კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის აგიჟებს მეუღლე გიორგი ცინცაძეს და რატომ დატოვა მან ახლად ჯვარდაწერილი ცოლი თბილისში მარტო

უკვე თვეზე მეტია, რაც საქართველოს ეროვნული ნაკრები კალათბურთში გამარჯვებასა და წარმატებებს მოწყურებულ ქართველებს საუკეთესო თამაშითა და მოგებებით დიდ სიხარულსა და სიამოვნებას გვანიჭებს. ნაკრების თითოეული მონაწილე დიდი მონდომებით თამაშობს და გამარჯვებებით გვანებივრებს. ერთ-ერთი მათგანი 23 წლის გიორგი ცინცაძეა, რომელიც, გარდა იმისა, რომ კარგი კალათბურთელია, ასევე სასიამოვნო ადამიანიც არის. გიორგი უკვე ორი წელია, დაქოწინებულია და ჰყავს არაჩვეულებრივი მეუღლე, რომელიც მას ყოველთვის გვერდში უდგას.

გიორგი: ბოლო სამი წელი ესტონეთში ვთამაშობდი, ახლა დამიმთავრდა კონტრაქტი და კვირაზე მეტია, რაც საბერძნეთის ერთ-ერთ გუნდთან მოვაწერე ხელი კონტრაქტს. ნაკრების თამაშების დამთავრებისთანავე გავემგზავრები საბერძნეთში. სულ სხვა გრძნობა და პასუხისმგებლობაა, როდესაც თამაშს შენი ახლობლები, ქართველები, მთელი საქართველო უყურებს, ათმაგად ძნელია აქ თამაში, ვიდრე სხვაგან.

– როგორ და სად აღნიშნავთ მოგებას?

– ყოველი თამაშის შემდეგ ვიკრიბებით, თბილისში ძირითადად „ქალაქურში” მივდივართ ბიჭები. ვსხდებით და ერთმანეთს ემოციებს ვუზიარებთ, ვსაუბრობთ სხვადასხვა თამაშზე. მეუღლეებიც მიგვყავს და შეყვარებულებიც, კარგად ვილხენთ და დიდი ოჯახური შეკრება გვაქვს ხოლმე.

– ალბათ, ბავშვობიდან თამაშობ კალათბურთს.

– 9 წლის ასაკიდან, თუმცა, ბავშვობაში ფეხბურთის თამაში მინდოდა. სამედიცინო უნივერსიტეტთან სპორტული ჯგუფი იყო და იქ ფეხბურთზე ცოტა ხანს დავდიოდი, ასფალტზე ვვარჯიშობდით. ერთ დღესაც სახლში ჭუჭყიანი, ტალახიანი მივედი, ფეხებიც გადატყავებული მქონდა. დედაჩემმა თქვა, აღარ წახვალ ფეხბურთზეო და ამით დამთავრდა ჩემი საფეხბურთო კარიერა. მაშინვე გადამიყვანეს კალათბურთზე, თანაც მამაჩემი ადრე კალათბურთს თამაშობდა და მშობლებს სპორტის ეს სახეობა ძალიან უყვართ. მაშინ პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში ვსწავლობდი და სკოლის გუნდში დავდიოდი, მერე საკალათბურთო სკოლაში გადავედი და მას შემდეგ უკვე პროფესიულ დონეზე მივყვები კალათბურთს.

– მოდი, შენი მშვენიერი მეუღლე გამაცანი.

ნანა: მე ვარ ნანა ცინცაძე, გიორგის მეუღლე. უკვე ორი წელია, ერთად ვართ, თუმცა ერთამანეთს დიდი ხანია, ვიცნობთ, ბავშვობიდან – მეზობლები ვიყავით და ერთად დავრბოდით ეზოში. ტყუპისცალი და მყავს და ჩემი, ჩემი დისა და კიდევ ერთი ჩვენი მეგობარი გოგონას ყველაზე საყვარელი მეგობარი იყო გიორგი. სულ ერთად დავდიოდით. ჩაჯდებოდა ხოლმე ჩვენთან, გოგონებთან და ვჭორაობდით. ჩემი მესაიდუმლეც იყო. ბოლოს ცოტა ზედმეტები მომივიდა, ბევრი რამ მოვუყევი, განსაკუთერებით – თაყვანისმცემლებლთან დაკავშირებით.

გიორგი: მაშინ არ მოგვწონდა ერთმანეთი, უბრალოდ, კარგი მეგობრები ვიყავით.

ნანა: გიორგი ძალიან მეგობრული და კომუნიკაბელურია, მაგრამ განსაკუთრებით კარგად გოგონებთან მეგობრობა გამოსდის – ეს საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი. ერთმანეთის ოჯახებთან ძალიან ახლოს ვიყავით. როდესაც მოსკოვში წავიდა სათამაშოდ, როგორც კი ჩამოვიდოდა თბილისში, სამი დღითაც, რომ დარჩენილიყო, სამივე დღეს მოდიოდა ჩვენთან.

– როდის მიხვდით, რომ ერთამანეთი გიყვარდათ?

გიორგი: დაახლოებით სამი წლის წინ, ზაფხულში, მეგობრები ერთად წავედით დასასვენებლად ჯერ ნანას სოფელში, შემდეგ – სხვა მეგობრის. იქ ერთმანეთს ძალიან მივეჩვიეთ, ასე ერთად ამდენი დრო არასდროს გაგვიტარებია.

– ნანა, როგორი რეაქცია გქონდა, როდესაც გაიგე, რომ გიორგის უყვარდი?

