კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გაანადგურებს თუ არა კაცობრიობას უცნობი კოსმოსური ვირუსი და რატომ გადაწვეს კომუნისტებმა ციმბირში სამი სოფელი


ჯერ ზუსტად არავინ იცის, როგორ იშვა სიცოცხლე დედამიწაზე, მაგრამ დადგენილია, რომ თითქმის მაშინვე დაინფიცირდა. ჩვენი პლანეტის ინტენსიური დაბომბვა მეტეორიტებით 3,9 მილიარდი წლის წინათ შეწყდა, მაგრამ მათგან მიყენებულ ზიანს, ცოცხალი ორგანიზმები, რომლებიც დედამიწაზე, სავარაუდოდ, ასი მილიარდი წლის დაგვიანებით გაჩნდნენ, დღესაც კი განიცდიან.

დერეკ ვარდ-ტომპსონი და მისი კოლეგები, კალიფორნიის უნივერსიტეტიდან დაწმუნებულები არიან, რომ შუა საუკუნეების ევროპაში გავრცელებული მასობრივი შიმშილისა და შავი ჭირის მიზეზი იყო დედამიწის შეჯახება პატარა კომეტასთან, რომლის დროსაც, კოსმოსურმა მტვერმა რამდენიმე თვით დააბნელა დედამიწა. არიან მეცნიერები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ისეთი სასიკვდილო დაავადებების, როგორიც არის კიბო, შიდსი, ტუბერკულოზი და კიდევ სხვა უცნობი ვირუსული, სასიკვდილო ინფექციების გამომწვევი, კოსმოსიდან დედამიწაზე, სხვადასხვა დროს მოხვედრილი მეტეორიტების ნარჩენებია. რეალურია თუ არა ის, რომ მთავარი მიზეზი დედამიწაზე გავრცელებული სასიკვდილო ვირუსებისა კოსმოსია, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა „თბილისელებმა“, პროფესორ ნოდარ ჩიგოგიძეს სთხოვა.



ნოდარ ჩიგოგიძე: კოსმოსური ვირუსების დედამიწაზე არსებობის თეორია პირველად ირკუტსკელმა მკვლევარმა, ექიმმა და ეპიდემიოლოგმა არნოლდ ლიფშიცმა წამოაყენა. ამას წინ უძღოდა საკმაოდ საინტერესო და უცნაური ფაქტი. 1963 წელს ტუვის ოლქში, სამი პატარა სოფლის მცხოვრებლები უცნაური და მანამდე უცნობი ვირუსით დაავადდნენ. იფეთქა ძალიან საშიშმა და საიდუმლოებით მოცულმა ეპიდემიამ. დაავადებულების კანი სწრაფად იღებდა ნაცრისფერს, მასზე ჩნდებოდა ღია ნახეთქები და იწყებოდა სისხლდენა კაპილარებიდან, შემდეგ ვენიდან და ბოლოს, დაახლოებით, 10-12 საათში ადამიანი იღუპებოდა. ექიმებმა მხოლოდ იმის დადგენა შეძლეს, რომ დაინფიცირებულთა ასაკი განისაზღვრებოდა ოციდან ორმოცდაათ წლამდე. მოზარდებს და მოხუცებს ვირუსი არ ერჩოდა.

– ანუ, ეს ვირუსი იყო?

