კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ხდება სასურველი ქალის გულის დასაპყრობად მებრძოლი ზუზუ ქართველი ტუტსი

მსახიობმა ზაზა ბეჟაშვილმა, იგივე ზუზუმ, თავისი სამსახიობო ცხოვრების განმავლობაში მრავალ მნიშვნელოვან პროექტში მიიღო მონაწილეობა და სხვადასხვა ჟანრშიც წარმატებით მოსინჯა ბედი. ახლახან იგი ახალ როლზე შეუდგა მუშაობას. სადაც, მარტივად რომ ვთქვათ, ქართველი „ტუტსი“ უნდა განასახიეროს, რომელიც, ამერიკელი „ტუტსისგან“ განსხვავებით, არა კარიერის, არამედ სასურველი ქალის გამო იხდის შარვალს, იცვამს კაბას და მიდის სამოდელო სააგენტოში. ფილმის მთავარი გმირი დღეს ჩვენი რეპონდენტია.

ზაზა ბეჟაშვილი: მანამდე მსაგავსი არაფერი მითამაშია. ეს ფილმი კომედიაა და, ამდენად, ძალიან საპასუხისმგებლოა, იმიტომ, რომ მჯერა, მაყურებელი, შეიძლება, უფრო ადვილად აატირო, ვიდრე გააცინო. მე თვითონ ძალიან ძნელად მეცინება. ფილმის თემა დაახლოებით იგივეა, რაც „ტუტსიში“, ოღონდ, ქართულია. მასში ძალიან კარგ მსახიობთა ჯგუფია დაკავებული: მალხაზ ქვრივიშვილი, პაატა გულიაშვილი... ამ ფილმში ბევრი საკუთარ თავს ანსახიერებს, მაგალითად, ავთო ცქვიტინიძე, ჯიჯი რეჯინი, ნანიკო ხაზარაძე. მე ჩემს თავს არ ვთამაშობ, მაგრამ უნდათ, რომ სახელი „ზუზუ“ დაუტოვონ ჩემს გმირსაც.

– რამ გაგაბოროტა, უფრო სწორად, შენი გმირი რამ გააბოროტა, რომ უცებ იმიჯს იცვლის და ქალის ცხოვრებით იწყებს ცხოვრებას?

– ამერიკელი ტუტსისგან განსხვავებით, ჩემი გმირი ამას არ აკეთებს კარიერისა და უფულობის გამო, პირიქით, ამ კაცს ძალიან ბევრი და დიდი ფული აქვს, ის არის ავტომანქანების მწარმოებელი ერთ-ერთი ბრენდის მფლობელი და ყველა ქალი მისია. არსებობს ერთადერთი მოდელი გოგო, რომელიც მას უარს ეუბნება და ვერანაირად ვერ ახერხებს ჩემი გმირი მის მოხიბვლას. ბოლოს ის ნახავს ფილმ „ტუტსის“, რის შემდეგაც თვითონაც გადაიცვამს და მიდის იმავე სააგენტოში, სადაც ეს გოგო მუშაობს მოდელად. აი, აქედან იწყება ყველაფერი...

– რეჟისორი ვინ არის?

– ფილმის რეჟისორია გიგა აგლაძე. სავარაუდოდ, ოქტომბრისთვის ფილმი უკვე კინოთეატრებში გამოვა.

– ძნელად დაგამტკიცეს ამ როლზე?

– სხვათა შორის, როგორც კი შევედი, ყველამ ერთად აღიარა, რომ ეს არის ის, ვინც გვჭირდებაო. მერე გავიარე სინჯები პარტნიორთან ერთად და დამამტკიცეს კიდეც.

– შენი პარტნიორი ვინ არის?

– ჩემი პარტნიორია მოდელი ნათია ახვლედიანი.

– როგორია ზუზუს ცხოვრების სტილი?

– ზუზუს ცხოვრების სტილი არის საშინელი, არაჯანმრთელი, ამას პირველად ვამბობ ხმამაღლა. მომწონს ყველაფერი, რაც არ არის სასარგებლო, საკვებით დაწყებული, სასმელით დამთავრებული... იცი, რამდენი აბონემენტი მაქვს გაუქმებული?! მინდა, ნავარჯიშები სხეული მქონდეს, ვიარო სატრენაჟორო დარბაზში, მაგრამ ერთი დღით თუ მივალ სავარჯიშოდ, ერთი სული მაქვს, როდის წამოვალ იქიდან. დედაჩემი ხშირად მსაყვედურობს, არადა, რესტორანში ქსოვას ხომ არ დაიწყებ?! უნდა იქეიფო. (იცინის).

