კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შეუქმნა სტალინმა ებრაელებს სახელმწიფო


სიონისტები სტალინის წინააღმდეგ

ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისშივე კვლავ წამოყო თავი ანტისემიტიზმის პრობლემამ და მასთან დაკავშირებულმა საკითხებმა, რომლებსაც განსაკუთრებით აქცევდნენ ყურადღებას ევროპაში. აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ, თანამედროვე ისტორიკოსებისა და პოლიტოლოგების მტკიცებით, სტალინი არასდროს ყოფილა ანტისემიტი და, მით უმეტეს იუდაფობი, რაც იმას ნიშნავდა, რომ იგი ებრაელი ერის ნებისმიერი წარმომადგენლისადმი არ გამოხატავდა ავადმყოფურ სიძულვილს. არადა, ანტისტალინელებმა, დაიწყეს რა სტალინის პიროვნების კულტის უსაფუძვლო და მძაფრი კრიტიკა, უპირველესად ავრცელებდნენ ჭორებს და ომის შემდგომ პერიოდში ებრაელების მიმართ შექმნილ ყველა პრობლემას მას აბრალებდნენ, რაც ყოველგვარ საფუძველს იყო მოკლებული.

სტალინს თავის გამოსვლებში ანტისემიტიზმის შესახებ არავითარი წერილობითი და სიტყვიერი განცხადება არ გაუკეთებია. მიუხედავად ბევრი მცდელობისა, ანალოგიური რამ ვერც საარქივო დოკუმენტებში აღმოაჩინეს. საერთოდ, სტალინი ყველა თავის პოლიტიკურ ნაბიჯს მოფიქრებულად და შეუცდომლად აკეთებდა და ამას ახდენდა თითქოსდა წინასწარ შედგენილი სცენარის მიხედვით.

იოსებ სტალინი იყო მსოფლიოში ერთადერთი პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც პირველმა დააყენა საკითხი პალესტინის ტერიტორიაზე ისრაელის სახელმწიფოს შექმნისა და ჩამოყალიბების შესახებ. ცნობისათვის აღვნიშნავთ, რომ ისრაელის პირველი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბჭოთა კავშირში იყო გოლდა მეირი. შემდეგ იგი ისრაელის პრემიერ-მინისტრი გახდა და დიდი ხნის განმავლობაში წარმატებით უძღვებოდა მასზე დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობებს. ეს პოლიტიკოსი ქალი ძალზე დიდ გავლენას ახდენდა ნაციონალისტურად განწყობილ ებრაულ წრეებზე. სხვათა შორის, გოლდა მეირი წარმოშობით ჟიტომირიდან იყო და ისრაელში წასვლამდე მოსკოვის ადვოკატთა კოლეგიის წევრად მსახურობდა.

ქვემოთ გთავაზობთ მოკლე ინფორმაციულ ცნობებს, თუ რა ნომენკლატურული თანამდებობები ეკავათ ებრაელებს საკავშირო ხელისუფლებაში 1936-1939 წლებში. იმ დროს საკავშირო კომპარტიის (ბოლშევიკების) ცეკას 78 წევრიდან 61 ებრაელი იყო, ხოლო დანარჩენი 17 – სხვა ეროვნების; საბჭოთა კავშირის სახალხო კომისართა საბჭოს წევრიდან ებრაელი იყო, 115, 18 კი – სხვა ეროვნების; საგარეო საქმეთა კომისარიატში 123 წევრიდან – 106 ებრაელი; უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 20 წევრიდან – 17; სახელმწიფო საგეგმო კომიტეტში 15 წევრიდან – 12; სახელმწიფოს მთავარ პოლიტიკურ სამმართველოში 51 წევრიდან – 50, ხოლო იმჟამინდელი საკავშირო ცენტრალური გაზეთების ყველა, 12-ვე რედაქტორი ებრაელი იყო.

ზემოთ მოყვანილიდან გამომდინარე, შეიძლება, დავასკვნათ, რომ იმ დროს საბჭოთა ხელისუფლებაში ყველა საპასუხისმგებლო და საკვანძო პოსტები ებრაელებს ეკავათ. ანალოგიური მდგომარეობა იყო დიდი სამამულო ომის მსვლელობისას და შემდგომ პერიოდშიც. ებრაელებს შორის იყვნენ საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტები, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვრები, ცნობილი მწერლები, კომპოზიტორები, მეცნიერები და ასე შემდეგ.

