კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ დანიშნავს ზაალ წულუკიძეს დიდი რესტორნის მენეჯერად და რა უნდა დაიმსახუროს მისმა ცოლმა


ვინი-ზაალ წულუკიძე: „დილის“ სამზარეულოში როგორ აღმოვჩნდი და... გემრიელი ვარ (იცინის). შემომხედეთ და დარწმუნდებით. ხომ გემრიელად გამოვიყურები?! ხი, ხი... თანაც სამზარეულოში თავს კარგად ვგრძნობ. გემრიელი კერძების კარგი შემფასებელ-დამფასებელიც ვარ. ყველაფერს არ მივირთმევ (იცინის), ვაგემოვნებ ახალ, საინტერესო კერძებს და მერე სხვებსაც ვაძლევ საშუალებას, დააგემოვნონ.

– წარმომიდგენია, რა ამბავია ხოლმე, როცა გადაცემა მთავრდება.

– არა. არ არიან მსუნაგები. იციან, რომ ყველას შეხვდება და ელოდებიან თავის რიგს. ვისაც უნდა, ყველას აქვს საშუალება, გაუსინჯოს გემო. წამყვანებსაც და დანარჩენ თანამშრომლებსაც. ასე რომ, ზედახორა და ვინ-ვის დაასწრებს, არ არის, ხოლმე.

– ჩანგალი სად გაქვს დამალული?

– ჩანგლებიც გვაქვს სამზარეულოში, კოვზებიც და დანებიც. არ არის ამისი პრობლემა. დანა-ჩანგლის დეფიციტს არ ვუჩივით.

– შენ თუ გაქვს უკვე იმდენი ცოდნა კულინარიაში, რომ დამოუკიდებლად აკეთო კერძები?

– რაღაც ვისწავლე, მაგრამ სახლში ნამდვილად არ ვაკეთებ კერძებს. სამზარეულოზე შეფობა სამსახურში მაქვს აღებული და ისიც მეყოფა. სახლში არის დედაჩემი, რომელიც ძალიან გემრიელად ამზადებს. საკმაოდ განებივრებული ვარ ამ მხრივ და ჯერ არ მაქვს იმის აუცილებლობა, რომ სამზარეულოშიც ვიფუსფუსო. მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას ვაგროვებ და ვინახავ. ვინ იცის, რაში გამომადგება. ცხოვრება ისეთი რამაა, ყველაფრისთვის მზად უნდა იყო ადამიანი.

– რესტორანში ხომ არ აპირებ შეფ-მზარეულად მუშაობას?

– შეფ-მზარეულის რა მოგახსენო, მაგრამ ჩემგან ძალიან კარგი რესტორნის მენეჯერი გამოვა. კარგი მეურნე ვარ და ნამდვილად კარგად მოვამარაგებდი. პერსონალსაც ვუხელმძღვანელებდი. ეს საქმე არაჩვეულებრივად გამომდის. რომ იტყვიან, ჩემზეა ზედგამოჭრილი. სახლში, როცა რამეა გასაკეთებელი, მე ვარ მთავარი „პრარაბი“. საჭირო მასალასაც მე ვყიდულობ და მეთვალყურეობასაც მე ვუწევ, როგორ მიმდინარეობს სამუშაოი. ამიტომაც ვამბობ, თუ რესტორანში, ოღონდ კარგ რესტორანში, მენეჯერის თანამდებობას შემომთავაზებენ, უარს ნამდვილად არ ვიტყვი. სტუმრებსაც არაჩვეულებრივად მოვიზიდავ და შემოსავლებსაც გავზრდი (იცინის).

– საკუთარი ხელით რას მოამზადებ, დამოუკიდებლად და დაწერილი რეცეპტების გარეშე?

– ზუსტად იცოდე, რომ მშიერი არ დავრჩები. სოსისსაც არაჩვეულებრივად ვხარშავ, კვერცხსაც გადასარევს ვწვავ და მაკარონს ვამზადებ ისე, თითებს ჩაიკვნეტ. შემწვარი მაკარონი გიჭამია? – მოხარშავ მაკარონს. გადაწურავ სუფთად და აკურატულად. მერე დაყრი ცხელ, ზეთიან ტაფაზე და შებრაწავ. ზემოდან თუ გახეხილ ყველსაც მოაყრი, გადასარევია. კვერცხის დამატებით კი აბსოლუტურად სხვა კერძს იღებ. ასე, რომ, შემიძლია, რაღაც-რაღაცეებით გაგაოცოთ.