– რამ შეიძლება შეცვალოს შენი ცხოვრება?

– ერთადერთი იმან, თუ რეჟისორმა კონტრაქტში ჩაგვიწერა, გადაღებაზე არაფხიზელ მდგომარეობაში მისული დაჯარიმდებაო. „შტრაფები“ ნამდვილად არ მაწყობს.

– დაოჯახების საკითხი არ არის ამ ეტაპზე აქტუალური შენს ცხოვრებაში?

– წესით, უნდა იდგეს, მაგრამ ჯერ ვერ ვხედავ თავს მზრუნველი მეუღლის ამპლუაში. ალბათ, ჯერ არ გავზრდილვარ (იცინის). დიდი ბიჭი რომ გავიზრდები, აუცილებლად დავოჯახდები.

– შენი გმირივით ხომ არ გეღვიძება ხოლმე სხვადასხვა ადგილას...

– მე, ჩემი გმირისგან განსხვავებით, ამით არ ვტრაბახობ, ამაზე ლაპარაკი არ მიყვარს.

– საზოგადოებას საშუალება მიეცა, ენახა კადრები ამ ფილმიდან, საცვლებისამარა რომ გამორბიხარ შუაგულ პეკინზე.

– მაგ დროს ერთი ინციდენტი მოხდა: კამერები ძალიან ზემოთ იყო დამაგრებული და ვერავინ აღიქვა, რომ ფილმს ვიღებდით. ეს ყველაფერი პეკინის ქუჩაზე ხდებოდა, ზუსტად იმ ადგილას, სადაც მეძავები დგანან ხოლმე. არ ვიცი, რა იფიქრეს, უცბათ ტრუსების ამარა რომ გამოვვარდი. ჩემ ყურებაში ორი მანქანა შეეჯახა ერთმანეთს. (იცინის).

– სულ ახლახან დაამთავრე მუშაობა და ისევ დაკავდი ახალი როლით, როგორც ჩანს შენზე დიდი მოთხოვნილებაა...

– სერიოზული სამუშაო კიდევ წინ მელის. ჯერჯერობით თითებზე ჩამოსათვლელი როლები მაქვს შესრულებელი, თუმცა ჩემი თაობის მსახიობისთვის არც ისე ცოტაა. ოთხ სრულმეტრაჟიან ფილმში ვითამაშე, აქედან ორი – არაქართული ფილმია: ერთი არის აზებაიჯანული, ერთი – რუსული.

– აზერბაიჯანული პროექტის შემდეგ სხვადასხვა გამოცემის ფურცლებზე ხშირად გიწოდებენ აზერბაიჯანული კინოს ამომავალ ვარსკვლავს...

– ამ ფილმის პრემიერა სექტემბერში შედგება აზერბაიჯანში, საქართველოში, რუსეთში, საფრანგეთსა და თურქეთში. საფრანგეთსა და თურქეთში უკვე გაყიდულია ეს ფილმი. ის მისტიკური ჟანრისაა, სადაც მე ვთამაშობ ფოტოგრაფს, მთავარ გმირს, რომელიც „ფლეიბოი“ ტიპია.

– შენ საკმაოდ გვიან გახდი მსახიობი. როგორ მოხვედი ამ სფეროში?

– 23 წლის ვიყავი, როდესაც თეატალურ უნივერსიტრეტში ჩავაბარე. იმიტომ დამაგვიანდა, რომ მინდოდა ძალიან ადრე ჩამებარებინა...

– ანუ?

