კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი საკვები იზღუდება ქოლეცისტიტის დროს

ქოლეცისტიტის გამომწვევი მიზეზებიდან მთავარია ნაღვლის შეგუბება, რასაც ხელს უწყობს არარეგულარული და ჭარბი კვება, სიმსუქნე, უმოძრაო ცხოვრების წესი, საქმიანობის პირობები, ორსულობა, შეკრულობა, ინფექცია. ქოლეცისტიტი შეიძლება იყოს კენჭოვანი და არაკენჭოვანი, ქრონიკული და მწვავე. ქოლეცისტიტი უფრო ხშირად ვითარდება, როცა ნაღვლის ბუშტში კენჭებია, რაც ნაღველკენჭოვანი დაავადების სახელწოდებით არის ცნობილი.

მწვავე ქოლეცისტიტი გამომჟღავნდება მარჯვენა ფერდქვეშა არეში შეტევითი ტკივილით, რასაც თან სდევს გულისრევა, ღებინება, ტემპერატურის მომატება. ტკივილი გადაეცემა მარჯვენა ბეჭსა და მხარში. მწვავე ქოლეცისტიტის შეტევა ხშირია ცხიმიანი საკვების მიღებიდან 2-4 საათის შემდეგ.

მწვავე ქოლეცისტიტის ყველა საეჭვო შემთხვევაში საჭიროა სასწრაფოდ ექიმის გამოძახება. ექიმის მოსვლამდე არ შეიძლება სათბურის გამოყენება, კუჭის ამორეცხვა, ტკივილგამაყუჩებლის გაკეთება, საფაღარათო საშუალებების მიღება და სხვა. მწვავე ქოლეცისტიტის დროს, ხშირად საჭირო ხდება ქირურგიული ოპერაცია.

ქოლეცისტიტის პროფილაქტიკისთვის საჭიროა ბრძოლა სიმსუქნის, ყაბზობის, ნივთიერებათა ცვლის მოშლის წინააღმდეგ, ასევე, ინფექციის კერების ლიკვიდაცია.

ავადმყოფი უნდა მოერიდოს მსუქან ხორცს, ქონს, შაშხს, კაკაოს, შოკოლადს, ნამცხვარს, შეზღუდოს ცხოველური წარმოშობის ცხიმები, ცხარე საკვები, კვერცხის გული. სასარგებლოა რძის ნაწარმი, მაგალითად, კეფირი, მაწონი, ხაჭო. ასევე, ხილი, ბოსტნეული. დიეტას სისტემატურად უნდა იცავდნენ.

ნაღვლის ნორმალურ დენას ხელს უწყობს დილის სამკურნალო ვარჯიში. ქრონიკულად მიმდინარე ქოლეცისტიტის დროს, ავადმყოფი უნდა სვამდეს იმ მედიკამენტებს, რომელსაც ექიმი საჭიროებისამებრ უნიშნავს. კენჭების არსებობისას კი დროულად უნდა გაკეთდეს ოპერაცია.

скачать dle 11.3