობა, მაშინვე გამოვიხურე კარიო. ჩემმა ქმარმა გამომხედა, გამიღიმა და თვალი ჩამიკრა. ესეც მონაგონი ხომ არ არის, თავად დავცადეთ მე და ჩემმა მეუღლემ სხეულის წინასწარი მინიშნება. რატომ არის, რომ ბევრი ამბობს, ვიცოდი, ასე რომ მოხდებოდა, ვგრძნობდი, მაგრამ ვერ ვხვდები, საიდანო. ამას ჩვენივე სხეული მიგვანიშნებს, ჩვენ კი უგულველვყოფთ მის წინასწარ, მინიშნებით „ნათქვამს“. მერე კი ისე მოგვდის, რომ იტყვიან: „რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო“. ჩემი აზრით, ნებისმიერ ადამიანს აქვს იმის უნარი, თავად შეიგრძნოს შესაძლო საფრთხე, გაიაზროს მოვლენები და შესაბამისად იმოქმედოს. ამას კი, კიდევ ვამბობ, უბრალოდ, საღი აზროვნება, დაკვირვებული თვალი და ადეკვატური მოქმედება სჭირდება.


скачать dle 11.3