ებრაელი ქალები, სხვა ეროვნების ქალებისგან განსხვავებით, ეგრეთ წოდებული „ოქტომბრის გადატრიალების“ მოვლენების აქტიური მონაწილეები იყვნენ. ისინი მსახურობდნენ კომისრებად, მუშაობდნენ სახელმწიფო, პროფკავშირულ და პარტიულ ორგანოებში. ბოლშევიკი მამაკაცები, ქმნიდნენ რა ახალ სახელმწიფოს, განუწყვეტლივ სამუშაოზე იყვნენ, ხოლო ცოლებად ირთავდნენ ებრაელ ქალებს, რომლებიც მათ გვერდით მსახურობდნენ. ასე იყო ვიაჩესლავ მოლოტოვის შემთხვევაში, რომელმაც პარტიის ცეკას ერთ-ერთი მდივნის რანგში გაიცნო მოსკოვის ერთ-ერთი მდივანი, პოლინა ჟემჩუჟინა და ცოლად შეირთო. შემდგომში ამ ებრაელმა ქალმა დამოუკიდებლად მიაღწია ბრწყინვალე კარიერას – 1939 წელს მას უკვე საბჭოთა კავშირის თევზის მრეწველობის სახალხო კომისრის პოსტი ეკავა. სწორედ იმ პერიოდში დაასმინეს, რომ იგი უცხო ქვეყნის დაზვერვის აგენტია. ჟემჩუჟინა დაკავშირებული აღმოჩნდა როგორც საბჭოთა კავშირში, ასევე უცხოეთში მცხოვრებ სიონისტებთან, რომ მისი ნათესავები იყვნენ ამერიკასა და პალესტინაში (ისრაელის ცალკე სახელმწიფოს ჩამოყალიბებამდე, – გ. ჩ.). ყოველივე აღნიშნული საკმარისი საბაბი აღმოჩნდა, რომ კომპეტენტურ ორგანოებს მასზე თვალთვალი და კონტროლი დაეწესებინათ, რის შედეგადაც ჟემჩუჟინა გამოიყვანეს საკავშირო ცეკას წევრობის კანდიდატობიდან და თანამდებობრივად დააქვეითეს. ამბობდნენ, რომ სტალინმა ყველაფერი იცოდა, მაგრამ 30-იანი წლების ბოლოს ჟემჩუჟინა არ დაუპატიმრებიათ და არც სისხლის სამართლის საქმე აღუძრიათ...

აქვე აღვნიშნავთ, რომ ებრაელი ცოლები ჰყავდათ: ანდრეევს (დორა კოზონი), ბუხარინს (ზეფირა გუნევიჩი), ვოროშილოვს (ეკატერინე გოლბერგი), კალინინს (ეკატერინე ლორბერგი), კიროვს (მარია მარკუსი), რიკოვს (სარა იოფაკი) და სხვები.

გავიდა ხანი და, 40-იანი წლების მეორე ნახევარში დააპატიმრეს არა მარტო მოლოტოვისა და კალინინის მეუღლეები, არამედ, სხვა პარტიულ ხელმძღვანელთა ებრაელი ცოლებიც, რომლებიც სტალინის მეუღლის, ნადეჟდა ალილუევას ახლობლები და მეგობრები იყვნენ. ვარაუდობენ, რომ მათი დაპატიმრება ეჭვის ნიადაგზე მოხდა, თითქოს მათ ძალზე ბევრი რამ იცოდნენ სტალინის პირადი და მისი ოჯახის საიდუმლოების შესახებ, რაც სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმეების ტოლფასი იყო. ასე რომ, მათ დაპატიმრებას პოლიტიკური საფუძველი ჰქონდა და არა ებრაული წარმოშობა. იმაზე რომ სტალინისთვის ებრაელობა პრობლემა არ იყო, ისიც მეტყველებს, რომ მისი შვილები ქორწინებაში იყვნენ ებრაელებთან. მისი ქალიშვილის, სვეტლანას თაყვანისმცემელი ეროვნებით ებრაელი იყო, ცნობილი კინორეჟისორი, ალექსეი კაპლერი. სტალინს იგი მოსწონდა, როგორც მხატვრული ფილმების – „ლენინი ოქტომბერში“ და „ლენინი 1918 წელს“ შემქმნელი. სტალინი კატეგორიული წინააღმდეგი იყო, რომ სვეტლანას ახლო ურთიერთობა ჰქონოდა ამ კაცთან, რადგან 40 წლის კაპლერი ცოლიანი იყო და, თანაც, უამრავი საყვარელი ჰყავდა. სახელმწიფო უშიშროების თანამშრომლები კაპლერს ძალზე ხშირად აფრთხილებდნენ, რომ იგი თავბრუს ნუ ახვევდა 15 წლის სვეტლანას, მაგრამ კაპლერი აინუნში არ აგდებდა გაფრთხილებებს და სხვების რჩევებს, რომ იგი პატიოსნების ზღვარს არ გადასულიყო... კაპლერი დააპატიმრეს და ხუთი წლით ვორკუტაში გადაასახლეს. სვეტლანა ცოლად გაჰყვა გრიგორი მოზოვს, ეროვნებით ებრაელს. მათ ერთად მხოლოდ სამი წელი იცხოვრეს და ვაჟი შეეძინათ. ამ ხნის განმავლობაში სტალინმა ერთხელაც არ ისურვა, თავისი სიძე ენახა. სხვათა შორის, სტალინს მოროზოვის ბედზე არავითარი გავლენა არ მოუხდენია. მეტიც, მან დაამთავრა საერთაშორისო ურთიერთობათა მოსკოვის სახელმწიფო ინსტიტუტი და შემდგომში წარჩინებული კარიერა გაიკეთა.

