კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„თბილისელების“ სამზარეულო


სალათა „ხმელთაშუა ზღვა“

საჭირო ინგრედიენტებია: 1 ნაჭერი მოხარშული ქათმის ფილე, 150 გრამი პატარა, მრგვალი პომიდორი, 1 ცალი კიტრი, 150 გრამი მაგარი ყველი, 200 გრამი პატარა სოკოები (დაკონსერვებული ქამა სოკო), 4 სადილის კოვზი ზეთი, 20 გრამი სალათის ფოთოლი, 1 თავი წითელი ხახვი, 2 კბილი ნიორი, 2 სადილის კოვზი ვაშლის ძმარი, შავი პილპილი, მარილი – გემოვნებით.

მომზადების წესი: ფილე დაჩენჩეთ. პომიდორი გარეცხეთ და გადაჭერით შუაზე. კიტრი გარეცხეთ და არ გათალოთ, ისე დაჭერით თხელ ნახევარრგოლებად, ყველი მსხვილად დაფხვენით. სოკო გადაწურეთ, გადაავლეთ მდუღარე და შეაშრეთ. დაჭერით შუა-შუა. ტაფაზე გააცხელეთ 1 სადილის კოვზი ზეთი. მოშუშეთ მასზე სოკო და გააცივეთ. სალათის ფოთლები გარეცხეთ, შეაშრეთ და დაფლითეთ. ხახვი დაჭერით ძალიან თხელ ნახევარ რგოლებად.

სოუსისთვის ნიორი გაჭყლიტეთ, დარჩენილი ზეთი და ძმარი დაასხით და აურიეთ კარგად. ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ერთ თასში. მოაყარეთ მარილი და პილპილი. ფრთხილად აურიეთ და მოასხით სოუსი.


скачать dle 11.3