– იმდენად მინდოდა, ადრეულ ასაკში დავუფლებოდი ამ პროფესიას, რომ სკოლა არ დავამთავრე და შევედი საესტრადო სასწავლებელში. მამგრამ იქ ვერ გავჩერდი და პირველი კურსიც არ დამიხურავს, ისე წამოვედი. ამის შემდეგ, ბუნებრივია, 9 კლასის ატესტატით თეატრალურში არავინ მიმიღებდა. საბუთების მოწესრიგებაში დრო გავიდა, მერე ომის წლები დაემთხვა. მივხვდი, რომ ახლა თუ არა, ვეღარასოდეს მოვსინჯავდი ჩემს ძალებს ამ დარგში, ძალიან მოვინდომე და, როგორც იქნა, ჩავაბარე სამსახიობო ფაკულტეტზე რეზო ჩხეიძის ჯგუფში. სხვათა შორის, ბატონ რეზოს ძალიან არ მოვეწონე. კარგად მახსოვს, მის გარდა კომისიის ყველა წევრი დადებითად განეწყო ჩემ მიმართ. ბატონ რეზოს მოსწონს, მინდა, სწორად გამიგოთ, როცა წაუკითხავ რაღაც ისეთს, ვთქვათ, „ბაბუას წერილებს“... „სოფლის სურნელს“... მე ცოტა დიდი ვიყავი ასაკით იმათ შორის, ვინც აბარებდა. მგონია, რომ ბატონ რეზოს, სხვა აბიტურიენტებისაგან განსხვავებით, უპასუხისმგებლო და ცოტა ცინიკური მოვეჩვენე. თქვა, წავიდეს და, სადაც უნდა, იქ ჩააბაროსო. დღესაც მადლობას ვუთვლი მის მეუღლეს, ქალბატონ რუსუდანს, ჩემს მეტყველების პედაგოგს, რომელმაც დაარწმუნა იგი, რომ ჩემთვის შანსი მოეცა. ასე გავედი მეორე ტურში. ყველაზე კარგად მახსენდება, როდესაც უკვე მეორე კურსზე რეზო ჩხეიძემ მითხრა, თურმე როგორ ვცდებოდი შენშიო. ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო ამის მოსმენა ბატონი რეზოსგან.

– ამის შემდეგ იყო პირველი ფილმი შენს კარიერაში...

– ეს იყო სტუდენტური ფილმი „წვეთები“. მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურად საკმაოდ გაუმართავი ფილმი იყო – ვიდეოკამერით, განათების გარეშე გადაღებული, საკმაოდ ბევრი პრიზი დაიმსახურა.

– 2008 წელს იმყოფებოდი მოსკოვში, სადაც გადაგიღეს რუსულ ფილმში „ექიმი“. უკვე დაგვავიწყდა, ბოლოს როდის დაინტერესდა რუსი რეჟისორი ქართული სახით. როგორ აღმოჩდი გადასაღებ მოედანზე?

– ამ ფილმის რეჟისორი, ჟანა სინელნიკი, ძალიან კარგად იცნობს ქართველებს და ვუყვარვართ. საერთოდ, რამეს თუ წერ ან იღებ, ან დიდი სიყვარული უნდა გამოძრავებდეს, ან დიდი სიძულვილი. ჩემს რეჟისორს სიყვარული ამოძრავებდა. მან ბევრი რამ იცის ქართველებზე, გიჟდება ოთარ იოსელიანის ფილმებზე, კარგად იცნობს ჩვენს კულტურას და, რაც მთავარია, ძალიან ღიზიანდება იმაზე, რა განწყობამაც დაისადგურა ჩვენ მიმართ რუსეთში. მეც მიმაჩნია, რომ ეს ასე არ უნდა იყოს. არასდროს მაინტერესებს ეროვნება, მთავარია, თვითონ როგორია ის ადამიანი, ვისთანაც გვაქვს ურთიერთობა. ამ საკითხს ჟანაც ძალიან საღად აღიქვამს. მისი ფილმი არის წარმატებულ ქართველ ქირურგზე, რომელიც ცხოვრობს მოსკოვში, ჰყავს რუსი მეუღლე; რომელსაც, იმიტომ რომ ქართველია, ქუჩაში აყენებენ შეურაცყოფას. აქედან ვითარდება ფილმის სიუჟეტი. მე ვთამაშობ ამ ექიმს და ფილმი ღირსეული ქართული საქციელით მთავრდება.

ჟანას „ვგიკში“ ძალიან დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ და ის მთელ რუსეთში ერთ-ერთ პერპექტიულ რეჟისორად მიიჩნევა.

„ექიმმა“ ზუსტად ომის დღეებში, აგვისტოში მიიღო მონაწილეობა მოსკოვში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე „ზა პრავა ჩელოვეკა“, სადაც საშინელი გაღიზიანება გამოიწვია, მაგრამ პრიზი მაინც დაიმსახურა. პირველი, მეორე და მესამე ადგილი არ ყოფილა, დაასახელეს ოთხი საუკეთესო ფილმი, რომელთაგან ერთ-ერთი სწორედ „ექიმი“ იყო. მოსკოვშივე, ორ ფესტივალზე არ მიიღეს ეს ფილმი, პოლიტიკურად დაიწუნეს. დიდი სურვილი მაქვს, ქართველმა მაყურებელმაც ნახოს ის. თუ საშუალება მომეცემა, ამას აუცილებლად გავაკეთებ.



ეკა სალაღაია


скачать dle 11.3