სტალინის უფროსმა ვაჟმა, იაკობ ჯუღაშვილმა, 1937 წელს ცოლად შეირთო იულია მელცერი, ულამაზესი ბალერინა. მათი ქორწინება სტალინთან შეუთანხმებლად მოხდა. იაკობს დარჩა ერთადერთი ქალიშვილი – გალინა ჯუღაშვილი.

1940 წელს ვასილი სტალინი დაქორწინდა გალინა ბურდონსკაიაზე. ქორწინებას თავიდან საიდუმლოდ ინახავდნენ, მაგრამ სტალინმა მალე ყველაფერი გაიგო. 1941 წელს დაიბადა ვაჟი, ალექსანდრე, ხოლო 1943 წელს გოგონა – ნადია.

თუ გადავხედავთ ზემოაღნიშნულ ვითარებას, შეიძლება, დავასკვნათ, რომ ებრაელები ყველაფერს აკეთებდნენ თავიანთი ხალხის სტალინის ოჯახში დასამკვიდრებლად და, საბოლოოდ მისი დისკრედიტაციისთვის.

1939 წლის ნოემბერში, ალექსანდრა კოლონტაის, საბჭოთა კავშირის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შვეციაში, იოსებ სტალინმა უთხრა:

„... სიონიზმი, მიისწრაფვის რა მსოფლიო ბატონობისაკენ, ჩვენზე სასტიკად იძიებს შურს, ჩვენი წარმატებებისა და მიღწევებისთვის... ჩემ მიმართაც იქნება ცილისწამება და გაჭორვა. მე ბევრ ბოროტებას მომაწერენ.

მსოფლიო სიონიზმი ყველა ძალებით შეეცდება, მოსპოს ჩვენი კავშირი, რომ რუსეთმა ვეღარასოდეს შეძლოს წამოდგომა. საბჭოთა კავშირის ძალა უპირველესად ხალხთა ერთობასა და მეგობრობაშია. მწვავე ბრძოლები მიმართული იქნება უმთავრესად ამ მეგობრობის რღვევისკენ, რომ რუსეთს მოსწყვიტონ განაპირა ქვეყნები... უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვერ მოვასწარით ყველაფრის გაკეთება, კიდევ ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი.

განსაკუთრებული ძალით წამოჰყოფს თავს ნაციონალიზმი, რომელიც შემუსრავს ინტერნაციონალიზმსა და პატრიოტიზმს. ერებს შორის წარმოიქმნება ნაციონალური ჯგუფები და კონფლიქტები. ნაციებს შორის გამოჩნდებიან ნაციის ინტერესების მოღალატე ბელადები. განვითარება მომავალში უფრო რთული და გააფთრებული გზებით წავა“... (რ. კოსოლაპოვი. „როგორია ის, სიმართლე სტალინზე?“ გაზეთი „პრავდა“, ¹55. 1998 წლის 2-4 ივნისი).

სტალინის მიერ 70 წელზე მეტი ხნის წინ ნათქვამი სიტყვები არა მარტო შორსმჭვრეტელური და წინასწარმეტყველური აღმოჩნდა, არამედ ცხოვრებაში თითქმის ყველაფერი რეალურად აღსრულდა. მისი გარდაცვალებიდან სამი წელიც არ იყო გასული, როდესაც პარტიის მეოცე ყრილობაზე ხრუშჩოვმა წაიკითხა მოხსენება „სტალინის პიროვნების კულტის შესახებ“, რომელიც არ იყო შეთანხმებული ცეკას პოლიტბიუროს წევრებთან. მოხსენება სავსე იყო ღვარძლით, ბოღმითა და სიძულვილით. მასში ბევრი იყო სტალინის მიმართ ბოროტი ცილისწამება და გაჭორვა. აქვე დავძენთ, რომ მოხსენება მთლიანად მოამზადა იმჟამინდელი საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილმა წევრმა, კოვალიოვმა, ეროვნებით ებრაელმა, რომლის ნამდვილი გვარი იყო ფიტენსონი. სწორედ სიონისტები დაირაზმნენ და მხარში ამოუდგნენ ხრუშჩოვს, რომ უგუნური და ბილწი ენით ელაპარაკა.

დასასრულ, მოგვყავს ავიაციის მთავარი მარშლის, გოლოვანოვის მოგონებიდან ამოწერილი სიტყვები, რომლებიც სტალინმა მას უთხრა 1943 წლის ნოემბერში: „მე ვიცი, რომ, როდესაც აღარ ვიქნები, ჩემი მისამართით არაერთ ტალახს ისვრიან, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ისტორიის ქარი ყველაფერ ამას გაფანტავს“.

P. S. ვიაჩესლავ მოლოტოვის საუბრიდან მოგვყავს მისი სიტყვები: „სტალინი არ იყო ანტისემიტი, როგორც ზოგჯერ მის დახატვას ცდილობენ. იგი აღნიშნავდა ებრაელი ხალხის მრავალ ღირსებას, ურთიერთკავშირების უნარს, პოლიტიკურ აქტივობას“ (ჩუევი, „140 საუბარი მოლოტოვთან“).


скачать dle 11.3