კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები


კითხვა: ჩემი მეუღლე ყოველდღიურად ძალიან ბევრ ლუდს სვამს. გთხოვთ, მითხრათ, შეიძლება თუ არა ამ სასმლით გალოთება, არსებობს თუ არა „ლუდით ალკოჰოლიზმი“?

პასუხი: ალკოჰოლიზმი ნებისმიერი სასმლით შეიძლება დაიწყოს. ლუდის სმისას ორგანიზმი დიდი რაოდენობით სითხეს იღებს, სტიმულირდება შარდის წარმოქმნის პროცესი და ალკოჰოლი სწრაფად გამოიდევნება. არყით თრობა უფრო ნელა ვითარდება. სისხლში ალკოჰოლის კონცენტრაცია პიკს შედარებით გვიან აღწევს და თრობაც ხანგრძლივია. ყველაზე ცუდია არყისა და ლუდის ერთდროული სმა – ამ დროს ადამიანი, ერთი მხრივ, ალკოჰოლის დიდ დოზას იღებს, მეორე მხრივ კი, ნახშირორჟანგის ზემოქმედებით ჩქარდება მისი სისხლში გადასვლა.

კითხვა: რა სამკურნალო თვისებები აქვს ბზასა და დაფნას?

პასუხი: ბზის ნახარშის გამოვლება კარგია ღრძილების ქრონიკული ანთებით-დისტროფიული დაავადების დროს. მას ანთების საწინააღმდეგო, ქსოვილთა აღდგენის ხელშემწყობი თვისებები აქვს; დაფნის ნახარში კი სისხლში შაქრის დაქვეითებას უწყობს ხელს. ამიტომ მას შაქრიანი დიაბეტის დროს სვამენ.

კითხვა: ვარ 26 წლის. დიდხანს დგომისას ზურგი მტკივდება ხოლმე. რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს? მირჩიეთ რამე.

პასუხი: უპირველესად, უნდა გამოირიცხოს ოსტეოქონდროზი და შინაგანი ორგანოების დაწევა. თუმცა არის შემთხვევები, როცა წელის არეში ქრონიკული ტკივილის მქონე პაციენტებს სამედიცინო გამოკვლევისას არავითარი დარღვევა არ აღმოაჩნდებათ ხოლმე. ასეთ ავადმყოფთა ნაწილი უჩივის ზურგის გაურკვეველ, გაფანტულ ტკივილს ხანგრძლივი ჯდომის ან დგომის დროს. წოლისას ტკივილი ქრება. ფიზიკური გასინჯვისას დგინდება ტანდეგობის დარღვევა, რენტგენოგრაფიული და ლაბორატორიული გამოკვლევისას კი ცვლილებები არ აღინიშნება. ასეთ შემთხვევაში ეფექტურია მუცლის პრესისა და ზურგის ღრმა კუნთების გასამაგრებელი ვარჯიშები.

კითხვა: როდის იმატებს სისხლში აზოტი და რა უნდა მივიღოთ ასეთ დროს?

პასუხი: სისხლში აზოტი იმატებს მაშინ, როცა იმატებს ცილოვანი ცვლის აზოტოვანი პროდუქტების რაოდენობა. ეს თირკმელების ღრმა პათოლოგიების ან გულ-სისხლძარღვთა უკმარისობის დროს ხდება. მიზეზი შეიძლება ქსოვილთა ცილების გაძლიერებული დაშლაც იყოს. ეს საკმაოდ სერიოზული მდგომარეობაა ორგანიზმისთვის და თვითმკურნალობას არამც და არამც არ გირჩევთ. ნუ დაკარგავთ დროს და სპეციალისტს ეწვიეთ.

კითხვა: ჩემს ოთხი წლის გოგონას მეჩხერი სარძევე კბილები აქვს. ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ძირითადი კბილებიც ასეთი ექნება?

პასუხი: სარძევე კბილები თავდაპირველად მჭიდროდაა განლაგებული. 4-5 წლის ასაკიდან კი თითქოს გაიშლება. ერთმანეთს შორდება და მათ შორის წარმოიქმნება შუალედები, ეგრეთ წოდებული ტრემები. ეს იმიტომ ხდება, რომ ყბა იზრდება. სპეციალისტები მას ბუნებრივად მიიჩნევენ. თუ სარძევე კბილები ამოჭრისთანავე მეჩხრად განლაგდა, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ან კბილებია პატარა, ან ყბა – დიდი. ასეთი შეუსაბამობის მიზეზი ათასი რამ შეიძლება იყოს. ზოგჯერ ბავშვს ერთი მშობლისგან პატარა კბილები გადაეცემა მემკვიდრეობით, მეორისგან კი – დიდი ყბა. ყბის გაზრდას ხელს უწყობს მატყუარა საწოვარა, თითის წოვა, ტუჩების კვნეტა. სარძევე კბილები მეჩხერად განლაგდება ხოლმე მაშინაც, როცა პატარას ერთი ან რამდენიმე კბილი ამოღებული აქვს.

კითხვა: ძალიან მგრძნობიარე კანი მაქვს. ხშირად სრულიად უმიზეზოდ მილურჯდება. არსად წავქცეულვარ, არც რამე მომხვედრია, მაგრამ უეცრად უმტკივნეულო სილურჯეს აღმოვაჩენ ხოლმე. როგორ მოვიქცე?

პასუხი: უპირველეს ყოვლისა, უნდა გაიკეთოთ სისხლის საერთო ანალიზი და სისხლის გამოკვლევა შედედებაზე. თუ სისხლში ცვლილებები არ აღმოგაჩნდათ, ჩალურჯების მიზეზი, ალბათ, ის არის, რომ ძალიან ნაზი სისხლძარღვები გაქვთ. მათი სინაზე კი C და D ვიტამინების, თუთიისა და სპილენძის ნაკლებობის ბრალი იქნება. ამიტომ, რაციონში უნდა ჩართოთ ამ ნივთიერებათა შემცველი პროდუქტები. C ვიტამინს შეიცავს თითქმის ყველა ხილი და ბოსტნეული, მაგრამ ყველაზე მეტი ასკილში, ციტრუსებსა და შავ მოცხარშია. D ვიტამინი ბევრია წიწიბურაში, ყურძენში. თუთიას შეიცავს მზესუმზირა და გოგრის თესლი, ხოლო სპილენძს – ბატკნისა და ხბოს ღვიძლი, საფუარი.



რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

კახა ჯანაშია


скачать dle 11.3