– ყოველ შემთხვევაში, თავიდან ასეთი კლასიფიკაცია მიეცა. მოგეხსენებათ, მაშინ ყველა სერიოზული გამოკვლევა, თუ ექსპერიმენტი გასაიდუმლოებული იყო. ბუნებრივია, ინფორმაცია სასწრაფოდ მივიდა მოსკოვამდე. პირველი ხუთი დღის განმავლობაში ორმოცდაათზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის, ის ექიმებიც, რომლებიც დაავადებულთა გადარჩენას ცდილობდნენ. მთელი საბჭოთა კავშირიდან ირკუტსკში ჩავიდნენ ყველაზე ცნობილი ექიმი-ინფექციონისტები, მეცნიერები. რაიონში სასტიკი კარანტინი გამოცხადდა. სამივე სოფელს ალყა შემოარტყეს საგანგებო დანიშნულების ჯარის ნაწილებმა. მობილიზებული იყო მილიცია. უშიშროებამ შეიმუშავა ვერსია, რომ ეს იყო ჩინეთის მხრიდან დივერსიული აქტი. ჩინეთსა და საბჭოთა კავშირს შორის იმ დროს დაძაბული ურთიერთობა იყო და შეიარაღებულ კონფლიქტზეც კი საუბრობდნენ, რადგან ვერაფრით მოხერხდა იმის დადგენა, თუ რა იწვევდა ადამიანების ასეთ მასიურ დაღუპვას – საიდუმლო ვირუსს დაინფიცირებულთა სისხლში ვერ მიაკვლიეს, გადაწყდა, რომ ამ რაიონში ჩინეთმა ახალი ბაქტერიოლოგიური იარაღი გამოსცადა. ფაქტობრივად, სამ სოფელში მთელი შრომისუნარიანი მოსახლეობა ამოწყდა. ვინც გადარჩა, ხელისუფლებამ სხვა რაიონებში გადაასახლა, მათ ჩამოართვეს ხელწერილები, რომ მომხდარის შესახებ არაფერს, არავისთან იტყოდნენ და სოფლებიც და გვამებიც დაწვეს. გამოკვლევები, რა თქმა უნდა „დაკონსერვდა“. მხოლოდ გასული საუკუნის ბოლოს, როცა კომუნისტების მკაცრი ხელი ცოტათი „მოეშვა“ და გასაიდუმლოებულმა ინფორმაციებმაც „გაჟონა“, ლიფშიცმა ამ ფაქტის გამოძიება დაიწყო. მისი იმჟამინდელი სადოქტორო დისერტაციის თემა, სწორედ საიდუმლო ეპიდემიები იყო და თავისი გამოკვლევების არქივში საკმაოდ ბევრი უცნაური ფაქტი დაუგროვდა. მაგალითად, ტუვის ეპიდემიამდე თხუთმეტი წლით ადრე, ურალის ტერიტორიაზე შინაგანი ორგანოების ჩაწყვეტით და შინაგანი სისხლდენით ადამიანები მასობრივად იხოცებოდნენ. ლიფშიცმა შეისწვლა გარდაცვლილთა გაკვეთის ოქმები, ანალიზების შედეგებსაც გაეცნო და ერთ ძალიან საინტერესო ფაქტს წააწყდა, რომელსაც მაშინ ყურადღება არავინ მიაქცია. იმ სოფლის უხუცესები ამტკიცებდნენ, რომ სანამ ეპიდემია იფეთქებდა, მთებში საშინელი გრუხუნი გაისმა და დიდი ნათება იხილეს. მალე ადგილობრივმა მოზარდმა სოფლის შემოგარენში უცნაური ქვა იპოვა. თბილი იყო და შიგნიდან მომწვანო, მოლურჯო შუქს გამოასხივებდა. ბიჭი აღფრთოვანდა ნაპოვნით და ქვა სახლში მიიტანა. ქვით უფროსებიც დაინტერესდნენ და ის ხელიდან-ხელში გადადიოდა, მაგრამ შენიშნეს, რომ შუქთან ერთად ქვა ძალიან უსიამოვნო სუნსაც გამოსცემდა. უხუცესებმა მისი მიწაში ჩაფლა მოითხოვეს, რადგან დიდი უბედურების ნიშნად მიიჩნიეს, მაგრამ, ციმბირის მიყრუებულ სოფელში ეს, რაღაც უცხო გასართობი იყო და ქვამ, ფაქტობრივად, მთელი სოფელი მოიარა. აქედან დაიწყო ადამიანების მასობრივი სიკვდილიანობაც.

– ქვა იყო დაავადების გამომწვევი?

– ყოველ შემთხვევაში, ლიფშიცი დარწმუნდა ამაში და განაცხადა, რომ დედამიწის მოსახლეობაში გავრცელებული ვირუსების უმრავლესობას რომელთაც ახასიათებთ პანდემია, კოსმოსური წარმოშობა აქვს. ისინი ჩვენთან კოსმოსიდან ხვდებიან მეტეორიტების, კომეტების სახით და გააჩნიათ სიცოცხლის, საკუთარი, განსაკუთრებული ფორმა. მათ ასევე აქვთ გონი და ადამიანის ორგანიზმში აღწევენ იმიტომ, რომ იქ განაგრძონ თავისი სიცოცხლეო.

– რეალურია ეს მოსაზრება?