ნანა: მანამდე მეც რაღაცეებს ვხვდებოდი, შესაბამისად, ეს ჩემთვის შოკი და მოულოდნელობა არ ყოფილა. ერთადერთი, ვთქვით, ამას მეგობრებს ვერ ვეტყვითო და სამი დღის განმავლობაში ჩუმად დავიპარებოდით შარდნეზე, იქ ვცხოვრობდით. მერე გამოგვიჭირეს, რატომ დაგვიმალეთო.

– როდის დაქორწინდით?

– ჩვენი შეყვარებულობის პერიოდი ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდა და ორი წლის წინ, 4 სექტემბერს დავიწერეთ ჯვარი.

გიორგი: სამ დღეში საქართველოდან მივდიოდი და ყველაფრის გაკეთებას ჩქარ-ჩქარა ვცდილობდით. ჯვარიც ასე დავიწერეთ – ჩქარ-ჩქარა.

ნანა: ჩვენი ფეხით ავედით მამადავითზე და შევუთანხმდით მოძღვარს. მეგობრებს წინა დღეს ვურეკავდით – ხვალ მეჯვარე ხარ, ჩვენს ქორწილში გეპატიჟებითო, საიდან არ ჩამოვიყვანეთ ხალხი. ყველამ იცოდა ჩვენი ამბავი, მაგრამ ისე უცებ გადავწყვიტეთ ჯვრის დაწერა, რომ მერე ეს ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. მერე გიორგი წავიდა ესტონეთში და მე დავრჩი საქართველოში. ვიზები და საკონსულოებში სიარული ჩემთვის მძიმე თემაა, ვიტანჯები. გიორგის ყველაფერს იოლად უკეთებენ, მე კი ველოდები.

გიორგი: მე მალევე წავედი. ორი თვის შემდეგ კი ჩამოვედი და წავიყვანე. ნანა ძალიან ერთგული ადამიანია. როდესაც მარტოა თბილისში, არასდროს ვეჭვიანობ. რანაირ სიტუაციაშიც არ უნდა ჩავარდეს, გვერდზე არასდროს გაიხედავს. მხოლოდ ერთი ცუდი თვისება აქვს – მანქანას ცუდად მართავს.

ნანა: იტყუება, პირიქით, გვერდით რომ მიზის, ძალიან აუტანელია, თანაც ჰგონია, რომ კარგად ატარებს. მშვენივრად ვმართავ ავტომობილს, უბრალოდ, ღამით „იამებს“ ვერ ვხედავ და, რომ ჩავარტყამ, ამაზე გიჟდება ხოლმე.

– გიორგიმ ყველაზე მეტად რით მოგხიბლა?

გიორგი: ოო, ეს მეც ძალიან მაინტერესებს.

ნანა: ყოველთვის ვამბობდი, რომ გიორგის ჩემი ყველაზე კარგად ესმის-მეთქი. მერე, ცოლად, რომ გავყევი, კი მქონდა პრეტენზიები, არ გესმის ჩემი-მეთქი, მაგრამ მართლა ძალიან კარგად მიგებს. საერთოდ, მშვიდი ადამიანია, ცოტა მე გავაგიჟე. ეჭვიანი არ არის, ხანდახან ზემდეტად ურეაქციოდაც ზის ხოლმე, მაგრამ, მირჩევნია მშვიდი იყოს. მე ცოტა მოუთმენელი ვარ, გიორგი ჩემზე მომთმენია. იმის მაგივრად, რომ მას დავემსგავსო, აქეთ მე მემსგავსება, ეს არ მომწონს.

– უცხოეთში ცხოვრება გაგიჭირდათ?

გიორგი: პირველად 17 წლის ვიყავი, როდესაც მოსკოვში წავედი სათამაშოდ. სახლში ვრეკავდი: დედა, უნდა გამოვიქცე, ისე ცუდად ვარ, აღარც კალათბურთი მინდა, აღარც არაფერი, აქედან წამიყვანეთ-მეთქი. მერე მივეჩვიე. ახლა, როცა ნანა ჩემ გვერდით არის, უფრო კარგად ვგრძნობ თავს. შესაბამისად, ნანასაც გაუჭირდა თავიდან უცხოეთში ცხოვრება.

– უცხოეთში არ უკეთებ ქართულ კერძებს?

ნანა: როგორც კი თბილისში ჩამოდის, იმ ღამითვე „იქაჩება“ – ხინკლის საჭმელად უნდა წავიდეო.

გიორგი: საჭმელთან დაკავშირებით ძალიან პრეტენზიული ვარ, ყველაფერს არ ვჭამ. სხვათა შორის, ნანას მომზადებული საჭმელები მომწონს.

ნანა: შარშან კარტოფილის ფორმა მივაღებინე. იმდენად ვიყავი დაკომპლექსებული, რომ ბევრი რამ არ უყვარდა, მხოლოდ კარტოფილს ვუკეთებდი და ბოლოს მითხრა, აღარ მინდაო. წელს გამოვასწორე. საჭმელების გაკეთება კი ვიცოდი, მაგრამ მინდოდა, ისეთი გამეკეთებინა, გიორგის რომ მოეწონებოდა. ამიტომ სულ დედამისს დავდევდი უკან, ტელეფონზე ვურეკავდი.

– რთულია კალათბურთელის მეუღლეობა?

– დიახ, რთულია. რადგან ხშირად დადის სხვა ქვეყნებში. სხვა მხრივ კი უფრო საინტერესოა, ვიდრე, ვთქვათ, ბანკის თანამშრომლის ცოლობა.



ნათია უტიაშვილი


скачать dle 11.3