– სახლში რაში შეიძლება გამოგიყენოს ადამიანმა?

– ე, რას ნიშნავს გამომიყენოს, სახლი დავალაგო და კიდევ რა ვქნა, ბავშვიც ხომ არ გავაჩინო? (იცინის) მე ვმუშაობ, ვშრომობ და სახლში მიმაქვს ჩემი ნაშრომი. საკუთარ თავს ისე ცოტას ვახარჯებ, სალაპარაკოდაც არ ღირს. საერთოდ არ ვარ მფლანგველი. ჯერ ერთი, არ მაქვს იმდენი, რომ ვფლანგო და მეორეც, არ მიყვარს ფულის ტანსაცმელში უაზროდ გადაყრა. ვყიდულობ იმას, რაც აუცილებლად მჭირდება. როდისმე იმდენი ფული თუ მექნება, რომ თავს მფლანგველობის უფლება მივცე, ჩემი ოჯახის წევრებს გავანებივრებ და სახლში მოვიწყობ ისეთ კომფორტს, როგორიც მართლა მინდა, რომ მქონდეს. კომფორტში ფული მართლა არ მენანება, უბრალოდ, ფული არ არის.

თუ მაინც აუცილებლად რამე უნდა გავაკეთო სახლში და სხვანაირად არ მომასვენებენ, ჯანდაბას, მტვერსასრუტს ჩავრთავ. ოღონდ, დიდი ხმა არ უნდა ჰქონდეს, ხმაურს ვერ ვიტან.

– შენ რა პრეტენზიული ყოფილხარ, ალბათ ცოლს მოსთხოვ, ფეხის წვერებზე იაროს.

– არა, არ მოვთხოვ. არც ასეა საქმე. ცოლმა უნდა იაროს და უნდა იშრიალოს კიდეც. აბა, რა...

– ვინი პუფიაო და ვისი პუფი ხარ?

– ჯერჯერობით არავისი. ისე, ვინც დაიმსახურებს, დიდი ვარ და რბილი, გამომიყენეთ, როგორც გინდათ (იცინის). მაგალითად, ცოლის პუფი ვიქნები. თუ დაიმსახურებს, რატომაც არა.

– „ცხელი ხაზით“ გისარგებლია?

– დედაჩემს მაგ ამბავს ვერავინ დაასწრებს. რა თქმა უნდა, ვსარგებლობთ. მაშინაც ვსარგებლობდით, გლობალური უწყლობის და უშუქობის ხანაში. ჩვენ ვიცოდით რამდენიმე გასაიდუმლოებული ნომერი, რომელსაც აუცილებლად პასუხობდნენ. მართალია, შუქი არ მოდიოდა, მაგრამ ინფორმაციულ ვაკუუმში ხომ მაინც არ ვიყავით. მე ვერ ვიტან, როცა არ ვიცი, რა ხდება. ვერ დავჯდები და მშვიდად ვერ დაველოდები – ყოველთვის ვცდილობ, რომ ყველაფერში წინასწარ ვიყო ინფორმირებული.

– „პახმელიის“ წამალი გეცოდინება.

– მე? საიდან. ხომ იცი, რომ არ ვსვამ. ბოლოს როდის დავთვერი მართლა არ მახსოვს. ერთადერთი ალკოჰოლური სასმელი, რომელსაც სიამოვნებით მივირთმევ, ის კოქტეილებია, რომლებიც დილაობით ჩვენთან მზადდება. მართლა ძალიან მაგარია და ერთი სიამოვნებაა მათი დალევა. „პახმელია“ ჩვენს ოჯახშიც არ არის აქტუალური. ერთი ჩვენი კატა თუ დათვრება და მერე „საპახმელიო“ „კორმს“ მოითხოვს. მამალია და უყვარს დალევა, რა ქნას (იცინის).


скачать dle 11.3