– იმას, რომ კოსმოსს ძალიან დიდი გავლენა აქვს დედამიწაზე, ფაქტია და ვერ უარვყოფთ. გარდა ამისა, არსებობს სერიოზული კვლევების მასალები. მაგალითად, ლიფშიციც მივიდა იმ დასკვნამდე, თანაც დამოუკიდებლად, რომ შუა საუკუნეების ევროპაში გაჩენილი შავი ჭირის ეპიდემიას წინ უძღოდა მეტეორიტების წვიმა. დასავლეთ ევროპის მცხოვრებლებმა, მეცამეტე საუკუნის დასაწყისში საკუთარი თვალით ნახეს ეს მოვლენა. „ისპანკა“, რომელმაც პირველი მსოფლიო ომის დროს მილიონობით ადამიანი იმსხვერპლა, ანუ გაცილებით მეტი, ვიდრე თავად ომმა, ლიფშიცის ვერსიით, ფრანგი ჯარისკაცების დაუდევრობის შედეგია. 1912 წელს ალჟირის საზღვართან, ჩრდილოეთ აფრიკაში, საჰარის უდაბნოში, სწორედ იმ ადგილას, სადაც მილიონი წლის წინ დედამიწაზე ჩამოვარდნილმა მეტეორიტმა უზარმაზარი ჩამქრალი კრატერი წარმოშვა, საფრანგეთის არმიის მთავარსარდლობამ ბანაკის გაშლა ბრძანა. საქმე ისაა, რომ ეს ადგილი არაბებს საუკუნეების განმავლობაში დაწყევლილად მიაჩნდათ და სიახლოვეს არ ეკარებოდნენ. ფრანგებმაც გადაწყვიტეს, რომ ამ მხრივ, მათი უსაფრთხოება კარგად იქნებოდა დაცული. მალე ჯარისკაცები მანამდე უცნობი ავადმყოფობით დაავადდნენ. ეპიდემია ელვის სისწრაფით ვრცელდებოდა და მთავარსარდლობამ გადაწყვეტილება მიიღო, დაავადების პირველივე ნიშნების გამოვლენისთანავე ჯარისკაცი სამშობლოში დაებრუნებინათ. ასე „შეაღწია“ ვირუსმა საფრანგეთში და მთელ ევროპაში გავრცელდა. საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ ამ შემთხვევაშიც დამნაშავე კოსმოსი იყო. ალბათ. სხვათა შორის, ლიფშიცი იმავე წლებში დაინტერესდა შიდსის ვირუსით, რომელიც საკმაოდ ახალი პრობლემა იყო მეცნიერებისთვის. მასზე აშკარად მსჯელობას გაურბოდნენ კიდეც. შიდსს მეოცე საუკუნის „შავი ჭირი“ უწოდეს და მაშინვე უწინასწარმეტყველეს „დიდი მომავალი“. ჩვენდა სამწუხაროდ, პროგნოზი გამართლდა. ლიფშიცი მიიჩნევდა, რომ შიდსიც, სარკომაც, ტუბერკულოზიც, მანამდე უცნობი სხვადასხვა მომაკვდინებელი ვირუსის წარმოშობაც კოსმოსში უნდა ვეძებოთ.

– სარკომა, ანუ კიბო?

– დიახ. ასეთი იყო ლიფშიცის ჰიპოთეზა, რომელსაც არსებობის უფლება, როგორც მოგახსენეთ, ნამდვილად აქვს. ლიფშიცი მიიჩნევდა, რომ სწორედ კიბოს არა აქვს დედამიწური წარმოშობა და ის აქ კოსმოსიდან მოხვდა. ამ მომაკვდინებელ ვირუსს, თითქმის ყოველ მესამე ადამიანში სძინავს. არავინ იცის, როდის, რა გარემოში გაიღვიძებს და დაიწყებს ჯანმრთელი უჯრედების შთანთქმას. კიბოს ვირუსი ერთ-ერთი უძველესია, თანაც ყველაზე სიცოცხლისუნარიანიც. ის დედამიწაზე 120 ათასი წლის წინათ მოხვდა. ის არა მარტო გადარჩა, არამედ განიცადა მუტაცია და დღეისთვის არ არსებობს არც ერთი ცოცხალი ორგანიზმი დედამიწაზე, რომელიც არ შეიძლება დაავადებული იყოს კიბოთი. ლიფშიცის აზრით, ყოველწლიურად დედამიწაზე კოსმოსიდან რამდენიმე ათასი ვირუსი ხვდება. მეხუთედი მაშინვე იღუპება. ზოგიერთი ცხოველების ორგანიზმში ხვდება და იქვე რჩება. ერთეულები კი აღწევენ ადამიანის ორგანიზმში და აინფიცირებენ მას. ამიტომაც, თითქმის ყოველწლიურად არის რაღაც ახალი ვირუსის პანდემიის საფრთხე. ამ ვირუსების უმრავლესობას ძალიან აგრესიული ბუნება აქვს. ამიტომაც, მათგან გამოწვეულ დაავადებას, უფრო ხშირად ახასიათებს ლეტალური შედეგი.

– ხომ არ ემუქრება კაცობრიობას, რომელიმე კოსმოსური ეპიდემიით განადგურება?

– მეცნიერების რაღაც ნაწილი მიიჩნევს, რომ ამის შანსი, თუმცა მცირე, მაინც არსებობს... და იმაზე რეალურიც კია, ვიდრე დედამიწაზე დიდი მეტეორიტის ჩამოვარდნა, რომელიც ყველაფერ ცოცხალს გაანადგურებს. გააჩნია, რამდენად აგრესიული და სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდება ახალი ვირუსი, რომელიც კოსმოსიდან „გვესტუმრება“.


скачать dle 11.3